ვირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 1447-ია

კორონავისრუსით ინფცირებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 38 624-ს შეადგენს, საიდანაც: 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 317, აჭარაში – 497, იმერეთში – 1 236. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 447 პირი, მათ შორის, თბილისში – 577, აჭარაში – 118, იმერეთში – 437. ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 319 პირი,  მათგან თბილისში – 172 აჭარაში – 30, იმერეთში – 32. 1 107 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 – თბილისში, 263 – აჭარაში. 31 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 39, ხოლო აჭარაში – 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 16 დეკემბრის პერიოდში,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მუშაობის ანგარიშს წარადგენს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, 11:00 საათზე მთავრობის მუშაობის ერთწლიან ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს, ასევე ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

მეტი...

შრომის ინსპექცია კლუბებს მოუწოდებს არ გაიხსნან, წინაღმდეგ შემთხვევაში, დააჯარიმებენ

დღეს, 17 დეკემბერს ღამის კლუბებს მუშაობა უნდა დაეწყოთ. მთელი დღის განმავლობაში კლუბები აანონსებდნენ და ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ კლუბები მუშაობას იწყებენ. გაიყიდა ბილეთები, დაიგეგმა ღონისძიებები, თუმცა, აღმოჩდა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მსგავსი გადაწყვეტილება არც მიუღია. როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს, ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში, კლუბები დაჯარიმდებიან. „მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული პროტოკოლი, ვიზიტორის „მწვანე“ სტატუსთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს, რაც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს…

მეტი...

„იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მორიგ გზავნილს ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ წერილში დიალოგის პროცესსა და 21 დეკემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმიანება.    „მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, რომ მეც თქვენს რიგებში ვარ. მაგრამ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი, და თან, დავინახოთ რაც შეიძლება სწრაფად. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას. ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ“ – წერს პრეზიდენტი. რაც შეეხება მის…

მეტი...

პატიმრებისთვის „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდება

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი სიახლე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იგეგმება,  უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. შესაბამისად, რატი ბრეგაძის თქმით, ახალი პროექტი განხორციელდება. „ციფრული უნივერსიტეტი“ სწორედ ეს არის ერთ-ერთი სიახლე, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით გეგმავს. მისივე შეფასებით, მოხდება აქტიური თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან. „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ეს დიდწილად მსჯავრდებულის მიერ სათანადო გააზრებითა და ცოდნით მიიღწევა“, – განმარტა რატი ბრეგაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან. ​

მეტი...

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 წელს დასრულდება

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქატველოში მიწის 1/3 რეგისტრირებული არ არის, რაც ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. „საკუთრების აღიარებული და უზრუნველყოფილი უფლება დამოუკიდებელი საქართველოს საბჭოთა საქართველოსაგან განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და მრავალი ადამიანის შეუდრეკელი ბრძოლის შედეგია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მინისტრის თქმით, ქვეყანაში მიწის ნაკვეთების 1/3 საჭიროებს რეგისტრაციას, რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა და მომავალი წლის იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება.  „ჩვენ ვიწყებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას და ეს საკითხი 2024 წლის ბოლომდე ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი…

მეტი...

პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საკანონმდებლო ორგანომ 2022 წლის ძირითად ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირა. პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, კენჭისყრაზე დღეს დადგა. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებად ისევ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები, განათლების სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს. მომავალი წლისთვის დაგეგმილია როგორც სტატუსის მქონე პედაგოგების ხელფასების მატება, ასევე პენსიების ზრდა და ომისა და სამხედრო ვეტერანებისთვის სახელმწიფო გასაცემლების ოდენობის მატებაც. ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 6 %-ის ოდენობით და ნომინალში 65 მლრდ.…

მეტი...

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

„თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ კანონპროექტის მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ამ პრობლემასთან ბრძოლაში“,- განაცხადა პარლამენტის წევრმა, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვისას.   „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს,  თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად დეპუტატებმა  მეორე მოსმენით  82  ხმით დაუჭირეს მხარი.  პროექტი, აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნების განსაზღვრას და მოთამაშის 25 წლამდე ასაკის აწევას ითვალისწინებს. ცვლილებები ასევე  განსაზღვრულია დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა…

მეტი...

„ეს არის პოლიტიკური პიარი“ – თემურ ალასანიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

მიხეილ სააკაშვილის ბიძა – თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ყოფილი პრეზიდენტი ბიძას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ. თემურ ალასანიამ შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა. თემურ ალასანია სასამართლოში ადვოკატებთან ერთად შევიდა. „მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, გადავწყვიტე მოვიდე დაკითხვაზე, თუ რაც ჰქვია, ალბათ, უფრო ოპოზიცია ჰქვია. უნდა გავიგო რა შეკითხვა აქვთ ჩემთან დაკავშირებით, მეორე – მე ვესაუბრე ამერიკის კონსულს, ველაპარაკე პოლიტიკურ მრჩეველს და ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვიდე, გავიგო რა პრეტენზიები აქვთ ან თუ აქვთ საერთოდ პრეტენზიები, რასთან დაკავშირებით არის გამოძახება, რა საქმე არის გახსნილი და…

მეტი...

“უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება” – მამა ანდრია პოლიტიკურ შერიგებაზე

ბოლო პერიოდში აგორებულ ერთ-ერთ ხმაურიან თემაზე, პოლიტიკურ შერიგებასა და წყენის დავიწყებაზე მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა დანაშაულის აღიარება.  როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა, შერიგება კარგია, თუმცა, საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.                                           „შევეცდები, მსჯელობებში არ შევიდე. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი – ჩვენ, როგორც ყოფით ცხოვრებაში ვართ მიჩვეული, როდესაც გავანაწყენებთ ადამიანს და რაღაცას დავუშავებთ, იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული…

მეტი...

„ომიკრონის” ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება“ – პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, „ომიკრონის“ შემოსვლის შემთხვევაში, ძალიან ბევრი ადამიანი გახდება ავად და კლინიკებზე დატვირთვაც გაიზრდება. „ძალიან სწრაფად ვრცელდება. უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად,  საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს…ამდენ ქვეყანაში უკვე გავრცელებულია და საქართველოში გამოჩნდება. „ომიკრონის” ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა შტამი“. სიმძიმით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რომ მაგალითად, ბრიტანეთი პანდემიის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლით რეკორდზე ავიდა, ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ის, ვინც იმუნური არ არის, ერთად გახდება ავად. შესაბამისად, მოიმატებს საავადმყოფოებზე დაწოლა“ –  განაცხადა პაატა…

მეტი...

„ტრაგედია, რომელიც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება“ – გამართლებული ბრალდებული

სამხედრო პირი  – მერაბ კობიაშვილი თავისუფალია. ნაფიც მსაჯულებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სრული 24 საათი მოუწიათ ფიქრი. მანამდე კი, მერაბ კობიაშვილის ბრალეულობა-არაბრალეულობის საკითხის განხილვა 2 წელი გრძელდებოდა. პირი, რომელსაც განზრახ მკვლელობა ბრალდებოდა და უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, დღეს თავისუფალია. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს გორის სასამართლოსთან შეკრებილების ოვაციები და ტაში მოჰყვა. პირველი კომენტარი თავად ბრალდებულმა და უკვე გამართლებულმა კობიაშვილმაც გააკეთა. „ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ველოდებოდი იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა.  ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მხრებით უნდა ვატარო მაინც, მთელი ცხოვრება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის და სიმართლისთვის.…

მეტი...

ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი გაამართლეს

12-მა მსაჯულმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის უკან გამოაცხადა. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.   შეგახსენებთ, რომ საუბარია გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაზე, რომელშიც ბრალდებული  ბრალდებული მერაბ კობიაშვილი იყო.  ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ის დანაშაულში უდანაშაულოდ ცნო და გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა. გუდაურში მკვლელობა 2020 წლის 16 თებერვალს მოხდა. მერაბ კობიაშვილის ადვოკატები ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სს კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლები, რომელიც დაკავებულს წაუყენეს, რეალობას არ ექვემდებარება. როგორც ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებდა,  ის, რაც მოხდა, იყო თავდაცვა და აუცილებელი მოგერიება, რაც…

მეტი...

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ომიკრონი“ არ დადასტურდა

საქართველოში ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის ცირკულირება არ დადასტურდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საეჭვო შემთხვევები გამოიკვლიეს და ახალი შტამი არ აღმოჩნდა. „დახ, გიდასტურებთ, რომ არსებობდა საეჭვო შემთხვევები. რამდენიმე შემთხვევა ჩაითვალა საეჭვოდ. შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა“ –  განაცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში 10-მდე საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.    

მეტი...

ერთ დღეში, ვირუსით 53 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 971 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 325 შემთხვევა, აჭარა – 229, იმერეთი – 493, ქვემო ქართლი – 135, შიდა ქართლი – 207, გურია – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184, კახეთი – 137, მცხეთა-მთიანეთი – 81, სამცხე-ჯავახეთი – 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

მეტი...

ვირუსით 2 979 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 937 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 979  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 470   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.21%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  904 181-ს.

მეტი...

ღამის კლუბები დღეს იხსნება

​პანდემიით დაზარალებული ღამის კლუბები ფუნქციონირებას დღეიდან განაახლებენ.  ორწლიანი დაპაუზების შემდეგ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კლუბების კარი გაიღება. მთავრი მოთხოვნა არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა იქნება. ღამის კლუბებში შესვლა კი მხოლოდ „მწვანე პასპორტიანებს“ შეეძლებათ.      

მეტი...

„მწვანე პასპორტებმა“ რეგულაციების დამცველები დააზარალა

ე.წ. მწვანე პასპორტები რეგულაციების დამცველი სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. კერძოდ, იმ რესტორნებსა თუ კაფე-ბარებს, სადაც რეგულაციებს მკაცრად იცავენ და „მწვანე პასპორტების“ გარეშე მომხმარებელს არ იღებენ, სტუმარი თითქმის არ ჰყავს. ხოლო იქ, სადაც კონტროლი არ ხორციელდება, თავისუფალი ადგილები არ აქვთ. რა ხდება „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ ბაზარზე და რა ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი, ამ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარში“ 11:30 საათზე, „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ისაუბრებს.    

მეტი...

„ნატო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას ალიანსის ყველა წევრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად“, – განცხადება

ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს  მზაობას ალიანსის ყველა წევრის დასაცავად. აღნიშნული განცხადება ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ უკრაინასთან მიმართებაში გააკეთა. კერძოდ, რუსი ჯარისკაცების მხრიდან უკრაინის საზღვართან განვითარებულ პროცესებზე. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ნატო მხარს უჭერს ყველა ქვეყნის უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ფაქტორების ჩარევების გარეშე. ჩრდილოატლანტიკური საბჭო გმობს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედროების მობილიზაციას გამო და რუსეთის ფედერაციას მიმართავს. „ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებაზე, მათ შორის, ჩვენი კოლექტიური თავდაცვის პოზიციების გაძლიერებით, თუ ეს საჭირო გახდება.  ნატო ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს ალიანსის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად“, – ვკითხულობთ განცხადებაში. ამავდროულად,…

მეტი...

პარლამენტში რატი ბრეგაძეს ელოდებიან

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღეს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ელოდებიან. მინისტრი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა და დეპუტატის კითხვებსაც უპასუხებს.  დღეს, პარლამენტის საშემოდგომო სესიაც დაიხურება. იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე, რატი ბრეგაძე საკანონმდებლო ორგანოში დრეს პირველად მივა.  სხდომა საკმაოდ მწვავე იქნება, რადგანაც ოპოზიცია მინისტრს  მიხეილ სააკაშვილის საკითხზე არაერთ კითხვას დაუსვამს. ასევე, ერთ-ერთი თემა, რის წამოწევასაც ოპოზიცია აპირებს, პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობაა.   

მეტი...