„ეს ჭაობის არსება“ – მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანზე

ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი კულტურის მინისტრის განცხადებებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გამოეხმაურა და „ფეისბუქ“ პოსტიც მიუძღვნა. მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანს ჭაობის არსებას უწოდებს.     “დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ “რედ ბულამდე” დავიდა, ეტყობა “რედ ბული” განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის) თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ. ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი“ – წერს…

მეტი...

„ჩემო „კულტურულო“ თაკო, გაიქეცი და დაწექი პარლამენტის წინ“ – კულტურის მინისტრმა დეპუტატი კულტურულად გალანძრა   

„უღირსი“, „მონა“ „სამარცხვინო“ – ეს იმ სიტყვების მცირე ჩამონათვალია, რაც დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ისმოდა. ამ სიტყვები ადრესატი კი ძირითადად, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი გახდა. დეპუტატებისთვის ანგარიშიც ჩასაბარებლად მისულმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თაკო ჩარკვიანი კულტურულად გალანძღა და ყველა მისი განცხადება, რომელიც ჩარკვიანმა დაარღვია, საპარლამენტო ტრიბუნიდან მოასმენინა. „თქვენ უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით. ჩემი მამა ზოგიერთი გარდაცვლილი მამისგან განსხვავებით დასაფლავებულია სვანეთში, მის მიერვე აგებული ეკლესიის ეზოში და ყველა ვინც მის საფლავთან ჩაივლის, ამბობს, რომ ეს კაცი ამ ადგილას, ამ საფლავში წოლას იმსახურებს. ჩემი მშობელი საფლავშიც ღირსეულია და მასთან დაკავშირებით არც…

მეტი...

შეხვედრა აგრარულ სექტორში დასაქმებულ ვეტერანთა მხარდასაჭერად

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსმა, ლელა კიკნაძემ შეხვედრა გამართეს პროექტ ‘’ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ დირექტორ, იეტონ სტაროვთან და ამავე პროექტის ტექნიკურ დირექტორთან, ლაშა ავალიანთან. შეხვედრა ზუმ-ფორმატში წარიმართა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ვეტერანების ხელშეწყობას ეხებოდა.  კობა კობალაძემ სტუმრებს წარუდგინა სამსახურის სამომავლო გეგმები, მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით, მცირე და საშუალო საქონლის ფერმების მფლობელ ვეტერანთა საჭიროებებზე და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ისინი დგანან და რომელთა გადალახვაც პროდუქტიულობის ამაღლებისთვის აუცილებელია არსებული კონკურენციის პირობებში. სამსახურის დირექტორმა, ასევე,…

მეტი...

დავით ნარმანია კონკურენციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ღონისძიება მიეძღვნა მსოფლიო კონკურენციის დღეს, თემატიკით –  „კონკურენციის პოლიტიკა  ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის“. განახლებული კანონმდებლობის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციის მსოფლიო დღის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. „რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკულ ბაზრებზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია რომ დაცული იყოს  კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის ეფექტიანი მექანიზმების აღსრულება. ამ მიმართულებით,…

მეტი...

„თვენ ხართ სამარცხვინო, ივანიშვილის მონა, „მონა ქალი იზაურა“ და ყველაზე ოდიოზური ქალი“ – წულუკიანი ჩარკვიანს

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ქალების სიტყვიერი დაპირისპირება განსაკუთრებით ჭარბობდა. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს, ოპოზიციონერი დეპუტატების არცე ერთი რეპლიკა უპასუხოდ არ დატოვა და უფრო მეტიც, მათ მონები და სამარცხვინოებიც უწოდა. დღეს, თაკო ჩარკვიანისა და თეა წულუკიანის შელაპარაკება გამორჩეული იყო. წულუკიანი საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბრობდა, თაკო ჩარკვიანი კი რეპლიკებს დარბაზიდან ისროდა.      „ქალბატონო თაკო. თქვენ დაგიბრუნდებით მე. დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ. აბა რისთვის გაქვთ დრო? რატომ დამხვდით აქ დასკუპებული, ხომ ამბობდით არ შევალო პარლამენტში. ქალბატონი თამარი ამბობს, მე იმიტომ შემოვედი…

მეტი...

მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა, მეუღლეს კი დანაშაულის დაფარვისთვის მაქსიმალური სასჯელი

სასამართლომ, ახალგაზრდა მამაკაცის, ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ზურაბ კახიშვილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, მოკლულის მეუღლეს კი, დანაშაულის დაფარვისთვის საპატიმროში ყოფნა 5 წლითა და 6 თვით მოუწევს. კასპში მომხდარი მკვლელობის ისტორია ყველას კარგად ახსოვს, რადგანაც, მას  საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. მოკლული დედა ამტკიცებდა, რომ მისი შვილი მისმა რძალმა მოკლა და მის დაპატიმრებას ითხოვდა. სამართალდამცველებმა ქეთევან ჩხაიძე მოგვიანებით დააკავა. მას მკვლელობაში მონაწილეობა არ დაუდასტურდა, თუმცა, დანაშაულის დაფარვისთვის სასამართლო სასჯელი დღეს გამოაცხადა.    ბრალდებულმა ქეთევან ჩხაიძემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ის დამნაშავე არ არის. ამავდროულად, აღიარა, რომ დანაშაული დაფარა. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს, ის…

მეტი...

“ირაკლი ალასანია მკვლელი არ ყოფილა, თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კი კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს” – წულუკიანი სამადაშვილს

სიტყვიერად ერთმანეთს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი და ოპოზიციონერ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი დაუპირისპირდნენ. წულუკიანმა სამადაშვილს მისი პარტიული კუთვნილება შეახსენა, რაზეც სამადაშვილმა უპასუხა, რომ თავად ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი იყო. “დღეს ფეიკის სამყაროში გვაცხოვრებენ – ისინი ყვირიან მუზეუმს ანგრევენო, ვინც ან მუზეუმს ანგრენდა ან მუზეუმი რომ ინგრეოდა, ხმას არ იღებდა. ისინი ყვირიან, რომ თურმე ჩვენ ვიღაცას ვაწამებთ, ვინც მართლაც მწამებელი და გამაუპატიურებელი იყო. ეს არ არის სიძულვილის ენა – ის ვინც პატიმარს აუპატიურებდა, არის გამაუპატიურებელი! ის ვინც კლავდა, არის მკვლელი – ერთ-ერთი დღეს გალიიდან გველაპარაკება. ეს ალბათ სიძულვილის ენაა, მაგრამ…

მეტი...

“საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ, რა სჯობს ქვეყნისთვის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის” – მამუკა მდინარაძე

ვიდრე არ დავინახავთ, რომ ოპოზიციური ფლანგიდან ვინმე ფიქრობს, ამ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირდეს, კი ბატონო, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ არა იმაზე, ვის რა აწყობს, არამედ რა სჯობს ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საარჩევნო ბარიერზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. „2-სა და 5-ს შორის არის 3 და 4, რაც განხილვის შედეგად შეიძლება, იყოს საერთო კონსენსუსის საგანი. ნაბიჯი, რომელიც თავის დროზე გადაიდგა და შეთანხმების საგანი გახდა, გამოწვეული იყო ჩვენი მხრიდან კომპრომისის შედეგად. ოპოზიციის მხრიდან არანაირი კომპრომისი არ გვინახავს. რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს…

მეტი...

“ნაცმოძრაობა” არ ენდო გუნდის წევრებს და დმანისის საკრებულოს დეპუტატები ფონიჭალაში წაიყვანა, რომ სხდომაზე არ გაპარვოდათ” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” არ ენდო საკუთარი გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში წაიყვანა, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ. მისი თქმით, ასეთი წარმოუდგენელი და სკანდალური ამბის შესახებ სხვა ქვეყანაშიც არ გაუგია. “ალბათ, წლების განმავლობაში ასეთი ამბავი მოსმენილი არ გექნებათ. “ნაციონალური მოძრაობა” არ ენდო საკუთარი გუნდის წევრებს, წაიყვანეს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომელიც წინა დღეებში ქირავდებოდა. მათ არ ენდნენ, რომ არ მისულიყვნენ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რადგან საბოტაჟური მოქმედებები უნდოდათ. ამ ადამიანებს იქ არ უშვებდნენ. დმანისიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ერთმანეთში აპარატის თანამშრომლები საუბრობენ, ადამიანები, ვინც სხდომას უნდა…

მეტი...

“ეს კულტურის კი არა უკულტურობის მინისტრობაა, საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ კულტურის სფეროს საქართველოში” – გიორგი ვაშაძე

პარლამენტი “მინისტრის საათის” ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს უსმენს. დეპუტატებს თეა წულუკიანმა მისის უწყების მიღწევები და გამოწვევები გააცნო. ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმი მიმდინარეობს. კანონმდებლები სხვადასხვა საკითხებით დაინტერესდნენ. მათ შორის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე დაინტერესდა, ის ეპითეტები, სიძულვილის ენა, რომლითაც, მისივე შეფასებით, მინისტრი კანონმდებლების წინაშე წარსდგა, არის თუ არა კულტურის ახალი სტანდარტი. “ეს კულტურის მინისტრობა კი არა უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ. მართლა საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ დღეს კულტურის სფეროს საქართველოში თქვენი დამოკიდებულებით,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. გარდა ამისა, “ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ არ დადის …

მეტი...

“თუ სააკაშვილი საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ მაშინ უკრაინაში” – ლიზა იასკო

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება და ისევ სტუმრებს იღებს. ახლა მასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძეა, დილით კი ექსპრეზიდენტი უკრაინელმა მეუღლემ, ლიზა იასკომ მოინახულა. “ის უკეთესადაა, თუმცა, ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს თავს. გუშინ, სასამართლოზე მოსმენილი ბრალდებების მიხედვით ირკვევა, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის მოკვლა, ან წლობით მისი ციხეში გამოკეტვა სურს. თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ მაშინ უკრაინაში – ჩვენ გვჭირდება ის. მილიონობით უკრაინელი ელოდება მას და აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს,”- განაცხადა იასკომ ექსპრეზიდენტთან ვიზიტის დასრულების შემდეგ. 

მეტი...

“სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი მომდევნო წელს 52 მილიონ ლარამდე გაიზრდება” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მთავრობის მეთაურმა მიმართა და აღნიშნა, რომ ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენ ვუერთდებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს. საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერო-ს მიერ არის დაწესებული. ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლა გულისხმობს მისი თითოეული მოქალაქის სრულფასოვან მონაწილეობას განვითარების პროცესებში. ყველა ადამიანშია შესაძლებლობები, რომელთა რეალიზება, როგორც მათ ღირსეულ ცხოვრებას, ასევე საზოგადოების ძლიერებას განაპირობებს. მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მომუშავე…

მეტი...

“დიდ პატივს ვცემ ირაკლი კობახიძის ცოდნას, საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ საკონსტიტუციო სამართლის მრავალი სპეციალისტი ჰყავს, ასევე მეც მაქვს მაქვს საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილება” – კელი დეგნანი

ორპროცენტიანი ბარიერი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მრავალპარტიულ სისტემას, რომელიც პარლამენტში მეტ მრავალფეროვნებას შექმნის და პარლამენტში იქნება წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტი ხმა, მოსაზრება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო მისი სისტემისთვის. „რა თქმა უნდა, მე დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში, ისევე როგორც მრავალი სხვა კონსტიტუციონალისტი ექსპერტის, რომლებთანაც საქართველოში შეხვედრის სიამოვნება მხვდა წილად. ამ ქვეყანას ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს საკონსტიტუციო სამართლის სფეროში მრავალი განათლებული და კარგად ინფორმირებული…

მეტი...

“რასაც საარჩევნო კამპანიისას ვსაუბრობდით, მხოლოდ ლამაზი ტექსტები არ იყო, მომდევნო წლები თბილისისთვის საინტერესო იქნება” – კახა კალაძე

თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა, კალა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება, ისაუბრა იმ პროექტებზეც, რომლის განხორციელებასაც მერია მომდევნო გეგმავს “ის, რასაც ვსაუბრობდით საარჩევნო კამპანიის დროს, ეს არ იყო მხოლოდ სიტყვები და ლამაზად დაწერილი ტექსტები, ესაა კონკრეტული პროექტები, რომლებიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის მასშტაბით განხორციელდება. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები და მნიშვნელოვანი პროგრამები ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. არის ბევრი საინტერესო პროექტი ახალგაზრდობის მიმართულებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძველი თბილისი განახლება, საკმაოდ საინტერესო იქნება მომდევნო წლები თბილისისთვის,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

“ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება” – ჰარცელი ლავროვის განცხადებაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს, საზღვრებსა და უსაფრთხოებას დაიცავს. დიპლომატმა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ამ განცხადებით კარლ ჰარცელი რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტის თეზისების გამეორება ცეცხლთან თამაშია. “ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება. აქტიურად ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონფლიქტის მოგვარება სწორი გზით ხორციელდებოდეს. გუშინ მოისმინეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ვაპირებთ მეტი რესურსის გამოყოფას იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, გავაძლიეროთ სამედიცინო და საინჟინრო შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში მედეგობისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად. რაც შეეხება უსაფრთხოების…

მეტი...

ყალბი კოვიდაPfizer-ით აცრის ყალბი კოვიდპასპორტის დამზადებისთვის სუსმა 4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ექიმი დააკა

სუს-მა მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ექიმი დააკავა, რომლებიც ე.წ. არავაქცინირებულ პირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდზე უკანონოდ არეგისტრირებდნენ და აცრილებად აღრიცხავდნენ.  “ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს.გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო „ფაიზერის” ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ…

მეტი...

“პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი დარჩება, ვიდრე ახალი პროექტი განხორციელდება” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი სამომავლოდ შეიცვლება პროექტით, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განხორციელდება, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდაყოფის მიზნით. „ველოდებით პროექტს, გვქონდა საუბარი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროექტი განვახორციელოთ. მათ შორის, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდასაყოფად. ზოგადად, რუსთაველის გამზირს, ამ კონკრეტულ ადგილს ბევრი მძიმე დღე ახსოვს. შესაბამისად, გაკეთდება პროექტი იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს დღეები და ეს ადამიანები. ეს კონსტრუქცია ჯერჯერობით იქნება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მეტი...

ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საკრებულოს მანდატი დატოვა

ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოში პარტიული სიის პირველი ნომერი იყო, მანდატი დატოვა, მისი ადგილმონაცვლე სავარაუდოდ ვატო სურგულაძე იქნება. ბადრი ჯაფარიძე საქართველოს  X მოწვევის პარლამენტის წევრიცაა.

მეტი...

მკვლელობა ქობულეთში – გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქეა

ქობულეთში კოსტავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა. rustavi-2 ინფორმაციით, გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქეა.  დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. შსს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა ზუგდიდშიც დატოვეს

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ენმ-ის ერთ-ერთმა ახლადარჩეულმა საკრებულოს დეპუტატმა, თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა, ისინი არ აპირებენ აბსურდში მონაწილეობის მიღებას. მისივე თქმით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებიც იყო აბსურდი და საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ისინი არცერთ პროცედურაში არ მიიღებენ მონაწილეობას. ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე ახლა შესვენებაა გამოცხადებული. სხდომას 23 დეპუტატი გააგრძელებს, საიდანაც 20 “ქართული ოცნებიდან” 3 კი პარტია გახარიას პარტიიდან. 

მეტი...

“ოპოზიცია მათ მიერვე გაყალბებულად გამოცხადებული არჩევნებით შემდგარ საკრებულოთა პირველ სხდომებს ისე ეტაკა, როგორც ნაშიმშილები კაცი ნანატრ ხაშლამას” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ახალი მოწვევის საკრებულოების მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „რა ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და ხელისუფლების შეცვლაზეა საუბარი. დღეს ისეთი მგზნებარებით ეტაკა ოპოზიცია მათ მიერვე გაყალბებულად გამოცხადებული არჩევნებით შემდგარ საკრებულოთა პირველ სხდომებს, როგორც ნაშიმშილები კაცი ნანატრ ხაშლამას. ქვეყანა გაყიდული და მიგდებული. ყოჩაღ ე.წ. ამომრჩევლებო. ვაი, თქვენს პატრონს და ყველა ჩვენს პატრონს ერთობლივად“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

მეტი...

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „დიდი პატივია, იყო საკრებულოს წევრი, ატარო ეს მანდატი და იმუშაო ქალაქის კეთილდღეობისთვის. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ, ყველანი ერთობლივად შევძლებთ განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისა და თანამოქალაქეებისთვის სასიკეთო საქმიანობა. ამაში კი დაგვჭირდება ერთიანობა. მინდა, ვთხოვო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი…

მეტი...

“რუსული აგრესია და გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში” – თემას ვაშინგტონში სპეციალური დისკუსია მიეძღვნა

რუსულ აგრესიას სპეციალური დისკუსია მიეძღვნა ვაშინგტონში. როგორ განვითარდება პროცესები რეგიონში იმ ფონზე როცა კრემლი უკრაინის საზღვართან სამხედრო წარმომადგენლობას ყოველდღიურად ზრდის? განხილვის მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი იყო ექსპერტებმა, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ჩამოთვალეს ის რუსული სამხედრო ძალები, რომლებიც ამ დროისთვის უკრაინის გარშემოა განლაგებული. მათ რიცხვშია 115.000 სამხედრო მოსამსახურე, 1200 ტანკი, 1600 საარტილერიო სისტემა, 28 სარაკეტო დანადგარი, 330 თვითმფრინავი, 240 ვერტმფრენი, 75 გემი და 6 წყალქვეშა ნავი. ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინაში 7 წლიანმა ომმა ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კრემლის სასარგებლოდ ვერ შეცვალა და მოსკოვს კიევის კიდევ ერთი დაშინების მცდელობა აქვს. მათი თქმით, პუტინი თვლის,…

მეტი...

პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და მოადგილეების არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს და მოადგილეებს მხარს არ დაუჭერენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია გეგმავს მათ არჩევაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღოს. “არ გამკვირვებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ოცნება” აპირებს ყველა თანამდებობა თავად დაიკავოს, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია არის მიდრეკილი ერთპიროვნული მმართველობისკენ. მთელი ჩვენი სტრატეგია და დღის წესრიგი გახლავთ ის, რომ წერტილი დავუსვათ ერთპიროვნულ მმართველობას, ვიმუშაოთ ბალანსზე და იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ ერთად მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ. შესაბამისად, დღეს თბილისში ჩვენ არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ კონკრეტულად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს,…

მეტი...

“საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მიიღო განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები” – დავით ზალკალიანი

საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მიიღო განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, განცხადება ყოვლისმომცველია და მასში მნიშვნელოვანი აქცენტებია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. „მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მიიღო განცხადება და ეს განცხადება გავრცელდება უახლოეს პერიოდში, რომელიც ყოვლისმომცველია და რომელშიც გაკეთებულია მნიშვნელოვანი აქცენტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების“, – განაცხადა ზალკალიანმა. ამასთან, დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრაზეც ისაუბრა. მისი თქმით,…

მეტი...

„ომიკრონთან დაკავშირებით ინფორმაცია მწირია, გადაცემის უნარი მაღალი აქვს“ – მაია  ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„გაურბის თუ არა ომიკრონი ვაქცინას და გადატანილ ადამიანებს ემართებათ თუ არა ეს ჯერ არ ვიცით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. ბუწაშვილი ვირუსის ახალ შტამზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი თვისებები ჯერ გამოვლენილი არ არის, მედიკოსი პოსტ კოვიდურ გართულებებზეც ამახვილებს ყურადღებას: „ეს შტამი სამხრეთ აფრიკაში აღმოჩნდა, დანარჩენი ვიცით, რომ ევროპაში არის დაფიქსირებული , პანიკა, რომ ის არის მონსტრი ჯერ უადგილოა, არ ვიცით როგორ და რამდენად გაურბის ვაქცინას და ბუნებრივ იმუნიტეტს. პოსტ კოვიდური სინდრომით უამრავი ადამიანი იტანჯება და ეს შეიძლება წლამდე გაგრძელდეს, სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია და ადამიანებს ურღვევს…

მეტი...

„სამწუხაროდ გარდაცვლილების რიცხვი მაღალია, პროგნოზების გაკეთება რთული იქნება“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„გარკვეულწილად გვაშფოთებს ვირუსზე გრიპის შესაძლო თანდართვა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მედიკოსი იზოლაციის წესების დარღვევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რეგულაციები არ სრულდება: „რეგულაციები თუ არ შესრულდება პანდემიის მართვა გაჭირდება, სამწუხაროდ გარდაცვლილების რიცხვი მაღალია, პროგნოზების გაკეთება რთული იქნება. ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ კოვიდპასპორტი ფორმალობაა, მიეჩვიე ყველა, რომ თუ დაარღვევენ რეგულაციებს ჩამოაჭრიან ჯარიმებს და აქ დასრულდება, რეალურად კი აურესებს ეპიდსიტუაციას მივიღებთ, რადგანაც დავაწესეთ კოვიდპასპორტი უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული,“ – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.

მეტი...

საქართველოს მთავრობამ ინტერრაოსთან საარბიტრაჟო დავა წააგო – ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტ მთავარში“

„საქართველოს მთავრობამ ინტერრაოსთან საარბიტრაჟო დავა წააგო და არბიტრაჟმა მას 80 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილი მომხდარს „მავნებლური პოლიტიკის“ შედეგს უწოდებს და მიაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც წინა ხელისუფლების შეცოდომებს იმეორებს: „ის იმ მავნებლური პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, რომელსაც როგორც წინა ხელისუფლება, ისე ახლანდელი ხელისუფლებაც არ ღალატობს. მოგეხსენებათ, რომ თურქულ კომპანია ენკასთანაც საქართველოს მთავრობამ ქვეყნისთვის საზიანო ხელშეკრულება გააფორმა. მხოლოდ ხალხის შეუპოვარი ბრძოლის შედეგად არ მოხდა ამ გარიგების სისრულეში მოყვანა. დიდი ალბათობით ენკას შემთხვევაშიც აღმოჩნდება საქართველო კომპანიის პირისპირ, ისევ და ისევ მთავრობის…

მეტი...

სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს ინფორმაციით,ორი პირი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, ერთი კი სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ახალციხეში დააკავეს. საქმე ეხება 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად გამართულ მხარდამჭერ აქციას, რასაც პოლიციელებსა და მხარდამჭერებს შორის მწვავე დაპირისპირება და დაკავება მოჰყვა.

მეტი...

პოლიციამ თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული უ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება. დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ უ.ბ.-მ სხვადასხვა დროს მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – “მდმა” და “ჰეროინი”. პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად,…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 67 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 67 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 258-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 100 პირს დაუდასტურდა, 3 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 2 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 731 შემთხვევა გამოვლინდა, 4 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 397 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 397 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 67 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 749 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 223, „პისიარ“ ტესტით – 20 526. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,92%, ბოლო 14 დღის – 8,75%, ბოლო შვიდი დღის – 8,39%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 857 933 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 799 850 გამოჯანმრთელდა, 12 258 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 211 839 აცრა, დღიურად…

მეტი...

“მწვანე პასპორტის” ამოქმედებიდან 2 კვირაში მედიკოსები ინფიცირებულთა რიცხვის კლებას ელოდებიან

“მწვანე პასპორტის” ამოქმედებიდან 2 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვის გარკვეული კლებაა უნდა მოხდეს – ამბობენ ეპიდემიოლოგები. მედიკოსები არსებულ ეპიდვითარებას კვლავ საყურადღებოს უწოდებენ და ამბობენ, რომ პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ მასობრივ იმუნიზაციაზე გადის. “საყურადღებოა ძალიან, ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გვაქვს და სამწუხაროდ ლეტალობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდება. “მწვანე პასპორტი” ალბათ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე ამოქმედებიდან 2 კვირაში მონაცემების კლებას შევხედოთ,” – აცხადებს მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი. აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევების შემცირებისთვის რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს: “ყოველდღიური ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი, ეს არის ჩვენს მიერ…

მეტი...

“ავადმყოფებს მოვუწოდებ, ყველაფერი გააკეთონ და სიმპტომების დაწყებიდან პირველი რვა დღის განმავლობაში მიმართონ კლინიკებს” – თენგიზ ცერცვაძე

ავადმყოფებს მოვუწოდებ, ყველაფერი გააკეთონ და სიმპტომების დაწყებიდან პირველი რვა დღის განმავლობაში მიმართონ კლინიკებს, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. „ავადმყოფებს მოვუწოდებ, ყველაფერი გააკეთონ, განსაკუთრებით, 60 წელზე მეტი ასაკის და თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა, რომ სიმპტომების დაწყებიდან პირველი რვა დღის განმავლობაში მიმართონ კლინიკებს. ამისთვის საჭიროა, ტესტი დროზე გაიკეთონ. ბევრი ტესტს დაგვიანებით იკეთებს. ვთქვათ, 10, ან 15 დღის მერე. ნუ დაელოდებით უკიდურესად დამძიმებას. მოგვმართეთ პირველი რვა დღის განმავლობაში და თქვენ ნახავთ, რამდენად შემცირდება სიკვდილობა“, – განაცხადა…

მეტი...