„ჩვენ არავინ გვეკითხება ვის შეუშვებს რიგითი ბიზნესმენი კერძო საკუთრებაში“ – დეპუტატი

ოპოზიციონერი დეპუტატი, „გირჩის“ წარმომადგენელი ჰერმან საბო აცხადებს, რომ არავის საქმე არ არის, კერძო ბიზნესი თავის სარესტორნე ფართში ვის შეუშვებს – „მწვანე პასპორტიანს“ ლურჯ თვალიანს თუ ქერას.

„კერძო საკუთრება არის სიმდიდრის და ჩვენი კარგად ყოფნის საფუძველი. კერძო საკუთრების დეფინიცია კი არის, რომ  ის რაც შენია არის მთლიანად შენი და მას როგორ განკარგავ, მთლიანად შენზეა დამოკიდებული. ხოლო იმ „კარგი მიზნებიდან“ გამომდინარე, რომელსაც მთავრობა იყენებს ხოლმე სხვადასხვა შეზღუდვების შემოსაღებად, მთავრობამ გარდა იმისა, რომ ადამიანებს შეუზღუდა ერთმანეთთან ურთიერთობა და უამრავი უფლება, შეზღუდა კერძო მესაკუთრეების უფლებაც. ადამიანების, რომლებსაც თავიანთ საკუთრებაში გახსნილი აქვთ რესტორნები, ბარები და სხვადასხვა დაწესებულებები. მათ თქვენ, სხვადასხვა მიზეზებით თუ სხვადასხვა გეგმებით, შეუზღუდეთ უფლება გამოიყენონ, განკარგონ საკუთარი საკუთრება ისე, როგორც წარმოუდგენიათ რომ უნდათ განკარგონ” – განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე.

მისი შეფასებით, არც მთავარობას და არც პარლამენტის არავინ ეკითხება კერძო სექტორში დაშვების საკითხს 

„ჩემი აზრით არც მთავრობას, არც პარლამენტს, არც თქვენ და არც მე არავინ გვეკითხება ვის შეუშვებს რიგითი ბიზნესმენი კერძო საკუთრებაში, მწვანე პასპორტიანს, ლურჯ თვალებას, ქერას თუ ასე შემდეგ. ეს არის ამ ადამიანების პრეროგატივა და ამ ადამიანების უფლება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეზღუდვას ვინც ეწინააღმდეგება იმ ხალხის უმრავლესობამ წლების წინ ტაში დაუკრა, როდესაც მთავრობამ ისეთივე „კეთილი“ მოტივებით რესტორნებში მოწევა აკრძალა“, – განაცხადა „გირჩის“ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, ჰერმან საბომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი თემები