ექიმები მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებას მხარს არ უჭერენ

ნევროლოგ თენგის წულაძის განცხადებით, სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებას მხარს არ უჭერს.

„რადგან ადამიანს პოსტტრავმულ-სტრესული აშლილობა აქვს, ეს გულისხმობს იმას, რომ ეს ტრავმა ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში. ამიტომ, იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, რადგან პოსტტრავმულ-სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც იმ სტრესს არ აგონებს ადამიანს, სადაც სტრესი მიიღო“ – განაცხადა ნევროლოგმა ბრიფინგზე.

მსგავსი თემები