,,დადგა მძიმე დრო, როცა ერი და ბერი ეკლესიის მეთაურებისგან მოელის ქრისტიანული და ზნეობრივი ნორმების შეხსენებას” – ზურაბიშვილი პატრიარქს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილე მიულოცა. ისალოც წერილში ზურაბიშვილი ეროვნულ თანხმობასა და პროცესში ეკლესიის როლზე საუბრობს. ,,დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როცა ჩვენი ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურებისგან მოელის ხალხისთვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას. სწორედ ჩვენი ზნეობრივი ნორმების დაცვამ უნდა გახადოს შესაძლებელი არსებულ პოლარიზებულ გარემოში საქართველოში ერთმანეთის პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ფორმირება, რომლის გარეშე შეუძლებელია საერთო თანხმობის მიღწევა ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე…”,- ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში. 

მეტი...

,,კლუბები არ უნდა გაიხსნას! ეს ინფექციის შემთხვევების გაზრდას გამოიწვევს” – ცერცვაძე

თბილისი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, განაცხადა, რომ ღამის კლუბები არ უნდა გაიხსნას. მისი თქმით,  კლუბი “სიახლოვისთვისაა შექმნილი” და გახსნა კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების გაზრდას გამოიწვევს. სამედიცინო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს ეს ახალგაზრდებისა და მათი მეპატრონეებისთვის, კლუბები არ უნდა გაიხსნას. ღამის კლუბი არის ერთ-ერთი მაღალი რისკის შემცველი დაწესებულება. შესაძლოა მკითხოთ, სხვა დაწესებულებები თუკი მუშაობს: მაღაზიები, რესტორნები, კინოთეატრები, სტადიონები გაიხსნა, მაშინ ღამის კლუბებმა რა დააშავეს? ხომ არ არის ეს დისკრიმინაცია? – არა! ღამის კლუბი სიახლოვისთვისაა შექმნილი, იმისთვის, რომ ადამიანებმა, ახალგაზრდებმა ახლოს იგრძნონ თავი. სამწუხაროდ, ეს კორონავირუსის ინფექციის…

მეტი...

,,ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება” – ვიცე-მერი

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუმარტა, პარკირების სატარიფო პაკეტს მსურველებისთვის ემატება მხოლოდ ვადიანი აბონემენტები, რაც უმეტესად ბიზნესსექტორისა და ორგანიზაციებისთვის არის გათვლილი. მისვე თქმით, მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ, ისარგებლონ პარკირების იმავე ფასებით, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ. „ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფებში ცვლილებები დაგეგმილი არ არის. მისი ღირებულება ისევ 1 ლარია, წლიური სააბონემენტო კი, კვლავ 50 ლარი ღირს. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, რაც მათი მოსაზრებაც იყო, რომ თუ მაგალითად, კომპანია გადაიხდიდა 800 ლარს სატრანსპორტო საშუალებაზე წლის განმავლობაში, საათობრივი საფასური მისთვის…

მეტი...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შესაძლოა, გაუქმდეს

როგორც  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ასევე ინსპექტორის თანამდებობის გაუქმება იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ უწყების ნაცვლად შეიქმნება ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. აღიშნული ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმ, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი 28 დეკემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება. შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართ შესაძლო არაადმიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით გამოძიებას რამდენიმე მუხლით აწარმოებს. ამასთან, უწყებამ მოკვლევა ჩაატარა იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობრივად გადაყვანის კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მოკვლევის შემდეგ,…

მეტი...

,,არ ვაპირებთ დავნებდეთ უკანონო შეზღუდვებს!” – კლუბი “მტკვარზე”

დღეს კლუბში “მტკვარზე”  ღონისძიება იყო დაგეგმილი, მაგრამ ის გადაიდო. როგორც კლუბის ადმინისტრაციაში ამბობენ, გუშინ, 24 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ დაწესებულება დაუსწრებლად დალუქა. “გუშინ დაუსწრებლად დაგვლუქეს, ისე რომ ადგილზე არავინ იყო, ამიტომ გვიწევს დღევანდელი ივენთის უკვე მეორედ გადადება. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ორმაგ სტანდარტებს და დავნებდეთ უკანონო შეზღუდვებს. პირიქით, დღეიდან ვიწყებთ საპროტესტო აქციისთვის მზადებას. ის რაც ჩვენი სექტორის მიმართ სახელმწიფომ ჩაიდინა, არის ადამიანების დაცინვა, მოტყუება და ტერორი. არავის მივცემთ ჩვენი აბუჩად აგდების უფლებას და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს სიმართლეს და ღირსებას”, – წერია კლუბის განცხადებაში. ხოლო რაც შეეხება კლუბ ,,ბასიანს” იქ  ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია…

მეტი...

ხანძარი ბათუმში – მრავალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულზე ცეცხლი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტრო ლეიბი გახდა. ცეცხლის გაჩენის მომენტში ბინაში 17 წლის მოზარდი 2 მცირეწლოვან და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად  მოზარდმა ტერფის მსუბუქი დამწვრობა მიიღო. მას ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება. ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხდა, ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

მეტი...

უკრაინის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა

კიევის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა. ყოფილი პრეზიდენტი ამ დროისთვის უკრაინაში არ იმყოფება. ის ვარშავაშია და სამშობლოში დაბრუნებას, სავარაუდოდ, იანვრის შუა რიცხვებში გეგმავს. უკრაინის გამოძიების ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას ეხება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნაა გათვალისწინებული. უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი მის წინააღმდეგ დაწყებულ საგამოძიებო პროცესს სიგიჟეს უწოდებს.

მეტი...

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ენმ-ის ოფისთან შიმშილობა ორმა ადამიანმა შეწყვიტა

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების მოთხოვნით, ათობით ადამიანი შიმშილობს. დღეს პროტესტის უკიდურეს ფორმას “მოძრაობა საქართველოსთვის” ორი წევრი გამოეთიშა. ისინი შეუძლოდ გახდნენ. ერთ-ერთი მათგანი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, მას სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა დაუფიქსირდა, მეორეს კი მაღალი არტერიული წნევა აქვს. მართალია მათ შიმშილობა შეწყვიტეს, მაგრამ ისინი სხვა აქტივისტებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც პროტესტს მათ ნაცვლად გააგრძელებენ. “ორმა მოშიმშილემ ექიმების რეკომენდაცია მიიღეს, რომ უნდა შეწყვიტონ შიმშილობა, შაქარი ძალიან გაეზარდათ მათ და შეწყვიტეს შიმშილობა, ჩვენთვის მიზანი არ არის ადამიანის ცუდად ყოფნა, ჩვენი მიზანია სამართლიანი პროტესტი”, – განაცხადა კახა ხაბაზმა. შეგახსენებთ, ამ დროისთვის ,,ნაციონალური…

მეტი...

,,ეროვნული შერიგება გვჭირდება, მზად ვართ, ეს პროცესი ეკლესიის წიაღში წარიმართოს” – მეუფე ანდრია

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ, განაცხადა, რომ ქვეყანას ეროვნული შერიგება სჭირდება. როგორც მან სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკლესია მზადაა, ამ პროცესს ხელი შეუწყოს. მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ეროვნული შერიგება ჩვენ გვჭირდება იმიტომ, რომ 30 წელია, სამწუხაროდ, ვართ ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში და დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ათწლეულების წინ დაწყებული პროცესია. ეკლესიამ განაცხადა და ის ყოველთვის მონაწილეა, ხელშემწყობი ამ პროცესის. ჩვენ ნამდვილად ვართ მზად, რომ ეს პროცესი წარიმართოს ეკლესიის წიაღში”,- განაცხადა მეუფე ანდრიამ.

მეტი...

,,საბოლოო დასკვნა ის არის, რომ ჩვენ ვართ მათთვის მიუღებელნი” – კლუბ ,,ბასიანის” დამფუძნებელი

ღამის კლუბების დამფუძნებლები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებს აანონსებენ. ისინი საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ ზარალზეც საუბრობენ, რომელიც ობიექტებმა გასწიეს. დაუმორჩილებლობის აქცია გუშინ ღამე 12 საათზე დაიწყო და უკვე 16 საათია გრძელდება. კლუბ ”ბასიანის” დამფუძნებელი, ტატო გეთია ამბობს, რომ 17 დეკემბერს ჰქონდათ ღონისძიების ჩატარების ნებართვა, თუმცა ეს ნებართვა მოულოდნელად შეიცვალა. “ყველამ ვნახეთ ის სქრინი, რომელიც მოიწერა შრომის უსაფრთხოების სამსახურმა, ბატონი ბექა ფერაძის დასტურით, რომ ჩვენ თქვენ გეუბნებით, რომ იშოვეთ შესაბამისი სახსრები, რომ თქვენი სივრცეები მოიყვანოთ არსებულ დადგენილ რეგულაციებთან შესაბამისობაში და ამის საფუძველზე შეგიძლიათ გაიხსნათ. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველას…

მეტი...

,,არა მგზავრობის ტარიფის გაორმაგებას!” – მერიასთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის ტარიფების გაძვირებას აპროტესტებს.  აქცია “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერების ინიციატივით დაიწყო, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნული რამდენიმე დღით ადრე დაანონსა. მათი თქმით, თუ კახი კალაძე გადაწყვეტილებას არ შეცვლის, აქციები მწვავე და პერმანენტული იქნება. კახი კალაძისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, ამოიღოს ჩვენ ჯიბეში ჩაყოფილი ხელი, უარი თქვას სამგზავრო ტარიფების გაორმაგებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაძლევ ულტიმატუმს- 9 იანვრიდან თუ ის არ შეცვლის ამ უნამუსო, ურცხვ გადაწყვეტილებას საკუთარი მოსახლეობის აქტიურად ძარცვისა მიიღებს უმწვავეს პროტესტს”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. შეგახსენებთ,  პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდება და სააბონიმენტო სისტემა შემოდის. სააბონენტო…

მეტი...

“სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს ათასობით დაზარალებული და გამწარებული ოჯახის შეურაცხყოფას” – გურამ მაჭარაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების და მხარდამჭერების მიერ დაწყებულ შიმშილობასთან დაკავშირებით დღითიდღე უფრო მეტი შეფასება კედთება მმართველ გუნდში. “ქართულ ოცნებაში“ ისევ ირწმუნებიან, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმის უკან, თავად პატიმარი სააკაშვილი დგას. “შიმშილობა დაწყებულია მას მერე, რაც არ გაამართლა ამ ძალისმიერ მეთოდით პროცესების განვითარება, რომელიც შეეხება მუდმივ დესტაბილიზაციას. ეს თემაც არ არის ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს. აქედან გამომდინარე, ამ ვაკუუმის და ამ სივრცის შესავსებად, სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილმა,“ – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი. ხოლო პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იმ ადამიანების შეურაცხყოფის ტოლფასია,…

მეტი...

“ომიკრონის” სწრაფი გავრცელების გამო, ევროპის უმეტეს ქვეყანაში, ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურა

კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” გამო, ევროპის უმეტეს სახელმწიფოში, ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურა. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ინფექციის სწრაფი გავრცელების გამო, საახალწლო კონცერტები გადაიდო. ასევე დაიკეტა ღამის კლუბებიც, აღნიშნული შეზღუდვა შემდეგი 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  კლუბები დაიკეტა გერმანიაშიც, სადაც იკრძალება 10 ადამიანზე მეტის შეკრება. მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო, მომდევნო სამი კვირის გამავლობაში, ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურება შოტლანდიაშიც. ასევე ჩეხეთში პაბები, კაფეები და რესტორნები მცირე შეზღუდვებით მუშაობენ. თუმცა “ომიკრონის” გავრცელების შემდეგ, ქვეყანაში დაიხურა კლუბები. მკაცრი რეგულაციები მოქმედებს ფინეთშიც, სადაც ბარებისა და რესტორნების უმრავლესობა ღიაა. თუმცა დახურულია ღამის კლუბები. “ომიკრონის” გავრცელების…

მეტი...

გომი-ზესტაფონის გზაზე ტრაილერის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალზე  52-კმ 106 მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აღდგა – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ52-კმ106  მოიხსნა ტრაილერების გადაადგილების შეზღუდვა, ხოლო ამავე გზის კმ12-კმ52 მონაკვეთზე, ჯერჯერობით, თოვისა და ლიპყინულის გამო, კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,ჩვენს სულიერ მამას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 44 წელი მიულოცა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, პატრიარქის პირადი ღვაწლისა და უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგია ისტორიული მნიშვნელობის მიღწევა – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ეკლესიის გაძლიერება, სულიერების აღორძინება, ეკლესია-მონასტრების მშენებლობათა უპრეცედენტო ზრდა,  საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების განვითარება. “დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ამ მნიშვნელოვან დღეს ასევე ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩვენ ქვეყანას წილად ხვდა ბედნიერება, ბოლო თითქმის ნახევარი საუკუნე – თავისუფლებისა და სულიერი აღორძინებისკენ სვლის ურთულესი ისტორიული მონაკვეთი მისი სულიერი წინამძღოლობით გაევლო.…

მეტი...

შსს-მ 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა

შიმაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მთლიანად გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 37 მილიონ ლარზე მეტია. უწყებების ცნობით, სამართალდამცავებმა აღნიშნული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

მეტი...

მსოფლიო პატრიარქი ინფიცირებულია

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კორონავირუსით დაინფიცირდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს და პატრიარქი თავს მხნედ გრძნობს. პატრიარქ ბართლომეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა ჰქონდა გაკეთებული.  

მეტი...

თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალბი ამოიღეს

შსს-მ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 9 პირი. დაკავებულები არიან: 2001 წელს დაბადებული დ.ბ., 1979 წელს დაბადებული გ.ო,1963 წელს დაბადებული ზ.ს., 1985 წელს დაბადებული ბ.თ., 1983 წელს დაბადებული ი.ს., 1984 წელს დაბადებული რ.გ., 1957 წელს დაბადებული ო.დ., 1995 წელს დაბადებული ი.მ. და 1986 წელს დაბადებული ი.მ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ბ. -ს პირადი ჩხრეკისას უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო გ.ო.-ს ბინის ჩხრეკის შედეგად, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი…

მეტი...

მუნიციპალური ინსპექცია უკანონო შენობების დემონტაჟს ახორციელებს

თბილისში, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით  მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმ შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე, რომელის უკანონოდაა აშენებული. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა. „ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. მოკვლევის შედეგად, რომელიც ორი თვის წინ დაიწყო, დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები და მსუბუქი კონსტრუქციები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, ორი ავტოფარეხისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი განახორციელა. გარდა ამისა, თავად მოსახლეობის მიერ, მოხდა ექვსი ავტოფარეხის დემონტაჟი. აღნიშნულ ტერიტორიაზე…

მეტი...

ვირუსით 76 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 443 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა – 155, იმერეთი – 309, ქვემო ქართლი – 93, შიდა ქართლი – 115, გურია – 74, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150, კახეთი -131, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.

მეტი...

ვირუსით 2 090 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 640 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 768  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.30%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  922 707-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.30%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.41%.

მეტი...

„ომიკრონი“ საქართველოში ძირითადად აბუდაბიდან შემოსულებმა შემოიტანეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის. პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში ომიკრონი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა, ძირითადი მაინც აბუდაბის რეისი მგზავრები არიან. „ომიკრონით“ დაინფიცირებულები ის ადამიანები არიან, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ წასულები, იქ დაემართათ ვირუსი. ყველაზე მეტი შემთხვევა იყო აბუდაბიდან შემოსულებზე. ბევრნი არიან ამ რეისიდან, თუმცა, ასევე „ომიკრონი“ შემოვიდა თურქეთიდან, ამერიკიდან, აფრიკიდან. ვისაც „ომიკრონი“ საქართველოში დაუდასტურდა, ყველა აცრილი იყო, ამიტომ, ყველა შემთხვევაში, ავადობა მსუბუქად მიმდინარეობს.  მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ“ – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიცენტრ მთავარს“. მისივე შეფასებით, საკოორდინაციო საბჭოში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არავის უნდა. თუმცა,  ეს რომ არ მოხდეს,…

მეტი...

ბრიტანეთში „ომიკრონის“ შემთხვევები 100 000 ინფიცირებულს აჭარბებს

მსოფლიოს ქვეყნებში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება. საკმარისია ქვეყანაშ ერთი ინფიცირებული შევიდეს, რომ „ომიკრონი“ 2 კვირაში დომინანტი ხდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ავადობა საქართველოშიც საკმაოდ დიდი იქნება. „ომიკრონი“ ისეთია, შეუძლია, საკუთარი სიძლიერე 2-3 კვრაში გვაჩვენოს და დომინანტი გახდეს. სამწუხაროდ, ისეთი ტემპებით ვრცელდება, თუმდაც ბრიტანეთში, დღეში 100 000-სს გადააჭარბა. ჩვენთანაც ავადობის დიდი რაოდენობა იქნება. მაგალითად ნორვეგიაც საკმარისია. იქ, ორმა ადამიანმა შეიტანა ვირუსი  და  2 კვირაში კატასტროფულად გავრცელდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლინიკები გადაიტვირთება. ჩვენ უფრო…

მეტი...

„ღრეობა – შავი ჭირი“ – პაატა იმნაძე ღამის კლუბების გახსნაში საფრთხეს ხედავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, პანდემიისა და „ომიკრონის“ შტამის გავრცელების ფონზე, ღამის კლუბების გახსნა არ შეიძლება, რადგანაც, ის, ვირუსის გავრცელების მხრივ საფრთხის შემცველია. „არის ასეთი გამოთქმა – ღრეობა, შავი ჭირი. ძალიან რთულია ამის შედარება რესტორანთან და ღია სივრცესთან.  საქართველო მთვარეზე ხომ არ არის? ევროპაში ყველგან დახურულია კლუბი. მესმის, ძალიან რთულია ეს კლუბის მეპატრონეებისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ფინანსური ზარალია. საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების გახსნაზე შეთანხმება არ ყოფილა. მათთვის არავის უთქვამს, რომ გაიხსნებოდნენ და არავინ დაჰპირებია მათ ამას. მაგრამ “ომიკრონი” გამოჩნდა. კლუბის შედარება შეიძლება გარე სივრცეში…

მეტი...