„ბატონი გამრეკელის პრორუსობა რუსეთის პატრიარქსაც შეშურდებოდა“ – მიხეილ სააკაშვილი მეუფეზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის – მეუფე იოანე გამრეკელის დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და მას რუსეთუმე მღვდელმთავარს უწოდებს. “დღეს წმინდა ნიკოლოზობის ქადაგების შემდეგ, ძალიან უხეშად და უკიდურესად არაქრისტიანულად, საჯაროდ თავს დამესხა ქუთაისის მიტროპოლიტი და მას მხარი აუბა კიდევ ერთმა რუსეთუმე მღვდელმთავარმა. ბატონი გამრეკელი დიდი ხანია შემჩნეულია, რომ პირდაპირ რუსეთის ტერმინოლოგიით საუბრობს და ისე ქადაგებს, რომ მისი პრორუსობა რუსეთის პატრიარქ კირილს შეშურდებოდა. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ბაგრატის ტაძარი და გელათის აკადემია აღვადგინე და ეს მიტროპოლიტი ახლა ქოცებთან ერთად ანადგურებს არამხოლოდ გელათს, არამედ სიმწრით აღდგენილ ბაგრატს, რომელშიც წყალი ჩადის და არაფერი კეთდება…

მეტი...

ვაზისუბანში აფეთქება მოხდა

ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ბინაში ხანძარი გაჩნდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.  დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საბავშვო ევროვიზია საფრანგეთში. 2021 წლის ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთის წარმომადგენელი გახდა. მან ჯამში 224 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე პოლონეთი გავიდა, მესამეზე კი საფრანგეთი. საქართველოს წარმომადგენელმა  ნიკო ქაჯაიამ კი 163 ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. საქართველოს წარმომადგენელს უმაღლესი – 12 ქულა მასპინძელმა საფრანგეთმა მისცა. ჯამში, საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მეტი...

გელა გოჭოშილის განცხადებით, ცხინვალის ციხეში მასზე არავის უძალადია

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე აცხადებს, რომ ცხინვალის იზოლატორში მას კარგად ექცეოდნენ და ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. „ძალადობა არ ხდებოდა. მედავებოდნენ კონტრაბანდას, მაგრამ ვერაფერი დამიმტკიცეს. სხვა ტყვეებთან, რომლებიც იქ იმყოფებიან, შეხვედრა არ მქონია. მე ცალკე ვიჯექი, ისინი ცალკე არიან სხვაგან. ნორმალურად მექცეოდნენ, არანაირი ძალადობა არ ყოფილა. დაკავების მერე რუსულ სამხედრო ბაზაზე შეგვიყვანეს და შემდეგ ციხეში. სასამართლო მქონდა და  ერთი წელი მომისაჯეს. შემდეგ ჩამომიკლეს 6 თვე და 4 თვეში გამომიშვეს“ – განაცხადა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ამ წუთებში შიდა ქართლის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.  

მეტი...

ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული ერთი ადამიანი გაათავისუფლეს

  14 აგვისტოს დაკავებული გელა გოჭოშვილი თავისუფალია.  ოკუპანტებმა დაკავებული დღეს გაათავისუფლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ტყვეობიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე შიდა ქართლის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც სამართალდამცველები მას კითხავენ. მისი გადაცემა რამდენიმე საათის უკან მოხდა. მას ოკუპანტები კონტრაბანდასა და საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებდნენ. მისი გათავისუფლება იმიტომ მოხდა, რომ საპატიმრო ვადა ამოიწურა. ამ ეტაპზე, ოკუპანტების ტყვეობაში, კიდევ რამდენიმე საქართველოს მოქალაქე რჩება.

მეტი...

“შენდობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დანაშაულს აღიარებს“ – მეუფე მიხეილ სააკაშვილზე 

​ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ “შენდობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დანაშაულს აღიარებს”. მეუფემ კომენტარი შერიგების იდეასთან დაკავშირებითაც გააკეთა. “მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და პასუხი უნდა აგოს, რაც ჩაიდინა. აღიაროს, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა, ეს მაინც გააკეთოს. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე დისტანციურად – ეს რა, არ იყო მკვლელობა? დაუსვით ასევე კითხვა 7 ნოემბრის შესახებ. 2 საათი, 40 დღის ნაშიმშილები ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, ვერ გააჩერეს და რას ლაპარაკობდა?  7 ნოემბერზე კი არა, თურმე უკრაინა, საქართველო ააყვავა, საოცარი ადამიანია, მთელი მსოფლიო…

მეტი...

ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება

21 დეკემბერს, ქვეყნის მთავარი გამზირი კვლავ მოვლენების ეპიცენტრი გახდება. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთაველზე შეიკრიბებიან და ხელისუფლებას, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. 21 დეკემბრის აქციისთვის უკვე ემზადებიან რეგიონებში. შტაბის წევრები საინფორმაციო კამპანიას, დღეს, მარნეულში ატარებენ და მოქალაქეებს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. “მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, ვიყოთ რაც შეიძლება ბევრნი, რადგან ეს არის მთავარი რეცეპტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა, მხოლოდ ამის შემდეგ დავამარცხებთ რუსს ოლიგარქს. ქართველ ხალხს უნდა ესმოდეს, რომ მათი აქტიურობა არის გადამწყვეტი” – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ. შეგახსენებთ, რომ “თავისუფლება მიშას” – ამ სახელწოდების ფართომასშტაბიანი აქცია…

მეტი...

პრეზიდენტი „დიდი შერიგებისთვის“ შეხვედრებს ხვალიდან იწყებს

ე.წ. დიდი შერიგების მისაღწევად, პრეზიდენტი ხვალიდან პოლიტიკური სუბიექტებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს იწყებს. სალომე ზურაბიშვილი თითქმის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შეხვდება, ჯერ საკითხის შიგნით დალაგებას შეეცდება, შემდეგ კი პროცესში „საერთაშორისო ძალებიც“ ჩაერთვებიან. როგორც ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების ნაწილი აცხადებს, ეს საკმაოდ კარგი წამოწყებაა და შედეგიც უნდა დადგეს. როგორც პარტია „სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია აცხადებს, პრეზიდენტს საკმაოდ ბევრი აქვს ამ თემაზე ნაფიქრი და შედეგიც უნდა დაიდოს. „პროცესი ხვალინდელი დღიდან იწყება. პრეზიდენტი იწყებს ინდივიდუალურ შეხვედრებს. ეს საკმაოდ კარგი პრეცენდენტია – არა ყველა ერთად, არამედ, უფრო ავტონომიურად. ასევე, პრეზიდენტი შეხვდება არასამთავროვო სექტორს, სამოქალაქო საზოგადეოებას, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას…

მეტი...

ვირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 071 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 032 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 380, ქვემო ქართლი – 98, შიდა ქართლი – 116, გურია – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 160, კახეთი – 95, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

მეტი...

ვირუსით 2 195 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 813 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 319 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.49% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  909 160-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.48%.

მეტი...

„გორის ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა ვერ შეფასდება ეფექტურად“ – „ემპათიას“ ჯგუფი სააკაშვილზე

ცენტრი „ემპათიას“ შეფასებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ალტერნატიული სამკურნალო- სარეაბილიტაციო დაწესებულებაში უნდა გაგრძელდეს, რადგანაც  გორის ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა ვერ შეფასდება ეფექტურად. „პაციენტი საჭიროებს ძირითადად მართვას ნევროლოგისა და ნეირო რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობით. აუცილებელია, მკურნალობაში  ჩართული იქნას ფსიქიატრი, ფსიქიოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ენდოკრიონოლოგი, ჰემატოლოგი, გასტრო- ენტეროლოგი და სხვა შესაძლო სპეციალისტები.  პაციენტი საჭიროებს დამატებით ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე ინდივიდუალური მკურნალობა- რეაბილიტაციის კურსის შემუშავებას“ – ვკითხულობთ დასკვნაში, რომელიც ცენტრმა მოამზადა. მათი რეკომენდაციით, ეს ყველაფერი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვერ განხორციელდება. „გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა ვერ შეფასდება ეფექტურად. პაციენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოძიებული იქნას ალტერნატიული სამკურნალო…

მეტი...

„განვითარდა მეორადად ცერებრო-ორგანული დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები“ – დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

„განვითარდა მეორადად ცერებრო-ორგანული დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები. მდგომარეობა დაამძიმა და ურთიერთზემოქმედების ჯაჭვური მექანიზმი წარმოქმნა წამებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ პოსტტრავმული სტრესული დარღვევის განვითარებით“ – ვკითხულობთ „ემფათიას“ მიერ მომზადებულ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნაში. რაც შეეეხება მკურნალობა-რეაბილიტაციას, „ემფათიას“ ჯგუფი იმდივიდუალურ და პაციენტზე ორიენტირებულ მკურნალობია-რეაბილიტაციის რეკომენდაციას იძლევიან. „შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია თიამინით მკურნალობის აღდგენა… ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების კონსულტაციით, აუცილებელია ინდივიდუალური პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის განსაზღვრა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ არის ამჟამად სიტუაცია ფსიქოთერაპიული ინტერევენციისათვის, ვიდეო – თვალთვალისა და შესაძლო მიყურადების ფონზე“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

მეტი...

„პოსტტრამვული სტრესული აშლილობა“ – „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტების დსკვნით, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ამჟამად აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, თავის ტვინის დაზიანება და აშლილობა. „ვერნიკეს ენცეფალოპათია – E 51.2.; დაუზუსტებელი ცილოვან – ენერგეტიკული უკმარისობა Unspecified protein-energy malnutrition – E 46, პოლინეიროპათია კვებითი დეფიციტის დროს – (Polyneuropathy in nutritional deficiency (E40-E64†) ) – G 63.4; პოსტტრავმული სტრესული აშლილობა – F 43.1; თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ორგანული ემოციურად ლაბილური (ასთენიური) აშლილობა – F 06.6“ – ასეთია ორგანიზაციის შეფასება პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მეტი...