„დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები პროცესს“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავს სუსტად გრძნობს რის გამოც, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.   „მადლობა ჟურნალისტებს თავდადებისთვის და სიცივეში დგომისთვის. გორი 4-ჯერ უფრო ცივია, ვიდრე თბილისი. გატყობინებთ, რომ ხვალ სისუსტის გამო დიდი ალბათობით ვერ დავესწრები პროცესს, (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა“, – წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გამოიტანა. თბილისის საქალაქო სასამართლო, ხვალ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან  სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს.

მეტი...

წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილესთან ჯანდრი უბირიასთან, უწყების თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც 1992-93 წლებში, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გარდაცვლილთა ოჯახებისთვის თანაგრძნობის გამოსახატად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, ასევე, იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, სევერინ შაპაზი და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანი კავკასიაში, დანიელ მაკ სუინი. ‘’დღეს მართლაც მძიმე, მაგრამ,ამავე დროს,ძალიან მნიშვნელოვანი დღეა_ თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი ბარბაცით დადის, ის ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება

„ნაციონალური მოძრობის“ წარმომადგენლის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშილი, ხვალ, სასამართლო პროცესს სავარაუდოდ ვერ დაესწრება, რადგანაც გადაადგილების პრობლემა აქვს და ბარბაცით დადის. „აქვს წნევა, ადამიანი ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის. სავარძლიდან საწოლამდე მანძილი ძალიან პატარაა, მაგრამ სიმყარეს ვერ გრძნობს, არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე, რომ ის დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ვფიქრობ, ჩემი დღევანდელი შეხედულებით, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ის ფიზიკურად ვერ შეძლებს დასწრებას სასამართლოზე. მას ძალიან გული წყდება ამასთან დაკავშირებით. იცით, რომ სასამართლო არის ერთდერთი შესაძლებლობა, სადაც შეუძლია ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად და რა თქმა უნდა, დასანანია, რომ ის სავარაუდოდ, ვერ შეძლებს გამოცხადდეს…

მეტი...

“საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ ვეტერანების თანადგომას კვლავ განაგრძობს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაციას “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობით, ორგანიზაცია განახორციელებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ვეტერანების სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ საქველმოქმედო ღონისძიებებს _ შშმ ვეტერანებს გადასცემს შშმ პირებისთვის განკუთვნილ ეტლებს, პერიოდულად განახორციელებს მონიტორინგს, ვეტერანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გააგზავნის საჭირო აპარატურითა და მედიკამენტებით აღჭურვილ სამედიცინო ბრიგადას. აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაციას “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” შორის ეს პირველი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არ არის. უწყება, ასოციაციასთან, რამდენიმე…

მეტი...

„სამარცხვინოები ხართ… ოპოზიცია, ძალა, რომელმაც ბიუჯეტს 48 მილიონი მოჰპარა“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს ოპოზიციას წარმოადგენს ძალა, რომლის წევრმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თბილისის ბიუჯეტს 48 მლნ ლარი მოჰპარა. „თქვენი მინისტრები თანამდებობებზე არაფრით მოდიოდნენ და მილიარდიანი ქონებით გადიოდნენ პოლიტიკიდან. ამ ფულს კი, ისეთი ტრაგედიის ხარჯზეც შოულობდნენ, როგორიც აგვისტოს ომი იყო. სამარცხვინოები ხართ. თქვენ იმ ადამიანსაც წარმოადგენთ, რომელმაც თბილისის ბიუჯეტს 48 მილიონი მოჰპარა. მაშინ, სხვა გადმოსახედიდან ვუყურებდი თბილისსო, ახლა კი ქუჩიდან ცდილობს დესტრუქციის შემოტანას და რევოლუციაზე ოცნებობს, რათა ისევ გაძარცვოს თბილისელები“ – აცხადებს კახა კალაძე. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი უტიფრად აცხადებს, რომ წამების მსხვერპლია. „გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი სასამართლოთი დამტკიცებული…

მეტი...

„გუნდი, ვინც მოსახლეობა 9 წელი ვირტუალურ საქართველოში აცხოვრა“ – კახა კალაძე

 „გუშინ მე, როგორც ქალაქ თბილისის არჩეულმა მერმა, მივმართე თბილისის საკრებულოს დეპუტატებს და ვთხოვე, გავერთიანდეთ ჩვენი ქალაქის, აქ მცხოვრები ნებისმიერი წარმომავლობის, აღმსარებლობის თუ პოლიტიკური შეხედულების თითოეული ადამიანის ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რისთვისაც თბილისელებმა გამოგვიცხადეს ნდობა, თუმცა, მათი მხრიდან მივიღეთ დესტრუქცია, შეურაცხყოფა, ცილისწამება და მცდელობები, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში“ – აცხადებს კახა კალაძე. თილისის მერის განცხადებით, დესტრუქციისა და ცილისწამების შესაძლებლობა ოპოზიციას არასდროს მიეცემს და არც შერჩება.  მისი შეფასებით, ისინი იმ გუნდის წარმომადგენლები არიან, ვინც ცხრა წლის განმავლობაში, მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა და შექმნა ვირტუალური საქართველო. „ცხადია, ამის შესაძლებლობას მათ არასდროს მივცემთ. მათ…

მეტი...

“კვლავ დესტრუქცია და ცილისწამების მცდელობა“ – კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკური კონკურენციის მიუხედავად, შეეცადონ, ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. “გუშინდელ მიმართვაში, ოპოზიციასთან თანამშრომლობის ნაწილში ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ვყოფილიყავით კონსტრუქციული და ეს არ ყოფილიყო ისე, როგორც განვლილი ოთხი წლის განმავლობაში იყო – არანაირი კომუნიკაცია და ურთიერთობა. ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი განცხადება გავაკეთეთ და ვთქვით, რომ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯს, რომ თანამშრომლობა დავიწყოთ. შესაძლოა, არ გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ოპოზიციასთან თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ერთიანობასა და პასუხისმგებლობიან, პატრიოტულ მიდგომას დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს,…

მეტი...

15-წლიან იპოთეკურ სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებთ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აკრძალა. ამით ეროვნული ბანკი აგრძელებს ლარიზაციის პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში ლარის გამოყენების წილის გაზრდას და, შესაბამისად, სხვა ვალუტის წილის შემცირებას გულისხმობს. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანს, სოსო ბერიკაშვილს გადაწყვეტილების ცალსახად შეფასება უჭირს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება ლარიზაციის პოლიტიკის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მისივე თქმით, თუ ლარიზაციის პოლიტიკა ისაა, რაც ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება, მაშინ ამ მიზნის მისაღწევად ეს საკმაოდ ხისტი და მკაცრი, თუმცა, შესაბამისი გადაწყვეტილებაა.  “ცოტა საკამათო გადაწყვეტილებაა, სესხის მაქსიმალური ვადის 10 წლამდე შემცირება, 15 წლიანი პერიოდის. მიზანი არის ლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელება, ეროვნული ბანკი აგრძელებს ვალუტაში სესხების…

მეტი...

“იმედია, ოპოზიცია ოდესმე მიხვდება, რამხელა შანსი გაუშვა ხელიდან, რომ ემსახურა ქალაქის ინტერესებისთვის” – კახა კალაძე

მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის სამსახურში, რეალური საქმის კეთებაში ოპოზიციაც ჩართულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ შეუძლია, – ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ოპოზიციის წარმომადგენლებს. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის მცდელობების მიუხედავად, თბილისის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მომდევნო ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობის წლები იყოს. „თქვენ შეგიძლიათ, განაგრძოთ დესტრუქცია, ყოველდღე მოიგონოთ ტყუილი, ყველა დაარწმუნოთ, თითქოს ქვეყანა იქცევა, მოაწყობთ რევოლუციას და თქვენს ლიდერ მეგის ქარდავას გაათავისუფლებთ ციხიდან. ეს თქვენი საქმეა, რომლისგანაც გარწმუნებთ, არაფერი გამოვა, როგორც არ გამოვიდა გასული რვა წლის მანძილზე. ჩვენ კი გავაგრძელებთ საქმის კეთებას, თბილისისა და…

მეტი...

“გადატანილი კოვიდინფექცია არ არის გარანტია, რომ ვირუსი ისევ არ დაგემართება” – დავით სერგეენკო

გადატანილი კოვიდინფექცია არ არის გარანტია, რომ ვირუსი ისევ არ დაგემართება. ამიტომ, უვადო მწვანე პასპორტის გაცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებას არ ემხრობა. „პირდაპირ რომ გაგცეთ პასუხი, ამას არ ვემხრობი. ამას აქვს თავისი დასაბუთება, რომელსაც ნებისმიერი ექიმი და ეპიდემიოლოგი გააკეთებს. არ მინდა, ღრმა მსჯელობაში შევიდე, მაგრამ გეტყვით, რომ არ ვემხრობი. ვირუსს ახასიათებს ცვლილება, რამდენიმე თვეში ერთხელ ბუნებას იცვლის და შეიძლება გადამდები გახდეს. ვაქცინაცია გადადების რისკს ანახევრებს, 30-ჯერ ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკს. აქამდე ახალი შტამების აღმოჩენა იფარებოდა არსებული ვირუსებით,…

მეტი...

“ჩვენ გვჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია – უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა – წამზომი ჩართულია” – სააკაშვილი

ჩვენ გვჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებასა და არჩევნებამდე მისვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია საუბარი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გააჟღერა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, არავითარი თანამდებობის სურვილი არ ამოძრავებს და ლიდერების სრულიად ახალი თაობა უნდა მოვიდეს, თავად კი ლაზიკაში ინვესტიციების მოზიდვით და განათლების სექტორში დაკავდება. ,,აუცილებელია თითოეული ჩვენგანი ვემუშავოთ ახალგაზრდებს და ავუხსნათ ბევრი რამ. არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ, კოალიციურ საქართველის ხელისუფლებას როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის ან შუააზიის მთავრობებს. უნდა…

მეტი...

“მოსამართლემ ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია” – პაატა სალია

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, “რუსთავი 2-ის” საქმეზე მოსარჩელე მხარის – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რადგან მოსამართლე გოჩა დიდავამ ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია. “სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამის მოლოდინი, სიმართლე გითხრათ, გვქონდა. ჩვენი მთელი პოზიცია აგებული იყო იმაზე, რომ სარჩელი, პირველ რიგში, არის ხანდაზმული და შესაბამისად, არ დასტურდებოდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები. თუ ვინმესგან იძულებას ჰქონდა ადგილი, ეს ნამდვილად არ იყო ქიბარ ხალვაში და ქიბარ ხალვაშს არ შეიძლება სცოდნოდა იმ მომენტისათვის და ეს მის ჩვენებაშიც არის ასახული, რომ მისთვის რაიმე​ ზეწოლაზე, იძულებაზე ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა და შესაბამისად, მან შეიძინა ეს წილები აქიმიძისა და დვალისაგან, უფრო სწორად, პაატა კარსანიძისაგან, რომელიც, ასევე, განმარტებულია, თუ რა…

მეტი...

“მთავარია, საზოგადოებამ და სახელმწიფომ მოძებნოს გზა მიხელ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაზე სწორი გზა ამნისტია იქნება, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, მომავალზე ფოკუსირდეს. როგორც მან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე განმარტა, ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მომავალსა და თამაშის წესებზე უნდა შედგეს. „აქ ვარ, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე. ვიქნები ყველა იმ აქციაზე, რომელიც პოლიტპატიმრების ეპოქის დასრულებისკენ არის მოწოდებული. დიახ, მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტპატიმარი, შეიწყალებს მას სალომე ზურაბიშვილი თუ არა, ამას ამ ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, საზოგადოებამ და სახელმწიფომ მოძებნოს გზა მიხელ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის. ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გზა, ოღონდ ეს არ ეხება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ეხება მთლიანად…

მეტი...

“მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა” – თეა წულუკიანი “ნაცმოძრაობაზე”

მიხეილ სააკაშვილის წერილს, სადაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მმართველ გუნდს “ეროვნულ შერიგებას” სთავაზობს, “ქართულ ოცნებაში” პასუხობენ. კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიხეილ სააკაშვილის და სხვა ოპონენტების გულწრფელობის არ სჯერა. მინისტრის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს მორიგი მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. “როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყოველთვის ხლეჩდნენ საზოგადოებას, ყოველთვის ყოფდნენ საზოგადოებას ჩარეცხილებად და თავისიანებად. სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც ამის შედეგს ვიმკით. დღეს მათ ჩაიცვეს, მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა, არადა არიან პირველი და, მე ვიტყოდი, ერთადერთი წყარო იმ საშინელი პოლარიზაციის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, პირველ რიგში, საზოგადოებამ, თქვენ უნდა აპატიოთ,…

მეტი...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია გამართა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, არსებული დაძაბული ფონი შერიგების პოლიტიკით შეცვალოს. აქციის მონაწილეებს რამდენიმე გამომსვლელმა სიტყვით მიმართა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, დღეს ყველაფერს წყვეტს ბიძინა ივანიშვილი და სუს-ი. „სალომე ზურაბიშვილისადმი მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს, ის არაფერს არ წყვეტს ამ ქვეყანაში, ისევე როგოც მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო, წყვეტს ბიძინა ივანიშვილი, მისი სუს-ი და ეს რეჟიმი, რასაც უბრძანებენ, როგორც ზურაბიშვილს, ასევე სასამართლოს, ისე მოიქცევიან“, – განაცხადა ბარამიძემ. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი…

მეტი...

“ჩვენი და ჩვენი რეგიონის მშვიდობა და განვითარება ერთმანეთისგან განუყოფელია” – სალომე ზურაბიშვილი

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის, ევალება კიდეც ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესდეს ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. პრეზიდენტი უკრაინის საზღვართან შექმნილ ვითარებას ეხმაურება და სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი მეგობარი და ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნის საზღვართან შექმნილ საგანგაშო ვითარებას და ხელახლა დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა და ერთგულება; მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის…

მეტი...

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კვლავ რობერტ სტურუა დაინიშნა

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნა, ხოლო 4 თეატრში ამ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდა. თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა დაინიშნენ. სამივე მათგანი ამავე თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელია და ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებათ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი…

მეტი...

“ტყუილია, ვინმეს თუ ჰგონია, სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ” – ირაკლი ზარქუა

მიხეილ სააკაშვილი ჩემ მიმართ ბოდიშს მოიხდის თუ არა, არ მაინტერესებს, რადგან ჩემთვის ის ყოველთვის იქნება კრიმინალი, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, ადამიანების უფლებები შელახა, ბიზნესი დაატერორა, ხალხი აწამა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას აქვს ვალდებულება, ტირანიის გამო ბოდიში მოუხადონ მოსახლეობას და საზოგადოება შემოირიგონ. „მგონია, რომ ოპოზიციასთან არაფერი მაქვს შესარიგებელი. რადიკალურ ოპოზიციას აქვს ვალდებულება, დანარჩენი მოსახლეობა შემოირიგოს – მოინანიონ, ბოდიში მოუხადონ ტირანიის გამო. მიხეილ სააკაშვილი ჩემ მიმართ ბოდიშს მოიხდის თუ არა, არ მაინტერესებს, რადგან ჩემთვის ის ყოველთვის იქნება ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც…

მეტი...

რამ გამოიწვია ძლიერი ხმა და ბიძგი, რომელიც თბილისში იგრძნეს

დაახლოებით ერთი საათის წინ, თბილისში, რუსთავში და ახლოს მდებარე დასახლებებში მოსახლეობამ ძლიერი აფეთქების მსგავსი ხმა გაიგო, იგრძნობოდა ბიძგბიც. “ფეისბუქმომხმარებლები” თბილისის სხვადასხვა უბნიდან წერენ, რომ ბიძგი საკმაოდ ძლიერი იყო. სეისმური მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ მიწისძვრა არ მომხდარა. რაიმე აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ არც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. აფეთქების ხმა, სავარაუდოდ, ვაზიანის პოლოგონზე მიმდინარე სწავლებების გამო გაისმა – თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პოლიგონზე, ამჟამად, გეგმიური წვრთნები მიმდინარეობს.

მეტი...

“დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატება,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” – იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორ ივანე ჩხაიძემ განაცხადა. სპეციალისტის მთავარ რეკომენდაციად კვლავ იმუნიზაციის პროცესში ჩართვა და რეგულაციების შესრულება რჩება. “ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატება. გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი და ასევე, მოლოდინი, რომ ქვეყანაში, დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას. ამიტომ, დეკემბერ-იანვარი იქნება, თითქმის 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა, ვინაიდან ასეთი რეალური საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში…

მეტი...

“5-6 ივლისი იყო დიდი სირცხვილი ხელისუფლებისთვის” – საიას კვლევა

5-6 ივლისი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის იყო ძალიან მძიმე დღე, ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი ხელისუფლებისთვის. სახელმწიფომ თავის პასუხისმგებლობას თავი ვერ გაართვა, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შეფასებისას აღნიშნა, რომელშიც 5-6 ივლისსა და წინა პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებაა საუბარი. როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო და არ გაატარა სათანადო ზომები იმისთვის, რომ დაეცვა როგორც ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების, ასევე აქტივისტების უფლებები. „ჩვენ ვიხილეთ მასობრივი ძალადობის შემთხვევები. ჩვენ ვიხილეთ დაგეგმილი ორგანიზებული ძალადობა, რომლის აღმოსაფხვრელადაც და პრევენციისთვისაც ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ჩვენ ვიხილეთ ის, რომ ხელისუფლების…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას გააგრძელებს” – ადვოკატები

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მან გადაწყვეტილება შეცვალა და მკურნალობას გააგრძელებს.  შეგახსენებთ, რომ გუშინ ექსპრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ მის მიმართ იგეგმება მნახველების მიღების აკრძალვა და ტელევიზორის ჩამორთმევა. წერილს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. 

მეტი...

“რა სიმპტომები ახასიათებს ახალ “ომიკრონ” შტამს – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში”, – იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძე იმ  სიმპტომებს ასახელებს რაც „ომიკრონს“ ასახიათებს. „ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობით“,- განაცხადა ჩხაიძემ. მისი თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს- ვაქცინაციის გაზრდა და ე.წ. ბუსტერ…

მეტი...

ოზურგეთში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ლ. ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურში ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცა ფული – 550 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

“არ არსებობს იმის მოლოდინის საფუძველი, რომ არსებული ვაქცინები “ომიკრონ” ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანი არ იქნება” – ჯანმო

გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა. მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” გამოჩენის შემდეგ, სახელმწიფოებმა სხვადასხვა ზომას მიმართეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოს ეფექტიანი ვაქცინები აქვს და არ არსებობს იმის მოლოდინის საფუძველი, თითქოს მათ “ომიკრონისგან” დაცვა არ ექნებათ.  ახალი რეგულაციები ამოქმედდება შვედეთსა და ნორვეგიაში. სამხრეთ კორეაში კი, პანდემიის პერიოდში პირველად, ინფიცირების დღიურმა შემთხვევებმა 7 ათასს გადააჭარბა. ავსტრალიაში “ომიკრონის” შტამის მსგავსი ახალი ვარიანტი დაფიქსირდა – შემთხვევას ადგილობრივი ლაბორატორია იკვლევს.

მეტი...

ხარისხის ახალ “ჯიემპი” სტანდარტზე გადასვლა – ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებს დამატებით შეღავათს სთავაზობს

ჯანდაცვის სამინისტროს დამატებითი შეღავათი ფარმაცევტულ კომპანიებს. ხარისხის ახალ – ჯიემპი სტანდარტზე გადასვლა კომპანიებს მომდევნო წლის 1 იანვრის ნაცვლად, ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე შეეძლებათ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. ანალოგიური შეღავათებით ისარგებლებენ საბითუმო დისტრიბუტორებიც.  

მეტი...

“არ მჯერა სააკაშვილის და სხვა ოპონენტების გულწრფელობის, დღეს მათ მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს ჰარმონია სურთ” – თეა წულუკიანი

არ მჯერა მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი სხვა ოპონენტების გულწრფელობის, თითქოს მათ სურთ ეროვნული თანხმობა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისივე თქმით, ისინი საზოგადოებას თავს აჩვენებენ, თითქოს ჰარმონია, თანხმობა სურთ. „რაც შეეხება ბატონი მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი სხვა ოპონენტების გულწრფელობას, თითქოს ეროვნული თანხმობა სურთ, მე პირადად ამის არ მჯერა, რადგან როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყოველთვის ხლეჩდნენ საზოგადოებას, ყოველთვის ყოფდნენ საზოგადოებას ჩარეცხილებად და თავისიანებად. ჩვენ დღესაც სამწუხაროდ, ამის შედეგს ვიმკით. დღეს მათ ჩაიცვეს, მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებულ ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშზე და მასში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე. განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე დროული რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული და მაქსიმალურად დაცული იყოს  მოსახლეობის ინტერესები, ხოლო  მეორე მხრივ, გათვალისწინებული იყოს ბიზნესის მოსაზრებებიც. „ჩვენ დავასრულეთ შუალედური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის.  მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ეს ხედვა, თქვენგან მოვისმინო რეკომენდაციები,  თქვენი აზრი და ვიმსჯელოთ ამ…

მეტი...

ბათუმში ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 120-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) . ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა # 129, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა…

მეტი...

„დკემბერ – იანვარი იქნება ამ ორ წლიანი პანდემისათვის ყველაზე დიდი საფრთხე, ველოდებით “ომიკრონსაც“ – ივანე   ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„სამხრეთ – აფრიკული შტამის  თვისება არის იოლი გადამდებლობა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. პროფესორი სამხრეთ – აფრიკული შტამის მოსალოდნელ გავრცელებაზე საუბრობს და პროგნოზირებს, რომ ზამთრის ორი თვე გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე პანდემიის ორი წელი: „ომიკრონი” არის სწრაფად გადამდები, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ განვიხილოთ ეს შტამი, როგორც სერიოზული საფრთხე, თუმცა ჯერ – ჯერობით რამდენად დამაზიანებელია ადამიანისთვის არ ვიცით. ზამთარი და განსაკუთრებით დეკემბერ – იანვარი საფრთხეს წარმოადგენს, სავარაუდოდ გრიპის შემთხვევებიც მოიმატებს,  ასევე ახალი მუტაციის,…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 519-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 226 პირს დაუდასტურდა, 4 091 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 7 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 509 შემთხვევა გამოვლინდა, 4 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 59 კი გარდაიცვალა.

მეტი...

 „2300 საწოლი არის დღეს თავისუფალი“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„აგვისტოს ბოლოს 450 საწოლი იყო თავისუფალი, პრობლემა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით შემცირდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორი ივანე ჩხაიძემ განაცხადა, ჩხაიძის განმარტებით ჰოსპიტალური სექტორი ამ ეტაპზე მომზადებულია და პაციენტების მომსახურების პრობლემა არ დგას: „გარკვეული სტაბილური მდგომარეობა პაციენტების სტაციონალური მკურნალობის თვალსაზრისით გვაქვს, 2300 საწოლია დღეს თავისუფალი,აგვისტოს ბოლოს 450 გვქონდა, რაც შეეხება ვაქცინაციაც გასამმაგებული და გაოთხმაგებულია 15 ნოემბრის შემდეგ. ამ ციფრების შენარჩუნების შემთხვევაში, ჩვენ მაისისთვის  აცრილებში 60 % – იან მაჩვენებელს მივაღწევთ. ჩვენ გვჭირდება მოსახლეობის 80% – ის ვაქცინაცია, ყველაფერი, რაც…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 091 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 130 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 673, „პისიარ“ ტესტით – 21 457. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,31%, ბოლო შვიდი დღის – 7,96%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 875 806 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 817 963 გამოჯანმრთელდა, 12 519 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2…

მეტი...

“რუსეთის მხრიდან უკრაინის საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოსთვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ” – ადამ კინზინგერი

ქართული დელეგაციის წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკელ კონგრესმენს, ადამ კინზინგერს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს. კონგრესმენმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, ამერიკამ საქართველოსთვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გააორმაგოს. “რუსეთის მხრიდან უკრაინის საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოსთვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ. საქართველოს ერთი მესამედი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული,”- წერს კიზინგერი.

მეტი...

“გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა” – ჯანმო

გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 4,1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 52 ათასზე მეტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ყოველკვირეულ ბიულეტენში ავრცელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 2%-ით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10%-ით გაიზარდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების 65% ევროპის რეგიონში აღინიშნა. შემთხვევათა ზრდა დაფიქსირდა აფრიკაში 79 %-ით, ხოლო ამერიკაში კი 21%-ით. ამავდროულად, გასულ კვირას ინფიცირებულა მაჩვენებელი წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში 10%-ით შემცირდა. კვირის განმავლობაში, 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, სადაც კორონავირუსის 752 394 შემთხვევა გამოვლინდა. მას მოსდევს გერმანია 396 429 შემთხვევით, დიდი ბრიტანეთი 310…

მეტი...