„ერეკლე, გენიალურო…“ – რა მისწერა სააკაშვილმა ერეკლე დეისაძეს

მომღერალი ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მუსიკოსს გენიალურად მოიხსენიებს.

„ერეკლე, გენიალურო… ვნახე შენი ახალი კლიპი და სრულიად გეთანხმები, საქართველოში შიმშილობა აუცილებლად უნდა დამთავრდეს!“ – ვკითხულობთ აღნიშნულ წერილში.

შეგახსენებთ, მომღერალმა თავისი ახალი ალბომიდან პირველ კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეორგოლი სახელწოდებით „ცეცხლი უკიდია ყველაფერს“ ახლახანს გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზი ხალხის შიმშილობასა და გაძვირებულ ფასებს გაუსვა.

მსგავსი თემები