ევროკავშირი „კოვიდპასპორტს“ 9 თვიანი ვადით აღიარებს

ევროკავშირის ქვეყნებისთვის ე.წ. კოვიდსერთიფიკატი ვადიანია. კერძოდ, ევროკომისიამ ახალი წესები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ციფრული კოვიდსერტიფიკატის მოქმედების ვადად 9 თვით განისაზღვრა. რაც შეეხება აცრის დამატებით დოზას, ახალი გადაწყვეტილებით,  გამაძლიერებელი დოზები რეკომენდებულია პირველი ვაქცინაციის ციკლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში. „კოვიდპასპორტი“ 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ კიდევ 3 თვე ძალას არ დაკარგავს, რომ დამატებით ამ სამ თვეში, მოქალაქეებმა დამატებითი ვაქცინა გაიკეთონ. ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა სწორედ აღნიშნული პრინციპით იქნება შესაძლებელი. აღნიშნული წესი ევროკავშირის ქვეყნებში  2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.  

მეტი...

„ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო“ – მიხეილ სააკაშვილი წერილი

„ევროპული ინტეგრაცია და ჩემი ამ ხნის ოცნება ახლა საფრთხეშია“ -წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გიული ალასანიამ წაიკითხა. როგორც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი წერს,  ახლა მთავარია სამშობლოსთვის ბრძოლა. „დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან ოცნება, რომელიც მამოძრავებდა და მთავარი მიზანი, რომელიც გვქონდა, იყო მეხილა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული, დასავლური ოჯახის სრულფასოვან და განუყოფელ ნაწილად, საქართველო შეუქცევადად შემდგარიყო დასავლური რეინტეგრაციის გზაზე. სწორედ ქართველი ხალხის ამ ოცნებამ მიგვიყვანა „ვარდების რევოლუციამდე“, წარმოუდგენელ რეფორმებამდე და შეუმდგარი ქვეყნის არნახულ აღმშენებლობამდე, რეგიონის ლიდერობამდე და სამაგალითო ქვეყნად ქცევამდე. მთელ პოსტსაბჭოთა სისტემაში პირველად იმგვარ დემოკრატიამდე, სადაც მმართველი პარტია შეიძლებოდა…

მეტი...

„ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა“ – მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალის ინციდენტზე  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს გორის ჰოსპიტალში, ბადრაგთან მცირე ინციდენტი მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მან წერილში დაწერა, რომელიც დედას, გიული ალასანიას გამოატანა. წერილი ჟურნალისტებს გიული ალასანიამ გააცნო, თან მოყვა, რაც მოხდა. „დედაჩემის თვალწინ, ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს საკუთარი ხელით დახატული და თავის დროზე ჩემი შემოღებული საქართველის დროშა დავუქნიე. ვერ ჩამომიყვანეს ჩემი წინააღმდეგობის გამო. ეს ხალხი ჩემს თვალში საქართველოს არ ემსახურებიან. საოკუპაციო რეჟიმის მსახურები არიან. საქართველოს დროშის დანახვაზე ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონდათ. ძირს საოკუპაციო ხელისუფლება, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“,- წერს სააკაშილი. შეგახსენებთ, რომ დღეს…

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, აქციას კოლონები უერთდებიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა შეზღუდულია. აქციის მონაწილეებმა, რომელიც რუსთაველზე პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, აცხადებენ, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე. „ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და ეს ქვეყანა არ იქნება თავისუფალი“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი ნადირაძე. რუსთაველზე მიმდინარე აქციას კოლონები რეგიონებიდანაც უერთდებიან. პარლამენტის შენობასთან სცენაც დაამონტაჟეს, სადაც პოლიტიკური ლიდერები სიტყვით გამოსვლას რამდენიმე წუთში დაიწყებენ. პროტესტის მთავარი მოთხოვნაა თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლაში უცხოელი ექიმი ჩაერთვება

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მისი თანაგუნდელები მძიმედ აფასებენ და კვლევაში უცხოელი სპეციალისტის ჩართვის საჭიროებას ხედავენ. როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსულმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, კვლევის პროცესში უცხოელი ექიმის ჩართვა უკვე გადაწყვეტილია. „მიხეილ სააკაშილი თავს სუსტად გრძნობს. ასეთ ხანმოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უმოკლეს პერიოდში ელოდებიან უცხოელ ექიმს“ – განაცხადა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან მისივე შეფასებით, დღეს, მიხეილ სააკაშვილის ყურადღება მიპყრობილია რუსთაველის გამზირისკენ, სადაც 18:00 საათზე საპროტესტო აქცია დაიწყება. „მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსთაველის გამზირისკენ. ელოდება ხალხმრავალ აქციას, რომელიც თავისი შინაარსით…

მეტი...

,,დაიცავი მოქალაქე!” – 22 დეკემბერს, 18:00 საათზე რამაზ გერლიანის საქმეზე სუს-თან აქცია გაიმართება

22 დეკემბერს, 18:00 საათზე შევიკრიბებით სუს-ის შენობის წინ და მშვიდობიანი პროტესტით მოვუწოდებთ სახელმწიფოს აქტიური მოქმედებისკენ – განაცხადეს “გირჩის” წევრებმა. “სამართალდამცველების ჩადენილი უსამართლობა ნორმაა უკვე ამ ქვეყანაში, არასოდეს გვყოლია პოლიცია, რომელიც მართლა ადამიანის უფლებებს დაიცავდა და არ იქნებოდა ინდივიდებთან ბრძოლის ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ მახინჯი სისტემის სახეა, იმ სისტემის, რომელიც ადამიანის ჩაგვრის მეტს არაფერს აკეთებს”– ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რამაზ გერლიანს ოჯახი 19 დეკემბრიდან ეძებს. მისი მანქანა მიტოვებული ავჭალის პოლიციასთან ნახეს. გაუჩინარებამდე გერლიანმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა და პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა.  ეს პოსტი სოციალურ ქსელში უცნობი მიზეზით უკვე აღარ იძებნება. …

მეტი...

„ეს პოლიციელი არის პატარა ჭანჭიკი ამ საქმეში“ – გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ძმა

გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ძმის განცხადებით, ოჯახს სამართალდამცველებთან არანაირი კომუნიკაცია აქვთ და არც ის იციან, საქმეში ეჭვმიტანილი პოლიციელის გამოკითხვა მოხდა თუ არა. როგორც რომანოზ გერლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, სამართალდამცველის – გიორგი გოგნიაშვილის შესახებ ის იმ წერილებში დაწვრილებით წერდა, რომელიც არაერთ უწყებაში აქვს გაგზავნილი, თუმცა, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. „ჩემი ძმის ყოფილი მეუღლისა და პოლიციელის ურთიერთობას რაც შეეხება, იმ წერილებში ყველაფერია აღწერილი, თუ რა მიზნით შევიდა პოლიციელი ჩემი ძმის საცხოვრებელ ბინაში. არ მინდა, ჩემი ძმის შვილების დედაზე ვისაუბრო და თუ რამეა, ეს სამართალდამცველებმა უნდა გამოიკვლიონ.  მქონდა ჩემს ძმასთან საუბარი და…

მეტი...

რუსთაველზე დაგეგმილი აქციის პარალელურად, შსს-მ სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს  რუსთაველზე აქცია ჩატარდება.  ამის პარალელურად ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზება დაიწყო. პარლამენტისა და კანცელარიის შენობების შიდა პერიმეტრზე ყვითელი ავტობუსები უკვე შეიყვანეს. “ნაციონალური მოძფაობის” მიერ ორანიზებული აქცია 18:00-ზე დაიწყება, რომელსაც სხვა პარტიების პოლიტიკური ლიდერებიც შეუერთდებიან. ასევე აქციის მონაწილეები ეყოლება რეგიონებიდანაც კოლონები აჭარიდან, სამეგრელოდან, შიდა ქართლიდან და იმერეთიდან უკვე დაიძრა.  

მეტი...

,,როდესაც მიტინგი ეძღვნება ადამიანს, აქ უკვე არის პიროვნების კულტი” – პაპუაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქცია დღეს 18:00-ზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება, რომელსაც დეპუტატი პაუაშვილი გამოეხმაურა. “რამდენადაც ვიცი, ეს აქცია მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე არის სამწუხარო იმ კუთხით, რომ მიტინგები ზოგადად იმართება რაღაც იდეასთან დაკავშირებით, როდესაც მიტინგი ეძღვნება ადამიანს, აქ უკვე არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პიროვნების კულტი, რის გარშემოც ნაციონალური მოძრაობა, როგორც იდეოლოგია არის შეკრებილი” – განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი...

„მისი მეუღლე პოლიციელთან მეგობრობდა, ჯერ „ფეისბუქის“ გვერდიდან დაიმეგობრა“ – გაუჩინარებული რამაზ გერლიანის საქმე

გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ახლობლები აცხადებენ, რომ მისი ყოფილი მეუღლე იმ პოლიციელთან მეგობრობდა, ვისთანაც გერლიანს პრობლემები ჰქონდა და დახმარებას სხვადასხვა უწყებიდან ითხოვდა. „რამაზის პირადი საუბრებიდან ვიცი, რომ მისი ყოფილი  მეუღლე იცნობდა აღნიშნულ პიროვნებას. თავდაპირველად დაუკავშირდა ყალბი „ფეისბუქ გვერდიდან“, „ავტონაწილების ჯგუფის“ სახელით გაეცნო და შემდგომ რეალური „ფეისბუქ გვერდიდან“ განაგრძეს ურთიერთობა. ამის შემდეგ მოხდა, რომ ააკითხა სახლში მოსანახულებლად და რამაზმა აღმოაჩინა თავის სახლში ეს პოლიციელი, ისინი მეგობრობდნენ“, – განაცხადა ირაკლი მაკალათიამ „მედიაცენტრ მთავარში.“ შეგახსენებთ, რომ საუბარია პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილზე, რომელზეც გაუჩინარებული რამაზ გერლიანი სოციალურ ქსელში წერდა და შანტაჟსა და ძალადობაში ადანაშაულებდა. რამაზ გერლიანს,…

მეტი...

„რამაზ გერლიანი სამართალდამცველებისგან რეაგირებას 35 დღე ითხოვდა“ – დაკარგულის  ახლობლები „მედიაცენტრ მთავარში“   

გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ოჯახის წევრები და ახლობლები სამართალდამცველებისგან პასუხს ითხოვენ, რატომ არ მოახდინეს გერლიანის შეტყობინებებზე რეაგირება. როგორც მათ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადეს, მთავარი მტკიცებულებები მობილურშია, რომელიც მათ გარეშე არ უნდა გაიხსნას. „ჩვენ ორი მთავარი მოთხოვნა გვაქვს. პირველი და უმთავრესი – ოპერატიულად წარიმართოს საგამოძიებო სამუშაოები და რამაზ გერლიანის ადგილსამყოფელს მიაგნონ დროულად; მეორე –  რამაზის მიერ გაკეთებული ოფიციალური, საჯარო განცხადება, რაც დადო რამაზმა სოცილალურ ქსელში, ამ განცხადების შესაბამისად წარიმართოს გამოძიება. მთავარი ნივთმტკიცება არის მობილურში.  მთავარი ჩანაწერები, ვიდეოჩანაწერები ჰქონდა მობილურში  და აუცილებელია, ეს მონაცემები გასაჯაროვდეს და ის ღია იყოს, ჩვენს დავესწროთ მობილურის გახსნას“ –…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

საქართველოს სახალხო სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელის  გასვენებაში ბიძინა ივანიშვილი მივიდა. ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. მას დღეს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

მეტი...

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განხილულ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლითაც მასწავლებლის სამსახურის მაძიებლად ჩაითვლება სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირი. ასევე დაანონსდა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები. ზუსტდება, ასევე, რიგი ტექნიკური და რედაქციული საკითხები. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა, განაცხადა, რომ შესწავლილი იქნა 7 კანონი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების რეგულირებას ეხება. დღესვე კომიტეტმა განიხილა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში…

მეტი...

რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სხვადასხვა პლიტიკური პარტიები შეუერთდებიან – ვინ აპირებს წასვლას აქციაზე

,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქცია დღეს 18:00-ზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიეებიც შეუერთდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა შეწყდეს და მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდეს. პარტიები თანხმდებიან იმ აზრზე,  რომ მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა მიეცეს. ვნახოთ რას ამბობენ ისინი: ,,სტრატეგია აღმაშენებელი” : ,,მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა მანამ, სანამ ქვეყანას სამართლიანი სასამართლო არ აქვს, არასწორია.” ,,დემოკრატიულ მოძრაობა” : ,,პრეზიდენტთან დაწყებული კონსულტაციების პარალელურად მნიშვნელოვანია აქციების სახით ბიძინა ივანიშვილმა ზეწოლა მუდმივად იგრძნოს. ” ,,ლელო” : ,,თავისუფალი, მშვიდობიანი პროტესტი და პრალელურად მოლაპარაკებები, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის.”  

მეტი...

გორის სამხედრო ჰოსპიტალის პერსონალმა მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე ტორტით მიულოცა

გორის სამხედრო ჰოსპიტალის პერსონალმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე ტორტით მიულოცა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდგ განაცხადა: მიხეილს სააკაშვილმა მადლობა დამაბარა გორის სამხედრო ჰოსპიტალის პერსონალისთვის, რომლებმაც სპეციალური ტორტი მოუმზადეს დაბადების დღისთვის, სხვათა შორის, ძალიან გემრიელი – განაცხადა ადვოკატმა.

მეტი...

„ომიკრონის“ შტამის მასიურად გავრცელების შემთხვევაში ჰოსპიტალურ სექტორს პრობლემები შეექმნება – მაკა ბულეიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

პროფესორი მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“  იმყოფებოდა და საქართველოში „ომიკრონის“ შტამის შემოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ბულეიშვილი აცხადებს, „ომიკრონის“ შტამის მასიურად გავრცელების შემთხვევაში ჰოსპიტალურ სექტორს პრობლემები შეექმნება. „ამ ეტაპისთვის თერაპიულ ბლოკში ჰოსპიტალური დაავადების თვალსაზრისით პრობლემა ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან ფხიზლად არ უნდა ვიყოთ. „ომიკრონი“ გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე 3-4 ჯერ უფრო სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ რეკომენდაციები დაცული არ იქნება. განსაკუთრებით დიდი ყურაღება გვმართებს წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც მაღალია მოსახლეობის მობილობა. ჯერჯერობით „ომიკრონის“ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული და მას „დელტა“ შტამი ჩანაცვლებული არ ჰყავს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელია…

მეტი...

„ომიკრონმა“ შეიძლება დააზიანოს ზედა სასუნთქი გზების სისტემა – მაკა ბულეიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა საქართველოში „ომიკრონის“ შტამის შემოსვლასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა „ომიკრონის“ შტამის ორი დადასტურებული შემთხვევა ხვალ და ზეგ ძალიან დიდ მასშტაბებში გადაიზარდოს. ბულეიშვილმა ასევე დასძინა, რომ „ომიკრონის“ შტამთან მიმართებაში განსაკუთრებით ყურადღებით ასაკოვანი და გონებრივი დაავადების მქონე ადამიანები უნდა იყვნენ. „როდესაც ქვეყანაში დაფიქსირებულია „ომიკრონის“ შტამი, ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყოთ გაწონასწორებულები და დავიცვათ ყველა არსებული რეკომენდაცია. ვფიქრობ, გვაქვს საკმაოდ საყურადღებო სიტუაცია და მდგომარეობა. შესაძლოა „ომიკრონის“ ორი დადასტურებული შემთხვევა ხვალ და ზეგ ძალიან დიდ მასშტაბებში გადაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ გამოიხატება მწვავე რესპირატორული სიმპტომების მსგავსი მსუბუქი სიმპტომებით, ერთადერთი სანუგეშო, რომელსაც…

მეტი...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გიდების გადასამზადებლად ახმეტაში ინფო-ტური ჩატარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად ინფო-ტურებს აგრძელებს.  სხვადასხვა ტურისტული კომპანიის 20 წარმომადგენელი ადმინისტრაციის ორგანიზებით კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტს ეწვია. ტურ-ოპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციასთან, “GTA”   საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკო-ტურიზმის ასოციაციასთან ერთად შეარჩია. ინფო-ტურის მონაწილეებმა კვეტერას ციხე-ქალაქის კომპლექსი მოინახულეს.  დაათვალიერეს მატნის ცხრაკარი, ეწვივნენ ახმეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს. ტურის ფარგლებში გაიმართა ქისტური, თუშური და ფშაური სამზარეულოს დეგუსტაცია, ხოლო ახმეტაში საოჯახო მარნებში ქვევრის ღვინო დააგემოვნეს. ტურის ფარგლებში ტურ-ოპერატორებსა და გიდებს საშუალება ჰქონდათ ეჯირითად ცხენებით. დაათვალიერეს აწყურის თეთრი გიორგის ეკლესია, ელკანას აგროტურისტული ობიექტი, სოფელი ალვანი, სადაც ტრადიციული ჩითების სახელოსნო მოინახულეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფო-ტურების მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და გიდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ნაკლებად ცნობილი ადგილები და ობიექტები დაათვალიერონ. ტურების შემდეგ, მარშრუტების…

მეტი...

საქართველოდან 15.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მანდარინია ექსპორტირებული

2021 წლის 1 სექტემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 31.9 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 15.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 34%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 37%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (22 267 ტონა), სომხეთში (5 254 ტონა),  უკრაინაში (3 138 ტონა), მოლდოვაში (443 ტონა), ყაზახეთში (281 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ბელორუსში (140 ტონა), ესტონეთში (83 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (78 ტონა)

მეტი...

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ შეხვედრას დაესწრო, სადაც ქართული თაფლის მწარმოებლებმა და მეფუტკრე ფერმერებმა მუშაობის სამწლიანი შედეგები შეაჯამეს. გიორგი ხანიშვილმა, აღნიშნა, რომ ბოლო სამ წელიწადში, მეფუტკრეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არსებული გამოწვევები ფაქტობრივად დაძლეულია. „მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, ქართული თაფლის ცნობადობის ამაღლება და საექსპორტო ბაზრების გახსნა. თუკი ხუთი წლის წინ თაფლის ლაბორატორიული კვლევები საზღვარგარეთ ტარდებოდა, დღეს უკვე საქართველოშია შესაძლებელი, რაც ამ მიმართულებით დანახარჯების კლებასა და ოპერატიულობაზე აისახება“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. 2020 წელს ჩატარებული ლაბორატორიული…

მეტი...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები თბილისში ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობისთვის რეგიონებიდან ემზადებიან

მთელი საქართველოს მასშტაბით “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები დილიდან მობილიზებულები არიან და დედქალაქის მთავარ გამზირზე ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად რეგიონებიდანაც მოემართებიან. ბათუმიდან აქტივისტები უკვე ემზადებიან და სამარშრუტო ტაქსებით აპირებენ თბილისში ჩამოსვლას, კოლონას გზად სხვა რეგიონებიც შეუერთდებიან. რუსთაველის გამზირზე შეკრებილები მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს მიულოცავენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კირთაძემ განაცხადა ქართველი ხალხი არ შეეგუება პრეზიდენტის უკანონო პატიმრობას. “იმედი მაქვს, რომ მართლა ძალიან ბევრი ვიქნები და ჩვენს ხმას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრ ადამიანს გავაგონებთ. ქართველი ხალხი არ ეგუება…

მეტი...

ერთ დღეში ვირუსით 3282 ადამიანი დაინფიცირდა

დღევანდელი მონაცემებით ჩატარდა  49 347 ტესტი და საქართველოში ინფიცირების 3282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3263 პირი, ხოლო დადობითობის დღიური მაჩვენებელი 6.65-ია. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 913 738-ს შეადგენს.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 169-ს შეადგენს. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 378 შემთხვევა, აჭარა – 272, იმერეთი – 532, ქვემო ქართლი – 121, შიდა ქართლი – 256, გურია – 122, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 252, კახეთი –162, მცხეთა-მთიანეთი -76, სამცხე-ჯავახეთი – 73, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -38.

მეტი...

ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ

საქართველოს სახალხო არტისტს, ჯემალ ჭკუასელს, დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. იგი გარდაიცვალა 86 წლის ასაკში და 1986 წლიდან საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. ჭკუასელი 1997 წლიდან ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი გახდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღაიბაშვილმა განაცხადა,  ,,ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა „ერისიონმა“ მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა საქართველოს.”

მეტი...

რომელი ასაკობრივი ჯგუფებისთვის არის ყველაზე საშიში “ომიკრონი”? – დევი ტაბიძე “მედიაცენტრ მთავარში”

ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ საქართველოში „ომიკრონის“ შტამის შემოსვლასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, თუ რომელი ასაკობრივი ჯგუფებისთვის არის ყველაზე სახიფათო ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი. ,,ომიკრონნი უფრო ახალგაზრდული ასაკისთვის არის დამახასიათებელი და რეალურად ასნებოვნებს ასევე ქრონიკული დაავადების მქონე კოვიდგადატანილ პაციენტებს, რომლებსაც ვირუსის გადატანის პერიოდში მძიმე მიმდინარეობა ჰქონდათ.” – განაცხადა დევი ტაბიძემ. პროფესორი ამბობს, რომ ,,ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს და ჰქონდა თანმდევი დაავადება მისი იმუნური სისტემა შედარებით დასუსტებულია და “ომიკრონს” კარი ღია აქვს იმისთვის, რომ დაასნებოვნოს,  ზუსტად ასეთ შემთხვევაში არის რეკომენდებული ბუსტერით ანუ მესამე დოზით აცრა.” – აღნიშნა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.…

მეტი...

გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ტელეფონი და წერილი იპოვეს

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, ეკონომიკური ექსპერტის – რამაზ გერლიანის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს, თუმცა, ნაპოვნია მისი მობილური ტელეფონი და წერილი. ის ცენტრის ოფისიდან ამოიღეს. როგორც ჩანს, გაუჩინარებულმა გერლიანმა წინასწარ გათვალა ყველაფერი. საკუთარი მობილური ტელეფონი სამუშაო მაგიდაზე დატოვა და თან, ზემოთ პაროლიც მიაწერა. იქვე იპოვეს წერილი, სადაც გაუჩინარებული რამაზ გერლიანი შვილებს მიმართავს. ასევე, წერს, რომ რაც შეეძლო „ბევრი ითმინა“ და „დაიღალა”. გერლიანი ღმერთს პატიებას სთხოვს. შეგახსენებთ, რომ  „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი 2 დღეა გაუჩინარებულია. მის ავტომანქანა კი ავჭალის პოლიციის შენობასთან იპოვეს. მან გაუჩინარებამდე სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადა  შსს-ს თანამშრომელ გიორგი…

მეტი...

„გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე“ – ჯანმოს მოწოდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის მოსალოდნელ „შტორმთან“ დაკავშირებით მსოფლიოს  მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ. „ყველა ჩვენგანს სურს, გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ყველას სურს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ყველაზე სწრაფი გზა ამის გასაკეთებლად, არის რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მისაღებია საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ნიშნავს ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას. უმჯობესია, გავაუქმოთ ღონისძიებები და ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით“, – აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკულმა შტამმა მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში შეაღწია. ის საქართველოშიც დაფიქსირდა.

მეტი...

„ომიკრონით“ ვირუსგადატანილებიც და აცრილებიც ინფიცირდებიან

​კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი რომ გავრცელების სისწრაფით ადრე არსებულ შტამებს ბევრად აჭარბებს, ამას ჯანმრელობის მსოფლიო ორგანიზაციაც ადასტურებს. როგორც  ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, „სამხრეთ აფრიკული“ შტამი ვირუსგადატანილებსა და ორჯერადად ვაქცინირებულებსაც ერევა. „ომიკრონი“ „დელტა“ ვარიანტზე მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად ვრცელდება. ვაქცინირებული ან კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანებიც ინფიცირდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების მატებასთან ერთად, ჯანდაცვის ყველა სისტემა დაიტვირთება,” – აცხადებენ ჯანმოში.

მეტი...

აშშ ღიად აცხადებს, რომ „ომიკრონი“ დომინანტია

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის „დელტა“ შტამის შემდეგ, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის დომინანტობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს უკვე დადასტურებულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შტატებში, ვირუსის 80%-მდე უკვე „ომიკრონია“. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, დადასტურებულია, რომ აღნიშნული შტამი გავრცელების სისწრაფის მასშტაბებით არსებულ შტამებს საგრძნობლად აჭარბებს.  

მეტი...

მიხელ სააკაშვილის ბიძა მეზობელ სახელმწიფოში, კლინიკაში მოათავსეს

თემურ ალასანია, სასამართლოში,  მორიგ დაკითხვაზე არ გამოცხადდა. როგორც მისი ადვოკატი ბექა ბასილაია განმარტავს, აღნიშნულის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. როგორც ადვოკატმა გვითხრა, თემურ ალასანია ცუდად გახდა და მეზობელ სახელმწიფოში, საავადმყოფოშია მოთავსებული. „თემურ ალასანია, ერთხელ როცა დაიბარეს დაკითხვაზე, სასამართლოში  გამოცხადდა და მაგისტრ მოსამართლესთან ერთად დაიკითხა. ის, რაც ხდება, არის სამთავრობო არხების პროპაგანდისტული კვების სურვილი, მათ სანახაობა აინტერესებთ. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მივედით დაკითხვაზე. სასამართლოს ეზოში კი მორიგი შოუ მოუწყვეს, ჯგუფი დაახვედრეს რომელიც მას შეურაცხყოფას აყენებდა და აგინებდა. დასრულდა დაკითხვა, თუმცა, პროკურატურამ ხელახლა გამოგვიძახა, ახლა უკვე სხვა საქმეზე. ამას აქვს მხოლოდ ერთი შეფასება…

მეტი...

“ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი” – მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი გუშინ გვიან მოინახულა. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, მდგომარეობა საყურადღებოა და  მნიშვნელოვანია მისი მულტიპროფილურ კლინიკაში მისი გადაყვანა. „ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება. ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი. გავსინჯეთ პაციენტი და შევისწავლეთ ახალი დოკუმენტაცია, ასევე გავაკეთეთ კონსულტაცია დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და გარკვეული ჩვენი მოსაზრებები მკურნალობის კურსთან დაკავშირებით დავწერეთ კონსულტაციის სახით. ვფიქრობთ, შეხვედრა მოვითხოვოთ როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სხვა კონსილიუმის წევრებთან“ – განაცხადა ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან. მისივე შეფასებით, მდგომარეობა ნეიროქირურგიული მიმართულებით უფრო საყურადღებო დახვდათ. „ვფიქრობთ, საჭიროებს მულტიპროფილურ კორეგირებას. შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება ნეირომეტაბოლური და ფსიქოლოგიური მიმართულებით იმისათვის, რომ…

მეტი...