“არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ” – სახალხო დამცველის განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შსს-ს მიმართავს, რომ შეწყვიტოს ძალის გამოყენება.

„უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!“, – ვკითხულობთ  ომბუდსმენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ, შსს ცესკოსთან შეკრებილებს აფრთხილებს დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ ადეკვატური ძალის გამოყენება.

მსგავსი თემები