„შერიგება ეკლესიამ უნდა ითავოს“ – დავით ჭიჭინაძე

„თუ რეალურ შერიგებაზე ვსაუბრობთ, ეს შერიგება ეკლესიამ  უნდა ითავოს. ეკლესიაა ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი დღეს  და  ყველაზე მეტი  ადამიანი მას  ენდობა და იმიტომ“ – აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად არ აქვს ის მანდატი ამ ქვეყანაში, რომ მან არსებული კრიზისი  დაალაგოს, ან შერიგება მოაგვაროს.

„ეს სამი პრეზიდენტი თუ რამეს აპატიებს ერთმანეთს და მორიგდებიან, ნაკლებად მგონია, რომ დანარჩენი საქართველო მხოლოდ ამით დარჩეს კმაყოფილი. ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ შეფასება უნდა მიეცეს  ყველა მოვლენას, 1991 წლიდან მოყოლებული; დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის ყველა დამნაშავეს; ხალხი გახდეს ცვლილებების მთავარი აქტორი და ადამიანები დარწმუნდნენ, რომ სწორედ მათ ექნებათ დიდი წილი ამ ცვლილებების შემდეგ.

ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიტიკოსები შერიგდებიან თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ხალხმა უნდა აპატიოს პოლიტიკოსებს და ნდობა აღდგეს. თორემ, სხვა შემთხვევაში, ზურაბიშვილმა, მარგველაშვილმა, სააკაშვილმა რომც მოაწერონ რამეს ხელი და მერე ზედ კობახიძემ და მელიამაც დაამოწმონ, მაინც არაფერი გამოვა.  ვერც ნდობა აღდგება, მით უმეტეს, რომ „ოცნება“ ისევ  ცინიკურად ვაჭრობს და ე.წ. შერიგებამდე არჩევნების შედეგების  და პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებას მოითხოვს“ – აცხადებს  ჭიჭინაძე

მსგავსი თემები