„შეუძლებელია, ვინმეს სიამოვნება მიგვაროს ადამიანის ისეთმა გათელვამ“ – ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსული ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების შურისძიების მსხვერპლია და ამით ბედნიერი ვერავინ იქნება.    ,,პირველ რიგში, მინდა მივმართო იმ ხალხს, ვისაც აქვს ლეგიტიმური მათ შორის არმოწონება, არმიღება ან პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილის მიმართ. არ მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც აწუხებს ძალადობა, აწუხებს ადამიანის უფლებების დარღვევა და ეს აწუხებს წინა მთავრობიდან მოყოლებული, არ მგონია, რომ რომელიმე ბედნიერი იყოს იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა და ზოგადად ერთი ადამიანი შეიძლება ხელისუფლების შურისძიებამ ჩააგდოს.შეუძლებელია, რომ ვინმეს სიამოვნება მიჰგვაროს ადამიანის ისეთმა გათელვამ, რაც ჩვენ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალის…

მეტი...

„ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში იქნება“ – ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს პარლამენტის წევრმა, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ვერ მოისვენებს, სანამ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში იქნება, მისივე შეფასებით, ყოფილი პრეზიდენს ძალიან დიდი ზიანი მიადგა და მას არანაირი ბოღმა არ გააჩნია.      ,,მეც გავდივარ რეაბილიტაციის პროცესს, მაგრამ მას ბევრად უფრო მძიმე პროცესი ჰქონდა. იგივე, ღირსების შემლახავი პროცესი მის წინააღმდეგ, უფლებების გათელვა, ეს ყველაფერი, სტრესთან ერთად. მას ძალიან დიდი ზიანი მიადგა, ეს არის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ის შინაგანად არის მხნედ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი ფიქრები არის როგორც წარსულზე, ასევე მომავალზე, მე…

მეტი...

მოზარდის განზრახ მკვლელობისთვისა და დანაშაულის დაფარვისთვის არასრულწლოვნებს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, 4 დეკემბერს, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე  დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყებაში განმარტავენ, სახეზეა განზრახ მკვლელობა. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. ერთ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.…

მეტი...

“ირაკლი კობახიძე, შეეშვი დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას, ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველ ჯერზე წააგებ” – იან კელი

“ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ის არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის“, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი Twitter-ზე ეხმიანება. „ირაკლი კობახიძე, შეეშვი დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველ ჯერზე წააგებ“, – წერს იან კელი.

მეტი...

“საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ინვესტორებისა და ბიზნესისთვის გზავნილია, რომ 2022 წელს ეკონომიკის მთავარი წარმმართველი ძალა სწორედ კერძო სექტორი იქნება” – ლაშა ხუციშვილი

მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ინვესტორებისა და ბიზნესისთვის გზავნილია, რომ 2022 წელს ეკონომიკის მთავარი წარმმართველი ძალა, სწორედ კერძო სექტორი იქნება, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება გულისხმობს, რომ ქვეყანა მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, მთავარი მესიჯია იმ მიმართულებით, რომ წარმმართველი როლი ეკონომიკაში კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს. „მომავალი წლის ბიუჯეტში გამოვყოფდი ორ მთავარ მიმართულებას. პირველი ესაა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების წამახალისებელი სტიმულები, როგორიც არის სხვადასხვა პროგრამები სამეწარმეო მიმართულებით და ასევე, კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. იცით, რომ სწორედ კაპიტალურ ხარჯებზეა  მნიშვნელოვნად დამოკიდებული როგორი ზრდა ექნება ქვეყანას, იმიტომ,…

მეტი...

პარლამენტში 16-17 დეკემბერს ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებს მოუსმენენ

16-17 დეკემბერს პარლამენტში ორი მინისტრის მოსმენა იგეგმება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკისა და იუსტიციის მინიტრები მივლენ. ამასთან, კახა კუჭავას განმარტებით, ოთხშაბათს დამტკიცდება ბიუჯეტი. „მომავალი კვირა ბოლო სასესიო კვირაა. ხუთშაბათს და პარასკევს გვექნება ორი მინისტრის – ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრების მოსმენა და ოთხშაბათს გვექნება ბიუჯეტის დამტკიცება. სამშაბათი იქნება ჩვეულებრივად განცხადებების დღე, როგორც წესია და ყველა ის კანონპროექტი, რომელიც მისაღები გვაქვს, გადანაწილდება. რამდენიმე დაჩქარებულითაა შემოსული, რომელსაც მხარს დავუჭერთ. გადანაწილდება, კვირის განმავლობაში რომ იქნას მოსმენილი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მეტი...

“რა ეწყინა ამ ხალხს – მეცენატი არ არის ბიძინა ივანიშვილი, თუ ქველმოქმედი?” – მამუკა მდინარაძე ისტორიის სახელმძღვანელოზე

“ქართული ოცნები” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა განცხადებებს, სკოლის სახელმძღვანელოში 2008 წლის აგვისტოს ომის ჩანაწერთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერი ისტორიის სახელმძღვანელოში არ იძლევა იმგვარი ინტერპრეტირების საშუალებას, თითქოს 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.  “ამ ქვეყანაში ვინც არ უნდა იყო და რომელ პარტიასა და მედიასაშუალებასაც არ უნდა წარმოადგენდე, უნდა იყოს ერთი მარტივი დათქმა – სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არანაირი ნარატივის გატარება არ შეიძლება. როდესაც სახელმძღვანელოში ამოიკითხავ ფრაზას, რომ საკუთარ რეგიონში, საკუთარ ტერიტორიაზე შეყვანილ იქნა შეიარაღებული ძალები, ამას არ უნდა მისცე იმგვარი ინტერპრეტაცია, როგორც გააკეთა “ნაცმოძრაობის” რამდენიმე ტელევიზიამ თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებმა, რომ თითქოს…

მეტი...

“სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ – მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ, მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა” – სააკაშვილი

სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ – ეს ყველაფერი კეთდება ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და ყურადღების გადასატანად,- ამის შესახებ გორის სამხედო ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. როგორც სააკაშვილი აცხადებს, უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. „ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე – ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება…

მეტი...

ომიკრონი უკვე რუსეთშია – ახალი შტამი 2 ადამიანს დაუდასტურდა

რუსეთში ორ ადამიანს, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან ჩავიდნენ, კორონავირუსის ომიკრონ შტამი დაუდასტურდათ, Ria.ru-ს ინფორმაციით, ამის შესახებ “როსპოტრებნადზორი” იუწყება.  მანამდე ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ კორონავირუსი სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ რამდენიმე მგზავრს დაუდასტურდა, თუმცა ვარიანტის დადგენა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.  ახალი შტამი B.1.1.529 ბოტსვანაში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს აღმოაჩინეს. ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი შტამები.  ომიკრონი საქართველოში, ჯერჯერობით, არ გამოუვლენიათ. 

მეტი...

“მაგ ისტორიის წიგნის პაროდიას სულ წითელი ღაჟღაჟა პომადით ჩავასწორებ, თქვე ძაანძაან საცოდავებო” – მაია დარსმელიძე

მუსიკოსი მაია დარსმელიძე ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში ბიძინა ივანიშვილის შეტანას სოციალურ ქსელში ეხმაურება: “გაისად ჩემი შვილი მეცხრეკლასელი იქნება და მაგ ისტორიის წიგნის პაროდიას სულ წითელი ღაჟღაჟა პომადით ჩავასწორებ, თქვე ძაანძაან საცოდავებო” – წერს მაია დარსმელიძე.

მეტი...

“მომავალში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე, გონს თუ მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია” – სააკაშვილი

ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე, გონს თუ მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე – ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა. მე მინდა, ვუთხრა…

მეტი...

“მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ადამიანის მკვლელობის ტოლფასია ბიზნესში” – ხაზარაძე

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა მათ ისეთ დანაშაულს აბრალებს, რაც ბიზნესში ადამიანის მკვლელობის ტოლფასია. მისი განმარტებით, ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და წაყენებული ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული, საქმეში კი დაზარალებული არ ფიგურირებს: „სამი წლის განმავლობაში რაღაც ისეთი ფაილი ხომ უნდა აღმოჩენილიყო, რითაც დასტურდება, რომ მე და ბადრი ვიღაცას შევხვდით, რომ ვიღაცას თვალი ჩავუპაჭუნეთ. როცა 12- წლიან პატიმრობაში გვიშვებთ, ამისთვის რაღაც ფაქტი ხომ უნდა არსებობდეს?! მაინტერესებს ვინ იჩივლა ჩვენს წინააღმდეგ, ვინ არის დაზარალებული. ეს ორი ვიღაც მაპოვნინეთ ვინც იტყვის, ბატონო პროკურორო, 2008…

მეტი...

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს საერთაშორისო პროექტების მასთან შეთანხმებას

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რომ მასთან წინასწარ შეთანხმდეს ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 6 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „რესპუბლიკის პრეზიდენტის“ 2006 და 2019 წლების განკარგულებებით, „საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სფეროში“ და სავალდებულოა, რომ მასთან შეთანხმდეს „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეალიზაციისთვის დაგეგმილი პროგრამები“. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, უცხოურმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წინასწარ უნდა შეუთანხმონ ახალგაზრდების შეხვედრებიც, დისკუსიები, მრგვალი…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილს ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო – ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მისი დასუსტება” – ადვოკატი

ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო. ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება ან მისი უნარების შეზღუდვა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შეძლებოდა სასამართლოში მისვლა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებათდამცველმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ იქნება, იმის საფუძველი, რომ ადვოკატებმა მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვონ გამოძიების დაწყება, დაცვის მხარე ამას გააკეთებს. „ჩვენ სამედიცინო ისტორიაზე სრული წვდომა არ გვქონდა. ბევრჯერ მოვითხოვეთ, რამდენჯერმე გვქონდა განცხადება დაწერილი, მაგრამ პასუხი ამაზე, სამწუხაროდ, არ მიგვიღია. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე კონსილიუმის შექმნის პირველი დღიდან ითხოვდა ფსიქიატრის ჩართულობას. „ქართული ოცნების“…

მეტი...

„იმედი მინდა მქონდეს, რომ არ დაიკიდებთ გენადის კვლავ“ – დავით ქაცარავა

„დღეს შეგვაქვს გენადი ბესტაევის სამკურნალო თანხების კალკულაცია გორის გამგეობაში,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა წერს: „იმედი მინდა მქონდეს, რომ არ დაიკიდებთ გენადის კვლავ,“ – ამბობს ქაცარავა. ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეს ინსულტი დაემართა, რის შემდეგაც გადმოსცეს ქართულ მხარეს. გენადი ბესტაევს ცხინვალის ე. წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. იგი სოფელ ზარდიაანთკარში საკუთარ სახლიდან აიყვანეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას და “ნარკოდანაშაულს” ედავებოდნენ.

მეტი...

“ორივე გრიფირებულ სახელმძღვანელოში აღწერილია საქართველოს უახლესი ისტორიის ფაქტები” – განათლების სამინისტრო

“ორივე გრიფირებულ სახელმძღვანელოში აღწერილია საქართველოს უახლესი ისტორიის ფაქტები” – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, მე-9 კლასის ისტორიის ახლად გრიფირებულ სახელმძღვანელოებში საქართველოს უახლესი ისტორიის წლები მიმოხილულია. მათ შორის არის მეორე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდი, დასავლური კურსის არჩევა, ასევე, ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და მესამე პრეზიდენტის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფაქტები.  “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მე-9 კლასის ისტორიის ორივე ახლად გრიფირებულ სახელმძღვანელოში მიმოხილულია საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდი, უახლესი წლები, მათ შორის, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან: პირველი პრეზიდენტის მმართველობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტები, მეორე პრეზიდენტის მმართველობის…

მეტი...

კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა, მათ შორის 4 ახალი და 6 ძველი გამგებელია. კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელებად შემდეგი პირები წარადგინა: საბურთალოს რაიონი – გაიოზ ვასაძე; მთაწმინდის რაიონი – დავით კირკიტაძე; კრწანისის რაიონი – ბექა მიქაუტაძე; ვაკის რაიონი – დავით კვინიკაძე; გლდანის რაიონი – ლევან ნაროუშვილი; სამგორის რაიონი – კახა სამხარაძე; ჩუღურეთის რაიონი – დავით უთმელიძე; დიდუბის რაიონი – ვლადიმერ ძნელაძე; ისნის რაიონი – ნიკოლოზ ელისაშვილი; ნაძალადევის რაიონი – ირაკლი ანდღულაძე. დედაქალაქის მერის განცხადებით, დაგეგმილი ყველა კანონპროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია გამგებლებმა წარმატებით იმუშაონ და თბილისის რაიონებში დაგეგმილი…

მეტი...

“ახლა გვექნება შტორმი და ძალიან სწარაფად გადაგვივლის” – საქართველოში ომიკრონის გამოჩენას ელოდებიან და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ

ექიმების მოწოდება ისევ იმუნიზაციის გაფართოება და არსებული რეგულაციების დაცვაა. პარალელურად, მსოფლიოში იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი, “ომიკრონი” ვრცელდება. ქართველი ექიმები “ომიკრონის” დაფიქსირებას საქართველოში უახლოეს პერიოდში ელოდებიან და ამბობენ, რომ ახლა საზოგადოების ორად გაყოფის დრო არ არის და ყველა უნდა აიცრას. “ახლა გვექნება შტორმი და ძალიან სწარაფად გადაგვივლის, ასე ვთქვათ. “ომიკრონი” ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 2-3 კვირის შემდეგ ის გამოჩნდება. მას ახასიათებს ძალიან სერიოზული კლინიკური დასაწყისი – დაღლილობის ძლიერი სინდრომი და აგრესიული ტემპერატურა. განმეორებითი დაინფიცირება თუ მოხდება უკვე გადატანილი “დელტასი” და დაემატება ეს, უფრო დაამძიმებს…

მეტი...

მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, ნებაყოფლობით დაირეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ამოქმედდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის შედეგად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი კატეგორია/ქვეკატეგორია: • სატრანსპორტო საშუალების AM კატეგორია, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს; • სატრანსპორტო საშუალების A2 ქვეკატეგორია, რაც ითვალისწინებს მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი განისაზღვრა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებად. შესაბამისად, AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას და მათ სამართავად საჭირო იქნება შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება. დაინტერესებულ პირებს დღეიდან საშუალება ექნებათ, ნებაყოფლობით დაირეგისტრირონ AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები და…

მეტი...

“ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება ამ კვირაში მოხდება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები” – ირაკლი ღარიბაშვილი

ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება ამ კვირაში მოხდება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ფინანსთა მინისტრს უკვე ჰქონდა კონსულტაციები პარლამენტთან. „ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, ლაშა ხუციშვილს საუბარი ჰქონდა პარლამენტთან, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები“, – აღნიშნა პრემიერმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით 22 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე კი, საერთოდ აიკრძალოს“.

მეტი...

“მომდევნო წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია” – ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები. „ჩვენ წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით. ამას გარდა, ვალის შემცირებაც ასევე მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან, რომელიც…

მეტი...

“2022 წელს საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით გაიზრდება” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. პრემიერის თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება. “როგორც იყო ჩვენი დაპირება – მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაიზრდება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

მომავალი წლის იანვრიდან პენსია გაიზრდება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან პენსიონერებისთვის პენსიის მოცულობა გაიზრდება.  “მომავალ წელს იზრდება პენსიის მოცულობა. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის ოდენობით, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია,” – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მეტი...

“სააკაშვილს დანიშნული ჰქონდა პრეპარატი, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულებს ენიშნებათ” – გიული ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ ამჩნევს და მიაჩნია, რომ ნელ-ნელა უფრო უარესდება. როგორც გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს. „უკეთესობისკენ არა, ნელ-ნელა უფრო უარესდება. ისტორია აქვს ამას უკვე. პირველად ნიკა გვარამია გამოვიდა და თქვა, რაღაც არაადეკვატურიაო და მე ვიფიქრე, რას იგონებს, მერე უკრაინელი ადვოკატი, მეთქი რას იგონებენ, რადგან მეც მყავდა ნანახი. დღეს მეუფე ნიკოლოზმა იგივე გაიმეორა, და ეს უკვე ბოლო დღეებში რაც შევამჩნიე. ჩემი აზრით, პირველ დღეებში გაუმჯობესება იყო, მაგრამ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 924, იმერეთში – 270, ქვემო ქართლში – 130

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 924, იმერეთში – 270, ქვემო ქართლში – 130, – ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 855 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 445 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 410 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 867 071-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 234 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი. .საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 867 071 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 809 830 გამოჯანმრთელდა, 12 407 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 238 070 აცრა, დღიურად აცრილია 2 674. ამასთან, 5 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი, გარდაიცვალა 46.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 407-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 778 პირს დაუდასტურდა, 3 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 5 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის  3 410 შემთხვევა გამოვლინდა, 4 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

მეტი...

გარდაიცვალა პუბლიცისტი, ფილოლოგი, ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე

ცნობილი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. თამაზ ტყემალაძე 1949 29 ივლისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტ სოფელ ლელიანში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლის დამთავრების შემდეგ ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ მოღვაწეობას, ტელე-რადიოკომიტეტში იყო რადიო გადაცემათა რედაქტორი, ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი, ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურის ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, ტელევიზიასა და რადიოში მიჰყავდა საავტორო გადაცემები. იგი მრავალი ათეული წელი იყო საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი. თამაზ ტყემალაძე 2019 წელს ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი…

მეტი...

აეროპორტში ინფორმაცია შევიდა ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფორმაცია შევიდა ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, კიევიდან ჩამოფრენილ მგზავრებს დამატებითი შემოწმება ჩაუტარდათ. უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ღამის 12 საათისთვის დაჯდა. მგზავრებისთვის არ განუმარტავთ, თუ რატომ მოხდა მათი შეფერხება და ბარგის დამატებითი შემოწმება. არსებული ინფორმაციით კი, აეროპორტში კიევი-თბილისის რეისზე ნაღმის შესაძლო არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება.

მეტი...