საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

  •  

საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 475 გარდაცვალების შემთხვევა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 475-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 57 753 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა 2 799 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 42 572-ს შეადგენს.

მსგავსი თემები