„ერთადერთი რაც ამ ყველაფრის უკან დგას, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ეძებენ გზას, როგორმე სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოვიდეს” – შალვა პაპუაშვილი

შერიგებასა და დიალოგზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი ფარისევლობა რომ იყო, სააკაშვილის გუშინდელი განცხადებითაც დადასტურდა. ჩვენ ვნახეთ ტონი, მიმართვა, რომ იქით აქვს საპატიებელი „ქართულ ოცნებას“, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ინიციატივაზე სააკაშვილის გუშინდელი განცხადება.

საუბარია განცხადებაზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „ზურაბიშვილს შეუძლია, შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია, ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა „ინკლუზიურ პროცესებზე“, ეს პრაქტიკულად განხორციელდება. ამის პარალელურად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისა და ყველას დაფიქრებისთვის“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და თავად სააკაშვილი ეძებენ გზას, რომ სააკაშვილი როგორმე გამოვიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

მსგავსი თემები