ფსიქოთერაპიული ჩარევა და ფიზიკური რეაბილიტაცია – რას წერენ ექიმები მიხეილ სააკაშვილზე

სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ჯგუფი აცხადებს, სახეზეა მთელი რიგი პრობლემები და საჭიროა რეაბილიტაცია. „2021 წლის 12 დეკემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფმა რიგით მეოთხე ვიზიტი განახორციელა პაციენტ (ბრალდებულ/მსჯავრდებულ) მიხეილ სააკაშვილთან. პაციენტი მოთავსებულია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წლის 19 ნოემბრიდან. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: აიდა გოზალოვამ, თენგიზ წულაძემ, გიორგი კაჭარავამ, ნინო ზავრაშვილმა, გრიგოლი ხურციძემ, გიორგი პაპიაშვილმა, გიორგი გრიგოლიამ და მარინე კურატაშვილმა. ექსპერტებმა მოინახულეს მიხეილ სააკაშვილი, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, ესაუბრნენ ექიმებს და…

მეტი...

ექიმები მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებას მხარს არ უჭერენ

ნევროლოგ თენგის წულაძის განცხადებით, სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებას მხარს არ უჭერს. „რადგან ადამიანს პოსტტრავმულ-სტრესული აშლილობა აქვს, ეს გულისხმობს იმას, რომ ეს ტრავმა ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში. ამიტომ, იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, რადგან პოსტტრავმულ-სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც იმ სტრესს არ აგონებს ადამიანს, სადაც სტრესი მიიღო“ – განაცხადა ნევროლოგმა ბრიფინგზე.

მეტი...

“მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა” – როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და სახეზეა წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა.   „ნევროლოგიური სიმპომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია – წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა. პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა, გვაქვს მოსაზრებები, რომელიც დეტალურად გავწერეთ დანართში. 25 ნოემბერს, როდესაც ვიყავით მასთან, მაშინაც გავეცით ფსიქოთერაპიის რეკომენდაციები, მაგრამ არ შესრულდა ან ვერ შესრულდა. ფიზიკური რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანია“ – განაცხადა ნევროლოგმა ბრიფინგზე. მისივე შეფასებით, რეაბილიტაცია ხანგრძლივი უნდა იყოს.  „რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესია,…

მეტი...

თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე მხარს არჩილ თალაკვაძეს უჭერს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ  მისი არჩევანი რომ იყოს, მინისტრის პოზიციაზე არჩილ თალაკვაძეს დაუჭერდა მხარს. „თქვენ ბრძანეთ ლევან რატიანი და არჩილ თალაკვაძე. ორივე შესანიშნავი კანდიდატურაა. ლევან რატიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ როდესაც ვთქვი, რომ მინისტრობისთვის მზად არ არის, ვიგულისხმე ის, რომ წარმატებული ექიმია და ქვეყანას დღეს უფრო სჭირდება იქ, სადაც არის. კორონავირუსთან მუშაობის ძალიან სერიოზული სეგმენტი უჭირავს, ძალიან ახალგაზრდაა, მინისტრობაც და ყველაფერიც წინ აქვს. ის ძალიან კარგი კანდიდატურაა, ჩემი მეგობარია.  მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი. არჩილს ბევრი ღირსება აქვს. ძალიან გამოცდილია, ფაქტობრივად, ნამუშევარია როგორც სამინისტროებში, ისე პარლამენტში ხელმძღვანელ სამუშაოებზე. ის…

მეტი...

“იმედი მაქვს, რომ კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად” – ამერიკის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კანონი ყველა მოქალაქის მიმართ თანაბრად და მიუკერძოებლად უნდა იყოს გამოყენებული. აღნიშნული განცხადება ელჩმა ​ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისა და ნიკა გვარამიას სასამართლო  საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. „იმედი მაქვს, ნებისმიერ საქმეზე, კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ბიზნესისა.  ბევრი თავდადებული მოსამართლე მუშაობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რათა დაიცვას კანონის სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი“, – განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

„მე მოთამაშე ვარ, ტოტალიზატორში მოგებული ფულით სწავლის გადასახადიც გადამიხდია“ – იაგო ხვიჩია

აზარტული თამაშების აკრძალვასთან დაკავშირებულ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩამ სკანდალური განცხადება გააკეთა: მე მოთამაშე ვარ, ტოტალიზატორში მოგებული ფულით უნივერსიტეტში სწავლის გადასახადიც გადამიხდია – რა არგუმენტაცია არსებობს იმისა, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს თამაში აუკრძალო? ჰკითხა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მომხსენებელ დეპუტატ, დავით სონღულაშვილს. როგორც დეპუტატმა განმარტა, ის მთელი ცხოვრება თამაშობდა. „დღეს ამ დარბაზში, არიან მედიისა და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ჩემი კოლეგები, მაგრამ მე ვერ ვხედავ ჩემნაირ წარმომადგენლებს მოთამაშე ადამიანების სახით. მე მოთამაშე ვარ. სულ, მთელი ცხოვრება ვთამაშობდი, სხვადასხვანაირად, ისევე როგორც ბევრი ჩემი კოლეგა. ვთამაშობდი ყველაფერს – დაწყებული იქიდან, რომ…

მეტი...

„ერეკლე, გენიალურო…“ – რა მისწერა სააკაშვილმა ერეკლე დეისაძეს

მომღერალი ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მუსიკოსს გენიალურად მოიხსენიებს. „ერეკლე, გენიალურო… ვნახე შენი ახალი კლიპი და სრულიად გეთანხმები, საქართველოში შიმშილობა აუცილებლად უნდა დამთავრდეს!“ – ვკითხულობთ აღნიშნულ წერილში. შეგახსენებთ, მომღერალმა თავისი ახალი ალბომიდან პირველ კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეორგოლი სახელწოდებით „ცეცხლი უკიდია ყველაფერს“ ახლახანს გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზი ხალხის შიმშილობასა და გაძვირებულ ფასებს გაუსვა.

მეტი...

“რუსული არმიის მორიგი ტყვე” – რას წერს სააკაშვილი ცხინვალში მყოფ ქართველ მებრძოლზე

სოფელ ბერთში მცხოვრები მამუკა ჩხიკვაძე უკვე მე-4 დღეა ტყვეობაშია. ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაიგდეს ტყვედ და ცხინვალში გადაიყვანეს. აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლს მამუკა ჩხიკვაძეს. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას აქტიურად ჩაერთოს მისი სიცოცხლის გადარჩენისა და გათავისუფლების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ მეც ფაქტობრივად საოკუპაციო რეჟიმის ტყვე ვარ, ერთი წუთით არ მავიწყდება სხვა ტყვეების ბედი და ვთვლი, რომ მამუკა ჩხიკვაძე დღესდღეობით განსაკუთრებით საფრთხეშია. ჩემი პრეზიდენტობის დროს, ყველა მსგავსი შემთხვევისას ჩვენ უსწრაფესად ვათავისუფლებდით ხოლმე ტყვეებს. სამწუხაროდ მსგავსი არაფრის თქმა შემიძლია არსებული მთავრობის…

მეტი...

ხანჯლით მიყენებული ჭრილობები და გატეხილი თავი – მოსამართლემ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული გაათავისუფლა

38 წლის მონიკა პაპაშვილს  შუბლის, ცხვირის და ზედა ყბის ძვალი აქვს გატეხილი. როგორც დაზარალებული ქალი აცხადებს, მას ქმარი სცემდა და ამის დასამტკიცებლად სხეულზე უამრავი დაზიანება აღენიშნება. მას მუცელში ჭრილობა ხანჯლით აქვს მიყენებული.  ჭრილობა. ორსულობის ბოლო დღეს კი ისევ და ისევ ქმრის უხეშობის შედეგად მან ბავშვი დაკარგა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მეუღლეზე ძალადობაში დადანაშაულებული 31 წლის ვალერიან ჩომახაშვილი გაასამართლა და მას მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა დააკისრა. მოსამართლემ ქალის მიერ წარდგენილი ფოტომასალა, რომელიც მტკიცებულებად უნდა ჩათვლილიყო უარყო და მიზეზად დაგვიანებით ჩივილი დაასახელა. მონიკა პაპაშვილმა განაცხდა, რომ მასზე ძალადობა 23 ივლისიდან 9 თებერვლამდე გრძელდებოდა…

მეტი...

„ჩვენ არავინ გვეკითხება ვის შეუშვებს რიგითი ბიზნესმენი კერძო საკუთრებაში“ – დეპუტატი

ოპოზიციონერი დეპუტატი, „გირჩის“ წარმომადგენელი ჰერმან საბო აცხადებს, რომ არავის საქმე არ არის, კერძო ბიზნესი თავის სარესტორნე ფართში ვის შეუშვებს – „მწვანე პასპორტიანს“ ლურჯ თვალიანს თუ ქერას. „კერძო საკუთრება არის სიმდიდრის და ჩვენი კარგად ყოფნის საფუძველი. კერძო საკუთრების დეფინიცია კი არის, რომ  ის რაც შენია არის მთლიანად შენი და მას როგორ განკარგავ, მთლიანად შენზეა დამოკიდებული. ხოლო იმ „კარგი მიზნებიდან“ გამომდინარე, რომელსაც მთავრობა იყენებს ხოლმე სხვადასხვა შეზღუდვების შემოსაღებად, მთავრობამ გარდა იმისა, რომ ადამიანებს შეუზღუდა ერთმანეთთან ურთიერთობა და უამრავი უფლება, შეზღუდა კერძო მესაკუთრეების უფლებაც. ადამიანების, რომლებსაც თავიანთ საკუთრებაში გახსნილი აქვთ რესტორნები, ბარები და…

მეტი...

„თალაკვაძეს აქვს კომპეტენცია, ამ რთულ გამოწვევას თავი გაართვას“- თამარ გაბუნია  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არჩილ თალაკვაძესთან თანამშრომლობა და მუშაობა სასიამოვნოა, თუმცა, არ ფლობს ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე მისი კანდიდატურა განიხილება. „მასთან პროფესიული ურთიერთობა იქამდეც მქონდა, სანამ არჩილი თანამდებობის პირი იქნებოდა ან მე ვიქნებოდი თანამდებობის პირი. მას აქვს დიდი გამოცდილება, ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტის ავტორია. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო არჩილ თალაკვაძესთან მუშაობა. არ არის ცნობილი, რამდენად რეალურად შესაძლებელია ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილებოდეს. თუმცა, მას აქვს ყველა უნარ-ჩვევა და კომპეტენცია ამ რთულ გამოწვევას თავი გაართვას“, – განაცხადა თამარ  გაბუნიამ მედიასთან.

მეტი...

„ახალ მინისტრთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს“ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერია, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს პრემიერ-მინისტრი წარადგენს და პოლიტიკოსებმა მას არ უნდა გაუსწრონ. „ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა. გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს. პარლამენტარებმა წინ არ უნდა გავუსწროთ პროცესს, რომელიც გუნდში მიმდინარეობს“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.  

მეტი...

ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ზარმაცობს და არ მოძრაობს

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით ჰემატოლოგი პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ზარმაცობს და არ მოძრაობს. „პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე, სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება. გემოგლობინი პერიოდულად მცირდება და მატულობს. თუმცა, თავისი ძირითადი ქრონიკული დაავადებიდან გამომდინარე, ძალიან მაღალი გემოგლობინი ისედაც არასდროს აქვს. არ აღენიშნება არც ერთი ვიტამინის დეფიციტი. არ აქვს აქტიური ჰემოლიზი. პერიოდულად აქვს სისუსტე. დღის მეორე ნახევარში სისუსტე გაცილებით თვალშისაცემია ხოლმე, რაც, სავარაუდოდ, მის ემოციურ ლაბილობას უკავშირდება. სივრცეს რაც შეეხება, არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით რამე შევცვალო. ჩვენ ვურჩიეთ, რომ უფრო აქტიურად ემოძრავა. ადრე უფრო აქტიურად მოძრაობდა. ახლა გაცილებით უფრო ზარმაცობს“, –…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი გაფართოებულ კვებაზე გადადის

სახელმწიფო კონსილიუმის ექიმები აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, დღეიდან გაფართოებულ კვებაზე გადადის. „კვებაში შეზღუდვა აღარ იქნება. საკვებს ითვისებს კარგად. ცილა ნორმაში აქვს, ჩემი მიმართულებით ყველაფერი წესრიგშია “, – განაცხადა  ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ ჟურნალისტებთან.

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს „ომიკრონის“ გამოსავლენად ყველა რესურსი გააჩნია

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი დადასტურებული არ არის. მისივე მტკიცებით, ქვეყანას ყველა რესურსი გააჩნია ვირუსის გამოსავლენად. „ვერ გავაჟღერებ ზუსტ ინფორმაციას, მაგრამ მინდა დაგიდასტუროთ, რომ „ომიკრონის“ დღეს შემოსვლის შემთხვევაშიც საქართველოს გააჩნია იმის რესურსი, რომ ვირუსი გამოავლინოს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ახალი შტამი სისტემისთვის ახალი გამოწვევა იქნება, თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება ის მოცულობები, რაც ამ ახალ შტამს ახასიათებს. „გამომდინარე იქიდან, რომ ვაკვირდებით, როგორია მისი გავრცელება სხვა ქვეყნებში, ის უფრო სწრაფად ვრცელდება და მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება და მყისიერი ნაბიჯების გადადგმა“, –…

მეტი...

​„მნიშვნელოვანია, საქართველოში აცრების რაოდენობა გაიზარდოს“ – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კოვიდპანდემია ისევ სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, ამიტომ, მნიშვნელოვანია, აცრების მაჩვენებელი გაიზარდოს. ელჩმა ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოზიციაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ  საელჩო ახალ მინისტრთან აქტიურად ითანამშრომლებს. „ყველასთან ვიმუშავებთ, ვინც დაინიშნება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. კოვიდპანდემია კვლავ სერიოზული საკითხია მთელი ქვეყნისთვის. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, როგორც ამას ვაკეთებთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომ ვცადოთ აცრების მაჩვენებლის გაზრდა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის შემცირება. 12 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა კოვიდით. ვიცი, რომ ეს ძალიან გულსატკენი ამბავია ყველა ოჯახისთვის და მეგობრისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანი დაკარგეს“, – განაცხადა ელჩმა…

მეტი...

წისქვილკომბინატებმა მუშაობა გააჩერეს“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოში ხორბლის იმპორტი 40%-ით შემცირდა, ხოლო ფქვილის იმპორტზე მოთხოვნა დაახლოებით 6-ჯერ გაიზარდა. შედეგად, კი წისქვილ-კომბინატმა მუშაობა გააჩერეს და თუ ასე გაგრძელდა, კრიტიკულ ზღვრამდე შესაძლოა მივიდეთ. აღნიშნული განცხადება „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრი მთავარში” გააკეთა. როგორც სილაგავა აღნიშნავს, თუ წისქვილკომბინატების გაჩერების პროცესი გაგრძელდა, ადგილობრივი წარმოების ხორბლის გასაღების პრობლემაც შეიქმნება. „სამწუხაროდ, ყოველ კვირას გვიხდება ახალი ბაჟის გამოცხადება და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არის აღმავალი. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გამოიტანს რუსეთიდან ხორბალს, თავისი საბაჟო კავშირის ქვეყნების გარდა, იხდის მცურავ ბაჟს. ჯერ კიდევ როდესაც სეზონი დაიწყო ივლისში, ბაჟი მცურავი იყო. ბაჟი…

მეტი...

„პურთან დაკავშირებით სიტუაცია არ დაიძაბება“- მალხაზ დოლიძე „ მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ – მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ფქვილისა და პურის ფასის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ამ ეტაპისთვის, ჯერჯერობით ფასი სტაბილურია და ცვლილება არ იგეგმება.    „პროდუქტებში დღეს მდგომარეობა ისეთია, როგორც არასდროს ყოფილა სუბსიდირების შემდეგ ფქვილის მომარაგების სახით. დიამეტრალურად გაიზარდა ფქვილის ექსპორტი, 5-ჯერ და 6-ჯერ გაიზარდა და მეწარმეებს მიეცათ არჩევანის საშუალება როგორც ხარისხში, ასევე ფასში. ასეთი რამ არასდროს ყოფილა, ეს ფაქტია. რაც შეეხება ჟურნალისტების ხშირ კითხვას, თუ რა ეშველება პურის ფასს, ამ ეტაპზე პირდაპირ გეტყვით, რომ პურის ფასი სტაბილურია ჯერჯერობით“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიცენტრ…

მეტი...

სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების ფაქტზე ერთ-ერთ დაკავებულ დიმიტრი დევდარიანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ადვოკატ დავით ჭიკაიძის განცხადებით, სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების ფაქტზე ერთ-ერთ დაკავებულ დიმიტრი დევდარიანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს და ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ის მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილში გაამართლა. აღნიშნულ საქმეზე ასევე ბრალდებულია გიორგი ბიჩინაშვილი, რომლის საქმეც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სამხედრო წვევამდელებს აიძულებდნენ, რომ სპეციალური მძიმე ეკიპირებით ათეულობით საათის განმავლობაში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტი დაელაგებინათ. საუბარია ექვს ეპიზოდზე, რა დროსაც სამხედროებს მძიმე ეკიპირებით უწევდათ, ბრძანების საფუძველზე, დაჩოქილებს 10-11 საათი ეხეხათ საპირფარეშოები, იატაკი. ამას კი აკეთებდნენ იძულებით. დაზარალებულად ცნობილია ოთხი სამხედრო წვევამდელი.

მეტი...

„ერთადერთი რაც ამ ყველაფრის უკან დგას, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ეძებენ გზას, როგორმე სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოვიდეს” – შალვა პაპუაშვილი

შერიგებასა და დიალოგზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი ფარისევლობა რომ იყო, სააკაშვილის გუშინდელი განცხადებითაც დადასტურდა. ჩვენ ვნახეთ ტონი, მიმართვა, რომ იქით აქვს საპატიებელი „ქართულ ოცნებას“, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ინიციატივაზე სააკაშვილის გუშინდელი განცხადება. საუბარია განცხადებაზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „ზურაბიშვილს შეუძლია, შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია, ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა „ინკლუზიურ პროცესებზე“, ეს პრაქტიკულად განხორციელდება. ამის პარალელურად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისა და ყველას დაფიქრებისთვის“. შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და თავად სააკაშვილი…

მეტი...

საქართველოდან 11.2 მილიონი დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, თხილის ექსპორტის ღირებულებამ კი 73.8 მილიონი დოლარი შეადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველი სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 22.8 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 11.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 49%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 53%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (15 447 ტონა), სომხეთში (4 225 ტონა), უკრაინაში (2 160 ტონა), მოლდოვაში (342 ტონა), ყაზახეთში (182 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), ბელორუსში (80 ტონა) და სხვა ქვეყნებში (140 ტონა). ამასთან, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 12…

მეტი...

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ რეგიონულ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ -გიორგი ბაგრატიონმა იმერეთი-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონულ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა. გიორგი ბაგრატიონმა  სამმართველოების ხელმძღვანელებთან მიმდინარედა სამომავლო პროექტები განიხილა და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა. შეხვედრის ფარგლებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქვემო ქართლის რეგიონული  სამმართველოს  თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე მერაბ ასანიშვილი დაინიშნა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 255 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 264, „პისიარ“-ტესტით – 15 991. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,49%, ბოლო 14 დღის – 7,64%, ბოლო 7 დღის – 7,15%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 894 801 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 840 985 გამოჯანმრთელდა, 12 826 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 324 131 აცრა, დღიურად აცრილია 10 948.…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 826-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 988 პირს დაუდასტურდა, 3 722 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 13 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 527 შემთხვევა გამოვლინდა, 4 588 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

მეტი...

„შერიგება ეკლესიამ უნდა ითავოს“ – დავით ჭიჭინაძე

„თუ რეალურ შერიგებაზე ვსაუბრობთ, ეს შერიგება ეკლესიამ  უნდა ითავოს. ეკლესიაა ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი დღეს  და  ყველაზე მეტი  ადამიანი მას  ენდობა და იმიტომ“ – აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე. მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად არ აქვს ის მანდატი ამ ქვეყანაში, რომ მან არსებული კრიზისი  დაალაგოს, ან შერიგება მოაგვაროს. „ეს სამი პრეზიდენტი თუ რამეს აპატიებს ერთმანეთს და მორიგდებიან, ნაკლებად მგონია, რომ დანარჩენი საქართველო მხოლოდ ამით დარჩეს კმაყოფილი. ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ შეფასება უნდა მიეცეს  ყველა მოვლენას, 1991 წლიდან მოყოლებული; დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის ყველა დამნაშავეს; ხალხი გახდეს ცვლილებების მთავარი აქტორი და ადამიანები დარწმუნდნენ, რომ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში მიემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი მიწვევით, 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში დღეს გაემგზავრა. სამიტზე მიღებული იქნება პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვა. დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, ასევე საქართველოსა და პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართული მხარის მოლოდინია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის აღნიშვნა, როგორიცაა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობითი ინტეგრაცია, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგის დამტკიცება, რომლის…

მეტი...

კისერზე ქამარი ჩამოაცვეს და კარის გაღება აიძულეს

ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი, „ბენფიკას“ მცველი ნიკოლას ოტამენდი ყაჩაღების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მძარცველები მას სახლთან დახვდნენ, კისერზე ქამარი მოუჭირეს და იძულების წესით სახლის კარი გააღებინეს. მიუხედავად იმისა, რომ ძარცვა დღის მანძილზე მოხდა, მძარცველებისთვის ამას პრობლემა არ შეუქმნია. ფეხბურთელს კი სახლში მეუღლე და შვილები ელოდებოდნენ. ყაჩაღებმა თანხა და ძვირადღირებული საათი გაიტაცეს და გაიქცნენ.

მეტი...

„კლინიკებში სიკვდილიანობა ძალიან მაღალია, გვჭირდება მინისტრი სამედიცინო განათლებით და მართვის გამოცდილებით“ – გიორგი კამკამიძე  

„გვჭირდება ძალიან მაღალი კომპეტენციის ადამიანები, როგორც მედიცინაში, ისე, მართვის თვალსაზრისით და არა ცალმხრივი განათლებით“ – განუცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, კლინიკა „ნეო-ლაბის“ დამფუძნებელმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვაკანტურ პოზიციასთან დაკავშირებით. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი აცხადებს, ჯანდაცვის მინისტრს სამედიცინო განათლებაც უნდა გქონდეს და მართვის კუთხითაც გამოცდილი უნდა იყოს.        „არის ასეთი  გამოცდილებაც, რომ ჯანდაცვის მინისტრი შესაძლებელია, იყოს უბრალოდ მენეჯერი. მაგრამ, საქართველოში ნამდვილად არ გვიჭირს იმ თვალსაზრისით, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლებაც და მართვის გამოცდილებაც. შესაბამისად, ეს არის იდეალური კომბინაცია. ჩემი აზრით, სრულფასოვანი სამედიცინო განათლება მნიშვნელოვანია“ – განუცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“ მისი შეფასებით,…

მეტი...

შესაძლებელია, ვაქცინაციის ახალი ტალღა ახალი ვაქცინით დაიწყოს

კორონავირუსის ახალ-ახალი შტამებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, უახლოეს რამდენიმე კვირაში, მსოფლიოში ახალი ვაქცინა გამოჩნდეს, რომელიც ახალ შტამებთან შესაბამისი იქნება. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამს, როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არსებული ვაქცინები „ომიკრონზეც“ მოქმედებს.    „არაპირდაპირი დამადასტურებელი იმისა, რომ „ონიკრონზე“ არსებული ვაქცინა მოქმედებს, არის ის, რომ მისი გავრცელება ვაქცინირებულებში გაცილებით დაბალია, ვიდრე არავაქცინირებულებში. შესაბამისად, ვიცით, რომ ვაქცინა იცავს, თუმცა, დღეისათვის ზუსტდება პროცენტები თუ რამდენად შემცირდა თითოეული ვაქცინის ეფექტურობა. ჯერჯერობთ, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. ახლო კვირებში ეს უფრო მეტად დაზუსტდება“ – განუცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“ მისივე…

მეტი...