„კარგად გამოჩნდა ვერნიკეს ენცეფალოპათიის ნიშნები, რაც წინა პლანზეა წამოსული“ – მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც მან ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პოსტტრამვული აშლილობა სახეზეა, რომელსაც ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. „ნათლად არის წარმოდგენილი ნევროლოგიური პრობლემები.  გამოიკვეთა გარკვეული ეჭვები ენდოკრინულ პრობლემებთან დაკავშირებით. კვლავ რჩება პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა.  საჭიროა მულტიდისციპლინური, ინტენსიური მკურნალობა და რეაბილიტაციის  კურსი. პრეპარატ „კეტილეპტის“ მოხსნის შემდეგ, კარგად გამოჩნდა  ვერნიკეს ენცეფალოპათიის ნიშნები, რაც წინა პლანზეა წამოსული“ – განუცხადა მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს. მისი შეფასებით, მკურნალობის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება, გორის ჰოსპიტალში ვერ ჩატარდება. „დამატებითი გამოკვლევებიც უნდა იყოს ჩანიშნული. საჭიროა სხვადასხვა გამოკვლევა. მათ შორის ენდოკრინული კვლევა,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.  პირისპირ შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ძლიერი გზავნილების დაფიქსირებისა და საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვის მნიშვნელობას.  მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია და ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება.  ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და საქართველოს მთავრობის ამბიციური გეგმა, 2024 წელს ევროკავშირის…

მეტი...

აეროპორტის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ ტაქსს ამუშავებდნენ,  ვისაც „ქურდების ობშიაკში“ თანხა შეჰქონდა

ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, ყოფილი დეპუტატის შვილია. ორგანიზებული ჯგუფი აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსის მუშაობას აკონტროლებდა და მხოლოდ მათ ამუშავებდა, ვინც „ობშიაკში“ თანხას იხდიდა.   ,,ქურდული სამყაროს“ წევრები – გ.ლ., გ. გ. და ბ. ჟ. სისტემატურად აკონტროლებდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსით მუშაობის უფლება ჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. ,,ქურდული საერთოსთვის“ თანხას იხდიდნენ. “ქურდული სამყაროს” აღნიშნულ წევრებსა და იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მათ თანხას არ უხდიდნენ, დაპირისპირება წარმოიქმნა. 2021 წლის აგვისტოში, არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და „ქურდული სამყაროს“ წევრებზე გავლენის მოხდენის მიზნით,…

მეტი...

„იმედს გამოვთქვამ, რომ კანონი აღსრულდება მიუკერძოებლად“ – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კანონი თანაბრად და მიუკერძოებლად უნდა სრულდებოდეს. მისი შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემაში ნებისმიერი ჩარევა ძირგამომთხრელია. “პოლიტიკური ჩარევისა და დევნის შესახებ შთაბეჭდილების არსებობაც კი ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას როგორც მართლმსაჯულების სისტემისადმი, ასევე მართლაც კონკრეტული საქმეების შედეგებისადმი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი იმედია, რომ კანონი თანაბრად და მიუკერძოებლად აღსრულდება ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილირებისა, თუ ბიზნეს კავშირებისა“ – განაცხადა ელჩმა. მისივე შეფასებით, იმედი აქვს, რომ კანონი აღსრულდება მიუკერძოებლად. „ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში არაერთი თავის საქმისადმი ერთგული მოსამართლეა, რომელიც კანონის სამართლიან და მიუკერძოებელ  აღსრულებას უჭერს მხარს. და ეს ადამიანები…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილისა და პატრიარქის შეხვედრის შესახებ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ერთსულოვნებას ყოველთვის მიესალმებიან.   „პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

„ნატო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“ – იენს სტოლტენბერგი

„ნატო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი მჭიდრო პარტნიორის – საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“ – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ნატო მომავალშიც უზრუნველყოფს თავის პარტნიორებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან. ნატო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი მჭიდრო პარტნიორის – საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვემიჯნებით ევროპაში ნებისმიერ იდეას გავლენის სფეროებთან დაკავშირებით. ნატო მომავალშიც უზრუნველყოფს თავის პარტნიორებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით”,- წერს იენს სტოლტენბერგი.

მეტი...

პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა

საქართცელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრის მიზანი ეროვნული თანხმობა იყო. „საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა“ – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მეტი...

„ქურდული სამყაროს“ წევრები აეროპორტში მომუშავე კერძო ტაქსებს აკონტროლებდნენ და „ობშიაკს“ სთხოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 9 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძე, სპეციალური ბრიფინგი გამართა. რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული გ.ლ. (მეტსახელად „აბაშა“), 1993 წელს დაბადებული ბ.ჟ., 1984 წელს დაბადებული გ.გ., 1992 წელს დაბადებული გ.მ. (მეტსახელად „ბუბლიკა“), 1989 წელს დაბადებული დ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.კ., 1997 წელს დაბადებული გ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ. ჩ. (მეტსახელად…

მეტი...

ტყვარჩელში კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ტყვარჩელში, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო კარანტინი გამოცხადდა, სადაც მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, მაღაზიები, აფთიაქები და პურის საცხობები იმუშავებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ხუთ დღეში ტყვარჩელში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ადგილობრივი საავადმყოფო უკვე გადავსებულია და ახალი პაციენტების მიღების საშუალება აღარ არის. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 36 460 შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა – 29 150, ხოლო გარდაიცვალა 545 პირი.

მეტი...

„მოუთმენლად ველით ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას“ – პრემიერ-მინისტრი

„როგორც ბრძოლაში გამოწრთობილი პარტნიორი ქვეყანა, მოუთმენლად ველით ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ნატოს წევრობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ გარემოში, ნატოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრულ და მტკიცე მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. დღეს, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ გარემოში, ნატოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრულ და მტკიცე მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს. როგორც ბრძოლაში გამოწრთობილი პარტნიორი ქვეყანა, მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ნატოს წევრობა”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

„ომიკრონი“ საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებს გავრცელებას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი საქართველოშ გავრცელებას დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებს. „საქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად, რაც დედამიწაზეა, საქართველოში ადრე თუ გვიან იქნება“ – განუცხადა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს. მისივე შეფასებით, უახლოესი ერთ თვეში ალბათ დაიწყება გავრცელება. „ომიკრონი” ქვეყანაში, ჯერჯერობით არ გამოჩენილა. იყო რამოდენიმე საეჭვო შემთხვევა, რა თქმა უნდა, გამოკვლეულია ეს ყველა, ვნახოთ, ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, “ომიკრონი” გამოჩნდება. ბოლო კვლევები გამოქვეყნდა გუშინ, ორი დოზა Astrazeneca-ს ვაქცინასა და 1 დოზა Pfizer-ს აქვს დაახლოებით 71%-იანი დამცველობითი უნარი, ხოლო 3-ჯერ…

მეტი...

„ძალიან ვაფასებ ნატო-საქართველოს პარტნიორობას” – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ის აფასებს საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობას. იენს სტოლტენბერგის შეფასებით, წლების განმავლობაში, ავღანეთში საქართველოსა და ნატოს პარტნიორობა სამაგალითო იყო, ეროვნულ ტერორიზმს ებრძოდნენ ერთად და წელს, აგვისტოში, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. „ამდენი წლის განმავლობაში ავღანეთში ჩვენი პარტნიორობა სამაგალითო იყო. ჩვენ ეროვნულ ტერორიზმს ვებრძვით ერთად და წელს, აგვისტოში შევძელით ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოგვეხდინა. ავღანეთში ჩვენი მისია არ იყო ფუჭი, ვებრძოდით ეროვნულ ტერორიზმს, 9/11-ის მოვლენების შემდეგ, ერთად ვართ და ერთად ვაგრძელებთ ავღანეთში ტერიტორიის გათავისუფლებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ვინმემ ტერორიზმისთვის აღარ გამოიყენოს. ერთმანეთს ვაძლიერებთ, ვამყარებთ და ძალიან…

მეტი...

„ვმუშაობთ, ვეხმარებით საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაში“ – იენს სტოლტენბერგი

„მზად ვართ, განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობები საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ნატოს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ, ნატოს მოკავშირეებმა კი რიგაში მტკიცედ დაადასტურეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურყევია. „მოკავშირეებმა რიგაში მტკიცედ დაადასტურეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურყევია. ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, დათმოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები და გაიყვანოს სამხედრო ძალები. დღეს ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არსებობის და შავი ზღვის უსაფრთხოების…

მეტი...

„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თბილისის რამდენიმე მისამართზე და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია ყველა ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. საუბარია ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებზე. ერთ-ერთი დაკავებული ყოფილი დეპუტატის შვილია. თემურ ჟორჟოლიანის ვაჟს, ირაკლი ჟორჟოლიანს „ქურდულ სამყაროსთან“ წევრობას ედავებიან. ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი და ორგანიზებული დანაშაული, ეს არის ბრალდება, რომელსაც დაკავებულებს ედავებიან. თუმცა, ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

მეტი...

„რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ“ – ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილზე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფის დასკვნაზე კომენტარი გააკეთა. როგორც  ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.   „მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ. ექიმები ჩართულები არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა სამედიცინო ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, რეკომენდირებული არ არის მისი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. „რადგან ადამიანს პოსტტრავმულ-სტრესული აშლილობა აქვს, ეს გულისხმობს იმას, რომ ეს ტრავმა ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად…

მეტი...

„არ მივდივარ შორს“ – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის არსად წასვლას არ აპირებს და მზადაა, საკუთარი გამოცდილება ახალ მინისტრს გაუზიაროს.   „არ მივდივარ შორს, ნებისმიერს, ვინც დაიკავებს ამ ადგილს, მზად ვარ, გავუზიარო ის გამოცდილება, რომელიც მე მივიღე“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, არ იცის ვინ დაიკავებს მის პოზიციას, რადგანაც კონსულტაციების პროცესში ჩართული არ არის, თუმცა, ნებისმიერ ადამიანთან ითანამშრომლებს და დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ახალ მინისტრს მალე თავად დაასახელებს.   შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრობის ერთ-ერთ აქტიურ კანდიდატად პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე განიხილება.

მეტი...

24 საათში 53 ადამანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 890 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 844 875. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 879 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 444 შემთხვევა, აჭარა – 189, იმერეთი – 472, ქვემო ქართლი – 175, შიდა ქართლი – 286, გურია – 81, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 231, კახეთი – 188, მცხეთა-მთიანეთი – 86, სამცხე-ჯავახეთი – 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

მეტი...

ვირუსით 3 278 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 585 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 278  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 890   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.48%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  898 079-ს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ბიძა საქართველოშია

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა საქართველოშია.  თემურ ალასანია თბილისში ჩამოფრიდა. ის მიხეილ სააკაშვილს დღეს მოინახულებს. გამორიცხული არ არის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მასაც მოუწიოს მისვლა იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც რევოლუციურ სცენარს უკავშირდებოდა.  

მეტი...

მსოფლიო „ომიკრონის“ დომინანტობის მოლოდინშია

​კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამის გავრცელება ყოველდღიურად იზრდება. „ომიკრონმა“ ამ ეტაპისთვის 70-მდე ქვეყანაში შეაღწია. ახალი შტამის არსებობის დადასტურებას საქართველოში მიმდინარე თვეს ელიან და ვარაუდობენ, რომ ის, გამოჩენიდან მალე გახდება დომინანტური. ომიკრონის დომინანტურ პოზიციას აშშ-იც ადასტურებენ, კერძოდ, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩის განცხადებით,  „ომიკრონი“ აშშ-ში მალე გახდება დომინანტი.

მეტი...

დილიდან, დედაქალაქის მასშტაბით სპეცოპერაცია მიმდინარეობს 

შინაგან

​გამთენიიდან, თბილისში, რამდენიმე მისამართზე, ერთდროულად სპეცოპერაცია დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ ეტაპისთვის, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, ცნობილია, რომ სპეცოპერაციას სწორედ შსს ახორციელებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, შსს-ში სპეციალურ განცხადება გაკეთდება და ვიდეომასალაც გავრცელდება.     სავარაუდოდ, საუბარია ქურდული სამყაროს წევრობაზე.

მეტი...

ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ფსიქიატრის ჩართვის რეკომენდაციას იძლევა

„პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მკურნალობის მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ფსიქოთერაპიული ჩარევა“ – ასეთია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნიდან ამონარიდი, რომელიც პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.   სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი სამედიცინო ჯგუფი პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ციხეში გადაყვანის რეკომენდაციას არ იძლევა.     „რიგ მედიკამენტებთან, მათ შორის ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით გამოვლინდა უფრო ოპტიმალური დანიშნულების საჭიროება. პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მიუხედავად, პაციენტს დღემდე არ უტარდება ფსიქოთერაპია. სომატური თვალსაზრისით პაციენტის მდგომარეობა, მკურნალობის მიმდინარეობის ფონზე, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ექსპერტთა ჯგუფი წარმოადგენს დამატებით რეკომენდაციებს, რაც დეტალურად დანართში იქნება განხილული. საყურადღებოა,…

მეტი...