აზერბაიჯანში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია 14 ადამიანი

აზერბაიჯანში უბედური შემთხვევა მოხდა. სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვერტმფრენი სასაზღვრო სამსახურს ეკუთვნოდა, დაღუპულებიც სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.   ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ხიზის რაიონში, სამხედრო პოლიგონზე, საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა.

მეტი...

„ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ევროკავშირისა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია. რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მივესალმები ჩვენს დისკუსიებს ირაკლი ღარიბაშვილთან, დენის შმიგალსა და ნატალია გავრილიცასთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინში რეფორმების შემდგომი გაღრმავების…

მეტი...

„ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობას უხდის. „ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ასოცირების ტრიოს ფორმატში ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობას ვუხდი”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სასამართლოსთან პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დღეს, საქალაქო სასამართლოსთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისა და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ,  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო, 2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის…

მეტი...

„პინოქიო” ან „ბურატინო” – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ტყუილებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რაც მან სასამართლოზე ქართველების ემიგრაციასთან დაკავშირებით თქვა, ტყუილია. „არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო” ან „ბურატინო” უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით. „შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში იყო, ათი ათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა და შემცირდა მოსახლეობა. იწყება 2014 წლიდან დინამიკის ცვლილება და აქედან მოყოლებული არ გვაქვს ჩვენ ვარდნა მოსახლეობის რაოდენობაში. აქაც თქვა მარტივი ტყუილი მიხეილ სააკაშვილმა. არ ვიცი რა დავარქვა, “პინოქიო” ან “ბურატინო” უფრო მოუხდება, იმდენ…

მეტი...

„შიდა ცოლი და გარე ცოლი, სხვა ახსნა ვერ მოვძებნე “ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ იმ ხარვეზებსა თუ აბსურდულ ვითარებაზე ისაუბრა, რაც ე.წ. მწვანე პასპორტებს უკავშირდება და რომელიც ძალაში ხვალ შევა. როგორც ბურჯანაძემ განმარტა, არსებულ რეგულაციებში არაერთი აბსურდი არსებობ, რომელიც უნდა შეიცვალოს.    „პარადოქსულია, რომ საქართველოში იარსებებს 2 მწვანე ბარათი. ერთი შიდა მოხმარებისთვის და მეორე – გარე მოხმარებისთვის. მე ამ პრინციპს ასე დავარქვი – შიდა ცოლი და და გარე ცოლი. სხვა დასახელება ვერ მოვუძებნე ასეთ აბსურდს. თუ „მწვანე ბარათის“ მფლობელი ხარ საქართველოში და ეს არ არის აღიარებული საერთაშორისო მასშტაბით, ამ შემთხვევაში, მას ძალა ეკარგება.     ვფიქრობ, რომ ეს ვითარება…

მეტი...

„თუ დავკარგავთ კავშირს სარისკო სფეროებში,  ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც“ – შარლ მიშელი საქართველოზე  

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში  დაგეგმილი რეფორმები ბოლომდეა მისაყვანი. როგორც შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გამოწვევები ერთად უნდა დაძლიონ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობით. „საქართველოში ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე დაგეგმილი რეფორმები თანმიმდევრულად და დამაჯერებლად, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ დავკარგავთ კავშირს სარისკო სფეროებში, ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც. აღმოსავლეთ პარტნიორებთან მიმართებაში გამოწვევები ერთად უნდა დავძლიოთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობით. ინიციატივების მეტად მხარდაჭერა გააძლიერებს თანამშრომლობას პარტნიორებს შორის. მათ შორის სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა“ – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.   …

მეტი...

„პარადოქსულია, როცა მომსვლელი უნდა აკმაყოფილებდეს „მწვანე სტატუსს“ დამხვედრი კი არა“  – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

ხვალ, 1-ელი დეკემბრიდან ძალაში შედის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით. რა შეღავათებით ისარგებლებენ ე.წ. მწვანე სტატუსით მოსარგებლეები, როგორ გაკონტროლდება სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, როგორ იმუშავებს ახალი რეგულაციები – ამ საკითხებზე „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, პარადოქსული არის ის, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას „მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს. „პირველი დეკემბრიდან „მწვანე ბარათების“ ვალდებულება იქმნება გარკვეულ სფეროებში და ამ სფეროებს წარმოადგენს: კაფე-ბარი, რესტორანი, ფიტნეს დარბაზები, ასევე მოლებში არსებული კაფე-ბარები და ფიტნეს დარბაზები, კაზინოები და აზარტული თამაშების სფერო. აქ შემსვლელი ადამიანი…

მეტი...

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 200 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 200 მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. „წარმატებით დასრულდა მთავრობებს შორის მოლაპარაკება. გერმანიის ფედერაციულ მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის, რომლის საფუძველზეც გაგრძელდება ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა, უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით დაიხარჯება 200 მილიონ ლარზე მეტი და ეს პროექტი შეეხება ისეთ ტერიტორიებს, როგორიც გახლავთ ადლია, აეროპორტი, სამრეწველო ზონა, ჩაქვი, მახინჯაური. შესაბამისად, ყველა ის პერიფერიული ტერიტორია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ როგორც მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს და კერძო სექტორს ჰქონდეს თანამედროვე მიწისქვეშა კომუნიკაციებით სარგებლობის საშუალება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ…

მეტი...

Fodors Travel სვანეთის შესახებ-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გრძელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სამოგზაურო გამოცემა Fodors Travel საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ონლაინ გამოცემას ხუთ მილიონამდე მკითხველს ჰყავს და მოგზაურობის მოყვარულებს საჭირო გამოცდილებას უზიარებს, რეკომენდაციებს უწევს ტურისტული მიმართულებების, სასტუმროების, კულტურული ადგილებისა და კვების ობიექტების შესახებ. „ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლება სულაც არ არის იქ, სადაც თქვენ ფიქრობთ“, – ამ სათაურით სტატიის ავტორი სვანეთის აღწერას იწყებს. „ის კავკასიის მთების სიღრმეშია, ცივილიზაციიდან მოშორებული, იზოლირებული მთის რეგიონი ცაში დაცურავს. იმდენად შორს არის, რომ ბატონი არ ჰყოლია. ამიტომ შემორჩა…

მეტი...

დავით ზალკალიანი რიგაში დაგეგმილ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, 30 ნოემბერს -1 დეკემბერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით,მონაწილეობას მიიღებს ქ.რიგაში დაგეგმილ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს, ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ქ. რიგაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება, მოკავშირეები ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე მათ ხედვებს…

მეტი...

საქსტატი – ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტია. საქსტატის ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

მეტი...

„დიდი ოცეულის“ წევრმა ქვეყნებმა კორონავირუსის ახალი შტამ „ომიკრონთან“ დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართეს

„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებმა ორშაბათს, 29 ნოემბერს კორონავირუსის ახალი შტამ „ომიკრონთან“ დაკავშირებით საგანგებო ონლაინ შეხვედრა გამართეს. ღონისძიების ჩატარების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ წარმატებით საბრძოლველად, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. მინისტრთა შეფასებით, ხალხისთვის ვაქცინების ხელმისაწვდომობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. კერძოდ, „დიდ შვიდეულში“ მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მედიკამენტების გადატანა სწრაფად და უფასოდ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

მეტი...

ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის

იუსტიციის სახლი განმარტავს, რომ ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის. „გაააქტიურე ციფრული კოვიდპასპორტი. ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარაა. გადმოწერე აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდსერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს. აპლიკაციაში QR კოდის გააქტიურების შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ციფრული კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეში გაწევრიანებულ 49-ვე ქვეყანაში მოგზაურობისთვის, მატერიალური კოვიდბარათის ქონა საჭირო აღარ არის. აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაიაქტიურებთ QR კოდს და მიიღებთ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას: ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვაქცინის ტიპს; უკანასკნელად ჩატარებულ PCR და ანტიგენის ტესტის შედეგებს; თქვენი ინფიცირების…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 214 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 80 პაციენტი. ამასთან, 29 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 477 პაციენტი, გარდაიცვალა 47.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 80 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 80 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 050 პირს დაუდასტურდა, 4 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 29 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 954 შემთხვევა გამოვლინდა, 4 477 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  47 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2021-ზე ნიკო ქაჯაია წარადგენს

საბავშვო ევროვიზია 2021, რომელიც წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება, საქართველოს 10 წლის ნიკო ქაჯაია წარადგენს. ნიკო მილიონობით მაყურებლის წინაშე სიმღერით  „Let’s Count The Smiles” – “დავაგროვოთ ღიმილები” წარსდგება. უკვე მეოთხე წელია საბავშვო ევროვიზიაზე პირველი არხის პროექტის “რანინა” გამარჯვებული მიემგზავრება, რომელიც შიდაშესარჩევი კონკურსია. ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით წარდგება. რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

მეტი...

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ გრანტის ოდენობების ფარგლებში

2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების ფარგლებში. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომელიც პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე წარადგინა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული განისაზღვრება 2,250.0 ლარის ოდენობით. მთავრობა აცხადებს, რომ ამ ვალდებულების გაჩენის მიზეზია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პერიოდისთვის უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, კერძოდ კი, არაქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე, განსაკუთრებით, მედიცინის მიმართულებით მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხო ქვეყნის ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწავლის საფასური აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტის…

მეტი...

ხვალიდან „მწვანე პასპორტიანები“ რეგულაციებისგან თავისუფლდებიან

1 დეკემბრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამჯერად, საუბარია ე.წ. მწვანე ზონებსა და „მწვანე პასპორტიანებზე“ რომლებისთვისაც ქვეყანაში არსებული რეგულაციები იხსნება და სრული თავისუფლება ენიჭებათ. რა შეღავათებით ისარგებლებენ ე.წ. მწვანე სტატუსით მოსარგებლეები, რა რეგულაციებს არ დაექვემდებარება „მწვანე ზონები“, როგორ გაკონტროლდება სტუმარ-მასპინძლობის სექტორში თუ სხვა დაწესებულებაში მისული სტუმარი – ამ და სხვა საკითხებზე, 11:30 საათზე „მედიაცენტრ მთავარში“ (WWW.MCM.GE) “რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ისაუბრებს.      

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სურვილია 2 დეკემბერს სასამართლო პროცესს დაესწროს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას სურვილი აქვს, 2 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწროს. ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი გვიან მოინახულა, გორის ჰოსპიტალიდან გამოსულმა ექიმმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს.    „ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს. გადმომეცა მოკითხვა ქართველი ხალხისთვის. ასევე მზად არის შემდეგ სასამართლოზე გამოსვლისთვის. ალბათ, ხვალ კიდევ დატვირთული დღე ექნება, რადგან დამატებით ტესტებია გასაკეთებელი. ასევე მითხრა, რომ დიდი მოკითხვა გადამეცა იმ გუნდისთვის, რომელიც მკურნალობს ეს ბოლო ხანი პრეზიდენტს, ეს არის პირველ კონსილიუმს რომ ვეძახით იმ ჯგუფს და…

მეტი...

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები 10 დეკემბერს აინთება

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. ამჟამად სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან  თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს თბილისის მერი გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთება 10 დეკემბერს იგეგმება. სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ. „საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შემდეგ ნაძვის ხე აეწყობა. 10 დეკემბრისთვის მინდა, რომ ნაძვის ხე და ზოგადად, ქალაქში ილუმინაციები აინთოს. ძალიან ლამაზი იქნება ჩვენი დედაქალაქი, როგორც ყოველთვის. გარდა ამისა,  თბილისის მოსახლეობას და არამარტო, ასევე, ამ ქვეყანაში მცხოვრებ…

მეტი...

„ბევრი ისეთი შეცდომა იყო, რომელსაც ძალიან, ძალიან ვნანობ“ – მიხეილ სააკაშვილის ბოდიში

„ბოდიშს გიხდი კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი“ – ეს გახლამთ ამონარიდი მიხეილ სააკაშვილის სიტყვიდან, რომლითაც მას სასამართლოს და საქართველოს მოსახლეობას მიმართა. როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ნანობს და აღიარებს, რომ შეცდომები ჰქონდა.     „გვქონდა თუ არა ჩვენ შეცდომები? საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან, ძალიან ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი საუბრები, მაგალითად, ნიკა რურუასთან 2011 წელს, რომელიც მეუბნებოდა: „არ შეიძლება, სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და არ…

მეტი...

გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორში გადაიყვანეს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დაკავებულია. როგორც ადვოკატებმა გაარკვიეს ის მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მის კვალს მიაგნო. ამ წუთებში, ადვოკატი მარნეულში იმყოფება და გიგი უგულავასთან შეხვედრას ელოდება. გიგი უგულავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. მას, აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვისას პოლიციელებთან შელაპარაკება მოუვიდა.

მეტი...

„მთავარმა ექიმმა რომ დაინახა ვკვდები, გამოიძახა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ის დღეს გაიხსენა, როცა მან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა და კვდებოდა. როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, ბედმა გაუღიმა, რომ ეს ყველაფერი ადვოკატების თანდასწრებით მოხდა და ის მარტო არ იყო. „ბედმა გამიღიმა, რომ ადვოკატების თანდასწრებით დავკარგე გონება და ბედმა გამიღიმა, რომ იმ დილას, როდესაც შემომხედა იქაური კონცლაგერის მთავარმა ექიმმა, ჩათვალა, რომ უკვე ვკვდები, ეს იყო გამიზნული მოსაკლავი აქტი. ჩემი ყველა მონაცემი – კალიუმის, ნატრიუმის იყო სასიცოცხლო ნიშნულზე ქვემოთ. ფეხები მქონდა დასიებული და პრაქტიკულად ვერ დავდიოდი, ვეღარც ვაზროვნებდი. მთავარმა ექიმმა რომ დაინახა ვკვდები, გამოიძახა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამთა…

მეტი...

ზურაბ ზვიადაური თავისუფალია  

თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლომ მას 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურთან ერთად ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილიც გათავისუფლდა. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ზვიადაური წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის გამო დააკავეს. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორისაა თავად ზურაბ ზვიადაურის ძმა. როგორც ადვოკატები, თავად ზვიადაური და თვითმხილველები განმარტავენ, ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

მეტი...

„ძალიან ბევრი მირტყეს ხელებში, ფეხებში, იყო მოხრჩობის მცდელობა. ეს იყო გამიზნული, მოსაკლავი აქტი“ – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე რუსთავის იზოლატორიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მოტყუებით, ძალით წაიყვანეს. მისივე თქმით, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება მის მოსაკლავად. „დანიშნული მქონდა შეხვედრა დედაჩემთან და ჩემს ორ შვილთან. ასევე, სახელმწიფო კონსილიუმთან. მუდმივად  მეუბნებოდნენ, რომ ხან კონსილიუმს არ სცალია, ხან ჩემები არ მოვიდნენ, ჩვეულებრივად მატყუებდნენ.  შემდეგ შემოდის ჩემს საკანში ციხის უფროსი და მეუბნება, დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა, თქვენ გადაყავხართ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.  ვუთხარი სად არის ეს კლინიკა, მან მითხრა – თბლისში, ნუ ნერვიულობთ კარგი კლინიკაა. შენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, თუმცა, ზუსტად ისაა, რაც გინდოდათო.…

მეტი...

„საქართველოში გაქცევის გარდა სხვა პერსპექტივა არ არის… ალბათ, ბევრი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ“ – მიხეილ სააკაშვილი  

„არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და „დრაივი“ განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“, – ასე დაიწყო სასამართლოს წინაშე გამოსვლა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. როგოც მან განაცხადა, ის, რაც დღეს ქვეყანაში და ამ დარბაზში ხდება, სამარცხვინო და დამამცირებელია. მისი შეფასებით, საქართველოში გაქცევის გარდა სხვა პერსპექტივა არ არსებობს და სწორედ ეს გახდა მისი ქვეყანაში დაბრუნების ერთადერთი მოტივი.    „მე არ შემეძლო ჯდომა კიევში, ჩემს კაბინეტში როცა ჩემი…

მეტი...

„კიდევ რამდენი ხანი უნდა ვუსმინოთ“ – პროკურორმა მოსამართლეს მიმართა, მიხეილ სააკაშვილს სიტყვა შეაწყვეტინოს

ამ წუთებში, სასამართლო დარბაზში, სადაც მიხეილ სააკაშილი სიტყვით გამოდის, ხმაურია. სიტყვიერი დაპირისპირება ბრალდების მხარესა და დაცვის მხარეს შორის მოხდა. დაპირისპირება კი იმან გამოიწვია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე 20 წუთი ისაუბრა, პროკურორისთვის კი მისი მოსმენა მიუღებელი აღმოჩნდა.   „უკვე  20 წუთია სააკაშილი საუბრობს და რამდენი ხანი შეიძლება ამას ვუსმინოთ“ – მიმართა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მოსამართლეს, რასაც დაცვის მხარის შეპასუხება მოჰყვა.    მოსამართლემ მხარეებს დავა შეაწყვეტინა და პროკურორს მიმართა, ბრალდებულს სიტყვას ნუ შეაწყვეტინებენ, რადგან მას ამისი უფლება აქვს.   „მხარეები არ უნდა შეხვიდეთ კამათში. მას აქვს განცხადების გაკეთების უფლება.  ის პირველად წარსდგა…

მეტი...

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს სიტყვით მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო. სანამ მოსამართლე მიხეილ სააკაშვილს სიტყვის უფლებას მისცემდა, მიმართა, რომ თუ თავს შეუძლოდ გრძნობდა, არ ამდგარიყო და მისთვის მისაღები ფორმით ესაუბრა. ასევე, სასამართლოს მიმართა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა და სთხოვა, სიტყვით გამოსვლისას, ბრალდების მხარეს მისთვის ხელი არ შეეშალა და თავისუფლად საუბრის შესაძლებლობა მიეცა, რასაც ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის შელაპარაკება მოჰყვა. მოსამართლემ ბრალდების მხარეს, პროკურორს მიმართა და განმარტება გააკეთა, რომ დაეცვათ სასამართლოა და დარბაზში მოქცევის მთავარი პრინციპი და მიხეილ სააკაშვილისთვის მიემართათ კორექტულად, როგორც ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა უკრაინულ ენაზეც გააკეთა,…

მეტი...

საქალაქო სასამართლოსთან ვითარება უკონტროლოა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის გამზირზე ვითარება უკონტროლია. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაკავება დაიწყეს. პოლიციელებმა საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში აქციის არაერთი მონაწილე ჩასვეს და წაიყვანეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა დაკავება ამ წუთებშიც გრძელდება.   სასამართლოს ეზოში მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, გადაუდებელ დაავადებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მანქანა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

მეტი...

გიგი უგულავა დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გიგი უგულავამ გზის სავალი ნაწილი მხარდამჭერებთან ერთად გადაკეტა, უგულავა დააკავეს. ​სამართალდამცველებმა ის საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს, როგორც ერთ-ერთმა პოლიციელმა მას უთხრა, დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. დაკავებამდე კი გიგი უგულავასა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა.

მეტი...

აღმაშენებლის გამზირი პარალიზებულია, პერიმეტრს პოლიცია იცავს  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია და აღმაშენებლის ხეივანი პარალიზებულია. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა, რომლებიც სასამართლოს ეზოში არ შეუშვეს, აღმაშენებლის გამზირზე გადაინაცვლეს და გზის სავალი ნაწილი დაიკავეს. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ფეხით გადასასვლელ ხიდზეც განლაგდნენ და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი დროშები გადმოფინეს. ადგილზე სამართალდამცველების უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული. სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ „წიწაკის სპრეი“ გამოეყენებინათ.   

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დარბაზშია, სხდომა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკვე გამოჩნდა კადრში, რომელიც მისმა ადვოკატმა სასამართლო დარბაზიდან „ლაივსტრიმით“ ჩართო, თუმცა, მოსამართლემ მას ტელეფონის გამოყენება შეუზღუდა. პირველი შუამდგომლობა, რომელიც ადვოკატებმა სასამართლოზე დააყენეს, სხდომათა დარბაზში ტელევიზიების დაშვება იყო. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს ტერიტორიის პერიმეტრი სამართალდამცველების მიერ არის „გამაგრებული“. სასამართლოს მიმდებარედ არავის უშვებენ, სხდომათა დარბაზში კი მხოლოდ ერთადერთი ტელევიზია – საზოგადოებრივი მაუწყებელი იმყოფება.  

მეტი...

სასამართლო შენობის მიმდებარედ დაპირისპირებაა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვითარება დაძაბულია. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სასამართლოს პერიმეტრზე აქციის მონაწილეების არშეშვებას მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა კი სცადეს, შემაღლებულ ადგილზე ასულიყვნენ და იქ გადმოეფინათ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი დროშა, რისი შესაძლებლობაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოყენებულია წიწაკის “სპრეი”.  ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. სასამართლოში პოლიციელთა დიდი რაოდენობით მობილიზებაა და სასამართლოს ეზოს მიმდებარედ არავის უშვებენ. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.   

მეტი...

ამერიკის ელჩი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განცხადებას აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთა დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოხარულია მისი პროცესზე მიყვანით.  „მოხარულები ვართ რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და შესაძლებლობა აქვს  დაესწროს სასამართლო პროცესს. ეს არის ადმიანის უფლება, რაც დამტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, სწორედ ამიტომ გვქონდა მოწოდებები, რომ ეს უფლება სააკაშვილს გამოეყენებინა, მოხარულები ვართ რომ ეს შესაძლებლობა უკვე მიეცა, ასევე მოვუწოდებ მის მხარდამჭერებს ხელი არ შეუშალონ აღნიშნულ პროცესს“ – განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე მიიყვანეს. სხდომა ჯერ არ დაწყებულა. სასამართლოში შესვლა შეზღუდულია. არა თუ შენობაში, სასამართლო ეზოს პერიმეტრზეც კი…

მეტი...