ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე ბულგარეთის ნაცვლად საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა – რუსული მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე არა ბულგარეთის, არამედ საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა. ბულგარეთმა რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში შეშვებაზე უარი უთხრა, რადგან ბორტზე  მარია ზახაროვა იმყოფებოდა.

ბულგარეთის მთავრობის განცხადებით,  რუსული დელეგაციის ფრენაზე ნებართვა, არ ვრცელდება მარია ზახაროვაზე, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირს სანქციებია დაწესებული და არც დელეგაციის სხვა წევრებზე, რომლებიც ბრიუსელს „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი.

ლავროვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები სკოპიეში თურქეთისა და საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით მოხვდნენ.

მსგავსი თემები