თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე მხარს არჩილ თალაკვაძეს უჭერს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ  მისი არჩევანი რომ იყოს, მინისტრის პოზიციაზე არჩილ თალაკვაძეს დაუჭერდა მხარს.

„თქვენ ბრძანეთ ლევან რატიანი და არჩილ თალაკვაძე. ორივე შესანიშნავი კანდიდატურაა. ლევან რატიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ როდესაც ვთქვი, რომ მინისტრობისთვის მზად არ არის, ვიგულისხმე ის, რომ წარმატებული ექიმია და ქვეყანას დღეს უფრო სჭირდება იქ, სადაც არის. კორონავირუსთან მუშაობის ძალიან სერიოზული სეგმენტი უჭირავს, ძალიან ახალგაზრდაა, მინისტრობაც და ყველაფერიც წინ აქვს. ის ძალიან კარგი კანდიდატურაა, ჩემი მეგობარია.  მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი. არჩილს ბევრი ღირსება აქვს. ძალიან გამოცდილია, ფაქტობრივად, ნამუშევარია როგორც სამინისტროებში, ისე პარლამენტში ხელმძღვანელ სამუშაოებზე. ის კარგად ფლობს მედიცინაში თანამედროვე მიმართულებებს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები