“გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია” – მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერზე

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხებოდა, წერილს ავრცელებს. როგორც პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი წერს, 7 ნოემბრის მოვლენები მას ძალიან არ მოეწონა. „7 ნოემბრის საქმეზე” მასამართლებენ და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორ ჩვენებას – გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არაფერი დამირღვევია და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საუბრობს მხოლოდ “პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე”. 7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში. ამიხსენით ახლა, რას მედავება…

მეტი...

მკვლელმა ფეხმძიმე მეუღლეს დანით 30 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულმა დანით, ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მეტი...

საქართველოში „ომიკრონის“ კიდევ რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი საქართველოშიც ვრცელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით დღეს შტამის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ამ ეტაპისთვის „ომიკრონის“ 29 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდა აღნიშნულისა, ათეულობით შემთხვევებზე კვლევები მიმდინარეობა. „5 ახალი შემთხვევა დაემატა დღევანდელ კვლევაში. ამ წუთისთვის,  გვაქვს 29 შემთხვევა და კიდევ მიმდინარეობს კვლევები დანარჩენ ნიმუშებზე. ეს 5 არის 10 შემოსული ნიმუშიდან. ტყუილად არ მიიღო ამ შტამმა „შემაშფოთებელი შტამის“ წოდება. მან შეაშფოთა მთელი სამყარო უკვე. მთელ რიგ ქვეყნებში მან ჩაანაცვლა 75%-ით „დელტა“ შტამი ამერიკაში, ბრიტანეთში, ნორვეგიაში საკმაოდ ბევრია“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.  

მეტი...

ოპოზიცია მოადგილის პოზიციას „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე პარტია “საქართველოსთვის” წევრი  შოთა წურწუმია, მოადგილის პოზიციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს სთავაზობს. ამის შესახებ წურწუმიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე და ორი მოადგილე უკვე აირჩია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მესამე მოადგილის თანამდებობაზე უარი განაცხადა, თუმცა  ბალანსის პრინციპის დაცვის მიზნით, „ქართულ ოცნებას“ საკრებულომ დრო მისცა და სხდომა გადადო. „მიუხედავად იმისა, რომ ელემენტარულია ეს ალბათ საკრებულოს წევრებისთვის, როდესაც თვითმმართველობის კოდექსი გვკარნახობს, რომ თავმჯდომარის მოადგილეებს უთითებს საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ შევთავაზეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ სურვილის შემთხვევაში, მიეღოთ მოადგილის კენჭისყრაში მონაწილეობა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ამ ეტაპისთვის ხედავთ, რომ არჩეულია თავმჯდომარე და…

მეტი...

კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის შემოტანაზე საქართველო მოლაპარაკებებს მართავს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პარალელურად, საქართველოში, დიდი ალბათობით მედიკამენტის შემოვა, რომელიც ვირუსს უკავშირდება. ამ ეტაპზე, მოლაპარაკების დეტალებსა და შინაარსზე ინფორმაცია არ ვრცელდება, რადგანაც ეს საკითხი კონფიდენციალურია. ის, რომ მოლაპარაკება დაწყებულია, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი აცხადებს რომ  პრეპარატს  ავტორიზაცია უკვე მიღებული აქვს, რაც ყველას წაადგება. „ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ უკვე მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიმართულ მედიკამენტს, რაც იმედისმომცემია. მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, რომ საზოგადოებას დეტალები გავაცნოთ, თუ როდის იქნება ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი“ – აცხადებს თამარ გაბუნია.

მეტი...

„ბუსტერზე“ ვადები შემცირდა

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინის  ე.წ. ბუსტერ დოზებზე ვადები შემცირდა. კერძოდ, ორი აცრის შემდეგ, დამატებითი დოზის გაკეთება 3 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. “ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“ „ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე განისაზღვრა, “სინოფარმითა” და “სინოვაკით” აცრილები დამატებით დოზას 3 თვის შემდეგ შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ დღემდე “ბუსტერ” დოზის გაკეთება “ასტრა ზენეკასა” და “ფაიზერის” ვაქცინის შემთხვევაში მეორე აცრიდან 5 თვის გასვლის შემდეგ იყო შესაძლებელი. ჩინური  “სინოფარმისა” და “სინოვაკის” შემთხვევაში კი –  3 თვის გასვლის შემდეგ. იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში “ომიკრონის” გავრცელების გამო მიიღო.  

მეტი...

“გვესაჭიროება მაღალი, გამხდარი, 50 წლამდე გოგონა, CV “სელფთან” ერთად” – ​ამგვარი განცხადებისთვის საწარმო დააჯარიმეს

სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა, წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა, რასაც საწარმოს დაჯარიმება მოჰყვა. საწარმომ დისკრიმინაციული შინაარსის ვაკანსია გამოაქვეყნა, რის შედეგადაც შრომის ინსპექციამ ის გააფრთხილა, მაგრამ ამის მიუხედავად საწარმომ სოციალური ქსელის მეშვეობით, დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება განმეორებით გამოაქვეყნა. “… ესაჭიროება ბუღალტერი 50 წლამდე გოგონა სრულ განაკვეთზე სამუშაოდ; მოთხოვნები: მაღალი, გამხდარი, პროგრამა ,,ფინაში“ მუშაობის გამოცდილება, წარმოებაში მუშაობის გამოცდილება; გთხოვთ სივი სელფთან ერთად გადმოგვიგზავნოთ მეილზე: …” – ეწერა განცხადებაში. “დამსაქმებელმა გამოცხადებულ ვაკანსიას ხუმრობა უწოდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების ერთგვარ მაგალითად დაასახელა. დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც შრომით, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ…

მეტი...

“ლეიბორისტები” ტრანსპორტზე განახლებულ ტარიფებს აპროტესტებენ – შალვა ნათელაშვილმა აქციები დააანონსა

თბილისში ტრანსპორტზე განახლებულ ტარიფებს ლეიბორისტულ პარტიაშიც გამოეხმაურნენ. მათმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, აქციებიც დააანონსა და სხვა ქვეყნების მაგალითებზეც ისაუბრა. “მე მივმართავ რეჟიმს, მის მეთაურებს და კონკრეტულად მერ კალაძეს ან სასწრაფოდ უკან წაიღებთ დანაშაულებრივ განზრახვას ან მთელ თბილისს მოვუწოდებ გამოვიდეთ და დავდგეთ ქუჩაში, დავიწყოთ საუბნო საპროტესტო კომიტეტების შექმნა,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.

მეტი...

“სააკაშვილი მოშიმშილეებს მოწოდებს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ” – ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მათ  7 ნოემბრის საქმეზე გამართული მორიგი სასამართლო პროცესსა და სხვა თემებზე ისაუბრეს. ადვოკატი განმარტავს, რომ არცერთ სისხლის სამართლებრივ საქმეში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაა აღძრული, ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, შოთა თუთბერიძის თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა მესამე პრეზიდენტი მორალურად მხნედაა. “მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავინდებურად არის ისეთი, როგორიც იყო – ძალიან საფრთხილო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მორალურად პრეზიდენტი არის ძალიან მხნედ, ოპტიმისტურად განწყობილი. დარწმუნებულია,…

მეტი...

დიღომში მოსახლეობა სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე, მოსახლეობა სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წლებია, რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ, თუმცა ამის ნაცვლად, ფეხბურთის ფედერაცია დახურული ტიპის სტადიონის მშენებლობას იწყებს. მოსახლეობას მერიის სახელზე გასაჩივრების ოქმიც ჰქონდა გაგზავნილი, თუმცა რამდენიმე საათის წინ ადგილზე ტექნიკა გამოჩნდა და ტერიტორია რკინის კონსტრუქციებით შემოღობა. ადგილზე გომელაურის უწყების თანამშრომლების უპრეცენდენტო მობილიზებაა.

მეტი...

საპატრიარქოს გვერდზე “ბოტების” შეტევა მიმდინარეობს

საპატრიარქოს სოციალურ ქსელზე ბოტების” შეტევა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ინფორმაციული შეტევა საპატრიარქოს მედია-რესურსზე. ასამდე ყალბი პროფილი ამჯერად იმ განცხადების ქვეშ გამოჩნდა, სადაც გაჟღერდა ინფორმაცია საეჭვო წარმომავლობის მქონე სასულიერო პირის შესახებ. როგორც ჩანს, ფაქტებით დადასტურებული და ავთენტური ინფორმაცია გარკვეული ჯგუფებისთვის გამაღიზიანებელია. ჩვენ კვლავ ვიტოვებთ იმედს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

მეტი...

4 გატაცებული ქართველის ვინაობა ცნობილია – ისინი საოკუპაციო ხაზთან, ტაძარში იმყოფებოდნენ

საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული პირების ვინაობა ცნობილია. ოკუპანტებმა არარსებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 30-დან 60 წლამდე ასაკის 4 მამაკაცი დააკავეს. ესენი არიან: გიორგი მარკოზაშვილი, რამინ მჭედლიშვილი,  გიორგი დემურიშვილი და ავთანდილ თომაშვილი. ისინი  საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტაძარში, მოსალოცად იმყოფებოდნენ, რა დროსაც რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. სავარაუდოდ ახლა დაკავებულები რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან, მოგვიანებით კი მათ ცხინვალის წინასწარ დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

მეტი...

გორის სოფლიდან ოკუპანტებმა 4 ადამიანი გაიტაცეს

შიდა ქართლიდან, საქართველოს მოქალაქეების მორიგი გატაცების ფაქტი დაფიქსირდა. ოკუპანტებმა  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან ოთხი ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ.  

მეტი...

„გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს“ – მმართველი გუნდი

„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას „ნაციონალებთან“ ალიანსში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და ამ თემას საგანგებო ბრიფინგს უძღვნის. პოლიტსაბჭოს წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, დღეს, ჩხოროწყუში მომხდარი ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა მათი ალიანსი. „მოგეხსენებათ, ჩვენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს. დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია. ამასთანავე, მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს…

მეტი...

ჩხოროწყუს საკრებულოში მმართველმა გუნდმა უმრავლესობა დაკარგა

ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწია და ჩხოროწყუს საკრებულოში, კოალიციის შედეგად, თავმჯდომარედ გიორგი გახარიას გუნდის წევრი აირჩიეს. საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა, თუმცა, 14 მომხრისა და ერთი გაბათილებული ბიულეტენის წყალობით, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, შოთა წურწუმია გახდა. არჩევაში მონაწილეობა  საკრებულოს ,,ქართული ოცნების” დეპუტატებს არ მიუღიათ. აღნიშნულ ქმედებას მმართველი გუნდიც გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო განცხადება გაკეთდა, სადაც სოზარ სუბარმა გიორგი გახარია „ნაციონალებთან“ გარიგებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.    

მეტი...

ოკუპანტებმა საქართველოს 4 მოქალაქე გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სუს-ი აცხადებს. “რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრება. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას”…

მეტი...

წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე უკვე მესამედ ვერ აირჩიეს

წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა უკვე მესამედ გადაიდო. მომდევნო სხდომა 11 იანვარს ჩაინიშნა. რაც შეეხება ჩხოროწყუს საკრებულოს, მას ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. თანამდებობაზე გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს. ორივე რეგიონში საკრებულოს სხდომები ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა.

მეტი...

გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საპატიო სიგელი მიიღო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო_ საპატიო სიგელი გადაეცა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ კობა კობალაძეს დევნილ ვეტერანებზე ყოველდღიური ზრუნვის, საიმედო თანამშრომლობისა და განსაკუთრებული ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. „1992-1993 წლებში, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი სიმამაცისა და თავდადებისთვის, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებზე სისტემატიური ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის, აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეროვნული პოზიციებისათვის დღეს ამ საპატიო სიგელს გადავცემთ სამშობლოს ერთგულ შვილს, ღირსეულ გენერალს, კობა კობალაძეს’’, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ. ’’განსაკუთრებით…

მეტი...

ზაარბრიუკენის ხიდსა და ხიდის ქუჩასთან არსებული პანდუსის ტერიტორიაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

 დედაენის ბაღში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის ხიდსა და ხიდის ქუჩის (მშრალი ხიდი) მიმდებარე ტერიტორიაზე, 24 დეკემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ იუსტიციის სახლის მხრიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩების, რუსთაველის გამზირის, ბარათაშვილის ხიდისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით. ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ტოლსტოის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსი – N20 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, უზნაძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება, რის შემდეგაც, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების…

მეტი...

ქ. ბათუმში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის სემეკმა 16 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია შეითანხმა

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ბათუმის წყალის“ 2022-2023 წლების საინვესტიციო გეგმები  შეითანხმა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბათუმის წყალმომარაგებისა და წყალარინების  ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 16,251,941 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაუმჯობესდება სასმელი წყლის უწყვეტობა, მიწოდების საიმედოობა და ჩამდინარე წყლების დამუშავების ხარისხი. კომპანია სამუშაოებს განახორციელებს მილსადენებზე ავარიებისა და ქსელში სასმელი წყლის დანაკარგების შემცირების მიზნით. შპს „ბათუმის წყალი“ ოპერირებს ქ. ბათუმში, უზრუნველყოფს ბათუმის წყალმომარაგებისა და წყალარინების  მომსახურებას. კომპანია ექსპლუატაციას უწევს 650 კმ სიგრძის სასმელი წყლის ქსელს, წყალარინების 9 სატუმბ სადგურს, სასმელი წყლის სათავე ნაგებობებს, საწნევ-სამარაგო რეზერვუარებსა და წყალარინების გამწმენდ…

მეტი...

მკვლელმა მამამ 1 წლის ბავშვი მოკლულ დედასთან მიატოვა

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ. 23 წლის მამაკაცმა 5 თვის ფეხმძიმე მეუღლე საკუთარ ბინაში ცივი იარაღით მოკლა. 1 წლის შვილი და მოკლულ დედასთან დატოვა. როგორც მეზობლები აცხადებენ, ჩვილი ბინიდან  სწორედ მათ გამოიყვანეს. ბავშვი მოკლული დედის ნათესავებთან იმყოფება. მოკლული 22 წლის ქალი კი საკუთარ სოფელში გადაასვენეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, ოჯახს ეკონომიურად უჭირდა, რაც კონფლიქტის ძირითადი მიზეზი იყო. მოკლული თავს სამკაულების აწყობითა და გაყიდვით ირჩენდა.  როგორც მისი ოჯახის წევრები  აცხადებენ, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ მათ კონფლიქტი ჰქონდათ, სხვა შემთხვევაში, შვილს მოძალადესთან არ გააჩერებდნენ. მკვლელმა კი პოლიცია თავად…

მეტი...

“ჯერ არ არის იმის დრო, რომ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ” – გაბუნია კლუბების გახსნაზე

“ჯერ არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ”, – უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კითხვას თუ როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას კლუბები. როგორც გაბუნნია აცხადებს,  კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელების გამო, რეგულაციები “ყველგან მკაცრდება”. “როდესაც ჩვენ ველოდებით “ომიკრონის” მოსალოდნელ ტალღას და ვადევნებთ თვალს, ყველგან როგორ მკაცრდება ყოველდღიურად მოთხოვნები რეგულაციებთან დაკავშირებით, ძალიან რთული განსამარტია, თუ რატომ შეიძლება, დავუშვათ კიდევ ახალი გახსნები, მაგალითად კლუბებთან მიმართებით. ჯერ არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ, მით უმეტეს “ომიკრონის” რისკი არის ძალიან რეალური და ამდენად, ცოტა დრო გვჭირდება. ყველას ინტერესია,…

მეტი...

„ეს პროცესი ერთ-ორ დღეში ვერ დასრულდება“ – ამერიკის ელჩი სალომე ზურაბიშვილზე

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ ე.წ. შერიგების კამპანიას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დაპირისპირების შემცირების ნებისმიერი ნაბიჯი მისასალმებელია. როგორც კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, დაწყებული პრობლემა მარტივი მოსაგვარებელი არ არის და ერთ-ორ დღეში ვერ დასრულდება. „პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკულ დროს, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და არსებული  დაპირისპირების შემცირებას. მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის. ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც პოლიტიკური პარტიები,  ისე  დაინტერესებული მხარეები, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია. ყველას აქვს საკუთარი ხმა ამ პროცესში, რაც გულისხმობს…

მეტი...

საქართველოში „ომიკორნის“ 15 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

საქართველოში „ომიკრონის“ ვირუსის კიდევ რამდენიმე შემთხვევას იკვლევენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს  განუცხადა, საეჭვო შემთხვევების ოდენობა 15 ინიცირებული პირია. “ეპიდემიოლოგიური სურათი საყურადღებო რჩება, თუმცა. ქვეყანაში “ომიკრონის” შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს.  საქართველოში 24 შემთხვევა დადასტურდა, ამჟამად კვლევაშია 15-მდე ნიმუში, რომელიც “ომიკრონზეა” საეჭვო. ამ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გამკაცრება. ეს არის რეგულაციები, რომელიც მოქმედებს, განსაკუთრებით პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება “,- განაცხადა გაბუნიამ მედიასთან.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელ ლონდა თოლორაიას შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, თოლორაიამ განაცხადა, რომ მისი სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას რაც შეეხება,  თოლორაიას თქმით, საუბარი ამ საკითხზე ზოგადი გახლდათ: ,,პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს უკვე გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა დარღვევა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, ამიტომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეგვეძლო გვესაუბრა ყველა დეტალზე, რადგან ეს გადაწყვეტილება არის საჯარო. ხოლო რაც შეეხება გამოძიებას, ამაზე ვისაუბრეთ ძალიან ზოგადად, იმ ფარგლებში რა ფარგლებში საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას” – განაცხადა…

მეტი...

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე “ოცნების” დეპუტატები არ მივიდნენ

ბათუმში ახლადმოწვეული საკრებულოს სხდომა დღეს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ “ქართული ოცნების” დეპუტატების გამო ჩაიშალა, ისინი ადგილზე არ გამოცხადნენ. აღნიშნული  სხდომის გამართვა “ნაციონალურმა მოძრაობამ”მოითხოვა. სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 2 საკითხი იყო გათვალისწინებული. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ბათილად ცნობა. სხდომას 3 პარტია ესწრებოდა: ,,ლელო”,  პარტია ,,საქართველოსთვის” და ენმ. “ქართული ოცნების” წევრებისთვის კი  მიუღებელი იყო ის საკითხები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შეიყვანა დღის წესრიგში. ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ბათუმში დამტკიცებულია მომავალი წლის ბიუჯეტი და შესაბამისად კრიზისი არ იქნება.  

მეტი...

მე-12 კარავი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან – მოშიმშილეების რაოდენობა იზრდება

საქართველოს მესამე  პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილეებისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან უკვე მე-12 კარავი გაიშალა. პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პროტესტის ამ სახეს აგრძელებენ და ჯერჯერობით ყველა მათგანი თავს კარგად გძნობს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ბაჩო დოლიძემ, რომელიც შიმშილობს, ქართული ოცნების” განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა რომ შიმშილობას მსოფლიოში ვერავინ ვერავის ვერ დაავალდებულებს და ეს ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, როცა სახელმწიფოში არავითარი ინსტიტუტი არ არსებობს და არც ნება, რომ სამართლიანობა გვქონდეს, პროტესტის მხოლოდ ეს მეთოდი რჩება. მანვე აღნიშნა, რომ ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს ორშაბათს შეხვდება.      

მეტი...

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი პროცესი გაიმართება. სხდომას მიხეილ სააკაშვილი დღესაც ვერ დაესწრება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე 2 შუამდგომლობას დააყენებს. ერთი შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას უკავშირდება, ხოლო მერე შუამდგომლობით, დაცვის მხარე 2 მოწმის ხელახლა გამოკითხვას მოითხოვს. “დღეს გვექნება ორი შუამდგომლობა – პირველი შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის დართვას საქმეზე, რაც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ფუნდამენტურად შეილახა მისი უფლებები და ამავდროულად, გვექნება მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობა და ამ შუამდგომლობის გადაწყვეტა კიდევ…

მეტი...

“შენს სისხლს არავის შევარჩენთ გპირდები!” – სასტიკად მოკლული ორსული გოგონას და  

20 სასიკვდილო ჭრილობა მეუღლისგან. 22 წლის 5 თვის ფეხმძიმე გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ვარკეთილში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ჩამდენი მოკლულის მეუღლეა. გარდაცვლილის და პირობას იძლევა რომ  მისი სისხლი არავის შერჩება. „ჩემი ორი ანგელოზი… შენს სისხლს არავის შევარჩენთ გპირდები! შეხვედრამდეე ჩემო ტკბილო“…. წერს ქეთა კეპულაძე.

მეტი...

კლუბები მთავრობას არ ემორჩილებიან და თვითნებურად იხსნებიან

ღამის კლუბების დაანონსებული გახსნის მიუხედავად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით გუშინ შეცვალა, რასაც კლუბების მხრიდან ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა. საკლუბო სექტორის წარმომადგენლები  მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და ღამის კლუბების მიმართ არსებული შეზღუდვების გახანგრძლივება გააპროტესტეს. მათი მთავრი მოთხოვნა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება და აღებული ვალდებულებების შესრულება იყო. “საკლუბო სექტორი ერთადერთი სფეროა, რომელიც  ყველას მდგომარეობაში შევიდა და ძალიან გონივრულად მოიქცა. ამდენი ხანი დაველოდეთ, ყველა გავითვალისწინეთ. ფინანსურად ძალიან დიდ წნეხში და ვალებში ვართ. ახალი წლიდან ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა,” – აღნიშნა კლუბ  “ხიდის” დამფუძნებელმა, თამუნა აქსანდერმა. “ეს იყო უკვე მე-4 თუ მე-5 მოტყუება მთავრობის მხრიდან, როდესაც საკოორდინაციო საბჭო იკრიბებოდა…

მეტი...

ვირუსით 68 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 289 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 291, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 142, გურია – 79, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 113, კახეთი -111, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.  

მეტი...

ვირუსით 2 164 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 437 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 164  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 767  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.98%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  918 641-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.94%.  

მეტი...

ყველა რეგიონში, საახალწლო ღონისძიებები კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით,  საქართველოს ყველა რეგიონში  საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. ,,63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში გაიმართება, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით. ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

“ომიკრონის” შემთხვევები ყოველ მეორე დღეს ორმაგდება – ივანე ჩხაიძე

ამ დროისთვის საქართველოში “ომიკრონის” შტამით 24 ადამიანია ინფიცირებული. დამატებით იკვლევენ კიდევ 52 ადამიანს. როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, ომიკრონის” შემთხვევები ყოველ მეორე დღეს ორმაგდება და თავის დასაცავად მოქალაქეებს ბუსტერის გაკეთებას, ასევე, პირბადის ტარებას ურჩევენ. “ომიკრონის შემთხვევები ორმაგდება ყოველ მეორე დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს საქართველოში 24 შემთხვევა დაფიქსირდა, მოსალოდნელია, რომ ორი დღის შემდეგ ამ შემთხვევების რაოდენობა 40-დან 50-მდე გაიზარდოს. სამწუხაროდ, აქ არის ასევე რისკი, რომ უფრო მეტი ნაკადი პაციენტების იქნება მიმართული ჰოსპიტალური სექტორისკენ. ბუსტერ დოზა ითვლება ეფექტურ საშუალებად როგორც ინფიცირების, ისე მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით”, – განაცხადა ექიმმა ივანე ჩხაიძემ.

მეტი...

მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფეხმძიმე ცოლი ადგილზე მოკლა

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც 5 თვის ფეხმძიმე მეუღლე მოკლა,  ბრალს  დღეს წარუდგენენ. მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და ამ სისასტიკეს მისი 1 წლის შვილიც უყურებდა. მეუღლის მოკვლის შემდეგ კი მან 112-ში დარეკა და მომხდარის შესახებ ტავად მოუყვა.  ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავენ. საუბარია 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე. მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება მომიტინგეთა მასობრივია დარბევა, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დაესწრება.

მეტი...