მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვლს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამი პრეზიდენტის შეხვედრას სთხოვს

 „არ ვითხოვ თქვენგან შეწყალებას და არც ამ შეხვედრაზე ვაპირებ ამის მოთხოვნას“ – წერს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი და სალომე ზურაბიშვილს სამი პრეზიდენტის შეხვედრას გორის სამხედრო ჰოსპიტალში სთავაზობს.   „პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის საპასუხოდ: ყურადღებით მოვისმინე თქვენი გამოსვლა და მინდა საკუთარი პოზიცია გამოვხატო ამ საკითხზე, არა მხოლოდ როგორც მესამე პრეზიდენტმა, არამედ ამ ქვეყნის მომავალზე მოფიქრალმა პატრიოტმა. ჩემი ხედვით, საუკეთესო ფორმატი ამ მხრივ ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელია, სადაც შეიქმნა სამართლის და შერიგების კომისია. თუმცა, ამ ფორმატში ერთი მხარე გისოსებიდან და პროკურორების თანდასწრებით კი არ საუბრობს, არამედ საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და…

მეტი...

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოსთან სავაჭრო კავშირების განმტკიცების მოწოდებით გამოდიან

ამერიკელმა კონგრესმენებმა,  აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, კეტრინ ტაის წერილით მიმართეს. „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა. საქართველოში,  როგორც განვითარებად დემოკრატიულ ქვეყანაში, აუცილებელია  მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გატარება, რაც ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერობების გაფართოება კი ამ რეფორმებს კიდევ უფრო დააჩქარებდა“ – ნათქვამია წერილში. წერილში ხაზგასმულია საქართველოს საკვანძო გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მას იდეალურ პარტნიორად აქცევს მსოფლიოში არსებული დაძაბულობისა და არასტაბილურობის ფონზე.  კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები ისეთ მყარ საფუძველს ემყარება,…

მეტი...

„შენი მოქალაქეა, უნდა წაიყვანოთ თორემ მოკლავენ“ – ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე

ბუბა კიკაბიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. როგორც პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩაი დალიეს და ყველაფერზე დეტალურად ისაუბრეს. „მიშა ძალიან მიყვარს და ვიცნობ პატარაობიდან. მომიყვა ყველაფერი თავიდან. ეგ ისედაც ვიცით ჩვენ, რაც ვნახეთ, საკმარისია. ვილაპარაკეთ იმაზე, ზელენსკი როგორ შემხვდა. ვუთხარი, შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანოთ, თორემ მოკლავენ. მითხრა,  დღესვე დავიწყებ რეკვასო. იმის შემდეგ ჩამოვიდა სახალხო დამცველი, შემდეგ ადვოკატი. პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, ჩვენ მოვარჩენთ და მივხედავთო. ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება ექნება. აქ ისეთი სისულელეები ხდება სასამართლოზე. ახლა ალბათ ბაიდენის კარადა რომ გავაღოთ, იქ შეიძლება 200 “კოსტიუმი”…

მეტი...

„სეკრეტი“ – მიხეილ სააკაშვილთან ბუბა კიკაბიძე იმყოფება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის სანახავად ცნობილი მომღერალი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბუბა კიკაბიძე მივიდა.  კიკაბიძე უკრაინიდან რამდენიმე დღეა დაბრუნდა. მისი თქმით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით არაერთ შეხვედრა ჰქონდა და მათ შორის, პრეზიდენტთან. „რაზე ვაპირებ საუბარს ეგ „სეკრეტია“. შევხვდი ვლადიმერ ზელენსკის და იმაზე ვისაუბრეთ, რომ მისი მოქალაქეა, ჩვენი არ არის, ეგ იყო. მე ვიცი, რომ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ჩამოვიდა უფლებადამცველი, მერე ჩამოვიდა ადვოკატი, ეგ ვიცი“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ ჟურნალისტებთან.

მეტი...

საგარეო უწყება რუსეთის განცხადებას პასუხობს და კატეგორიულად არ ეთანხმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  რუსეთის საგარეო უწყების  მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და მიუღებლად მიაჩნია. „საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია “აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების – რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები”, გაუქმებას (дезавуировать). 2008 წლის 3 აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატო-ს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული…

მეტი...

ვირუსით 64 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 827 676.  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 695 პირი ემსხვერპლა. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა – 187, იმერეთი – 558, ქვემო ქართლი – 182, შიდა ქართლი – 251, გურია – 85, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 276, კახეთი – 154, მცხეთა-მთიანეთი – 117, სამცხე-ჯავახეთი – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

მეტი...

ვირუსით 3 542 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 57 978 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 542  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 234 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.11%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  886 364-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.53%.

მეტი...

სადაც „მწვანე პასპორტს“ ითხოვენ, მომხმარებელი არ ჰყავთ, სადაც არ იცავენ – გადაჭედილია

1 დეკემბრიდან, სხვადასხვა ობიექტებში, მათ შორის რესტორნებსა და კაფე-ბარებში ე.წ. მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდა. რეგულაციების შემსრულებლებისთვის აღნიშნული მძიმე დარტყმა აღმოჩნდა, რადგანაც, მომხმარებელი არ ჰყავთ, ხოლო ის, სადაც რეგულაციები არ სრულდება, ადგილებიც არ არის. ერთ-ერთი მთავარ პრობლემა, რასაც პანდემიიდან გამომდინარე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ითხოვენ, სწორედ რეგულაციების მკაცრი კონტროლია, რომელიც შესუსტებულია. მიუხედავად ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედებისა, რეალობა შემდეგია – იქ, სადაც რეგულაციებს იცავენ, მომხმარებელი არ ჰყავთ, სადაც სრული უკონტროლობაა – ადგილს ვერ იპოვი. თბილისში, საღამოს საათებში რესტორნებთან თუ კაფე-ბარებთან ვერც მანქანის გასაჩერებელ ადგილს იპოვი და ვერც შიგნით გამონახავ ადგილს. „მედიაცეტრი მთავარი“ ერთ-ერთ…

მეტი...