კისერზე ქამარი ჩამოაცვეს და კარის გაღება აიძულეს

ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი, „ბენფიკას“ მცველი ნიკოლას ოტამენდი ყაჩაღების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მძარცველები მას სახლთან დახვდნენ, კისერზე ქამარი მოუჭირეს და იძულების წესით სახლის კარი გააღებინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ძარცვა დღის მანძილზე მოხდა, მძარცველებისთვის ამას პრობლემა არ შეუქმნია. ფეხბურთელს კი სახლში მეუღლე და შვილები ელოდებოდნენ.

ყაჩაღებმა თანხა და ძვირადღირებული საათი გაიტაცეს და გაიქცნენ.

მსგავსი თემები