ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის ერთადერთ გზად უცხოეთში გადაყვანას მიიჩნევს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე, რადას დეპუტატი ლიზა იასკო აცხადებს, რომ ერთადერთი გზა, რომელსაც შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გადაარჩინოს, მისი საზღვარგარეთ მკურნალობაა. „სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი საათით შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა, ისიც გამყოფ შუშასთან, სატელეფონო ყურმილის დახმარებით. ძალიან განვიცდი, ყოველ შეხვედრაზე მისი ფიზიკური მდგომარეობა უარესდება. ვინც მას ხედავენ, ამბობენ, რომ ის კარგად უმკლავდება ყველაფერს, მაგრამ, მე ხომ ვხედავ დიდ განსხვავებას როგორ იყო ის პირველი კვირების განმავლობაში, მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა. ჩემთვის რთულია იმის დანახვა, რომ პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში ისეთია, რომ რთულია რაიმე სახის დიალოგის წარმართვა“ – განაცხადა ლიზა იასკომ ჟურნალისტებთან. მისივე შეფასებით,  აუცილებელია,…

მეტი...

„რყევის პროცესი სახეზეა“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციური წევრის არჩევასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. როგორც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი წერს, „ქართულ ოცნებას“ ამ ქალაქში ჩაუვარდა გეგმა. „მივესალმები რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ქართულ ოცნებას ამ ქალაქშიც ჩაუვარდა გეგმა, ხელში ჩაეგდო საკრებულოები, იმ მუნიციპალიტეტების ნაწილში, სადაც ოპოზიციამ გაყალბების მიუხედავად გამარჯვების გაფორმება შეძლო. ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა. იმედი მაქვს, ზუგდიდსა და სენაკში მოვლენებიც ანალოგიურად განვითარდება. ახლა მთავარია, რუსთავში და სხვა…

მეტი...

დასუფთავების გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით მერიაში გამარტებებს აკეთებენ

„ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი არცერთი თეთრით არ გაზრდილა“ – აცხადებენ „თბილსერვის ჯგუფში.“ ჯგუფის   დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ფაჩულიას განმარტებით, მიმდინარე თვის ბოლოს, თბილისელებს დეკემბერ-იანვარში მიღებული დასუფთავების მომსახურების საფასური ერთიანად დაერიცხათ, რაც უკავშირდება სემეკის გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი უცვლელია და ტარიფი ისევ 2,50 ლარს შეადგენს. „მინდა გამოვეხმაურო იმ ვნებათაღელვას, თითქოს მოსაკრებლის გადასახადი გაიზარდა ფიზიკური პირებისთვის. თბილისის მოსახლეობას არცერთი თეთრით დასუფთავების მოსაკრებელი არ გაზრდია. ტარიფი იყო 2,50 ლარი და რჩება იგივე. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადება, აღვწერეთ რა არის ორთვიანი გადასახადის დარიცხვის მიზეზი. ეს უკავშირდება სემეკის დადგენილებას, კერძოდ, ენერგეტიკისა…

მეტი...

„გეგმური ტესტირება გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო“- თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში COVID 19-ის გამოსავლენად, გეგმური ტესტირება არ შეჩერდება. გაბუნიას თქმით, არ არის დადასტურებული, რომ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი ნაკლებად ეფექტურია ასიმპტომურ პაციენტებში. “მიუხედავად იმისა, რომ გარკევული პერიოდის განმავლობაში ისმოდა მოსაზრება, რომ ასიმპტომურ პირებში შესაძლოა, ანტიგენი იყოს ნაკლებად ეფექტური, არ არის ეს დადასტურებული.ჩვენ მიმდინარე პროცესში ვუყურებთ, რომ შემთხვევების დაახლოებით 20-23 % ამოდის ასიმპტომური პირების ტესტირებიდან. ამდენად, მნიშვნელოვანია გამოვლინდეს ბიზნესგარემოში, თუ ვინმეა ინფიცირებული. ეს გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო”, – განაცხადა თამარ  გაბუნიამ.  

მეტი...

„მნიშვნელოვანია მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტების რჩევები სრულად შესრულდეს“- ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით,ევროკავშირი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებულ სიტუაციას სამი მიმართულებით აკვირდება. დაკვირვების საგანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ არის დაცული მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები და ბოლოს, რამდენად სათანადოა სამართლებრივი პროცესი მის საქმეებთან დაკავშირებით. „ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვიცი, რომ ის რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა მედიკოსების ჯგუფმა მოინახულა. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ფუნდამენტურია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტების რჩევები სრულად შესრულდეს“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი.

მეტი...

მშენებლობის ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის პროექტის წარდგენა სავალდებულო ხდება

მშენებლობის ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის პროექტის წარდგენა სამშენებლო კომპანიებისთვის სავალდებულო გახდება. ამას ითვალისწინებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. „კოდექსში შემოდის გამწვანების პროექტის განმარტება, რომელიც გულისხმობს მშენებლობის ტერიტორიაზე გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტს, რომლის წარდგენის ვალდებულება დეველოპერს და ზოგადად მშენებლობის განმახორციელებელს ექნება როგორც განაშენიანების დეტალური გეგმის წარდგენის ეტაპზე, ასევე მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების წარდგენისა და მშენებლობის ნებართვის პროექტის წარდგენის ეტაპზე, რომლის შესრულება, ისევე როგორც მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული სხვა პირობების შესრულება, სავალდებულო იქნება მშენებლობის ობიექტის ექსპლუატაციაში…

მეტი...

საქართველოში 154 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრეს

პაციენტების სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 183 ექიმის საქმიდან, პროფესიული განვითარების საბჭომ 154 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა. 22 ექიმს არ დააკისრა, ხოლო არ იქნა განხილული 7 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ანგარიშშია საუბარი, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან- 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ამავე პერიდოში პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დაიწყეს 286 შემთხვევაში. შემოწმებების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, შედგენილ იქნა და სასამართლოებს გაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 986 ოქმი. აქედან: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევაზე – 663 ოქმი; სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევაზე – 72…

მეტი...

30-მდე ჭრილობა – 83 წლის მამამ მძინარე შვილი დაჭრა

გოგიტა მეგრელიშვილის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. მას მამამ 30-ზე მეტი მძიმე ჭრილობა მიაყენა. გოგი მეგრელიშვილი განზრახ მკვლეობის ბრალდებით უკვე დაკავებულია. ის შვილს ცივი იარაღით თავს მაშინ დაესხა, როცა ეძინა. 83 წლის მამამ შვილი სასიკვდილოდ დაჭრა. გოგიტა მეგრელიშვლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დრომდე კრიტიკულია. მას თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანო დაზიანებული აქვს. „დაზიანებები მრავალგვარია.  დაზიანებულია ფილტვი, პაკნრეასი, კუჭი, რამდენი ადგილას გადაჭრილია წვრილი ნაწლავი. 39-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული“ – აცხადებენ კლინიკაში. შემთხვევა გორში მოხდა. გოგიტა მეგრელიშვილი კი სიკვდილს ებრძვის.

მეტი...

„პარლამენტში გააგრძელებენ “ხულიგნობას” – სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობაზე“

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან და საკანონმდებლო მუშაობაში ჩართვასთან დაკავშირებით მმართველო გუნდის წარმომადგენელი სოზარ სუბარი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ  ისევე „იხულიგნებენ“, როგორც ადრე. „თავის დროზე, უფლებამოსილება სწორედ იმის გამო არ შევუწყვიტეთ, რომ შემოსულიყვნენ და ემუშავათ. თუმცა, მათი კატეგორიული მოთხოვნები ვერ და არ იქნება მიღებული. პარლამენტში გააგრძელებენ “ხულიგნობას,” რასაც ჰქვია მაგიდებზე ახტომა, პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნის დაკავების მცდელობები და ასე შემდეგ. მათგან რაიმე რაციონალური წინადადებები ნაკლებად მოსალოდნელია. პარლამენტში მივიღებთ, მაგრამ “ხულიგნობის” შესაძლებლობას არ მივცემთ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა მედიასთან. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, დღეს გამოაცხადა.  

მეტი...

მმართველმა გუნდმა რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გახდა. საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე  პარტია „საქართველოსთვის” წევრი ნოდარ შეროზია გახდა. გიორგი გახარიას გუნდის წევრს „ნაციონალური მოძრაობის” 15-მა დეპუტატმა მისცა. მმართველ გუნდს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის წარმომადგენელი სოზარ სუბარი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებულია.

მეტი...

„არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს არის პირიქით ვალდებულებები მათთვის“- ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბაკურიანში ტყის მასივის იჯარით გაცემა კანონიერად მოხდა. „აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხიმგებლობის ფარგლებში, რომ გადმოგცეთ თქვენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით, ანუ არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს არის პირიქით ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს თანხა გადაუხადონ“ – განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით,  ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს სასურველი ტყის ობიექტი და აიღოს ვალდებულება…

მეტი...

იმპორტიორებს ფარმაცევტულ პროდუქციაზე GMP-ის სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება ექნებათ

მთავრობის  სხდომაზე  „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტი განიხილეს. დოკუმენტის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის მიზნით, იმპორტიორებისათვის სავალდებულო ხდება ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. GMP-ის სტანდარტის დოკუმენტის, სავალდებულო წესით წარდგენის ეტაპობრიობასა და პირობებს მიმდინარე წლის მარტამდე საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

მეტი...

სოციალურად დაუცველებს ფულადი დახმარების ნაცვლად სამსახურს შესთავაზებენ  

„ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა იგეგმება 2022 წელს, იმისთვის, რომ  რეალურად შევძლოთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების წახალისება და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმება“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ პრეზენტაციას მომავალ კვირას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს. “დასაქმება არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე და ამაზე ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს აქცენტი კაბინეტის წევრებთან, ამაზე ვსაუბრობდით, მათ შორის, თქვენ იცით, რომ საზოგადოებასთან გვქონდა კომუნიკაცია 2021 წლის ბოლოს, როდესაც ვსაუბრობდით ე.წ.…

მეტი...

საქართველოს მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის „JAVELIN“-ების დამატებითი პარტიას შეისყიდის

საქართველოს მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო სისტემის „JAVELIN“- ების დამატებითი პარტიის შესყიდვაზე მუშაობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე გახდა ცხნობილი, სადაც მინისტრმა კაბინეტმა  ჯამში 9 საკითხი განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით 2021 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის „JAVELIN“-ების შესაძლო საგარეო  სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ახალ ტანკსაწინააღმდეგო გადასატან სისტემა „JAVELIN“-ს გამარტივებული წესით შეისყიდის. თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ „JAVELIN“ის სისტემის შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 26…

მეტი...

ბავშვის კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია, თუ სიცხე 3-5 დღე გრძელდება – ახალი პროტოკოლი

​კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი განახლდა. ახალი ვარიანტით, თუ ბავშვებში ტემპერატურა 3-5 დღის განმავლობაში გრძელდება, კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია. განახლებული პროტოკოლით, ასევე აუცილებელია, რომ ჩვილი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდება, კლინიკაში მოთავსდეს და კლინიკაში იმართოს. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, ჩამოთვლილია სიმპტომები, რა შემთხვევაშიც უნდა მოხდეს ბავშვის კლინიკაში მოთავსება: ·        კლინიკურად ან რენტგენოგრაფიულად დადასტურებული პნევმონია; ·        სუნთქვის უკმარისობა; ·        თან არსებული ქრონიკული მდგომარეობა; ·        ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა); ·        გულსისხლძარღვთა დაავადებები; ·        თირკმელების ქრონიკული დაავადება; ·        ღვიძლის ქრონიკული დაავადება; ·        ნერვ-კუნთოვანი დაავადება; ·        ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი). მეტაბოლური დარღვევები; ·       …

მეტი...

მსჯავრდებული პრეზიდენტი ისევ პროტესტის უკიდურესი ზომის გამოყენებას გეგმავს

იუსტიციის სამინისტროს მიმართ, მიხეილ სააკშვილის მიერ წაყენებული მოთხოვნების შესრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. მსჯავრდებული  რამდენიმე კვირაა ციხეში პირადი ექიმის შესვლას და ადვოკატებთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლებას ითხოვს. თუ  მოთხოვნები არ შესრულდება მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას აანონსებს. ორგანიზაცია “ემპათია”  სააკაშვილს მოუწოდებს, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგას. „უკიდურესი ფორმის მიღება და შიმშილობა სრულიად გამორიცხულია, მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, რომ ამ ზომას არ მიმართოს. არ ღირს ჯანმრთელობის ფასად არანაირი სხვა მოქმედება არ ღირს. იუსტიციის სამინისტროს კი ვეტყვი, რომ იყოს მ,ართლზომიერი, დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ შეუშვას მიხეილ სააკაშვილთან ექიმები და მათ შორის ექსპერტები”- განაცხადა ორგანიზაციის ხელმძთვანელმა მარიამ…

მეტი...

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის მერიაში

ხმაური იყო ბათუმის მერიაში. ქალაქის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მერის მისაღებში დაცვის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდნენ, რასაც დაპირისპირება მოყვა. სამართალდამცველები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სხდომათა დარბაზიდან გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სხდომათა დარბაზში იმისთვის შევიდნენ, რომ ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან, აუდიტის სამსახურის დასკვნასა და ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით შეკითხვები ქონდათ. მათივე განცხადებით, ბათუმის მერი „იმალება, მათ არ ხვდება და შეკითხვებზე პასუხები არ აქვს“. ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზში დაპირისპირება ისევ გრძელდება, ოპოზიციონერების ნაწილი კვლავ სხდომათა დარბაზში იმყოფება და სამართალდამცველების მოწოდებას არ ემორჩილება. „მერი რომ ანგარიშვალდებულია საკრებულოს წევრების წინაშე, ეს…

მეტი...

სტატისტიკით, მშენებლობებზე ნებართვების გაცემა 6%-მდე გაიზარდა

საქსტატმა  კვლევა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სამშენებლო ნებართვების გაცემა გაზრდილია. ერთ-ერთი ლიდერი ამ მხრივ თბილისია. სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს გაცემულია 10 095 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტი), 7 434.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 42.8 პროცენტით მეტი). ნებართვების 74.4 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე ნაწილდება – თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი და  იმერეთი. „1021 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის…

მეტი...

კანადა უკრაინის საელჩოდან თანამშრომლების ნაწილს გაიყვანს

უკრაინაში მოსალოდნელი საომარი მოქმედებების გამო, საელჩოების ნაწილს ქვეყნიდან თანამშრომლები გაჰყავს. ერთ-ერთი ქვეყანა, ვინც უსაფრთხოების მიზნით საკუთარ მოქალაქეებს კიევიდან გაიყვანს კანადაა. „ვითარების ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენთვის  მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების, კანადელების უსაფრთხოება. ოფიციალური პირები მზად არიან, უზრუნველყონ კანადის მოქალაქეებისთვის ოპარატიულად საჭირო საკონსულო დახმარების გაწევა“, – აცხადებენ საელჩოში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საზღვართან ვითარება ისევ დაძაბულია. თუმცა, უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, ომის დაწყებას არ აპირებენ.  

მეტი...

1034 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

დღევანდელი  მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 151 139 საიდანაც 5 433 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 289, აჭარაში – 757, იმერეთში – 1 124. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 034 პირი, მათ შორის, თბილისში – 400, აჭარაში – 138, იმერეთში – 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 268 პირი,  მათგან თბილისში – 149, აჭარაში – 46, იმერეთში – 24. 2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 136 – თბილისში, 604 – აჭარაში. 143 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38…

მეტი...

კორონვირუსს 35 ადამიანი ემსხვერპლა – ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 980 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა, აჭარა – 1 734, იმერეთი – 1 740, ქვემო ქართლი – 661, შიდა ქართლი – 554, გურია – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 640, კახეთი – 206, მცხეთა-მთიანეთი – 136, სამცხე-ჯავახეთი – 268, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 13 150 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ტესტით 45 623 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 27 148 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 475 PCR ტესტით. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 503 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 009 778.

მეტი...

ძველის მოცილება – ახლის შეძენა; ბოროტის განდევნა – უბედურების აცილება – ჩინეთი ახალი წლისთვსი ემზადება

დღეს ღამე, ჩინეთში ახალ წელს ხვდებიან. კორონაპანდემიიდან გამომდინარე, ზეიმი პომპეზური ვერ იქნება, თუმცა, ჩინელები ახალ წელს ტრადიციულად შეხვდებიან. ჩინური ახალი წელი მოძრავია, როგორც საქართველოში აღდგომის დღესასწაული. ამჯერად კი, ჩინელებიც ახალი წელი 1 თებერვალს დადგება. ჩინეთში, ახალ წელს ადამიანები ერთმანეთს წითელ კონვერტს ჩუქნიან, რომელიც სიუხვესა და დაცულობასთან ასოცირდება. ახალი წლის სამზადისთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ საქართველოში ჩინეთის ელჩს ლი იენის ესაუბრა. ლი იენი: „გაზაფხულის დღესასწაული – ეს არის ახალი წელი, რომელიც ჩინური მთვარის კალენდრით დგება და საიდანაც სიცოცხლის ახალი ციკლი იწყება ბუნებაში. გაზაფხულის დღესასწაული ჩინური კულტურის საუკეთესო ტრადიციებს აერთიანებს. ამ პერიოდში მთელს ჩინეთში…

მეტი...

ერთი გარდაცვლილი და ცხრა დაშავებული -აფეთქება ტყიბულის მაღაროში

ტყიბულში შახტში მომხდარ აფეთქებას ერთი პირი ემსხვერპლა, 9 ადამიანი კი -მძიმედ დაშავდა.მინდელის სახელობის შახტში აფეთქება სავარაუდოდ  23:00 საათზე მოხდა. დაშავებულ 9 პირს პირველადი სამედიცინო დახმარება ტყიბულის კლინიკაში გაუწიეს, მოგვიანებით  ისინი, თბილისში, ხეჩინაშვილის ​კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის ზედა ნაწილისა და სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნება. სხეულის დამწვრობა აღენიშნება კიდევ ოთხ პაციენტს. მათ დამატებითი კვლევები უტარდებათ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

ევროკავშირი რუსეთისგან გაზმომარაგების ალტერნატიულ გზებზე მსჯელობს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი გაზმომარაგებაზე აშშ-სთან, ყატართან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გაზით მომარაგების შემცირებას ან შეწყვეტას გადაწყვეტს, – ამის შესახებ მან პერსონალურ ბლოგზე  დაწერა. როგორც ბორელი წერს, ბრიუსელი ასევე განიხილავს ექსპორტის კონტროლის ზომებს, რაც ითვალისწინებს რუსეთისთვის ისეთი პროდუქტების დაბლოკვას, რომლებიც მოსკოვს სტრატეგიული ამბიციების შესასრულებლად სჭირდება. „რუსეთი აწარმოებს ნერვების ომს. ამ დაპირისპირებაში ჩვენ ყველა შესაძლო გზას ვიყენებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატიამ იმუშაოს. ჩვენ მზად ვართ იმ შემთხვევისთვისაც, თუ დიპლომატია ჩავარდება და ყველა ვარიანტს განვიხილავთ. ეს მოიცავს…

მეტი...

„რამდენიმე საათში სიკვდილი“ – დასახლებები თბილისში, რომელიც სიცოცხლისთვის რისკის ზონაა

6 მსხვერპლი, ექვსივე გაზის გამათბობლით და მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი. ასეთია წლევანდელი ზამთრის ტრაგიკული შედეგი. რაც შეეხება მიზეზებს, ყველგან ერთია – ბუნებრივი აირის გამათბობლის არასწორი მოხმარება. აღნიშნულ პრობლემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა და ის საშიში და სარისკო დასახლებებიც დაასახელა, სადაც სიკვდილის რისკი მაღალია. „ხშირია გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების დარღვევა. პრობლემა გვაქვს შიდა ქსელებში, სახლებში არ გვაქვს უსაფრთხო გარემო, რადგანაც არ ვიცით გაზის დანადგარების მოხმარება.  ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით ვიცით ის, რომ ქსელი იყო გამართული, ბინაში არსებობდა ისეთი დანადგარები, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ, გამათბობლად გამოყენებული იყო გაზის ე.წ.…

მეტი...

„ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით“ – უკრაინის პრეზიდენტის მორიგი კრიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი  ნატოსგან ისევ კონკრეტულ განცხადებებს ელოდება, გახდება თუ არა უკრაინა ალიანსის წევრი. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ამ დრომდე, მკაფიო და კონკრეტულ პასუხს ვერ იგებს. „კონკრეტიკა გვჭირდება, გვითხარით მიზეზები –  ნატოში არ ვართ? გვითხარით, რომ ნატოში არ ვართ. ეს ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით. რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს და ეს ცხადია“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. მისივე შეფასებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინის წევრობა ნატოსთვის მეტი გამოწვევა იქნება. „თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ და მერე რამე მოხდება, თუნდაც,  უკრაინის დაცვა გახდება საჭირო, ეს ნატოსთვის სერიოზული გამოწვევებია? ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო…

მეტი...

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ნატოსა და ეუთო-ში უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოთხოვნას გააგზავნის

რუსეთი დღეს ნატო-ში და ეუთო-ში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოთხოვნას გაგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ითხოვს ვალდებულების დაზუსტებას, როგორ არ გაძლიერდება დასავლეთის უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე. “ჩვენ მივაღწევთ არა მხოლოდ გარანტიებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს დოკუმენტაციით, არამედ იურიდიულად სავალდებულო გარანტიებსაც, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ევროპის მთელ კონტინენტზე რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმური ინტერესების სრული, თანაბარი გათვალისწინებით”, – აღნიშნა ლავროვმა.

მეტი...

მეუფე შიო მუჯირი: “მთავარი აზრი სულიერი ცხოვრების არის ის, რომ ადამინს აეხილოს სულიერი თვალი”

“ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი, ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი… აი, ეს არის სულის გადარჩენა, სწორედ ეს არის სულის ცხონება – ხედვა და შეცნობა ღვთისა”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 32-ე კვირას ქადაგებისას აღნიშნა. მიტროპოლიტმა მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა. “ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღევანდელ კვირას ეწოდება ბრმის კვირა, როდესაც იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ იერიქონელი ბრმის განკურნების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიაში იწყება დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ…

მეტი...

ქუთაისში სასაფლაოები გაძარცვეს. ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს

ქუთაისში სასაფლაოები გაძარცვეს. საფიჩხიის სასაფლაოდან 10-მდე ბრინჯაოს ბიუსტი მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაძარცვულია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თემურ ნადირაძის მამის საფლავიც. მომხდარზე დილიდან დაიწყო გამოძიება. ადგილზე შსს-ს სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს

მეტი...

ჩინეთში ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეები და პერსონალი კორონავირუსით დაინფიცირდნენ

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩინეთში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებსა და სპორტსმენებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. სულ 34 ადამიანია ინფიცირებული. მათგან 13 სპორტსმენია, დანარჩენი კი პერსონალის წარმომდგენელი. ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ისინი მაქსიმალურად იცავენ რეგულაციებს. ოლიმპიადის უცხოელი მონაწილეები აეროპორტიდან სპეციალური ტრანსპორტით გადაიყვანეს და ერთმანეთისგან იზოლირებულ ნომრებში ჰყავთ

მეტი...

“გვახსოვდეს, ყველა დანადგარი გამოვიყენოთ დანიშნულებისამბერ”, – სალომე ვარდიაშვილი “მედაიცენტრ მთავარში”

“უმნიშვნელოვანესია, რომ მოსახლეობამ დაიწყოს გაზის დანადგარების სწორი გამოყენება”, – “მედიაცენტრ მთავარში” ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა. მისი რეკომენდაციით, როდესაც ადამიანი შეამჩნევს, რომ დანადგარი არასწორად მუშაობს, უმალვე სპეციალურ სამსახურში უნდა დარეკოს. “2021 წლისათვის 20-მდე შემთხვევა გვქონდა გაზით ინტოქსიქაციით გარდაცვალებისა, 2022 წელი კი ჯერ არ დაწყებულა და უკვე ასეთი ტრაგედია მივიღეთ. როდესაც მივხვდებით, რომ დანადგარი არ მუშაობს გამართულად, უნდა გამოვრთოთ იგი და უნდა დავურეკოთ კერძო სპეციალისტს, რათა შეაფასოს აღნიშნული სიტუაცია. ჩვენი პრობლემაა, რომ მცოდნე სპეციალისტები ლიცენზირებულად არ მუშაობენ, თუმცა ამ პრობლემას მალე აღმოვფხვრით. მთავარია გავითვალისწინოთ, რომ ყველა დანადგარი მოვიხმაროთ დანიშნულების მიხედვით”, – განაცხადა სალომე…

მეტი...

ისანი, სამგორი, ნაძალადევი… სიცოცხლისთვის საშიში და სარისკო დასახლებები

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა. მან გამოყო თბილისის ის დასახლებები, სადაც ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია გაზის გამათბობლებისა და დანადგარების სისტემა. “სამწუხაროდ თბილისში კიდევ არის ისეთი კერძო დასახლებები ნაძალადევზე, ნავთლუღში, ისანში, სამგორში, სადაც გაზის დანადგარების სისტემები მოუწესრიგებელია. ყველაზე სავალალო შედეგები აქ გვაქვს. არის ფაქტებიც, რომ აღმოჩენილი შეცდომები დანადგარების დაყენებასთან დაკავშირებით აღმოფხვრილია, თუმცა გამოსასწორებელი ბევრი რამ არის ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრგან. დადებითი ფაქტორია, ის რომ 2019 წლის შემდეგ აფეთქება გაზის გამო აღარ მომხდარა, თუმცა სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებს თავს ჯერ კიდევ ვერ ვარიდებთ”, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მეტი...

“მკვლელი დანადგარები. დაუშვებელია კომპრომისი სიცოცხლის ხარჯზე”, – სალომე ვარდიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშრიებით “მედიაცენტრ მთავარში” საუბრობს. მან გაზის დანადგარების არასწორ გამოყენებასა და მოსახლეობის ინფორმირების ნაკლებობაზე ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით. “მომსახურე კომპანია მონიტორინგს გაზის დანადგარების მუშაობას წარმატებულად უწევს, თუმცა შიდა ქსელები ზედმიწევნით მოწყობილი არ არის და ეს უნდა აღინიშნოს. სამწუხაროდ, საზოგადოებამ დანადგარების სწორი მოხმარება არ იცის, რამაც კიდევ ერთი ტრაგედია გამოიწვია”, – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა. მისი თქმით, მოწამვლა გაზის ფურნაკმა, საცხობმა გამოიწვია, რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული. “პირველადი ექსპერტიზის შედეგად გავიგეთ, რომ გაზის ფურნაკს ოჯახი გასათბობად იყენებდა. ის ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული. ამ დანადგარის გამოყენება მხოლოდ საცხობად არის შესაძლებელი…

მეტი...

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ექიმებს ისევ არ უშვებენ

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ექიმებს ისევ არ უშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს სამედიცინო გამოკვლევებიც არ ჩატარებია. ადვოკატების განცხადებით, მათთვის უცნობია, როგორია ამჟამად დაპატიმრებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. “მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა არცერთ ექიმს, მათ შორის პირად ექიმს, რითაც ირღვევა კანონი.სამწუხაროდ, ჩვენ არ არ გვაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამჟამად. არათუ ექიმს არ ეძლევა მონახულების უფლება, მას არ უტარდება შესაბამისი გამოკვლევები”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

მეტი...