“რუსული არმიის მორიგი ტყვე” – რას წერს სააკაშვილი ცხინვალში მყოფ ქართველ მებრძოლზე

სოფელ ბერთში მცხოვრები მამუკა ჩხიკვაძე უკვე მე-4 დღეა ტყვეობაშია. ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაიგდეს ტყვედ და ცხინვალში გადაიყვანეს.

აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლს მამუკა ჩხიკვაძეს. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას აქტიურად ჩაერთოს მისი სიცოცხლის გადარჩენისა და გათავისუფლების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ მეც ფაქტობრივად საოკუპაციო რეჟიმის ტყვე ვარ, ერთი წუთით არ მავიწყდება სხვა ტყვეების ბედი და ვთვლი, რომ მამუკა ჩხიკვაძე დღესდღეობით განსაკუთრებით საფრთხეშია. ჩემი პრეზიდენტობის დროს, ყველა მსგავსი შემთხვევისას ჩვენ უსწრაფესად ვათავისუფლებდით ხოლმე ტყვეებს. სამწუხაროდ მსგავსი არაფრის თქმა შემიძლია არსებული მთავრობის უწყებებში ჩაბუდებულ ბანდფორმირებებზე, რაც ჩემს შეშფოთებას მამუკა ჩხიკვაძის ბედთან მიმართებით აათმაგებს” – წერს მიხეილ სააკაშვილი.   

მსგავსი თემები