ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს „ომიკრონის“ გამოსავლენად ყველა რესურსი გააჩნია

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი დადასტურებული არ არის. მისივე მტკიცებით, ქვეყანას ყველა რესურსი გააჩნია ვირუსის გამოსავლენად.

„ვერ გავაჟღერებ ზუსტ ინფორმაციას, მაგრამ მინდა დაგიდასტუროთ, რომ „ომიკრონის“ დღეს შემოსვლის შემთხვევაშიც საქართველოს გააჩნია იმის რესურსი, რომ ვირუსი გამოავლინოს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ახალი შტამი სისტემისთვის ახალი გამოწვევა იქნება, თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება ის მოცულობები, რაც ამ ახალ შტამს ახასიათებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ვაკვირდებით, როგორია მისი გავრცელება სხვა ქვეყნებში, ის უფრო სწრაფად ვრცელდება და მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება და მყისიერი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები