აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ეწვივნენ და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად 220 ერთეული წიგნი გადასცეს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟავია, უმაღლესი საბჭოს აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, აპარატის თანამშრომლები ზურაბ კობახიძე და გიგა შელია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბასარია, აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე გულნაზ აშორტია, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო – საპატიო სიგელი, ხოლო წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელებით.

აქცია უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა ქველმოქმედებით განხორციელდა.

მსგავსი თემები