პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის გაუქმებას მიუღებლად მიიჩნევს

სალომე ზურაბიშვილი  სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიუღებლად მიიჩნევს. „მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა! ჩემთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა. სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის გაძლიერება, ქალ ხელმძღვანელს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, წინასაახალწლო პერიოდში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უუქმებენ უწყებას. მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არამხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი…

მეტი...

„ეს არის გაშვებული შესაძლებლობა იმისა, რომ სამსახური კიდევ უფრო განვითარებულიყო“ – ამერიკის ელჩის კრიტიკა

ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩი საქართველოში შეშფოთებულია მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს. როგორც კელი დეგნანმა ლონდა თოლორაიასთან შევედრის შემდეგ განაცხადა, პროცესი განხორციელდა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე. „შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა სახელმწიფო ინსპექტორთან და მის გუნდთან დიალოგისთვის. სახელმწიფო ინსპექტორი საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქეების უფლებების დაცვაში. მისი მოვალეობა ასევე არის საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების შესწავლა, ეს არის რთული, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი სამუშაო. შემაშფოთებელია ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს. ეს პროცესი განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის…

მეტი...

„ვაფასებ მის ინიციატივებს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დიალოგზე” – სააკაშვილი მარგველაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე გზავნილს ავრცელებს. როგორც პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი აცხადებს, ძალიან შინაარსობრივი შეხვედრა იყო. „პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს. ჩემთვის ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი შეხვედრა მქონდა მასთან. მიუხედავად წარსულში სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას. მინდა გამოვყო რამდენიმე ფაქტორი, თუ რის გამო: ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია, რომ მან, ბევრისგან განსხვავებით, არ გამოიყენა საკუთარი თანამდებობა პირადი გამდიდრებისთვის და პრეზიდენტობის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. დავრწმუნდი, რომ გულთან ძალიან ახლოს მიაქვს ხალხის გაჭირვებული ყოფა. ჩემში ეჭვს არ…

მეტი...

უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება რიგითობით მოხდება

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება 2022 წლიდან ეტაპობრივად მოხდება. როგორც მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს აღნიშნა, მომავალ წელს ფართებით 65 ოჯახი დაკმაყოფილდება. ერთ ოჯახზე კი საშუალოდ, 25 000 აშშ დოლარია გათვალისწინებული. „2022 წელს გათვალისწინებულია 65 ოჯახის დაკმაყოფილება ბინით. ერთ ოჯახზე საშუალო დანახარჯი  25 000 აშშ დოლარი გამოდის. შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში იყოს მეტი, შეიძლება იყოს ნაკლები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაეცემა უსახლკაროს სტატუსის მატარებელს“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. რაც შეეხება თანმიმდევრობას, ვიცე-მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტი აპირებს, რომ უსახლკაროს…

მეტი...

დედაქალაქის მერია 2022 წელს სესხის საშუალებით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავს

თბილისის მუნიციპალიტეტი სესხის საშუალებით ტრანსპორტის შესყიდვას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ნარჩენების მიმართულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და დიღმის ჭალებში პარკის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა. „სესხების ნაწილს რაც შეეხება, 100 მლნ ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, 60 მლნ ლარი – ახალი ავტობაზების მშენებლობას, 20 მლნ ლარი – პირველი და მეორე ავტობაზის რეაბილიტაციას, 20 მილიონი ლარი გამოყოფილია ჭკვიანი  შუქნიშნების პროექტისთვის, 30 მლნ – ნარჩენების მიმართულებით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, 8 მლნ ლარი – დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მეტი...

დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი უსახლკარო ოჯახებისთვის ბინების შესაძენად დაიხარჯება

,,5 მილიონი ლარი უსახლკარო ოჯახების ბინებით დასაკმაყოფილებლად, 10 მილიონი ლარი კი სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერების პროგრამისთვის დაიხარჯება,” – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოში თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა. 2022 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე საუბრისას ვიცე-მერმა, ასევე, სხვა კონკრეტული თანხებიც დაასახელა, რომელიც მომდევნო წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელებისას დაიხარჯება. „ახალი პროექტების შესახებ მინდა, მოგიყვეთ, რომელიც 2022 წელს დაიწყება და მათი ნაწილი 2022 წელსვე დასრულდება. ეს პროექტებია კრწანისის ქუჩის რეაბილიტაცია, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, მინდელის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება –…

მეტი...

დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი მილიარდ 545 მლნ ლარი იქნება

დედაქალაქის საკრებულომ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელა. ბიუჯეტი წარმომადგენლობით ორგანოში თბილისის ვიცე- მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი ჯამში მილიარდ 545 მლნ ლარი იქნება და ის სწორედ იმ პროგრამებზე და პროექტებზე იქნება მიმართული, რომელთა განხორციელება თბილისის მერმა მოსახლეობას დაჰპირდა. „თბილისში განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების ჯამი გახლავთ მილიარდ 545 მლნ ლარი. აქედან საბიუჯეტო ნაწილი არის მილიარდ 305 მლნ ლარი, ხოლო დანარჩენია სესხის ნაწილი, რომელიც შეადგენს 240 მლნ ლარს. საშემოსავლო ნაწილი: ეს არის პრივატიზაცია – 75 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები არის 757 მლნ ლარი,…

მეტი...

,,დასუფთავების მოსაკრებელი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის უცვლელი რჩება” – ვიცე-მერი

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დასუფთავების მოსაკრებელი მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის და დაწესებულებებისთვის იზრდება, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის კი – უცვლელი რჩება. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ მიმართულებით, ბიზნესექტორის სუბსიდირებაში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იხარჯება, რაც სწორი არ არის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს შემოაქვს ინიციატივა, აღნიშნული სექტორისთვის დასუფთავების მოსაკრებლის 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25 ლარამდე გაზრდის შესახებ. „დასუფთავების მოსაკრებლის ზრდასთან დაკავშირებით, ბევრი განცხადება გაკეთდა. ტარიფი იზრდება ბიზნესსექტორისთვის და დაწესებულებებისთვის. ეს არ ეხება საყოფაცხოვრებო სექტორს. კომერციული ანუ არასაყოფაცხოვრებო, ბიზნესსექტორის მომსახურება „თბილსერვის ჯგუფს“ უფრო…

მეტი...

“რა პოლიტიკურ მორატორიუმზეა ლაპარაკი, როდესაც ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა” – ვოლსკი სააკაშვილზე

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  “სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას და სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი”. რაზეც გია ვოლსკის პასუხმაც არ დააყოვნა: “მე არ მიმაჩნია, რომ ეს ფორმატი, საერთოდ, პატიმარი სააკაშვილი, პრასტრაციაში მყოფი და რაღაც სულელური ფორმულებით მოლაპარაკე მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილის ფორმატი რაიმეს წარმოადგენს ისეთს, რომელსაც შეუძლია ქვეყნისათვის რაიმე სიკეთე მოიტანოს. რა პოლიტიკურ მორატორიუმზეა ლაპარაკი, ადამიანის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და ეს არ არის საქართველოში შემოღებული რაღაც წესი. დანაშაული რა მაღალი თანამდებობის პირმაც არ უნდა ჩაიდინოს, არ უნდა ვიმსჯელოთ სწორედაც პოლიტიკური ნიშნით მისი ამ დანაშაულისგან, ბრალდებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ასეთი…

მეტი...

საქართველოში “ომიკრონის”კიდევ 12 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ,,ომიკრონ” შტამის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ადასტურებს. 27 დეკემბრის მონაცემებით  სულ ქვეყანაში ,,ომიკრონის” 63 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.  

მეტი...

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მოსახლეობა საძოვრის გასხვისებას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მოსახლეობა საძოვრის გასხვისებას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 5 ჰექტარი მიწის ფართობი, 2 წლის წინ მათგან ფარულად, 40 წლიანი იჯარით კომპანია “ლოპოტამ” შეიძინა, რაშიც მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი – შოთა ნარეკლიშვილი დაეხმარა. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ სოფელი მთლიანად  სოფელი მთლიანად მესაქონლეობაზეა დამოკიდებული და საძოვრის გასხვისების გამო, არ არის გამორიცხული, საქონლის გაყიდვა მოუწიოთ. ამიტომ  მოსახლეობა იჯარის დაუყონებლივ გაუქმებას ითხოვს. ასევე აქციაზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი, გიორგი ჯიქურიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ  ტერიტორიის გასხვისების შესახებ მისთვისაც ახლა გახდა ცნობილი და საკითხში გარკვევის შემდეგ კი პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებენ. მანამდე კი, სოფელს…

მეტი...

ამერიკის ელჩი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსს ხვდება

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივიდა. შეხვედრა ლონდა თოლორაიასთან დახურულია. შეხვედრის თემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა, რის გამოც ამერიკის ელჩი შეშფოთებას გამოხატავს. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმაც. ინფორმაციისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. აღნიშნულის შესახებ მთავარმა ინსპექტორმა მედიისგან გაიგო, თან მაშინ, როცა დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა.

მეტი...

„სალომე ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ პროცესში“ – ნიკა მელია პრეზიდენტთან შეხვედრაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენცია დატოვა. როგორც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილს ძალიან სწორად ესმის ყველაფერი და ბევრიც აქვს ნაფიქრი. „ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი აღწერა შექმნილი ვითარებისა.  იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისია, როდესაც ქვეყნიდან გარბიან მოქალაქეები იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მათ აღარ გაეჩერებათ. დიახაც, ეს არის განსხვავებული რამ, რაც მე მომისმენია ბოლო წლების განმავლობაში განსხვავებით იმ ადამიანებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას. ამ დროს, როდესაც რადიკალურად განსხვავებული განცხადება კეთდება ქალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი“ –…

მეტი...

„მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე“ – გიორგი მარგველაშვილის გზავნილი

ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმის გამოცხადებას ურჩევს. აღნიშნული გზავნილი მან გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. „გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ ჩვენი შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ეს საქმეები არის სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას საქმეები, ანუ ის საქმეები, რაც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ან უდანაშაულოები. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში, ჩვენ ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ.  როცა ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, ამ საუბრის…

მეტი...

„ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი“ – მარგველაშვილი სააკაშვილ-ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსული გიორგი მარგველაშვილი სამი პრეზიდენტის შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კრიზისის დასაძლევად,  ეს ფორმატი აუცილებელია. „ორივე ვთანხმდებით, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე არის საქართველო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების და მთავარსარდლების გაერთიანება და შიდა დაპირისპირების თვალსაზრისით ტემპერატურის დაწევა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ არის ინიცირებული, უაღრესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით და გამოვხატეთ ორივემ მზაობა, რომ როდესაც ვსაუბრობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევების მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან. მისი შეფასებით, სამი პრეზიდენტის შეხვედრის ფორმატი…

მეტი...

„ის არის პუტინის პატიმარი, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“ – გიორგი მარგველაშვილი

ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს რუსეთის პატიმარს უწოდებს და ყველას ურჩევს, ამ რეალობას თვალი გაუსწოროს. გიორგი მარგველაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს ხვდებოდა. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაერთიანება უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. „შეხვედრის ძირითადი ნაწილი ჩვენ ვსაუბრობდით იმ უსაფრთხოების გარემოებებზე, რომელიც საქართველოს წინაშე არის ამ დღეებში.  დეტალურად გავუზიარეთ ერთმანეთს და მიმოვიხილეთ საქართველოს ირგვლივ შექმნილი ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორიც არის რუსეთი. ჩვენი ვალია, გავიზიაროთ ეს შეშფოთება და ქალბატონ სალომესთან ერთად  და ვიღვაწოთ იმ მიმართულებით, რომ რაღაც მომენტში, ყველას გვქონდეს საფუძველი და ფუნდამენტი…

მეტი...

გაერო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ინიციატივა უკან წაიღოს და ინსპექტირების სამსახური არ გააუქმოს

საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს. უმაღლესი კომისრისთვის მიუღებელი და გაუგებარია მსგავსი ხისტი გადაწყვეტილების ასე სწრაფად მიღება. „შეშფოთებული ვართ პარლამენტისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ წინადადების წარდგენის გამო… მოვუწოდებთ, უკან წაიღონ ინიციატივა და უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა“, – ვკითხულობთ უმაღლესი კომისარიატის განცხადებაში. ინფორმაციისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. აღნიშნულის შესახებ მთავარმა ინსპექტორმა მედიისგან გაიგო, თან მაშინ, როცა დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა.

მეტი...

ქვეყანაში 600 000-მდე გაუმართავი ავტომანქანა მოძრაობს

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის,  ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში, სავალდუბულო ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილების მხოლოდ 57% გადის. დანარჩენები კი ტექინსპექტირების გარეშე მოძრაობენ. აღნიშნულ თემაზე ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. მან არაერთგვაროვან ინსპქტირებაზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც ტრანსპორტი ერთ ცენტრში ხარვეზდება, თუმცა, ინსპექტირებას მეორეში უპრობლემოდ გადის. „სტატისტიკური მონაცემებით, წელს, რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით 57% ინსპექტირებაზე ცხადდება, 57% გულისხმობს 715 000 სატრანსპორტო საშუალებას. აღნიშნული 57% – დან, რომელიც ინსპექტირებაზე გამოცხადდა 30% დახარვეზდა. უნდა შევადაროთ ციფრები 2020 და 2019 წელთან. 2019 წელს ინსპექტირება დაახლოებით 788 000-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, თუმცა ეს მონაცემი გასულ წელს მხოლოდ…

მეტი...

“ეს დანაშაული ჩემი ჩადენილია” – აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ აღიარა და განმარტა, რომ თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. ის არ ეთანხმება ჯგუფური მკვლელობის ვარიანტს და აცხადებს, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია. “ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად”,- განაცხადა ჭელიძემ. ხოლო რაც შეეხება მეორე მბრალდებულს, გიორგი კავილაძეს, ეს უკანასკნელი  თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. კავილაძემ უნდობლობა გამოუცხადა გამოძიებას და აღნიშნა, რომ მხოლოდ სასამართლოს ენდობა. კავილაძე მიიჩნევს, რომ დამნაშავე მხოლოდ იმაშია, რომ “მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა”. შეგახსენებთ,…

მეტი...

ნიკანორ მელია სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ამ წუთებში, პრეზიდენტის სასახლეში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკანორ მელიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს, სადა  ერთ-ერთი სასაუბო თემა მიხეილ სააკაშვილი იქნება. ნიკანორ მელიას, ორბელიანების სასახლეში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. დღეს, პრეზიდენტს მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც შეხვდნენ. კერძოდ, მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ, რომ საუბარია „ეროვულ თანხმობაზე“ რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, თანხმობა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გარეშე ვერ გამოვა.

მეტი...

“ბუნებით მაქსიმალისტი ვარ” – ახალი ჯანდაცვის მინისტრი თანამშრომლებს პირველად შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ახალი ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი წარუდგინა. ყოფილმა მინისტრმა მოქმედს წარმატებები უსურვა და უთხრა, რომ  სამინისტროში დიდ გამოცდილებას მიიღებს. ,,მინდა მოგილოცოთ ახალი თანამდებობა. წინ ძალიან საინტერესო გამოწვევები გელით. სამომავლო საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ. სამინისტროში ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც შემდგომ საქმიანობაშიც გამოგადგებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულეს და მნიშვნელოვან გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევთ“,- განაცხადა ტიკარაძემ. ,,ჩემთვის დიდი პატივია, ამ უდიდესი პასუხისმგებლობით სავსე სამინისტროს გუნდში ჩართვა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით, კონსტრუქციული თანამშრომლობითა და მეგობრობით, ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ. მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც. დიდი…

მეტი...

„კორონავირუსით“ ინფიცირებული ჩვილების მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცორებული 80-მდე ბავშვი მკურნალობს. ზოგის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ზოგის მსუბუქი, ზოგის კი მძიმე. როგორც ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა ინფიცირებულებიდან ორი ჩვილის მდგომარეობა განსაკუთრებით საგულისხმოა. „ორი ჩვილი, რამდენიმე კვირაა,  მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგანაც თანმხლებ დაავადებასთანაც გვაქვს საქმე“ – გვითხრა მაია ჩხაიძემ. ამ ეტაპისთვის, საქართველოში, კორონავირუსის ახალი, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი არ დაფიქსირებულა.  

მეტი...

,,ჯანდაცვის მინისტრად პლასტიკური ბარათების მძერწავი დაინიშნა” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. “ჯანდაცვის მინისტრად პლასტიკური ბარათების მძერწავი დაინიშნა. ლონდა თოლორაია ბავშვის გაჩენიდან 2 კვირის თავზე აიძულეს დეკრეტიდან გამოსულიყო და მეძუძურ ბავშვს დედის ყურადღება მოაკლეს. კაციჭამია რეჟიმითქო, რომ ვიტყვით, უტრირებააო გეტყვიან. მგონი, მართლა იმას ელოდებიან, რომ ადამიანების ჭამას დაიწყებენ. თუმცა, არც აღარაფერი დარჩა.” – წერს ნიკა გვარამია.

მეტი...

ბათუმში საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის 60-მდე თანამშრომელი გაიფიცა

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის 60-მდე თანამშრომელი გაიფიცა. მათი მთავარი მოთხოვნა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ამ წუთისთვის ტერმინალში სამუშაო პირობები შეწყვეტილია. ბათუმის ნავსადგურის პროფკავშირებში აცხადებენ, რომ დასაქმებულები უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების ზრდას მოითხოვენ.

მეტი...

ოკუპანტებმა სოფელ ლოპანის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო ზოლის წარმომადგენლებმა ამჯერად ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. როგორც უწყება იტყობინება, უკანონო დაკავების წუთიდან, მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია “ცხელი ხაზით”. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში. უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას” – წერია განცხადებაში.

მეტი...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ რეგიონში – კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში, იმერეთში და გურიაში „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ განხორციელდება. მიზნობრივ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის  მიზნით დაფინანსდება  ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. დაფინანსება მოიცავს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ პროგრამის ფარგლებში  გაცემული სესხის თანხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას და ასევე სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ის საგრანტო დაფინანსებას. მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 000 ლარს და არაუმეტეს 1 მლნ ლარს. მომავალი წლიდან პრიორიტეტი მიენიჭება შშმ პირთა მიერ ბიზნესის წამოწყება/გაფართოებასა და ასევე ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყება/გაფართოებას; ამავე მიმართულებაში, ევროკავშირის დახმარებით, განისაზღვრება საპილოტე რეგიონები – იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი,…

მეტი...

26 დეკემბრის მონაცემებით საქართველოდან 16.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 26 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 33.7 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 16.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (22 677 ტონა), სომხეთში (6 086 ტონა),  უკრაინაში (3 582 ტონა), მოლდოვაში (463 ტონა), ყაზახეთში (301 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ბელორუსში (140 ტონა), ესტონეთში (104 ტონა), ყირგიზეთში (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (78 ტონა).

მეტი...

26 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 12.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა 12.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 6.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 744 ტონა), რუსეთში (3 752 ტონა), უკრაინაში (2 385 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

მეტი...

,, დარწმუნებული ვარ, რომ მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას შევძლებთ”- ახალი ჯანდაცვის მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი წარადგინა – უწყების ახალი ხელმძღვანელი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ის ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ აზარაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა: ,, დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერის და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახებ და მნიშვნელოვან წარმატების მიღწევას.” – განაცხადა ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა ბატონო პრემიერო იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა.” – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მეტი...

მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა – შეხვედრა 3 საათი გაგრძელდება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად გიორგი მარგველაშვილი ჩავიდა. მესამე პრეზიდენტთან შესვლამდე მარგველაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ შეკითხვებს ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ უპასუხებს. მარგველაშვილის სააკაშვილთან ვიზიტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, ისინი მოქმედი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ეროვნული თანხმობის პროცესზე ისაუბრებენ. სავარაუდოდ შეხვედრა 3 საათი გაგრძელდება.

მეტი...

,,მათთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი მიუღებელია” – თოლორაია

ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ კანონპროექტის ინიცირების დრო მაინცდამაინც მის დეკრეტში ყოფნას დაამთხვიეს, რაც განზრახ მოხდა, ასევე სწორედ ამ დროს  დიპლომატიური უწყებები კი წინასაახალწლო პერიოდის გამო საქართველოში არ იმყოფება. “მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებლია სახელმწიფო ინსპექტორის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი. “ნაცვლად იმისა საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმების ძალიან საშიში და სახიფათო პროცესი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების არგუმენტად დასახელდა ის, რომ სამსახურში ორი ფუნქციის – პრესონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციისა და სამოხელეო…

მეტი...

,,ეტყობა ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ვერ შევძლებდი სამსახურის და თანამშრომლების დაცვას” – თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია ,,ოცნების” ინიციატივით მისი თანამდებობის გაუქმების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი მდგომარეობით სარგებლობა სურდათ. “რატომღაც ჩაითვალა ეტყობა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას. თუმცა მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინტერესებისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად”. – განაცხადა თოლორაიამ.

მეტი...

გორში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

გორში, კომბინატის დასახლებაში, მკვლელობა გუშინ მოხდა. 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცივი იარაღით არის მოკლული. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნაცნობებს შორის ყოფით ნიადაგზე, წინა დღით მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. დამნაშავე სავარაუდოდ უკვე დაკავებულია.

მეტი...

“მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს, მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ლონდა თოლორაიას მოუწოდებს, მოასწროს და გამოაქვეყნოს წინასწარი გამოძიების შედეგები, ასევე მისი გლდანის ციხეში გადაყვანის სრული ჩანაწერი. “მე საერთოდ არ ვიცოდი თუკი არსებობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ამის შესახებ გავიგე გლდანში ძალადობით გადაყვანის შემდეგ, როდესაც ტელევიზიით მოვისმინე, რომ ამ სამსახურმა აღძრა საქმე ჩემს მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, მერე გავიგე, რომ ამ სამსახურის გამომძიებლებს არ უშვებდნენ ჩემთან. ამის პარალელურად, ჩემთან შემოვიდა 3 საკმაოდ უსიამოვნო თანამშრომელი, რომლებმაც მითხრეს, რომ არიან შიდა ინსპექტორები და სცადეს ჩემი შემოხეული ტანსაცმლისა და სხვა ნივთმტკიცებების ამოღება. კიდევ კარგი, რომ შუა საუბარში…

მეტი...

,,გაზრდილია ექიმის ოჯახში, უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანია” – ღარიბაშვილი აზარაშვილზე

,,ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში” – ასე წარადგინა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა ახალი ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი,ზურაბ აზარაშვილი. ასევე პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მინისტრი იქნება გამოცდილი კადრი და ისეთ დიდ სამინისტროს, როგორის ჯანდაცვის სამინისტროა, სწორედ გამოცდილი კადრი უნდა ხელმძღვანელობდეს. “ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს ფინანსების მართვის დიდი გამოცდილება. არის ძალიან ძლიერი მენეჯერი და ჩვენ თავად დავრწმუნდით ამაში, მე როდესაც ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა იყო “დელტას” ასევე, ,,თბილავიამშენის” ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საქართველოს ავიაციის აღდგენა და…

მეტი...