დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ რეგიონულ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ -გიორგი ბაგრატიონმა იმერეთი-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონულ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა.

გიორგი ბაგრატიონმა  სამმართველოების ხელმძღვანელებთან მიმდინარე
და სამომავლო პროექტები განიხილა და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრის ფარგლებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქვემო ქართლის რეგიონული  სამმართველოს  თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე მერაბ ასანიშვილი დაინიშნა.

მსგავსი თემები