„ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარია საქართველოს პატრიარქს შეხვდა და აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილე მიულოცა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, განსაკუთრებული პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. „ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სრულიად ახალი პარტია გვაქვს, ბევრია საქმე და სამუშაო, ამიტომ გვიწევს რეგიონებში ხალხთან მუშაობა, თან განსაკუთრებული პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა და საკრებულოების დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები აი ამ საკანონმდებლო ორგანოებით, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.  

მეტი...

„მასიური შიმშილობების შედეგად, მაჰათმა განდიმ ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუპოვა“ – სააკაშილი მოშიმშილეებს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის მხარდამჭერ მოშიმშლეებს მიმართავს და ახსენებს, რომ შიმშილობა წარმატების მომტანია. „იმ ხალხს, ვისაც შიმშილობა პროტესტის მარგინალური და არაეფექტური ფორმა ჰგონია, მინდა შევახსენო, რომ მასიური შიმშილობების შედეგად, მაჰათმა განდიმ ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუპოვა, მანდელამ და მისმა თანამებრძოლებმა კი აპარტეიდი ჩამოშალეს“ – წერს მიხეილ სააკაშვილი. მისი შეფასებით, შედეგის მისაღწევად მოშიმშილეებს დიდი დრო არც დასჭირდებათ. „ჩემი მეგობარი ანატოლი შარანსკი, საერთო ჯამში 1 წელზე მეტი შიმშილობდა და რეიგანისა და გორბაჩოვის შეხვედრებზე მის თემას მთავარი ადგილი ეჭირა. შარანსკი იყო მერაბ კოსტავას თანამებრძოლი, რომელიც ასევე დიდხანს და ბევრჯერ შიმშილობდა.  ანატოლი შემდეგ ისრაელში…

მეტი...

გიორგი მარგველაშვილს უფლებას მისცეს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პატიმრობაში მყოფ წინამორბედს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. “გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რადგან მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია. აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუწყოს ხელი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზებაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.  

მეტი...

„თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ, არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის,  რანაირად უნდა შეურიგდე?“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ე.წ. დიდი შერიგების თემაზე მედიასთან კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ შერიგებამდე გარკვეული გზებია გასავლელი. მისი შეფასებით,  ჯერ, მნიშვნელოვანია იმ არაერთი დანაშაულის შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კისერზეა. “ყველაფრის საფუძველი უნდა იყოს შეფასება. პრეზიდენტმაც ამაზე გაამახვილა ყურადღება. უნდა შეფასდეს ყველაფერი, მათ შორის, ის დანაშაულები რაც ჩაიდინა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. თუ ეს ყველაფერი შეფასდება, ამას თუ მოჰყვება აღიარება და განცხადება, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური პარტიის ადგილი არ არის დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში, ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ შერიგებაზეც და ყველაფერზეც, მაგრამ ამის იმედი რამდენად შეიძლება გვქონდეს არ ვიცი“ –…

მეტი...

„რამაზ გერლიანი თვითმკვლელობას გეგმავდა“ – ახლობლები „მედიაცენტრ მთავარში“

„სამართალდამცველების ძებნის შემდეგ რამაზ გერლიანი განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობდა. ის იმყოფებოდა სურამში, სადაც ნაქირავები ჰქონდა ბინა.  მიზეზი თუ რატომ წავიდა რამაზ გერლიანი არის ერთთვიანი დაპირისპირება, რომელიც გერლიანსა  და სამართალდამცავს შორის მიმდინარეობდა“ – განაცხადა რამაზ გერლიანის მეგობარმა და თანაგუნდელმა ნოდარ სირბილაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ მისი თქმით, რამაზი აფექტურ მდგომარეობაში იყო, როცა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. „რამაზი ამბობდა, რომ სამართალს ვერ მიაღწია, ღირსება შელახულია. ამბობდა იმასაც რომ მიმდინარეობდა ზეწოლა. ის აფექტის მდგომარეობაში იყო. სამართალდამცველებმა რამაზ გერლიანის თვითმკვლელობის ფაქტი აღკვეთეს. ის ფსიქოლოგიურად განადგურებულია, თუმცა, გააგრძელებს ბრძოლას სამართლიანობისთვის. ფსიქოლოგიური წნეხი, რომელიც მიმდინარეობდა პოლიციელისგან მის მიმართ, ამას…

მეტი...

„ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს სამედიცინო დახმარების ხარისხის დაქვეითებას“ – პაატა ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“

„ომიკრონის“ შტამი ფეხმძიმეებშიც ისევე მიმდინარეობს, როგორც არსებული შტამები. „ომიკრინი“ გავრცელების მხრივ ძალას იკრეფს და იმაზე ბევრად სწრაფია, ვიდრე არსებული შტამები“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ ღუდუშაურის კლინიკის  პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა  პაატა ჟორჟოლიანმა. მისივე შეფასებით, შტამის დომინანტობა გამოიწვევს იმას, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი დაიკლებს. „ომიკრონთან“ დაკავშირებით ინფორმაცია საკმაოდ მწირია. გავრცელების არეალი უკვე საკმაოდ დიდია. „დელტა“ შტამთან შედარებით,  „ომიკრონის“ შტამი შედარებით მარტივად მიმდინარეობს, თუმცა შემთხვევათა რაოდენობის ზრდა გამოიწვევს სამედიცინო დახმარების ხარისხის დაქვეითებას. გადაივსება რეანიმაციები და თერაპიული განყოფილებები.  შეიძლება მივიღოთ უფრო გართულებული შემთხვევები“, – განაცხადა პაატა ორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, „ომიკრონ“ შტამთან გასამკლავებლად აუცილებელია…

მეტი...

ერთი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა

ხარაგაულში, კერძოდ კი ვერტყვიჭალაში სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც საამქროში დასაქმებულმა ექვსმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, ხოლო ერთი გარდაიცვალა. დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების სამსახურები. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება. რკინის საამქრო, სადაც ტრაგედია დატრიალდა, იმ ჩინურ კომპანიას ეკუთვნის და ჩქაროსნული მაგისტრალი შენდებოდა. დაშავებულებს შორის ჩინელებიც არიან.

მეტი...

ცხინვალში, ოკუპანტების სამხედრო ნაწილი ზვავმა ჩაიყოლა

ოკუპირებულ ცხინვალში განთავსებული რუსეთის სამხედრო ნაწილი ზვავმა მოიყოლა. როკის გვირაბთან მოწყვეტილი თოვლის მასა სწორედ  ოკუპანტების სამხედრო ნაწილს დაეცა. ზვავის ჩამოწოლის შედეგად 2 რუსი სამხედრო დაიღუპა. ორი სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, ზვავში მოყოლილ ერთ ადამიანს კი  ეძებენ. სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა განადგურდა.

მეტი...

ახალი წელი გავატაროთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად – რეკომენდაცია

კორონავირუსის ახალი შტამის თავიდან ასაცილებლად და მასშტაბების შესამცირებლად, მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, სადღესასწაულო დღეები ოჯახურ გარემოცვაში გაატარონ. როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელებიდან გამომდინარე, აღნიშნული  რეკომენდაცია შესასრულებელია. „კარგი იქნება, თუ წელს მშობლები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და თავს შეიკავებენ დახურულ სივრცეში ახალი წლის აღნიშვნისგან. უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად. ეს ნაკლები რისკია ახალი, უცნობი კონტაქტის და ინფექციის გავრცელების. დახურულ სივრცეში სადღესასწაულო ზეიმი მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავრში“.  

მეტი...

საკოორდინაციო საბჭო ვაქცინაციის ვადების შემცირებას განიხილავს

კორონავირუსის ახალი შტამის შემოსვლასთან დაკავშირებით, მედიკოსები ფიქრობენ, რომ აცრებს შორის პერიოდი უნდა შემცირდეს. როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, რეკომენდაციას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს. „მომზადებულია ღონისძიებათა პაკეტი.  ერთ-ერთი მოსალოდნელი ღონისძიება, რომელიც შეიძლება იყოს განხილული და ჩვენ ამას ალბათ, იმუნიზაციის საბჭოზე განვიხილავთ, ეს არის ღონისძიება, რომელიც ვაქცინაციის მეორე დოზასა და „ბუსტერ“ დოზას შორის ვადების შემცირებას დაუკავშირდება. ეს იქნება ერთ-ერთი ადეკვატური პასუხი ამ გამოწვევაზე. იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ“, – განაცხადა ვანო ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მეტი...

„შესაძლოა, დღეში 12-15 000 ინფიცირებული მივიღოთ“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ  „ომიკრონის“ საფრთხეებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, მსოფლიოს ქვეყნებში 3-4 კვირაში ხდება დომინანტური. „თუ დავუშვებთ ინფიცირების 2-3-ჯერ გაზრდას, შესაძლოა, საქართველოში „ომიკრონის“ შემოსვლამ და შემდეგ მისმა დომინანტურად გახდომამ ყოველდღიურად 12-15 ათასი ინფიცირებული გამოიწვიოს. ეს ერთ-ერთი სერიოზული და ალბათ, ყველაზე სახიფათოა, რაც ამ ვარიანტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. პროფოსორის განმარტებით, დაავადების მიმდინარეობა მძიმე არ არის, თუმცა, გავრცელების მასშტაბებით სახიფათოა. „არის თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადების განმაპირობებელი, ამის საბოლოო შეფასება…

მეტი...

მედიკოსები ვაქცინის მეოთხე დოზის შემოღების საჭიროებაზე საუბრობენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ე.წ. ბუსტერ დოზებს შესაძლოა, მეოთხე დოზაც დაემატოს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ოთხი დოზით 1000 ადამიანია აცრილი. „დაახლოებით, 1000 ადამიანია მეოთხე დოზით აცრილი. ესენი არიან ძირითადად ის მოქალაქეები, ვინც აცრილები იყვნენ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ და მიემგზავრებიან ისეთ ქვეყნებში. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე მეოთხე დოზის შემოტანა, ისევე როგორც მესამე „ბუსტერი” შემოვიღეთ, საჭირო გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ისრაელმა უკვე მიიღო“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.  

მეტი...

„კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია“ – გიორგი ღიბრაძე

ღამის კლუბები არ გაიხსნება. საკოორდინაციო საბჭოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. „საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი. მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ამ ვირუსის გავრცელება ჩვენთანაც მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია“ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბითაც ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს. „საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი. მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ამ ვირუსის გავრცელება ჩვენთანაც მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. იმიტომ, რომ ტენდენციაც რომ…

მეტი...

თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით საქართველოში სულ „ომიკრონ“ შტამის 24 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით საქართველოში სულ „ომიკრონ“ შტამის 24 შემთხვევაა დადასტურებული. მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. „ჩვენთან დღეს უკვე „ომიკრონის“ 24 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ყველა მსუბუქი მიმდინარეობის არის. პირველი ორი შემთხვევის კონტაქტების გამოკვლევა მოხდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებიც ორშაბათს გამოცხადდა. გამოკვლევის შედეგად ვირუსი კონტაქტში მყოფ ყველა პირს დაუდასტურდა. ყველა ინფიცირებული ვაქცინირებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

საჯარო სექტორში პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები ცხადდება

საჯარო სექტორში პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები ცხადდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს შეეხება საჯარო დაწესებულებებს. „სკოლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. ამასთან, დამატებით საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 10 იანვრამდე პერიოდი 1-ლი იანვრიდან დაწყებული, ეს ეხება საჯარო დაწესებულებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

მეტი...

ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დამატებით, 99 ოჯახი დაკმაყოფილდება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა. როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დაახლოებით, 3 000 დაზარალებული ოჯახის პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. „მინდა, შევეხო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემას. იცით, რომ სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს, თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში, ეს ადამიანები საკუთარი ფართების მიღებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გადაწყვეტილებების მიღება, რომ ოჯახები, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული არიან, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ. არის კონკრეტული ადგილები, სადაც მშენებლობაა დაწყებული და ადამიანების გარკვეული რაოდენობა საცხოვრებელ ბინებს ელოდება. არიან კონკრეტული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურებს…

მეტი...

პირველი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდება

პირველი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პირველ თებერვლამდე საზოგადოებას მეტროს, ავტობუსების, მიკროვტობუსის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ აბონიმენტები. მისი თქმით, 5 იანვრიდან დაიწყება ბარათების გაყიდვა მეტროს სალაროებში და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში. „რაც შეეხება აბონიმენტებს, გვექნება ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი, რომელიც ეღირება ერთი ლარი, ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მოიხმარენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდება შეღავათიან ფასში ხანგრძლივადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტში, მეტრო, ავტობუსი, მიკროავობუსით სარგებლობა და ამ ტრანსპორტებს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდიან 90 წუთის განმავლობაში. მეორე შემოგვაქვს…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 5 წლის განმავლობაში 2021 წელს ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართა, სადაც პოლიციის მიერ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის 2021 წლის შედეგებიც შეაჯამეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტად კვლავ რჩება ნარკოდანაშაულის აღმოფხვრა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი მიმდინარე წელს დავაკავეთ. გაგაცნოთ 2021 წელს საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებული სტატისტიკურ მონაცემები. მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი. ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 4 კილოგრამი “კოკაინი”, 5 ათასი აბი “სუბუტექსი“, 3 კილოგრამი „ალფა-პვპ“, 26 კილოგრამი “ბიო” და სხვა სახის ნარკოტიკები. შინაგან…

მეტი...

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში ყინვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები – ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი; მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. უწყების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. „23-26 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 072 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 52 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 45 153 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 160, „პისიარ“ ტესტით – 16 993. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,07%, ბოლო 14 დღის – 6,58%, ბოლო შვიდი დღის – 6,19%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 916 477 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 869 411 გამოჯანმრთელდა, 13 221 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 414 722 აცრა, დღიურად აცრილია 13 878. კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 488 ადამიანი გადის, კლინიკურ…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 221-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 739 პირს დაუდასტურდა, 3 072 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 21 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 282 შემთხვევა გამოვლინდა, 3 263 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა შემდეგ საავტომობილო გზებზე მოქმედებს: გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40–კმ158 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დრეს, 12:00 საათზე დაიწყება. პროცესი  სისხლის სამართლის საქმეს, კერძოდ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სასამართლო სხდომას თავად ბრალდებულ მესამე პრეზიდენტი არ დაესწრება. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება სახელწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. აღნიშნული საქმეზე ასევე დაკავებულები არიან: ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.  

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ადასტურებს, რომ მას ინტენსიური მოლაპარაკებები აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და ეს ეხება უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან გზავნილებს ხშირად იღებს. „გულწრფელად გეტყვით, მისგან ვიღებ წერილებს, ის კი ჩემგან – ინფორმაციას. არაერთგზის ველაპარაკე საქართველოს ხელისუფლებას ბატონი სააკაშვილის თემაზე. მომმართეს, რომ მეუღლესა და დედას შესძლებოდათ მისი მონახულება. დავურეკე, ვთხოვე. მათ ჩვენთვის უარი არ უთქვამთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. მისივე თქმით, არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელზეც საუბრისგან, ამ ეტაპზე, თავს იკავებს. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს, არის მკურნალობის პროცესში უკრაინელი ექიმების ჩართვა, თუმცა,…

მეტი...

„სიკვდილთან შეხვედრა“ – რამაზ გერლიანი თვითმკვლელობას გეგმავდა  

3 დღით გაუჩინარებული რამაზ გერლიანი სამართალდამცველებმა სურამის ტყეში იპოვეს. ის დილით, დაახლოებთ 3:00 საათზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ დრომდე კითხავდნენ. გერლიანმა პოლიციის განყოფილება რამდენიმე წუთია, დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო „სიკვდილთან შეხვედრა“. “სურამში და სურამის ტყის მიმდებარედ ვმოძრაობდი. მივეცი განმარტება და მანამდეც დავწერე გიორგი გოგნიაშვილის, პოლიციელის მხრიდან ჩემს მიმართ უღირსი და პატივის აყრის ქმედებაზე.  ეს იყო ძირითადი მიზეზი რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ჩემი ნებით ვიყავი წასული. მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტივით დაკითხვა და ასე შემდეგ. ეს იყო სიკვდილთან…

მეტი...

გაურკვეველ მდგომარეობაში გაუჩინარებული რამაზ გერლიანი გამოჩნდა

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი, რომლიც 19 დეკემბერს გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა, გამოჩნდა. როგორც ახლობლებმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ის ჯანმრთელად და კარგადაა. რამაზ გერლიანი, ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. “მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით, ის დღეს დილით, 03:00 საათზე გამოჩნდა. შეგახსენებთ, რამაზ გერლიანს ოჯახი 19 დეკემბრიდან ეძებს. მისი მანქანა მიტოვებული ავჭალის პოლიციასთან ნახეს. გაუჩინარებამდე გერლიანმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა და პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა.  ეს პოსტი სოციალურ ქსელში უცნობი მიზეზით უკვე აღარ იძებნება.  ასევე ცნობილი გახდა, რომ დაკარგულ გერლიანს ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გერლიანის ოჯახის…

მეტი...