“მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა” – როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და სახეზეა წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა.  

„ნევროლოგიური სიმპომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია – წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა. პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა, გვაქვს მოსაზრებები, რომელიც დეტალურად გავწერეთ დანართში. 25 ნოემბერს, როდესაც ვიყავით მასთან, მაშინაც გავეცით ფსიქოთერაპიის რეკომენდაციები, მაგრამ არ შესრულდა ან ვერ შესრულდა. ფიზიკური რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანია“ – განაცხადა ნევროლოგმა ბრიფინგზე.

მისივე შეფასებით, რეაბილიტაცია ხანგრძლივი უნდა იყოს. 

„რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესია, პოსტტრავმული აშლილობაც და ამ მხრივ, ფსიქოთერაპია დაგვეხმარება, რომ რეაბილიტაცია სრული მოცულობით ჩატარდეს“, – განაცხადა ჯგუფის წევრმა.

მსგავსი თემები