„ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი“ – პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია  ეროვნული თანხმობის მისაღწევად დაწყებულ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის  განცხადებით, პროცესთან დაკავშირებით, ის საქართველოს პატრიარქსაც შეხვდა. “პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს. ბოლო დღეებია ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ…

მეტი...

სიკვდილიანობა რომც არ გაიზარდოს, ბევრი ავადმყოფის გამო, კლინიკები მაინც გადაივსება  

„პანიკის საფუძველი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, თუ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრი იქნება, ის რომც არ იწვევდეს სიკვდილობის გაზრდას, მაინც ბევრი ავადმყოფის ყოლის გამო, კლინიკურ სექტორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომ სიკვდილობა დაბალ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ”, – აცხადებს თბილსის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ომიკრონის“ შტამზე. მისივე შეფასებით, დაზუსტებული ინფორმაცია, როგორია ვაქცინის ეფექტურობა კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ცნობილი არ  არის, თუმცა, დაცვით – იცავს. „პრობლემა, იცავს თუ არა ვაქცინები „ომიკრონისგან,“  ვარაუდობენ, რომ ნაწილობრივ იცავს და განსაკუთრებით, იცავს თუ გაკეთებული გაქვს მესამე, „ბუსტერ“ დოზა. ამიტომ,…

მეტი...

„მოსალოდნელია სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე „დელტა“ – თენგიზ ცერცვაძე „ომიკრონზე“

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში დაფიქსირებულ „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ის „დელტა“ შტამზე უფრო ძლიერი იქნება გავრცელებით. „ საქართველოს სერიოზული მიმოსვლა აქვს უცხოეთის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი გამოწვევაა, თან ბოლომდე არ ვიცით, როგორი გამოწვევაა. ჯერ კიდევ არ დადებულა საბოლოო დასკვნები შტამის ყველა თავისებურების შესახებ. ერთი რამ მინდა, რომ მკაფიოდ განვაცხადო, ეს არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა არც უკანასკნელი. მას უნდა შევხვდეთ მომზადებული, როგორც ერთ-ერთ რიგით გამოწვევას, ყოველგვარი პანიკის გარეშე. მოსალოდნელია სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე „დელტა“ შტამი ვრცელდებოდა“ – აცხადებს თენგიზ…

მეტი...

გოგა ხაინდრავა აშშ-ს საელჩოს განცხადებას აცდენილ რეალობას უწოდებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი უხერხულობას ქმნის  

„ქალბატონი ელჩის განცხადებები ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის სხვა ქვეყნის შესახებ საუბრობს და ეს თანხვედრაში არ არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში არსებულ რეალობასთან. საელჩოს განცხადება ელჩის პოზიციასაც წარმოადგენს და მისი თანხმობის გარეშე არ კეთდება“ – აცხადებს გოგა ხაინდრავა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის საპასუხოდ. „მედიაცენტრი მთავარი“ გოგა ხაინდრავას წერილს უცვლელად გთავაზობთ“ „დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი განცხადებები, არ არის განკუთვნილი მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ამ განცხადებებს ქართველი საზოგადოებაც ეცნობა; ამიტომ როდესაც განცხადება აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, ეს გარემოება საზოგადოებაში უხერხულ მდგომარეობას ქმნის. ჩვენთვის აშშ სტრატეგიული პარტნიორი და  ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების…

მეტი...

“სიამაყით და სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობა არ ყოფლა” – ღარიბაშვილი

დღეს გაიმართა საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელზეც ერთმანეთს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდნენ. ,,დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა – საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. “ამ წელს ეს თქვენი რიგით მეორე ვიზიტია საქართველოში. მე ასევე კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ ერევანში ოფიციალური ვიზიტით მეც ორჯერ ვიყავი და სიამოვნებით და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მართლაც მიუთითებს ჩვენს შორის არსებულ მჭიდრო ურეთიერთობაზე, თანამშრომლობაზე კეთილგანწყობაზე, რომელიც ჩვენს შორის არსებობს და მე მინდა ამ განწყობისა და დამოკიდებულებისთვის მადლობა…

მეტი...

Fox ტალახაძეზე: “ის კაცობრიობის ისტორიაში მითიური 500 კილოგრამის აწევასთან ყველაზე ახლოსაა”

გავლენიანი ამერიკული გამოცემა Fox ლეგენდარული ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის, შესახებ წერს და მას მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცს უწოდებს. “ლაშა ტალახაძე ძალიან მძიმე წონებს ისე უმკლავდება, თითქოს ამის გაკეთება უმარტივესი იყოს. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ქართველმა ძალოსანმა, საკუთარი სახელი სუპერვარსკვლავად დაამკვიდრა. მან აკვრასა და ატაცში მსოფლიოს რეკორდების დამყარება შეძლო. ლაშამ მსოფლიო ჩემპიონატზე,  ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა. გორ მინასიანი არის ადამიანი, რომელმაც ტალახაძეს ბოლოს ცხრა წლის წინ აჯობა და ის ამ ტურნირზე ლაშას 44 კილოგრამით ჩამორჩა. ის კაცობრიობის ისტორიაში მითიური 500 კილოგრამის აწევასთან ყველაზე ახლოსაა. ეს რიცხვი კი იმდენად გამაოგნებელია, რომ მას…

მეტი...

“უკრაინის მაღალჩინოსანს, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას შემდეგნაირად გამოეხმაურა: “გუშინ ივანიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინტერვიუში თქვა, დიდი ამბავი თუ აქ ათრიეს, უკრაინაშიც ხომ ათრიეს თმებითო. ეტყობა ამბები არ მოდის უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა “წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის” სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება. ეს ისე მაინც გაითვალისწინეთ…” – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

მეტი...

მმართველი გუნდის წევრები ათონელის რეზიდენციაში იკრიბებიან

მმართველი გუნდის წევრები და სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში იკრიბებიან. თუმცა უარყოფენ, რომ პოლიტიკურ საკითხებზე უნდა იმსჯელონ და ამბობენ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილს მორიგი საახალწლო მიღება აქვს, სადაც პოლიტიკაში ქალთა როლის ზრდაზე უნდა ისაუბრონ. პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფება დეპუტატი დავით ბაქრაძე, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე მიიწვიეს, რათა პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრათ. შეგახსენებთ, მიმდინარე კვირიდან სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს დაიწყებს და მათ აზრებს “ეროვნულ შერიგებაზე” პირადად მოისმენს. ის უკვე შეხვდა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.

მეტი...

“მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის პროაქტიული პოზიციისთვის…” – სააკაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და ის ამისთვის უკვე მზადაა. ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აკეთებს, რომელშიც ვკითხულობთ: “მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ. ​მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს. ასევე მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.” – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.  

მეტი...

“ბუსტერი ანუ მესამე აცრა უნდა იყოს აუცილებელი” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, რომ ორჯერად აცრილებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა აუცილებელი იქნება. გამყრელიძე  ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავენ. მისი ინფორმაციით, შესაძლოა, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ბუსტერის გაკეთების ვადაც შემცირდეს. „ყველა ადამიანს, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაუკეთდეს მესამე აცრა, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს აუცილებელი ყველასთვის, ვინც არის ორჯერ არის აცრილი… ალბათ, იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭოს წინაშე დადგება საკითხი, რომ „ფაიზერზეც“ და „ასტრაზენეკაზეც“ ბუსტერის პერიოდი 5 თვიდან ჩამოიწიოს უფრო დაბლა, რადგან „ომიკრონთან“ ბრძოლისას  ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

„ომიკრონის“ გავრცელების გამო, ზოგი ქვეყანა „ლოქდაუნსაც“ განიხილავს

​კორონავირუსის ე.ს. სამხრეთ აფრიკული შტამი მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში გავრცელდა. მტკიცება, რომ ის „დელტა“ შტამზე უფრო ვერაგია, ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა, ყველა ამტკიცებს, რომ გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე არსებული შტამები. „დაახლოებით 80 ქვეყანაში საკმარისად მოიკიდა ფეხი „ომიკრონმა“. ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელება იმდენად მაღალია, განსაკუთრებულ შეზღუდვებზე – „ლოქდაუნზეც“ კი ფიქრობენ, ამკაცრებენ საზღვრებს. ეს გამოცდილება ჩვენც უნდა გავიზიაროთ და ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის განსაკუთრებული ყურადღება და პირობები შევქმნათ“ – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე შეფასებით,  ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი ქვეყანაში თერაპიულ საწოლებსაც მაქსიმალურად დატვირთავს. „ჩვენ მეექვსე ტალღაში ისე გადავალთ, ამას…

მეტი...

“დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა” – სომხეთის პრემიერი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა,  საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ “დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წარმატებები დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში.” „გულითადად მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და უპირველესყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ კოლეგებს ტრადიციული, თბილი მიღებისთვის.” ,,მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წარმატებები დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში. კოვიდის პანდემიამ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდის პროცესი შეანელა. მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ურთიერთვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა 3 წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის…

მეტი...

“დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა” – ღარიბაშვილი

“ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი,” – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყოველთვის მზად არის, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში. „ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი. სწორედ ამ მიზნით, მოგეხსენებათ, რომ მე გავაჟღერე მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და მინდა დაგიდასტუროთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა და წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

„ომიკრონი იქნება ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

  ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ საქართველოში „ომიკრონის“ შტამის შემოსვლასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება პანდემიაზე უფრო მეტი, შტორმი, რომელიც გადაუვლის ქვეყანას. „არსებობს კლინიკური მიმდინარეობა, როცა ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობა ავადდება და ამას ჰქვია პანდემია. „ომინკრონი“ კი საქართველოსთვის პანდემიაზე უფრო მეტი იქნება, რომელიც მძიმე გადასატანი აღმოჩნდება. ამიტომ ეს იქნება ზუსტად ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს და არ მინდა ასე მოხდეს. ამიტომ, ქვეყანა ამ მდგომარეობას მეტნაკლებად მომზადებული უნდა შეხვდეს“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“ პროფესორის შეფასებით, ერთადერთი გამოსავალი დამატებითი ვაქცინაა. „მაქსიმალურ დაცვა არის მხოლოდ და მხოლოდ, ისევ…

მეტი...

ყაჩაღობა ვაზისუბანში – სავარაუდოდ მძარცველები არასრულწლოვნები არიან

ვაზისუბანში მძარცველებმა მაღაზია “ზღაპარი” გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, ძარცვა დილის 5 საათზე მოხდა და მაღაზიიდან წაღებულია მხოლოდ სიგარეტი. ძალიან დიდია იმის ეჭვი, რომ მარკეტი არასრულწლოვნებმა დააყაჩაღეს, მათ კონსულტანტებს სიგარეტი მოსთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს, რის შემდეგაც რამდენიმე კოლოფი თამბაქო ძალის გამოყენებით წაიღეს. ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა, ამოღებულია ვიდეო კამერების ჩანაწერებიც, თუმცა დამნაშავეების იდენთიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

მეტი...

გენერალურმა პროკურატურამ ძებნილი გიორგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადაციის თაობაზე გერმანულ მხარეს შუამდგომლობით მიმართა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გიორგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. გენერალური პროკურატურა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის, გიორგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე გერმანულ მხარეს შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. „გიორგი კალანდაძე ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. 2012 წლის 29 ივლისს დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ,…

მეტი...

გერმანიაში ქართველი სამართალდამცველების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერლინის აეროპორტში ქართული მხარის მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი კალანდაძე ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. 2012 წლის 29 ივლისს დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს ე.კ. წამებისა და ცემის…

მეტი...

“გათენდება ახალი წელი და კვლავაც მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში”- ნათია თურნავა

მედიის წარმომადგენელმა ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა: “გათენდება ახალი წელი და კვლავაც მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში – თქვენი ინფორმაცია საპნის ბუშტივით რომ გასკდება კვლავაც, ბოდიშს მომიხდით თუ არა?” ნათია თურნავა აცხადებს, რომ  “რამდენიმე პარტიული ტელევიზია უტიფრად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას”. „რამდენიმე ე.წ. პარტიული ტელევიზია ავრცელებთ კვლავ უტიფრად ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. მე მესმის კიდევაც თქვენი ჩანაფიქრი რა არის ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არ არის როგორც ჩანს სასიამოვნო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გნებავთ აქცენტი გადაიტანოთ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  მცხეთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილს, კერძოდ,  სოფელ წეროვანში მდებარე   232635.00  კვ.მ.  ფართობს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი და სამრეწველო – ეკონომიკური სტატუსი მიენიჭება. აღნიშნული სტატუსი ტერიტორიას საერთაშორისო სტანდარტების ,,ბ’’ კატეგორიის ლოჯისტიკური პარკის მშენებლობის ხელშეწყობისთვის მიეკუთვნა.  პროექტის თანახმად, რომელსაც შპს ,,თუში ქოლექშენი“ განახორციელებს, ლოჯისტიკური პარკი 60 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. პროექტი მოიცავს 6 სასაწყობე შენობას, ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ინფრასტრუქტურა საოფისე სივრცეებისა და სასტუმროსთვის, ასევე ავტოსადგურებისთვის. ამასთან, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში, კომპანია ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დედალაურში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  2 მიწის ნაკვეთზე, ჯამური ფართობით  – 108,07ჰა, ყოველწლიურად ჩაის მოყვანა განხორციელდება. ამ მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას აღნიშნული მიწები იჯარის უფლებით, 25  წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა.

მეტი...

საქართველოში „ომიკრონის“ შტამი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი დადასტურდა. დადასტურებულია „ომიკრონის“ ორი შემთხვევა. „ორივე შემთხვევა გახლავთ საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, დუბაიში. ორივე იზოლირებული არიან, მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები. მათი ჩაღრმავებული ეპიდ-კვლევა მიმდინარეობს. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“გთხოვთ, დამრთოთ ნება მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი” – მარგველაშვილმა უწყებებს ოფიციალურად მიმართა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით მიმართა. წერილის ასლი დანარჩენ უწყებებსაც გაეგზავნა: “როგორც მოგეხსენებათ, ჩემს საჯარო განცხადებებში გამოვხატე სურვილი შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ განვიხილო საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული შერიგების პროცესი. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ, გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი” – წერია მიმართვაში.

მეტი...

„შესაძლოა, დაინფიცირდნენ აცრილებიც და ვირუსგადატანილებიც“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „კორონავრუსის“ ახალი შტამის – ომიკრონის საშიშროებაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მას ვერც ორჯერადად აცრილები და ვერც ვირუსგადატანილები დააღწევენ თავს. „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც აცრილი ადამიანები, ამასთან ის პირებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი. აქ ვირუსის მიმდინარეობა მსუბუქი იქნება. ასეთია ევროპული გამოცდილება“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, საქართველო მეექვსე ტალღაში ისევ შევა, ამას ვერც იგრძნობს. „ისე გადავალთ “მეექვსე ტალღაში”, რომ ამას ვერც შევიგრძნობთ. “მეხუთე ტალღის” სიმძიმეა ის, რომ კლინიკების ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები გაივსო. „ომიკრონის“ მასობრივი შემოსვლა თერაპიული განყოფილებების…

მეტი...

„ომიკრონი“ შემოვა და ძალიან ბევრს დაასნებოვნებს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“   

საქართველოში ომიკრონის ვირუსი უკვე შემოსულია, თუმცა, ამ დროისთვის, ოფიციალურად არ დასტურდება. ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით განცხადებს დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთებენ. როგორც ჯანდაცის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, აღნიშნულ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებს, თუმცა, ომიკრონი საქართველოში ყველა შემთხვევაში იქნება. „ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს.  ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

“შევხვდი პრეზიდენტს, მივესალმები ინიციატივას, ვაპირებ, შევხვდე სააკაშვილსაც” – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ასევე მას აქვს სურილი, რომ მის წინამორბედ მიხელ სააკაშვილსაც შეხვდეს. “შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რომლის განხილვასაც ეთერში არ ვაპირებ.  ბუნებრივია, მათ შორის იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ. მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია ქალბატონი პრეზიდენტის, რომელიც დღეს, მისი თაოსნობით იწყება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდე აგრეთვე საქართველოს მე-3 პრეზიდენტს და დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ მომცენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ქართულ კანონმდებლობაში ამ მიმართულებითაც ყოფილ პრეზიდენტს…

მეტი...

Facebook-ზე პოლიციელის მხილების შემდეგ ოჯახი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, რამაზ გერლიანს ეძებს

ოჯახი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, რამაზ გერლიანს ეძებს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია მისმა ახლობელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. “მეგობრებო, ყველას ძალიან გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი. გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა რამაზ გერლიანი. თუ ვინმე სადმე შეამჩნევთ, ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ, სასწრაფოდ დარეკეთ ნომერზე: 597146522. ბოლოს მანქანა იპოვეს ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან. გადააზიარეთ პოსტი უმორჩილესად გთხოვთ”, – წერს სალომე შავიანიძე. რამაზ გერლიანის ახლობელი სალომე შავიანიძე პოსტის კომენტარებში ასევე აღნიშნავს, რომ რომ ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან ნაპოვნი ავტომობილის კარი ღია იყო, მანქანაში კი საბუთები ეწყო. აღსანიშნავია, რომ აუჩინარებამდე, 19 დეკემბრის დილას რამაზ გერლიანმა Facebook-ზე დიდი პოსტი…

მეტი...

პოლიციამ ნანუკა ჟორჟოლიანი აქცია-პერფორმანსის გამო 80 ლარით დააჯარიმა

ნანუკა ჟორჟოლიანმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობასთან ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად ის ნივთები მიიტანა, რომლებზეც მიხეილ საკაშვილს ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა და თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია ე.წ. პიჯაკების საქმეზე. აღნიშნული ნივთების ადგილზე დატოვების გამო პოლიციამ ნანუკა ჟორჟოლიანი 80 ლარით დააჯარიმა.

მეტი...

საქართველოდან 3 712 ტონა ვაშლის ხოლო 5.9 მლნ აშშ დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 3 712 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,707), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში. ასევე 2021 წლის 1 სექტემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა 11.7 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 530 ტონით (5%), ღირებულება – 13 ათასი აშშ დოლარით (0.2%) გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 492 ტონა), რუსეთში (3 752 ტონა), უკრაინაში (2 285…

მეტი...

გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ

ტურიზმის სექტორში მომუშავე პირების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ: სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, სეზონის გახსნიდან – იანვრის ბოლომდე, გიდებს 10 დღიანი უფასო აბონემენტით სარგებლობა შეეძლებათ. აბონემენტის მიღება შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, საჭიროების შესაბამისად. სერვისით სარგებლობისთვის, აუცილებელია: გიდი სრულად იყოს ვაქცინირებული და წარმოადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მწვანე პასპორტი საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (გიდების ასოციაციის ან ტურისტული კომპანიის მიერ გაცემული).

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა კონსულტაციები დაიწყი და არსებული ინფორმაციით ის მის წინამორბედს, გიორგი მარგველაშვილს, პირადად შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო. ასევე ცნობილია ისიც, რომ ზურაბიშვილი აქტიურად ერთვება შერიგების პროცესში და მიმდინარე კვირიდან ის პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხევდრებს დაიწყებს და მათ აზრებს “ეროვნულ შერიგებაზე” პირადად მოისმენს. სხვა დეტალები თუ რა თემები განიხილეს საქართველოს მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 208-მდე გაიზადა

ფილიპინებზე წყნარი ოკეანის ტაიფუნის, “რეის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი, ასევე ამ დრომდე ეძებენ 52 ადგილობრივს. სტიქიის ზონაში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დატბორილია სოფლები, დამტვრეულია ხის ნაგებობები და სხვა. დაზარალებულთა დასახმარებლად ათასობით ჯარისკაცი და მეხანძრეა მობილიზებული. მოსახლობის უდიდესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი 400 მილიონ დოლარს აჭარბებს.

მეტი...

დღეს საქართველოს სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.  საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც 14:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაში საქართვლოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მეტი...

ვირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 127 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 863 076. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 116 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარა – 122, იმერეთი – 197, ქვემო ქართლი – 85, შიდა ქართლი – 56, გურია – 34, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.  

მეტი...

ვირუსით 1 296 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, 14 145 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 127 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.89%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  910 456-ს.  

მეტი...

ნიუ-იორკში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები  ნიუ-იორკში შეიკრიბნენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების დაბრულება მოითხოვეს. ისინი ნიუ-იორკში მდებარე საქართველოს საკონსულოსთან შეიკრიბნენ. როგორც ემიგრანტები ამბობენ ის, რაც საქართველოში ხდება რუსეთის მიერაა დადგმული. შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს თბილისში მასშტაბური პროტესტი იგეგმება, ხოლო მანამდე აქციები საზღვარგარეთ ვრცელდება.

მეტი...

თბილისის მერია უკანონოდ შენებულ შენობებს ანგრევს

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რიაონში, ზაჰესის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ერთი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

მეტი...