„სააკაშვილს ფსიქოთერაპიული დახმარებაც სჭირდება“ – ფსიქიატრი

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსული ექიმ-ფსიქიატრი მარინე კურატაშვილის აცხადებს რომ პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ფსიქოთერაპიული დახმარებაც სჭირდება. „მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, ფსიქოთერაპიული დახმარებაც სჭირდება. „კეტილეფტი“ მას გაზრდილი დოზით არ მიუღია, „ქსანაქსს“ იღებს. „ქსანაქსი“ მას უცხოელი ექიმის მიერ დიდი ხნით ადრე ჰქონდა დანიშნული. ფსიქოტროპული წამლები უნდა დაინიშნოს დიაგნოზის შესაბამისად. იწყება მინიმალური თერაპიული დოზით და შედეგების მიხედვით შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის. რაც ვნახეთ თერაპიულ დოზირებას არ სცილდება“ – განაცხადა მან ჟურნალისტებთან. ექიმ ფსიქიატრის შეფასებით, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, საჭიროა ფსიქოთერაპიული დახმარება, რომელიც დასკვნაში აისახება.

მეტი...

სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასეირნო სივრცე სჭირდება

სახალხო დამცველმა და სამედიცინო ჯგუფმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. როგორს ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთ პრობლემად სივრცე რჩება, რა ნაწილშიც მიხეილ სააკაშვილი შეზღუდულია. „ტელევიზორს უყურებს, თუმცა, რაც პრობლემურად მეჩვენება არის ის, რომ ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი ისარგებლებდა სეირნობის უფლებით. ასევე, როგორც ვიცი, როგორც პაციენტს მას სჭირდება უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა და ეს პრობლემურად მეჩვენება. ეს საკითხებიც განხილული იქნება“, – განაცხადა ლომჯარიამ. მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნა ექიმების ჯგუფმა უნდა დაწეროს და შესაბამის რეკომენდაციებსაც ისინი მოამზადებენ.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილთან ფსიქიატრიც შევიდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილთან, სხვა ექიმებთან ერთად, ფსიქიატრიც შევიდა. საუბარია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კონსილიუმზე, რომელსაც ფსიქიატრი ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებით დაემატა. როგორც ფსიქიტრმა  მარინა კურატაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  პაციენტის მდგომარეობაზე საუბარს მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მას მოინახულებს. სახალხო დამცველის თქმით კი დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი შემოწმება მოხდება. „ექიმები გაეცნობიან სამედიცინო ჩანაწერებს და შემდგომ, ალბათ, იქნება მათი დასკვნა და რეკომენდაციები ჩატარებულ თუ ჩასატარებელ მკურნალობასთან დაკავშირებით“ – განუცხადა ნინო ლომჯარიამ მედიას. რაც შეეხება ექიმ-ფსიქიატრს, ლომჯარიას განცხადებით, არსებული სტრესიდან გამომდინარე, მისი ჩართვაც გახდა საჭირო. „ბოლო ვიზიტის შემდგომ, გავაკეთეთ რეკომენდაციები და ერთ-ერთი რეკომენდაცია…

მეტი...

აჭარის რეგიონში მცხოვრები ვეტერანებისთვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩატარდა

აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის 120-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია აჭარის რეგიონში მცხოვრები ვეტერანებისთვის ჩატარდა.   მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აჭარის ა/რ მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ სამსახურის 100-ზე მეტ ბენეფიციარს გაეწია. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, ისარგებლეს არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, არამედ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა…

მეტი...

მინიფეხბურთში 2008 წლის ომის გმირის სახელობის ტურნირი ჩატარდა

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის გამგეობის ინიციატივით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, სოფელ ვაჩნაძიანში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის, ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში. ასპარეზობაში მონაწილეობას იღებდნენ სოფლების: ვაჩნაძიანის, კახიფარის, ვაზისუბნის, ველისციხის, ჩუმლაყის, კალაურის, ბაკურციხისა და თავდაცვის სამინისტროს მე-4-ე მექანიზებული ბრიგადის გუნდები. ფინალური ორთაბრძოლა მე-4-ე მექანიზებული ბრიგადისა და ბაკურციხის გუნდებს შორის გაიმართა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით 5:2 დასრულდა; ტურნირის წლევანდელ ჩემპიონს, ალექსი ნატროშვილის სახელობის გარდამავალი თასი და მე-4-ე მექანიზებული ბრიგადის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო გადაეცა. სპორტულ ასპარეზობაში პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებსა…

მეტი...

ოკუპანტებმა ნიქოზთან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან, ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა დაუყონებლივ გათავისუფლდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები, რაც მათ შორის გამოიხატება უკანონო დაკავებებში, აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ართულებს…

მეტი...

„პრეზიდენტი ისეთ პრეპარატებს იღებდა, რაც არ უნდა მიეღო“ – ნევროლოგი მიხეილ სააკაშვილზე

ნევროლოგი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ოთარ თოიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აქვს ისეთი პრეპარატები მიღებული, რაც მას არ უნდა მიეღო. ოთარ თოიძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან და მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან. ჰოსპიტალში შესვლამდე კი თოიძემ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. „ნამდვილად ღებულობდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომელიც მას არ უნდა მიეღო თავისი ავადმყოფობიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ამ მედიკამენტმა მისი ზოგადი ფსიქოლოგიური და ასევე, ნევროლოგიური სტატუსი დაამძიმა“, – განაცხადა ნევროლოგმა მედიასთან.

მეტი...

36 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 999 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 832 675. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 731 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 380 შემთხვევა, აჭარა – 162, იმერეთი – 481, ქვემო ქართლი – 178, შიდა ქართლი – 171, გურია – 81, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 185, კახეთი – 149, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24. 

მეტი...

ვირუსით 2 922 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 841 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 922  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 999 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.15%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  889 286-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.88% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.42%.

მეტი...

„ვტოვებთ საცხოვრებელს, ვრეკავთ საავარიო სამსახურში“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავართან“

ბოლო ერთ კვირაში, თბილისში, ბუნებრივი აირით გამოწვეულ უბედურ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორისაა დედა და მცირეწლოვანი შვილი. როგორც ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, უბედური შემთხვევებისგან თავის დასაცავად, უცილებელია იმ ელემენტარული რეკომენდაციების დაცვა, რომელსაც სპეციალისტები იძლევიან.   „ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, ეს იქნება გაზის სუნი თუ სხვა, დაუყოვნებლივ ვანიავებთ ფართობს, ვტოვებთ საცხოვრებელ ადგილს, ვრეკავთ საავარიო სამსახურში, არ ვანთებთ ელექტროენერგიას, არ მივმართავთ თვითდახმარებას, არ ვეხებით მრიცხველებს და მაშინვე ვიძახებთ დახმარებას. აუცილებელია, ყოველ წელს, ყოველ სეზონზე მოხდეს საცხოვრებელი ფართის შიდა ქსელის შემოწმება შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან“ – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავართან“ და…

მეტი...

„ეს არის საშიში და სასიკვდილო, მომხმარებელი უნდა გავაფრთხლოთ“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავართან“

ზამთრის სეზონის დადგომისთანავე, ბუნებრივი აირის გაჟონვით თუ სხვა მიზეზებით გამოწვეული სახიფათო და მომაკვდინებელი შემთხვევების რისკიც იზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენი მომხმარებლებს აფრთხილებს და მოუწოდებს, ქსელების თუ დანადგარების თვითნებურ შეცვლას ნუ ეცდებიან. როგორც სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები შიდა ქსელსაც და დანადგარებს ისე ცვლიან, პროექტს შესაბამის უწყებას არც უთანხმებენ.              „მნიშვნელოვანია, მომხმარებლები გავაფრთხილოთ იმ აუცილებელი რეკომენდაციების შესახებ, რომელიც ბუნებრივი აირის  სექტორში, გაზის მოხმარების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. არის შემთხვევები ბუნებრივი აირის გაჟონვის, რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან სერიოზული დარღვევები არსებობს შიდა ქსელებზე  და ამას ემატება სასიკვდილო შედეგი მქონე…

მეტი...