ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ზარმაცობს და არ მოძრაობს

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით ჰემატოლოგი პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ზარმაცობს და არ მოძრაობს.

„პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე, სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება. გემოგლობინი პერიოდულად მცირდება და მატულობს. თუმცა, თავისი ძირითადი ქრონიკული დაავადებიდან გამომდინარე, ძალიან მაღალი გემოგლობინი ისედაც არასდროს აქვს. არ აღენიშნება არც ერთი ვიტამინის დეფიციტი. არ აქვს აქტიური ჰემოლიზი. პერიოდულად აქვს სისუსტე. დღის მეორე ნახევარში სისუსტე გაცილებით თვალშისაცემია ხოლმე, რაც, სავარაუდოდ, მის ემოციურ ლაბილობას უკავშირდება. სივრცეს რაც შეეხება, არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით რამე შევცვალო. ჩვენ ვურჩიეთ, რომ უფრო აქტიურად ემოძრავა. ადრე უფრო აქტიურად მოძრაობდა. ახლა გაცილებით უფრო ზარმაცობს“, – განაცხადა ექიმ-ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძე.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ ჰოსპიტალში სივრცის პრობლემაა, და პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს გასეირნების შესაძლებლობაც კი არ აქვს.

მსგავსი თემები