„დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას“ – დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

„ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად პაციენტს განუვითარდა თიამინის დეფიციტით გამოწვეული ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელიც იქნა დიაგნოსტირებული დაგვიანებით, არ მოხდა პრედიქტორების დიაგნოსტიკა და პრევენციული მიდგომა შიმშილობის შეწყვეტისა და დროული მკურნალობის მიზნით“ – ეს გახლავთ ამონარიდი სამედიცინო დასკვნიდან, რომელიც ცენტრი “ემპათიას” ექსპერტებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებთ გაავრცელეს. დასკვნის დეტალებს „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „პაციენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მე – 3 პრეზიდენტს, ამჟამად პატიმრობაში მყოფს, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების შედეგად გახანგრძლივებული შიმშილობის შედეგად განუვითარდა შემდეგი დიაგნოზები: Victims of torture and ill-treatment – Z 65.4 (წამების მსხვერპლი) (ნეიროლეფსიურ სინდრომზე) –ICD თავი Y 40…

მეტი...

ათონელის, ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

19 დეკემბრის 10:00 საათიდან 14 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ათონელის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო გადაადგილება ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზეც აიკრძალება. საახალწლო ღონისძიებების მსვლელობის ფარგლებში, 14 იანვრის ჩათვლით, ზაარბრიუკენის მოედნიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აიკრძალება ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) ათონელის ქუჩის მიმართულებით. ასევე, გადაადგილება შეეზღუდებათ ჯ. სკუდიერის ქუჩიდან, ხიდის ქუჩისკენ (მშრალი ხიდისკენ) მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს. ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) მოხვედრა აიკრძალება ს. ვირსალაძის, გ. ჭანტურიასა და რ. აბჟანდაძის ქუჩებიდან მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც. ზაარბრიუკენის მოედნიდან  ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს ათონელის…

მეტი...

იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია. “გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია ეს უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხია. ჩვენ იქ გვექნება ჩვენი პოზიცია, გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა”, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრმა ასევე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ,,მას შემდგომ როცა მიხეილ სააკაშვილი გამოწერილი იქნება გორის ჰოსპიტლიდან, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ”. შეგახსენებთ, 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც  სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით,…

მეტი...

„დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 30-დან 47%-მდე გაიზარდა“ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 30%-დან 47%-მდე გაიზარდა. მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციის ეფექტურ მუშაობაზე არაერთი საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს. „ამერიკული ორგანიზაცია “Gallup” -ის ინდექსის მიხედვით, საქართველო გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიციის დამსახურებაა. ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რომლის მეშვეობითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი საკუთარი გამოცდილება დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში და აშ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია 47%-მდე 30%-დან“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

“გაგრძელდება გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარება” – ღარიბაშვილი

“გაგრძელდება გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების და საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას. პრემიერ-მინისტრის თქმით, გაგრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხარისხიან განათლებაზე, ისევე როგორც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის და პანდემიიდან გამომდინარე საჭიროებების დაკმაყოფილების ხელშეწყობაც. “გაგრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხარისხიან განათლებაზე, ისევე როგორც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის და პანდემიიდან გამომდინარე საჭიროებების დაკმაყოფილების ხელშეწყობაც. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს სავაჭრო და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერა “მშვიდობის ფონდის” ფარგლებში. გავაგრძელებთ გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების და საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული,…

მეტი...

“მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო” – ღარიბაშვილი

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი პროდუქტების შექმნის მიმართულებით არა ერთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე მუშაობს მთავრობა.  „იუსტიციის სამინისტროს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმები. ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაწყებულია.  ეს არის სამ წლიანი პროქტი, რომელიც 1 200 000 ჰექტრის აზომვასა და რეგისტრაციას გულისხმობს. ასევე, გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივები ახალი პროდუქტების შექმნის მიმართულებით, ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კერძო სექტორი ბიზნესთან ასოცირებული სახელმწიფო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლებს, ერთ სივრცეში მიღებას შეძლებს.  ჩვენ ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა „ციფრულ…

მეტი...

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 20 მილიონი ლარით გაიზრდება” – ღარიბაშვილი

მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის სფეროსაც შეეხო და განაცხადა, რომ მთავარი პრიორიტეტია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის დაფინანსება 2022 წლიდან 20 მილიონი ლარით გაიზრდება. მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე დაგეგმილია თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების, პერსონალის ანაზღაურების გათანაბრება, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით. „გაისად უკვე დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის დაფინანსდება სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები. მომდევნო წლიდან  სკოლებში სკოლის ექიმის მომსახურების მიწოდება და სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირება სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტის შესაბამისად განხორციელდება. ასევე გეტყვით, რომ  დაახლოებით 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა ბინები წელს…

მეტი...

„შეეშვით ჭორაობას“ – მინისტრი სამთავრობო ცვლილებებზე

პრემიერ მინისტრის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა მედიის კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ სამთავრობო ცვლილებები სწორედ მედიის გავრცელებული ჭორია. „გთხოვთ. შეეშვათ ჭორაობას!“ – აცხადებს ნათია თურნავა. მისი შეფასებით, სწორედ მედია ცდილობს გარკვეული აჟიოტაჟის ატეხვას. “თქვენ ყოველთვის ცდილობთ განცდა შექმნათ, თითქოს რაღაც ხდება. არასწორია ეს. ზოგადად, მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი იღებს და არა რომელიმე თქვენი რედაქტორი. აქედან გამომდინარე, გთხოვთ შეეშვათ ჭორაობას!“ – განუცხადა თურნავამ მედია.

მეტი...

„მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2024 წელს ჩამოცდება მშპ-ს 50%-ს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ფინანსთა სამინისტროს მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება  მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ფისკალური მდგრადობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ წელს, უკვე წლის ბოლომდე დღგ-ის დაბრუნების მაჩვენებელი გადააჭარბებს 1.9 მლრდ ლარს,  რაც 1.1 მილიარდით მეტია იმაზე, რაც იქნებოდა ძველი სისტემის შემთხვევაში. „ვალის მართვის სტრატეგიული მიზნებია, მთავრობის ვალის შემცირება,  ლარში ვალის წილის ზრდა მთავრობის მთლიან ვალში, მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, საგარეო სესხების განვითარებაზე ორიენტირებულობის ზრდა. წელს უკვე  ყოველწლიურად ვამცირებთ საბიუჯეტო დეფიციტს. მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2024 წელს ჩამოცდება მშპ-ს 50%-ს. განხორციელდება სახელმწიფო…

მეტი...

საფრანგეთი „ომიკრონის“ დომინანტობის მოლოდინშია

​კორონავირუსისი ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე, საფრანგეთი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელებას მომავალი წლიდან ვარაუდობენ. როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აცხადებს, ვირუსი ევროპის საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გავრცელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მალე დომინანტური გახდება და საფრანგეთშიც გავრცელდება. ამ ეტაპისთვის, საფრანგეთმა დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა გაამკაცრა, აცრებს შორის მანძილი შეამცირა, ე.წ. მწვანე პასპორტების კონტროლი გაძლიერდა, ტრანსპორტშიც გარკვეული რეგულაციები დაწესდა და სადღესასწაულო ღონისძიებები შეზღუდა.   

მეტი...

“აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ჯამურად 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა” – ღარიბაშვილი

“ეკონომიკის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში,  საწარმოებისა და სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამით ჯამურად, უკვე ისარგებლა 735-მა საწარმომ, 1000-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა ამ წლების განმავლობაში.  2 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და  26 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა,  ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების გაფართოება 2022 წელსაც გაგრძელდება. “პროგრამის ამოქმედებიდან, დღემდე ინდუსტრიული და საკრედიტო საგარანტიო სქემით ჯამურად 1 400 – მდე ბიზნესმა ისარგებლა, ჩვენ დაგეგმილი გაქვს, რომ უახლოეს ორ წელიწადში კიდევ 1 500 ბიზნესს დავეხმაროთ განვითარებასა და ფინანსური რესურსის მოძიებაში. მომავალ წელს ამ…

მეტი...

სოციალურად დაუცველი ადამიანები შემწეობის ნაცვლად ხელფასს მიიღებენ

„მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ  ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოციალური პოლიტიკის კუთხით გატარებული რეფორმებით ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და უთანასწორობის დონე მკვეთრად შემცირდა. „სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ტოტალური პრივატიზაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის შედეგად, განიავდა სახელმწიფო ქონება, დაინგრა, მოიშალა ყველაფერი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები ჩამოიშალა, ცოდნისა და პროდუქციის წარმოება კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და…

მეტი...

საჯარო სექტორში ხელფასების მატება სისტემატიურად გაგრძელდება

„მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების 10%-ის ოდენობით მატება, რაც მომდევნო წლებშიც სისტემატიურად გაგრძელდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, 312 ლარი იქნება. „მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების მინიმუმ 10%-იანი ოდენობით მატება, რაც მომდევნო წლებშიც სისტემატიურად გაგრძელდება. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, პენსია იქნება 312 ლარი; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა…

მეტი...

„მედიკამენტების ფასებზე არსებული მიდგომა უნდა შეიცვალოს და  წამლებზე  გაღებული დანახარჯები შემცირდეს“ – პრემიერი

„კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩემი დავალებით გადაიდგმება, იქნება ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მკაცრად გაკონტროლება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს ეს ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად მოგვარდება. „ასევე, ვგეგმავთ ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას, რათა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს და მოქალაქეების მიერ წამლებზე ჯიბიდან გაღებული დანახარჯები შემცირდეს. ამ მიმართულებით დაწყებულია საუბარი ბიზნესთან და ჩვენი მოსახლეობა ცვლილებებს მალე იხილავს. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვა. მომდევნო წლიდან პარლამენტს წარედგინება ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგია, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტის განმტკიცება“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მეტი...

ერთ დღეში, ვირუსით 53 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 024 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 236 შემთხვევა, აჭარა – 215, იმერეთი – 429, ქვემო ქართლი – 137, შიდა ქართლი – 205, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 174, კახეთი – 143, მცხეთა-მთიანეთი – 88, სამცხე-ჯავახეთი – 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

მეტი...

აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება

„კაზინოებთან დაკავშირებით ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას ნიშნავს. „რამდენიმე კვირის წინ მე წარმოვადგინე კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ონლაინ კაზინოების, სათამაშო ბიზნესისთვის  საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს, რაც სექტორის გადასახადების დასაბეგრ ბაზას 65-70%-ით გაზრდის“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან ერთად, აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ.   „აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, ყველა საჯარო მოხელეს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით.  ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან…

მეტი...

ვირუსით 2784 ადამიანი დაინფიცირდა

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 054 ტესტი და საქართველოში კორონავირუსის 2784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2070 პირი, ხოლო დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.45%-ია. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 906 965-ს შეადგენს.

მეტი...

„ეკონომიკა, რამდენიმე თვეა სწრაფი აღდგენის გზაზე დგას“ – ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში

„2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკა რამდენიმე თვეა სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა. „სამწუხაროდ, პოლიტიკურთან ერთად, მწვავე ეკონომიკური კრიზისიც დამხვდა. გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც წარმოშვა, რაც ბუნებრივია, საქართველოზეც მძიმედ აისახა. უამრავმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ბევრმა ბიზნესსუბიექტმა შეაჩერა ფუნქციონირება და ეკონომიკური საქმიანობის რიგი სფეროები გაჩერდა.…

მეტი...

ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

86 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი  გარდაიცვალა. ინფორმაციას სახალხო არტისტის გარდაცვალების შესახებ  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს და უსამძიმრებს  ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს. სამძიმრის წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ავრცელებს და აცხადებს, რომ ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა „ერისიონმა“ მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა საქართველოს.

მეტი...

საქართველოში ომიკრონის 10-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგაოებრივი ჯანდაცის ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 10-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ეპიდემიელოგმა, მაია კაშიამ განაცხადა, ქვეყანაში ახალი შტამის შემოსვლა გარდაუვალია და ისეთ პირობებში, როდესაც უამრავი მოქალაქე ჯერ კიდევ არ არის აცრილი, როგორც “ომიკრონი” ასევე ნებისმიერი სხვა შტამი საფრთხის შემცველია. “ახლა, როდესაც “ომიკრონი” 55 ქვეყანაშია დაფიქსირებული, რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება და ქვეყანაში ახალი შტამის შემოსვლა უბრალოდ დროის ამბავია. “ომიკრონი” გახდება გარკვეული დროის შემდეგ, 2-3 თვეში დომინანტი გახდება, როგორც აქამდე არსებული შტამები. ერთ დაავადებულ ადამიანს შეუძლია ბევრად უფრო მეტი ადამიანის დაავადება, ვიდრე…

მეტი...

შესაძლოა თბილისში მოთოვოს – რას ვარაუდობენ სინოპტიკოსები

საქართველოში დიდთოვლობაა მოსალოდნელი. შესაძლოა მოთოვოს დედაქალაქშიც – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 18 და 19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 20 დეკემბერს შედარებით გამოიდარებს და დათბება, მაგრა 21-დან ისევ ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოასალოდნელი. რაც შეეხება თბილისს 18-19 დეკემბერს, დღის საათებში, შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, 21 დეკემბრიდან კი დედაქალაქშიც აცივდება.

მეტი...

სამედიცინო პერსონალის თანხმობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი, მკურნალობის დასრულების შემდეგ, ისევ რუსთავის დაწესებულებაში დაბრუნდება. როგორც იუსტიციის მინისტრმა განმარტა, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა ექიმთა ჯგუფი დასკვნას დადებს.   „მას შემდეგ, რაც ჩვენ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა გვექნება, სამედიცინო პერსონალის თანხმობა, ის გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მეტი...

„ჯერ არ გვისმენდნენ, ახლა გვისმენენ, მაგრამ არ აკეთებენ“ – რას ითხოვს სარესტორნო ბიზნესი ხელისუფლებისგან?!

„მწვანე სტატუსის“ გარეშე, სავაჭრო ცენტრში შესვლა 20 000 ადამიანთან ერთად შეგვიძლია,  რესტორანში კი – არა, რაც აბსურდი და შეუსაბამობაა – აცხადებს „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე  „მედიაცენტრ მთავართან“ და იმ პრობლემებზე საუბრობს, რამაც სტუმარ-მასპინძლობის სექტორი სერიოზულად დააზარალა. „ორ კვირაზე მეტი გავიდა „მწვანე პასპორტების“ შემოღების შემდეგ. შედეგი კი ზუსტად ისეთია, როგორსაც ვვარაუდობდით. „კოვიდ პასპორტებთან“ დაკავშირებული მხოლოდ სტუმარ-მასპინძლობის სფერო აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ კოვიდ პასპორტის გარეშე სავაჭრო ცენტრებში 20 000 ადამიანთან ერთად და იქიდან 30 მეტრში რესტორანში შესვლა ვერ მოვახერხოთ, რადგან ვერ დავაკმაყოფილებთ „მწვანე სტატუსის“ კრიტერიუმებს. ეს სრული შეუსაბამობა და აბსურდია“…

მეტი...