თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც მუსიკალურად გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო. კახა კალაძემ ნაძვის ხესთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. „მინდა, პირველ რიგში, მადლობა გითხრათ დღეს აქ შეკრებისთვის, იმისთვის, რომ მობრძანდით შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად. ძალიან სასიამოვნოა დღევანდელი საღამო, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს სურვილების ჩაფიქრება. ყველაფერი ცუდი და რთული, რაც იყო 2021 წელს, წარსულს უნდა გავატანოთ და ახალი იმედებით, ახალი შემართებით,…

მეტი...

“საქართველოს პარტნიორებს სურთ ქვეყანაში რეფორმების გაგრძელების ნახვა – კელი დეგნანი” – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს სურთ ქვეყანაში რეფორმების გაგრძელების ნახვა.  დეგნანის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ არჩევნების დასრულების შემდგომ, პარტიები კონსტრუქციულად იმუშავებენ. “საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირი, აშშ თუ სხვები, რომლებიც რეალურად ზრუნავენ და მხარს უჭერენ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას სურთ რეფორმების გაგრძელების ნახვა, ეს არის პროცესის ნორმალური ნაწილი, რომ გაგრძელდეს რეფორმები, რომელსაც საქართველო ატარებს ბოლო 20 წელია. ჩვენ ვნახეთ გარკვეული შთამბეჭდავი პროგრესი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის პერიოდში და რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ ის გაგრძელდეს, ყველამ იცის, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში, პარლამენტმა ითხოვა რეკომენდაციები…

მეტი...

“ნატოში უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ კიევისა და ნატოს გადასაწყვეტია” – აშშ

ხუთშაბათს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება, რასაც მკვეთრად ეწინააღმდეგება მოსკოვი, მხოლოდ და მხოლოდ თავად უკრაინისა და ნატოს საქმეა. მაგრამ, როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ თქვა, არსებობს გარკვეული მოთხოვნები რიგ საკითხებში, მათ შორისაა კორუფცია და სხვა პუნქტები. მანამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პარასკევს, 10 დეკემბერს აპირებს გამოაცხადოს შეხვედრის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთი და ნატოში აშშ-ის ოთხი მოკავშირე. რომელ ქვეყნებზეა ლაპარაკი, არ დაუზუსტებიათ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის მიზანია, ისაუბრონ რუსეთის წუხილზე ნატოს გაფართოების თაობაზე და შეთანხმებების…

მეტი...

“შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე ჩვენთან კონსულტაცია არ ჰქონიათ, თუ რაღაცას არ იზიარებ, გაიგნორებენ, რაც ძალიან სამწუხაროა” – ლევან იოსელიანი

შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე ჩვენთან კონსულტაცია არ ჰქონიათ, თუ რაღაცას არ იზიარებ, გაიგნორებენ, რაც ძალიან სამწუხაროა, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა. იოსელიანის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიცია ოპოზიციის სხვა ნაწილთან ურთიერთობის ასეთ ფორმას ირჩევს. „ჩვენთან შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით არავის კონსულტაცია არ ჰქონია. ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ მედიიდან გავიგე, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიცია ოპოზიციის სხვა ნაწილთან ასეთი ურთიერთობის ფორმას ირჩევს. კონსულტაცია რომ გვქონოდა, შეიძლებოდა ისეთ ტექსტზე შევთანხმებულიყავით, რომელზეც ჩვენი ხელმოწერაც იქნებოდა. არსებული ტექსტის პუნქტების ნაწილს ვიზიარებ, ნაწილს – არა. ერთმანეთზე კარგი წარმოდგენები რომ არ გვაქვს, ეს…

მეტი...

უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში სააკაშვილს პასუხისმგებლობა ემუქრება – “უკრაინსკაია პრავდა”

უკრაინელი სამართალდამცავები ადგენენ, ვინ დაეხმარა საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. როგორც ადგილობრივი მედია წერს, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება, პოლიტიკოსს სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებენ. “ეროვნული პოლიციის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტი უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე სააკაშვილის შესაძლო უკანონო გადაყვანის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს. საქმის წარმოების ფარგლებში იკვეთებიან პირები რომლებიც პოლიტიკოსს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდნენ. რაც შეეხება თავად სააკაშვილს, უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება,”- აცხადებს უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომელი “უკრაინსკაია პრავდასთან” რომის ვინაობასაც გამოცემა არ ასაჯაროებს.   

მეტი...

“ახლა, როდესაც არჩევნები დასრულდა, არის იმედი, რომ ყველა პარტია კვლავ შეძლებს გაერთიანებას” – კელი დეგნანი

ახლა, როდესაც არჩევნები დასრულდა, არის იმედი, რომ ყველა პარტია კვლავ შეძლებს გაერთიანებას და კონსტრუქციულად მუშაობას რეფორმების შესასრულებლად, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა. ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წერილზე შარლ მიშელის, ჟოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეისადმი. კელი დეგნანის თქმით, საქართველოსთვის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება არის ბუნებრივი წინსვლა და იმედი გამოთქვა, რომ ამ მხრივ პროგრესი ძალიან მალე იქნება. „საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, იქნება ეს ევროკავშირი, აშშ თუ სხვები, რომლებიც ნამდვილად ზრუნავენ და მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სურთ, იხილონ რეფორმების გაგრძელება; იმ რეფორმების…

მეტი...

“უკრაინის კრიზისის მოგვარება დიპლომატიის საშუალებითაა შესაძლებელი” -იენს სტონტელბერგი

უკრაინის კრიზისის მოგვარება დიპლომატიის საშუალებითაა შესაძლებელი და რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს დაძაბულობის შესამცირებლად, – ამის შესახებ პარიზში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ალიანსის ლიდერი საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს. „რუსეთმა დეესკალაცია უნდა დაიწყოს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დაუბრუნდეს დიპლომატიას. კრიზისი პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტას მოითხოვს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ალიანსი ინარჩუნებს პოზიციას, რომლითაც მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას. თავის მხრივ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ უკრაინის მთლიანობაზე თავდასხმას მასობრივი სტრატეგიული…

მეტი...

თემქაზე 53 წლის მამაკაცი გაზით გაიგუდა

CO-თი ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა თბილისში – თემქაზე 53 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელია, რომელიც მას რამდენჯერმე ჩაუჭრეს. “თბილისი ენერჯის” სადისპეჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსი ირაკლი დეკანოიძე აცხადებს, რომ ის დანადგარი რაც გარდაცვლილის სახლში იყო დაყენებული ე.წ მკვლელი დანადგარი.

მეტი...

“ზუსტად ისიც არ ვიცით, ეს 2-პროცენტიანი ბარიერი იქნება სასარგებლო, თუ პირიქით” – ირაკლი კობახიძე

პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აგზავნიან წერილებს ევროპულ სტრუქტურებში, მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები აქვთ. ისინი ამ დღის წესრიგით მოქმედებენ მაშინ, როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეის მიმართავენ. მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ევროპული ინტეგრაცია. „ჩვენთვის არის მთავარი სახელმწიფოს ინტერესები. ჩვენთვის მთავარია, შეუქცევადი იყოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი და ამისთვის ბუნებრივია, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს. ამისთვის არის, მათ შორის მთელი რიგი რეფორმების გამყარება…

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარასთან საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.  განცხადებას სახელმწიფო უფსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია “ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ. მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის უკანონო ქმედება აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს…

მეტი...

“ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია” – სააკაშვილი

მე ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც 9 წელიწადში არცერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება. პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს. „გიორგი ლორთქიფანიძე არამხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. სწორედ მან აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში. ის არის უკრაინის პოლიციის და…

მეტი...

“ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურა, პირველ რიგში, პრემიერის პრეროგატივაა, გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდში ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება კი, პრემიერმა უნდა მიიღოს.  “პარტიის ორგანოები, პარტიის წესდების შესაბამისად იმოქმედებს. პოლიტსაბჭოსა და მის წევრებს თავისი ფუნქცია აქვთ, სწორედ ამის შესაბამისად იმოქმედებს ეკატერინე ტიკარაძეც. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურას, ეს არის, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელია პრემიერის პოზიცია. ბუნებრივია, რომ გუნდში კონსულტაციები მიდის, რომელიც გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რომ მინისტრის კანდიდატურა შეირჩეს,”- აცხადებს ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა ორბელიანის მოედანზე, ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, „ბაზარი ორბელიანზე“ გახსნა

პროექტის ჯამური ინვესტიცია 18 მილიონ ლარს აღემატება, რომლის 9 მილიონის სუბსიდირება მოხდა პროგრამა “აწარმოე საქართველოს” დახმარებით. პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან მოქმედ კოლმეურნეობის ბაზრის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. „ბაზარი ორბელიანზე“ სამ სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედორვე ტიპის აგრარულ ბაზარსა და კვების სივრცეს აერთიანებს. ადგილზე წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამების ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქცია. პირველი სართული ბაზარს დაეთმობა, სადაც 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი გაიყიდება. ამ ეტაპზე, ბაზარში 100-ზე მეტი მეწარმე და საცალო მოვაჭრეა წარმოდგენილი. მეორე სართული კვების 35 ობიექტს გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში…

მეტი...

ილია ჭიღლაძეს საპატრიარქომ მღვდელმოქმედება აუკრძალა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა. „როგორც ცნობილია, 2021 წლის 11 თებერვლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მიერ წმინდა სინოდისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ მასმედიის საშუალებით პერმანენტულად გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელთა შესწავლა დაევალა სინოდურ კომისიას. ამა წლის 3 მარტს გამართულმა სინოდურმა კომისიამ მოისმინა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) პოზიცია დეკანოზ ილია ჭიღლაძის ქმედებებთან დაკავშირებით. ამის…

მეტი...

ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება

ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებში ცვლილება შევა, რომელიც უკვე მომზადებულია. პროექტით, თუ ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ასარჩევად გამართული კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას კი არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს. ამასთან, აღნიშნულ კენჭისყრებს შორის დროის მინიმალური მონაკვეთი დადგენილი არ იქნება.

მეტი...

ოცნების დეპუტატმა ზუგდიდის საკრებულო დატოვა

ზუგდიდის საკრებულო  “ქართული ოცნების” დეპუატმა ირაკლი ლაგვილავამ დატოვა. მან დღევანდელ სხდომაზე თვითმმართველობით ორგანოს  უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა. ირაკლი ლაგვილავა წინა მოწვევის საკრებულოში, ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიას ხელმძღვანელობდა. ირაკლი ლაგვილავა ერთადერთი დეპუტატი არ არის, რომელმაც ზუგდიდის საკრებულოში დღეს პოსტი დატოვა. ენმ-ს წევრმა გიორგი ფიფიამ ასევე გააკეთა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

მეტი...

“სააკაშვილი თავს გრძნობს კვლავ სუსტად, თუმცა არის უკეთესად – მოხარულია, რომ სახალხო დამცველი ასე აქტიურად მონაწილეობს მის საქმეში” – ადვოკატი

როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე დაცვის მხარეც, მადლობას ვუხდით სახალხო დამცველს იმისთვის, რომ ის ძალიან აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საქმეში და ობიექტური მონიტორის ფუნქციას ასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს კვლავაც სუსტად, თუმცა, არის უკეთესად. ,,პრეზიდენტი თავს გრძნობს კვლავაც სუსტად, თუმცა, ჩემი აზრით, არის უკეთესად. მადლობას უხდის სახალო დამცველს მისი წინადადებისთვის და მოხარულია, რომ სახალხო დამცველი ასე აქტიურად მონაწილეობს ამ საქმეში. სახალხო დამცველს, ჩვენც, დაცვის მხარეც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ ის ძალიან აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის უფლებების…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო უკანონო კვეთის გამო უკრაინაში რამდენიმე მესაზღვრეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა

უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის შესაძლო უკანონო გადაკვეთის საქმეზე ჩატარებული შემოწმების შედეგად უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობამ უწყების რამდენიმე თანამდებობის პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა. ამის შესახებ უკრაინულ საიტ „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრესმდივანმა ანდრეი დემჩენკომ, რომლის თანახმად, სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო უკანონო გადაკვეთის ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება უწყებამ სექტემბრის ბოლოს დაიწყო. „გამოძიების დროს თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლდნენ სასაზღვრო ქვედანაყოფის, სასაზღვრო რაზმისა და სამხრეთრეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი შემადგენლობის წარმომადგენელი თანამდებობის პირები. არ შემიძლია გავამხილო გამოძიების ყველა დეტალი, ვინაიდან მასალა შეიცავს გასავრცელებლად შეზღუდულ ცნობებს, მაგრამ აღვნიშნავ, რომ მასალები წინასასამართლო გამოძიებისათვის…

მეტი...

“მუქარის მოთხოვნა დასავლელი პარტნიორებისგან ახალი ამბავი არაა” – გია ვოლსკი ევროპელი პარტნიორების მიმართ ოპოზიციის ნაწილის წერილზე

მუქარის მოთხოვნა დასავლელი პარტნიორებისგან ახალი ამბავი არაა,- არსებობს ტერმინი, უზნეო პოლიტიკა, როდესაც ოპონენტები არჩევნების დროს ვერ გერევიან და ცდილობენ, ქვეყანას ისეთი ვითარება შეუქმნან, რაც საზოგადოებას გააღიზიანებს ხელისუფლების წინააღმდეგ – უზნეობის ეს ხარისხი არ მგონია რომელიმე სხვე ქვეყნის პოლიტიკას ახასიათებდეს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპელი პარტნიორების მიმართ ოპოზიციის ნაწილის წერილს. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია. „ინდივიდუალური სანქციები, სანქციები სახელმწიფოს მიმართ, ეკონომიკის დესტაბილიზაცია, ინვესტიციების, ტურიზმის გზის ჩაკეტვა, ჩვეულებრივი მეთოდებია, რომელსაც ყოველდღიურად მიმართავენ. მაგრამ ერთი უნდა გავახსენო ყველას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმება არ შედგა იმიტომ,…

მეტი...

კობა კობალაძემ ‘’მეომრის ყავის კლუბის’’ დამაარსებლებს უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ უწყებაში ‘’მეომრის ყავის კლუბის’’ დამაარსებლებს, თამაზ დემეტრაშვილსა და ბიძინა მოისწრაფიშვილს უმასპინძლა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებს გაეცნო. თამაზ დემეტრაშვილი, რომელიც თავად რამდენიმე საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილეა ავღანეთსა და ერაყში, ბოლო 6 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.კლუბის დაარსების იდეა სწორედ იქ გაუჩნდა, სადაც მსგავსი ორგანიზაცია უკვე არსებობს. როგორც ის აღნიშნავს, მოქმედი და ვეტერანი სამხედრო მოსამსახურეების მხარდასაჭერად 1 თვის წინ შეიქმნა „მეომრის ყავის კლუბი’’, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში, უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის ყავის მოძიებას, ტრანსპორტირებას, ადგილზე მოხალვას და მომხმარებლის სახლის კარამდე მიტანას. ყველა ამ…

მეტი...

უკრაინა მზად არის, დონბასის რეგიონის „სპეციალური სტატუსის“ განსაზღვრაზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს

უკრაინა მზად არის, ჩაერთოს მოლაპარაკებებში „სპეციალური სტატუსის“ განსაზღვრაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც კავშირი აქვს აშშ-სა და უკრაინის კერძო მოლაპარაკებებთან. „ევრონიუსის“ წყარო ამბობს, რომ უკრაინა უარს იტყვის ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც რეგიონს აძლევს ვეტოს ვირტუალურ უფლებას ეროვნულ პოლიტიკაზე. „უკრაინა მზად არის, ჩაერთოს მოლაპარაკებებში „სპეციალური სტატუსის“ განსაზღვრაზე, მათ შორის შესაძლო ცვლილებების ჩათვლით, რომლებიც განაპირობებს მის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის კულტურულ და ენობრივ განსხვავებებს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე მოსაუბრეა“, – წერს „ევრონიუსი“. მანამდე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა უკრაინული კომპრომისების საჭიროების შესახებ კითხვაზე განაცხადა, რომ…

მეტი...

სემეკში ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS) დადებითად შეფასდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS) დადებითად შეფასდა. სემეკისთვის მინიჭებული ISO 9001:2015-ის ფარგლებში, სააკრედიტაციო ავსტრიული ორგანიზაციის ,,ტუვ ავსტრიას (TÜV AUSTRIA CERT GMBH) მიერ, მიმდინარე წლის ნოემბერში პირველად ჩატარდა საზედამხედველო/საკონტროლო აუდიტი, რომელშიც აღინიშნა, რომ სემეკს, როგორც ISO 9001:2015-ის სერტიფიკატის მფლობელს, მაღალი შეფასება მიენიჭა. აუდიტის დასკვნაში წერია: „სემეკში საქმიანობს ძალიან კომპეტენტური და მოტივირებული გუნდი. თანამშრომლებმა გამოავლინეს ხარისხის მენეჯმენტის სიტემის(QMS) კარგი ცოდნა. დოკუმენტაცია სწორად, სრულყოფილადაა შედგენილი და პროცესების შეფასება ხდება მაღალ დონეზე. ტოპ მენეჯმენტის საქმიანობა, საქმისადმი ერთგულება და მართვა მაღალ დონეზეა წარმოდგენილი“. სემეკს ISO 9001:2015 საერთაშორისო ხარისხის…

მეტი...

“ამ დროისთვის არ მაქვს მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება არსებობს” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არ მაქვს მტკიცებულებები, რომელიც ათქმევინებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება არსებობს. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროების შესახებ დარგის კვალიფიციურ ექიმთა დასკვნა უნდა არსებობდეს.  “ექიმები თუ იტყვიან, რომ მას აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია ციხის პირობებში და შესაბამისი რეკომენდაცია გაიცემა, შეიძლება ამაზე ვისაუბროთ. ამ ეტაპზე, ბოლო ვიზიტის მიხედვით,ასეთი რამ ჩემი კონსილიუმის ექიმების მხრიდან არ თქმულა. თუმცა საინტერესოა ვნახოთ და დღეს შევაფასოთ, რა ვითარებაა. ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. პაციენტს თუ აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის რეაბილიტაცია შეუძლებელია საქართველოში, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიზნებიდან, ადამიანის სიცოცხლისა…

მეტი...

“პარლამენტის 150 წევრიდან ბიზნესთან კავშირი აქვს 62 დეპუტატს, 10 დეპუტატს წილის საკუთრება არასრულად აქვს მითითებული” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს. როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, საკითხით საჯარო სამსახურის ბიურო უნდა დაინტერესდეს და ინტერესთა შესაძლო შეუთავსებლობის საკითხი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლოს. „არადეკლარირებული კომპანიები რეალურად ეწევიან თუ არა სამეწარმეო საქმიანობას, ამის დადგენის შესაძლებლობა ჩვენ არ გაგვაჩნია და ამ საკითხით საჯარო სამსახურის ბიურო უნდა დაინტერესდეს, ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი კი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა შეისწავლოს. პარლამენტის წევრთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებსა და კომპანიებში მათი კუთვნილი წილების შესახებ ინფორმაცია კვლევაში მოცემულია 2021 წლის…

მეტი...

“მოსახლეობამ მკაფიო ნება გამოხატა და მხარი დაუჭირა ქვეყანაში რადიკალურ ცვლილებებს, ადამიანის უფლებები ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია” – ირაკლი ღარიბაშვილი

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოს მოსახლეობამ მკაფიო ნება გამოხატა და მხარი დაუჭირა ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების განხორციელებას, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნაზე, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის და იქნება საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვის, განვითარების და წინსვლის შესაძლებლობის გარანტი. „2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოს მოსახლეობამ მკაფიო ნება გამოხატა და მხარი დაუჭირა ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების განხორციელებას. საქართველოს…

მეტი...

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი წარდგენა არ განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მისი წარდგენა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე არ განიხილება. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა ყველა აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, შესრულდეს და გარდამავალი პერიოდიც იყოს სრულიად უმტკივნეულო, როგორც სამინისტროს პერსონალისთვის, ასევე მთლიანად სისტემისთვის. „თანამდებობის მიზეზებთან დაკავშირებით ქალბატონმა მინისტრმა თავად არ ისაუბრა, მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო, რათა მისი პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას…

მეტი...

რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი – კახა კალაძე ჯანდაცვის მინისტრის დაპირისპირების მიზეზით წასვლას გამორიცხავს

მმართველ გუნდში დაპირისპირებას და ჯანდაცვის მინისტრის ამ მიზეზით გადადგომას უარყოფს დედაქალაქის მერი. კახა კალაძის თქმით, ეკატერინე ტიკარაძე გუნდში რჩება და მას პარტიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს “მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის, პარტიაში გააგრძელებს მუშაობას, პოლიტსაბჭოში. თუ ვინ იქნება მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილი. არანაირი დაპირისპირება არ იყო, არავინ არ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით. რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი?! შეიძლება გარკვეულ საკითხებში იყო მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, არ ვიცი მე არ ვარ მთავრობის წარმომადგენელი,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

„ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ, აღმოვაჩინეთ აუფეთქებელი ჭურვი СПГ-9“ – დავით ქაცარავა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და პოსტს წერს, როგორც ქაცარავა ამბობს ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს აღმოაჩინეს ჭურვი და ამის შესახებ ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: ლოკაციას შეგნებულად არ ვასახელებთ. „ჩვენი ერთ-ერთი ბოლო პატრულირების დროს, ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ, აღმოვაჩინეთ აუფეთქებელი ჭურვი СПГ-9. ტროლების და ქოცაქტივისტბოტების საყურადღებოდ: შესაბამისი სტრუქტურები მყისიერად ჩავაყენეთ საქმის კურსში, მივიყვანეთ კონკრეტულ ადგილას, ვაჩვენეთ. დიდი იმედი მაქვს, ეს ჭურვი უკვე განაღმულია. ასე რომ მხოლოდ ერთი არგუმენტი გრჩებათ – ეს ჭურვი ჩვენ მივიტანეთ, დავდეთ და მერე დავუძახეთ პოლიციას. რისთვის? რა თქმა უნდა, თავს ვიპიარებთ. და რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა…

მეტი...

სახალხო დამცველი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სისტემურ დარღვევებზე საუბრობს

ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2021 წელს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომასშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, უკანონო მიყურადების ფაქტები მასშტაბური იყო, რაც საგანგაშოა. „წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. 21 მარტს, ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელდა ყოფილი სამართალდამცავის აღიარებითი ინტერვიუ, რომელიც საუბრობდა პოლიტიკოსების, მათ შორის ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში განხორციელებული უკანონო მიყურადების თაობაზე. მოგვიანებით ანა დოლიძემ დაადასტურა ყოფილი სამართალდამცავის მიერ ინტერვიუში მითითებული ფაქტობრივი მოცემულობის სიზუსტე. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა ფორუმზე. მისივე შეფასებით, მიმდინარე…

მეტი...

„რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწურ სიტყვებზეა საუბარი“ – კახა კალაძე ტიკარაძე-ღარიბაშვლის შესაძლო დაპირისპირებაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მედიის კითხვას უპასუხა და ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის დაპირისპირება გამორიცხა. მისი შეფასებით, მთავრობის კაბინეტში არანაირი უწმაწური სიტყვები არ ყოფილა. „არამგონია,  არ არის ეს სწორი ინფორმაცია, რატომ იგონებთ  ამას. მთავრობის სხდომას კახი კალაძე არ ესწრებოდა. არანაირი დაპირისპირება არ იყო, არავინ არ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით. რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი. შეიძლება გარკვეულ საკითხებში იყო მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, მე არ ვარ მთავრობის წარმომადგენელი, ამიტომ გამიჭირდება. მთავრობის ხელმძღვანელი თავისი კაბინეტის მინისტრებს სამუშაო ფორმატში რა თემებზე ესაუბრება, ეს რა თქმა უნდა,…

მეტი...

კობა კობალაძე უნგრეთის საელჩოს პირველ მდივანს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოში უნგრეთის საელჩოს პირველ მდივანს, ზოლტან ჰეგის შეხვდა. კობა კობალაძემ ზოლტან ჰეგის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრა სამსახურის პრიორიტეტებზე საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში; ევროპის ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის შესახებ და უნგრეთის ვეტერანების სამსახურთან და ამ მიმართულებით, უნგრეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, პირველმა მდივანმა, კობა კობალაძეს და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს თანადგომა გამოუცხადა და საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, ამ მიზნით, უახლოეს მომავალში,…

მეტი...

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეზე სს საქმე აღიძრა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში შემოპარვის მარშრუტის დაგეგმვაშია ბრალდებული. პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა ამავე საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიასთან და სწორედ ლორთქიფანიძის გეგმით ჩასვეს ის ტრაილერში რომლითაც საქართველოში შემოიყვანეს. „გიორგი ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში შეხვდა ბრალდებულ ელგუკჯა ცომაიას და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია იგი, მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. 2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გიორგი ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა, ამჯერად საქართველოში მყოფ ე. ც.-ს და მოსთხოვა მას უკრაინაში ჩასვლა. ე.ც. 20 სექტემბერს მისი კუთვნილი…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის დახმარებისთვის პროკურატურამ ყოფილ მაღალჩინოსანზე სს საქმე აღძრა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე მორიგი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამჯერად საუბარია შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე, გიორგი ლორთქიფანიძეზე, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს დაეხმარა.  აღნიშნულ თემაზე, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მედიისთვის სპეციალური ბრიფინგი გამართა. “საქართველოს პროკურატურამ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა…

მეტი...

ვირუსით 49 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 334 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 825 442. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 631 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 575 შემთხვევა, აჭარა – 148, იმერეთი – 543, ქვემო ქართლი – 226, შიდა ქართლი – 280, გურია – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 236, კახეთი – 166, მცხეთა-მთიანეთი – 86, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

მეტი...

ვირუსით 3 454 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 623  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 454  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 334  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.82%.  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  882 822-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.74%.

მეტი...

აშშ-მ „ბუსტერის“ 16-17 წლის მოზარდებში გამოყენება დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, ე.წ. ბუსტერის სახით „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინის 16-17 წლის მოზარდებში გამოყენების ნებართვას იძლევა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ე.წ. ბუსტერის გამოყენება რეკომენდირებულია აცრის მეორე დოზიდან 6 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ბუსტერი  „ომიკრონითა“ და სხვა ვარიანტებით დაინფიცირებისგან დაცვას აძლიერებს.

მეტი...