პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხი განიხილეს. სხდომის მონაწილეებმა, ასევე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმების მიმდინარეობაზეც იმსჯელეს. სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების გარემო და შესაბამისი, მიმდინარე პროცესები. „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, როგორც ფუძემდებლური დოკუმენტის საბოლოო ვერსიის პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაგზავნა 2022 წლის თებერვალში იგეგმება. ამასთან, 2022 წლის პირველ კვარტალში იგეგმება საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება საქართველოს მთავრობის მიერ, ისევე, როგორც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დამტკიცება. აღნიშნულთან ერთად, იგეგმება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის…

მეტი...

„ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც ამბობს რომ მოწყალებას არ უნდა დაელოდონ.   „ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას ფასების ზრდისთვის, უმუშევრობისთვის, ქვეყნის დაცლისთვის, საბანკო განაკვეთებით ძარცვისა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის, მძლავრი საერთო ეროვნული აქციით, 21 დეკემბერს რუსთაველზე. საკუთარ ხალხზე “გამარჯვება” მათ წინანდალში ღრეობით იზეიმეს. ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენი ერთიანობით, მიუხედავად პარტიულობისა და უპარტიობისა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას. ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან. მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა. ამის პარალელურად ძალიან ფართო…

მეტი...

„დაფრინავდა ხოლმე, ახლა უცებ ვხედავ, რომ ვეღარ დადის“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსული გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილი უფრო ცუდადაა ვიდრე ადრე. მისი თქმით, სიარულის პრობლემაა, რომელსაც ფსიქოლოგიური ტრავმაც ემატება. „თითქოს ჯოჯოხეთი გავიარეთ, მაგრამ, როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ, გავიარეთ? არ ვიცი. ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც მას მიაყენეს, ძალიან თვალშისაცემია. ადამიანს სიარული უჭირს. მე მაგის ნორმალური სიარული არ მახსოვს, დაფრინავდა ხოლმე. უცებ ვხედავ, რომ ვეღარ დადის, საშინელი საყურებელია“, – განუცხადა ჰოსპიტლიდან გამოსულმა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მეტი...

საპატრიარქო, პრეზიდენტის რეზიდენცია თუ გორის ჰოსპიტალი, სააკაშვილისთვის ნებისმიერი ადგილი მისაღებია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი აცხადებს, რომ  მოსალაპარაკებლად მისთვის ნებისმიერი ადგილი მისაღებია, ეს იქნება საპატრიარქო, პრეზიდენტის რეზიდენცია თუ გორის სამხედრო ჰოსპიტალი. როგორც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მისმა თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი შეხვედრას წინაპირობების გარეშე თანხმდება. „მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურვილი გამოთქვეს, შეხვედრა გაიმართოს საპატრიარქოში. თუმცა, მას შეუძლებლად მიაჩნია ტექნიკურად განხორციელდეს ეს, ვინაიდან მისი პირობები ყველასთვის ცნობილია, ის არის პატიმრობაში. მან არ იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ეს ტექნიკური დეტალები. თუ ეს მოგვარდება მის გარეშე, ცხადია, მას სადაც სთხოვენ შეხვედრას, არანაირი წინაპირობა არ აქვს“ –…

მეტი...

„მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა სწრაფად დატოვოს საპატიმრო“ – ეკა ხერხეულიძე

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა.  როგორც  მან ჟურნალისტებს განუცხადა,  მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა სწრაფად უნდა დატოვოს საპატიმრო. „ვემხრობი მის ფიზიკურ გადარჩენას. ხშირად ვნახულობ მას და ვიცი, როგორც არის. ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილმა დროზე დატოვოს საპატიმრო და წავიდეს სამკურნალოდ. როგორ მოხდება ეს და რომელი დეტალი იქნება დომინანტი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ადამიანი დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას და მერე გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება“, – განაცხადა ხერხეულიძემ მედიასთან. მისივე შეფასებით, სახეზეა წამება და არაადამიანური მოპყრობა. „ის, რაც ჩემი თვალით ვნახე, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩემგან არსად წავა,  მთელი ცხოვრება…

მეტი...

„მიუღებლად მიგვაჩნია ვეტერანების პრობლემატიკით სპეკულირება“ – ვეტერანთა სამსახური

ვეტარენების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გაჟღერებულ ინფორმაცის ვეტერანთა საკითხებით სპეკულირებად აფასებენ და განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. “მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ტელეკომპანია ‘TV პირველის’’ გადაცემაში ‘’ღამის ამბები’’,სადაც წამყვანს, გიორგი ნიორაძეს, მოწვეული ჰყავდა გენერლები, დევი ჭანკოტაძე და მამუკა ყურაშვილი, რომელთაც, თავიანთ გამოსვლაში, წუხილი გამოთქვეს ქვეყანაში, ყოფილ ოფიცერთა და ვეტერანთა მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გულგრილი დამოკიდებულების გამო. გადაცემის მსვლელობის დროს, წამყვანს დაუკავშირდა ომის ვეტერანი, მეორე ჯგუფის შშმ პირი, გია ბერიძე, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მან, ფინანსური და მედიკამენტოზური უზრუნველყოფის მიზნით, მიმართა სამგორის გამგეობას და უარი ეთქვა დახმარებაზე. აღნიშნულ საკითხთან…

მეტი...

„სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი სწორი გზაა“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პტრზიდენტი „ნაციოალური მოძრაობის“ მიერ 21 დეკემბერს დაანონსებულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ  ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა. „21 დეკემბერს, ნიკა მელიას მიერ დაანონსებული აქცია ჩემთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კონსოლიდაციით მრავალრიცხოვნება და გადამწყვეტი ნაბიჯები ქვეყნის და მათ შორის, ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი სწორი გზაა. მე კარგად ვხედავ, რომ სუს-ი ცდილობს დანერგოს უნდობლობა და განხეთქილების ილუზია შექმნას. „ნაციონალურ მოძრაობასა” და ნიკა მელიაზე თავდასხმები მხოლოდ ივანიშვილისა და სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია. მათთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავისი 1 მილიონი მხარდაჭერით არის მძარცველთა ბანდის ბოგინის გარდაუვალი დასასრული. ამიტომ ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ „ლიდერშიპის“ გარშემო…

მეტი...

ძიუდოში, აგვისტოს ომის გმირის, საბა დადვანის სახელობის ტურნირი ჩატარდა

მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს, ა(ა)იპ ბოლნისის ძიუდოს სკოლის ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, ბოლნისის ჭიდაობის სასახლეში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, საბა დადვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 15 წლამდე ასაკის ვაჟებს შორის. ტურნირში 200-ზე მეტი მოზარდი იღებდა მონაწილეობას. ტურნირზე, საპატიო სტუმრის სტატუსით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე იყო მიწვეული, რომელმაც მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მოზარდ ძიუდოისტებს წარმატებები უსურვა, ღონისძიების კარგად ორგანიზებისთვის კი მასპინძლებს მადლობა გადაუხადა. გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სპეციალური სიგელები, ვეტერანების…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, შეხვდეს საზოგადოებას და მათი აზრი მოისმინოს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს სოციალური ქსელით მიმართავს და ურჩევს, ხალხი აზრი მოისმინოს. „მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მითუმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა “ინკლუზიურ პროცესებზე”, ეს პრაქტიკულად განხორციელდება. ამის პარალელურად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისთვის და ყველას დაფიქრებისთვის“, – ასეთია მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი.

მეტი...

“ომიკრონის” შტამი არ დადასტურდა  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის არსებობას არ ადასტურებს. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა,   რამდენიმე საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობდა, რომელიც არ დადასტურდა. „ომიკრონი”, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან წამოვიდა ნოემბრის 8 რიცხვიდან,  63- ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. არის შესაძლებლობა, რომ საეჭვო შემთხვევა გამოვიკვლიოთ და დავადგინოთ თუ გვაქვს საქმე „ომიკრონის” შტამთან. ჯერჯერობით, შემთხვევა დადასტურებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო რისკები არსებობს“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან. მისი თქმით, საზღვარზე კონტროლის გაძლიერება მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის…

მეტი...

41 მახათი პროკურატურასთან

ამ წუთებში საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორების ახალგაზრდები და სტუდენტები არიან, რომლებმაც პროკურატურის შენობასთან პლაკატები და მახათები მიიტანეს. „41 მახათი შოთაძეს“ – ეს არის აქციის სლოგანი. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ მახათებს რა დანიშნულებით გამოიყენებენ, მათი გადასაწყვეტია. მათი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. აქციის ორგანიზატორები “მიშას სექტორის” წარმომადგენლები არიან.  

მეტი...

„დეკემბერ-იანვარი ინფიცირებულთა რაოდენობითა და სიკვდილიანობით ისევ მაღალი იქნება“ – გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავარში“​

​ალერგოლოგ-იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების მხრივ, დეკემბერი და იანვარი სარისკო და საშიშია. განსაკუთრებით კი გაფრთხილება ხანდაზმულებსა და მათ ეხებათ, ვინც აცრის წინააღმდეგია.     „ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ასევე მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ჯერჯერობით, საუბარი არ არის, რომ ტალღა მილევისენ მიდის. მით უმეტეს, საფრთხილოა ახალი ვარიანტების გავრცელება. დეკემბერ-იანვარი ახალი მაჩვენებლებითა და სიკვდილიანობით ისევ მაღალი იქნება. ძირითად საფრთხეს მაინც ასაკოვნები წარმოადგენენ. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვაქცინაციისგან თავს იკავებენ“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.   მისივე შეფასებით, „ომიკრონის“ გავრცელება არავაქცინირებულებში გაცილებით მაღალია, ვიდრე ვაქცინირებულებში. „ვიცით, რომ ვაქცინა იცავს…

მეტი...

„არ არის საჭირო, ვეძებოთ ინტრიგა“ – ეკატერინე ტიკარაძე მის შემცვლელზე

ჯანდაცვის მინისტრის აწ უკვე მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ არანაირი დაპირისპირება მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის არ ყოფილა და ინტრიგების ძებნა საჭირო არ არის. ტიკარაძე, რომელმაც მინისტრობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის უკან გააკეთა, აცხადებს, რომ  მის შემცვლელს პრემიერ მინისტრი ტავად დაასახელებს.      „გავაკეთე უკვე კომენტარი. მგონია, რომ საკმარისი იყო. არ არის საჭირო, რომ ვეძებოთ რაღაც ინტრიგა, რომელიც არ არსებობს… ეს არის პრემიერის პრეროგატივა, რომ დაასახელოს და აირჩიოს მომდევნო მთავრობის წევრი”, – უპასუხა ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძემ.   ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ დაესწრო. აღნიშნულს მინისტრი პროტესტს და…

მეტი...

პანდემია 2022 წელს დასრულდება, ეკონომიკა აღდგება და ნორმალურ ჭრილს დაუბრუნდება – JPMorgan

პანდემია 2022 წელს დასრულდება, თითქმის ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ ეკონომიკა აღდგება და ნორმალურ ჭრილს დაუბრუნდება.  ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ. “ჩვენი ხედვა ასეთია, რომ 2022 წელი სრული გლობალური აღდგენის, პანდემიის დასრულების და ნორმალურ პირობებში დაბრუნების წელი იქნება.” – აღნიშნავს მარკო კოლანოვიჩი, რომელიც JPMorgan-ის გლობალური ბაზრების მთავარი ანალიტიკოსია. “ეს გარანტირებულია ფართო საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევით და ადამიანური გონიერების დახმარებით, როგორიცაა ახალი თერაპიული საშუალებები, რომლებიც სავარაუდოდ, ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი 2022 წელს,” – აცხადებს მარკო კოლანოვიჩი.  

მეტი...

“მყისიერად არის ამოქმედებული ყველა მექანიზმი, ყველა ბერკეტი” – დავით ზალკალიანი გატაცებულ ქართველზე

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად უწყება ყველა ბერკეტს იყენებს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. მყისიერად არის ამოქმედებული ყველა მექანიზმი, ყველა ბერკეტი, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის საშუალებით პირდაპირ არის გასული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე ჩვენი მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის თანათავმჯდომარეები და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ყველა არსებული მექანიზმის საშუალებით დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მოქალაქე“,-განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, რუსეთის…

მეტი...

საბავშვო ბაღებში არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება და 17 იანვრამდე გაგრძელდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღებში არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება და 17 იანვრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება სკოლებს, როგორც საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება. სკოლები მუშაობას, ბაღების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.

მეტი...

“სჯობს ეკლესიაში შევიკრიბოთ – ეკლესიაში შერიგება იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით” – მეუფე იაკობი

იმედით ვარ აღსავსე, რადგან ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში. ძალიან ბევრისთვის გვაქვს მძიმე სათქმელი. მათაც თუ რამე აქვთ სათქმელი, გვითხრან ჩვენც, მაგრამ სჯობს, ეკლესიაში მოხდეს, რადგან ეკლესიაში ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ ქადაგებაში ხაზი გაუსვა საზოგადოების შერიგების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ახლა „გარჩევების დრო არ არის“. „ვფიქრობ, კორონას კი ადვილად დავამარცხებთ და მათ შორის, ქართველები, მაგრამ რა ჭირიც ქვეყანაში გვაქვს, ეს ძალიან რთული დასამარცხებელი იქნება. ჩვენ ერთმანეთს დავამარცხებთ, თუ არ გავიაზრეთ, წინ რა გველოდება. ერთი რაღაც იმედს მაძლევს,…

მეტი...

“შერიგების ფორმატში ისინი გულისხმობენ, რომ გაათავისუფლონ პატიმარი სააკაშვილი და ხელისულება ჩაიბარონ” – გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურ შერიგებას გულისხმობს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის წინადადებას იწონებს, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პროცესში მონაწილეობა არ სურთ.  “საქართველოს პრეზიდენტის ეს ინიციატივა არის ძალიან კარგი, თუმცა მეორეს მხრივ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ განცხადებები გვაქვს გაკეთებული ამ მიმართულებით, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობაში, როდესაც მოვუწოდებთ ჩვენს ოპოზიციას დღემდე, რომ მოვიდნენ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ. ქუჩაში წასული ოპოზიცია უნდა დაბრუნდეს პარლამენტში. მე მგონი ეჭვი აღარავის ეპარება, მათ შორის მათი საჯარო განცხადებების შემდგომ, რომ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე 11 საკითხი განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა. სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თბილისში, ხორცპროდუქტების ახალი საწარმო ამოქმედდება, სადაც 300-მდე ადამიანი დასაქმდება. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შპს  „ნიკორას“ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები. ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების უახლესი დანადგარებით და მის მშენებლობა-აღჭურვაში 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. ამასთან, „ჩაის პლანტაციების რეაბილიტირების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთში 37.26ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების…

მეტი...

“ამას როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს გამოვალ და ტაშს დავუკრავ – ალეკო ელისაშვილი” – ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით გამოხმაურებები გრძელდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის წინადადება მისაღებია, თუმცა მათთვის წარმოუდგენელია რა ფორმით უნდა დაიწყოს ეს პროცესი.   პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ განცხადებას არანაირი აზრი არ ექნება, თუ მას კონკრეტული შედეგი არ მოჰყვა.  “მხოლოდ განცხადებებს არანაირი აზრი არ აქვს, თუ ამ განცხადებებს კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება და ის ინიციატივა, რომელიც დააყენა მიხეილ სააკაშვილმა საერთო ეროვნული შერიგების შესახებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ინციატივას თუ მოყვება კონკრეტული გაგრძელება და ჩვენ თუ ვნახავთ რომ მართლაც ქართული ოცნება…

მეტი...

კახეთში მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით დაჭრა, გარდაიცვალა

შემზარავი შემთხვევა კახეთში – მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით დაჭრა, გარდაიცვალა. შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოხდა. 12 წლის გოგონა, ძმამ პნევმატური იარაღიდან შემთხვევითი  გასროლით, თავის არეში დაჭრა. არასრულწლოვანი,  თავდაპირველად, გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ის, ამ დრომდე,  იაშვილის  სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების განმარტებით, სროლა, სავარაუდოდ ახლო მანძილიდან განხორციელდა, რის გამოც  მიყენებული დაზიანება მძიმე იყო.

მეტი...

“სასწრაფოდ მოითხოვეთ ოკუპანტებისგან გვაჩვენონ ჯანსაღი და ჯანმრთელი მამუკა ჩხიკვაძე!” – დავით ქაცარავა გატაცებულ ქართველზე

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე დღის წინ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს, ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „ოკუპანტების მიერ გუშინ ზემო ნიქოზთან გატაცებული მამუკა ჩხიკვაძე გახლავთ ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელი. აქედან გამომდინარე, მისი სიცოცხლე და მინიმუმ ჯანმრთელობა საფრთხეშია. მივმართავ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მოითხოვეთ ოკუპანტებისგან გვაჩვენონ ჯანსაღი და ჯანმრთელი მამუკა ჩხიკვაძე! ჩვენ ვიცით, რომ ეს შესაძლებელია! ხვალვე მოსთხოვეთ საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგინონ მტკიცებულება იმისა, რომ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძე ცოცხალი და ჯანმრთელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი შეხედულებისამებრ,“ – წერს ქაცარავა.

მეტი...

“რუსეთის თავხედური განცხადებები მეტყველებს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება მისი მხრიდან სისუსტედ აღიქმება, ამას სჭირდება დასავლეთის უფრო ხისტი პოზიცია” – ვლადიმერ ჩაჩიბაია

რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი თავხედური განცხადება მოვისმინეთ, რაც მიუღებელია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, რადგან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არის დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ჩაჩიბაიამ კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე,  რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების – რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები“, გაუქმებას. საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, განცხადება მხოლოდ განცხადებად არ დარჩეს და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. ამასთან, აღნიშნა,…

მეტი...

„ლელოს“ დეპუტატი დილარ ხაბულიანი უერთდება და კვლავ ფრაქციად ფორმირდება

„ლელო“, რომელიც პარლამენტიდან მამუკა ხაზარაძის გასვლის შემდეგ, სამ-წევრიან პოლიტიკურ ჯგუფად ჩამოყალიბდა, კვლავ ფრაქციად ფორმირდება. „ლელოს” დეპუტატი დილარ ხაბულიანი უერთდება. ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღანელებს და მის შემადგენლობაში იქნებიან: ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და დილარ ხაბულიანი. ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” შექმნა პარლამენტის ბიუროს დღეს ეცნობება.

მეტი...

„ომიკრონი” საქართველოში სავარაუდოდ არის“ – გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ჯერ- ჯერობით “ომიკრონის” არსებობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ “ომიკრონი” საქართველოში არის“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ , ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ განაცხადა. სპეციალისტი ამბობს რომ გადამოწმების და ღრმა კვლევის გარეშე ახალი შტამის დადასტურება არ ხდება, თუმცა მისივე განმარტებით “ომიკრონის” გავრცელება ქვეყანაში გარდაუვალია: „ამის გავრცელებას წინ ვერ აღვუდგებით დღეს თუ ხვალ იქნება. “ომიკრონი” საქართველოში სავარაუდოდ არის. იქნება თუ არა ის უფრო ძლიერი და დომინანტი, ვიდრე “დელტა”, ეს ჯერ არ ვიცით. გარდა იმის, რომ მიზანმიმართულად უნდა მოხდეს გადამოწმება სინჯების, ასევე უნდა მოხდეს ღრმა მეთოდებით. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ამ ახალი ვარიანტის…

მეტი...

„დეკემბერი – იანვარი იქნება მძიმე“ – გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„შემთხვევების და სიკვილიანობის მაჩვენებელი ისევ მაღალია, ჯერ – ჯერობით არ არის საუბარი იმაზე, რომ მილევისკენ მიდის ეს ტალღა, რომელშიც ვიმყოფებით, დეკემბერი – იანვარი იქნება ისევ მძიმე დაავადების ზრდის და სიკვდილიანობის თვალსაზრისით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ალერგოლოგ – იმუნოლოგმა, გიორგი კამკამიძემ განაცხადა. სპეციალისტი ვაქცინაციის დაგვიანებაზე და რისკ – ჯგფებზე საუბრობს, მისივე თქმით ვაქცინაციის მაჩვენებელი 60 %  კი დაბალი ნიშნულია: „ისევ ვხედავთ, რომ ქრონიკული დაავადების მქონდე ადამიანებში დაბალია ვაქცინაცია და მათ გაურკვევი მიზეზების გამო უარეს ეუბნებიან აცრაზე, პრობლემა გვაქვს ასევე მაღალი ასაკის მქონე ადამიანებში ვაქცინაცია, ეს არის 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანები,…

მეტი...

“ზაქიჭამია” ან “ლოქოც” კი ზედმეტად კარგი შეფასებაა მარგველაშვილისთვის“ – ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს ლიდერი“ – ირაკლი ოქრუაშვილი, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: „კატალიზატორმოხსნილი პრიუსია”, “ზაქიჭამია” ან “ლოქოც” კი ზედმეტად კარგი შეფასებაა მარგველაშვილისთვის,“ – წერს ოქრუაშვილი მარგველაშვილზე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 588 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 890 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 837 263 გამოჯანმრთელდა, 12 777 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 311 840 აცრა, დღიურად აცრილია 2 500. ამასთან, 12 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 999 პაციენტი, გარდაიცვალა 36.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 777-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 527 პირს დაუდასტურდა, 4 588 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 17 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 2 922 შემთხვევა გამოვლინდა, 4 999 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საჯარო ბაღები დღეიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებზე რეაგირების ახალი რეგულაციებით იხელმძღვანელებენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებული რეგულაციები შეიმუშავა. აღნიშნული რეგულაციებით, რომელიც „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებში რეაგირების მექანიზმს ცვლის, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები დღეიდან იხელმძღვანელებენ. განახლებული რეგულაციების თანახმად, იცვლება კონტაქტების კლასიფიკაცია, ექსპოზიციის/დაინფიცირების დონიდან გამომდინარე (მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები), მათი თვითიზოლაციის/კარანტინის, ასევე, დაწესებულების მუშაობის შეზღუდვისა და პერსონალის ტესტირების მექანიზმი და სხვა წესები. კერძოდ, მაღალი რისკის კონტაქტად (ახლო ექსპოზიცია) ითვლება პირი, რომელსაც: ჰქონდა პირბადის გარეშე შეხება „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევასთან ერთ მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი დროით; ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევასთან; ჰქონდა…

მეტი...

13-15 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

13-15 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. კერძოდ, სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით კი ძალიან ძლიერი ქარი იქროლებს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე.

მეტი...

პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრების ანგარიშებს მოუსმენს

პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში კვირის განმავლობაში ორ მინისტრს მოუსმენს. დეპუტატები იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრების ანგარიშებს ჩაიბარებენ. რატი ბრეგაძეს ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე და ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაზე დაუსვამენ მწვავე კითხვებს. “ბრეგაძესთან ძალიან ბევრი საკითხია, მათ შორის პენიტენციალურ სისტემაში და სხვა მის დაქვემდებარებულ უწყებებში გარკვეული კორუფციის ნიშნები გამოკვეთა აუდიტის სამსახურმა, ამაზე ვისაუბრებ. ასევე, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით არაადამიანურ მოპყრობასთან არის საუბარი და ამ თემაზეც დავუსვამ კითხვებს,“ – ამბობს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე. მმართველი გუნდში კი, კონკრეტული საკითხების გამოყოფა უჭირთ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე…

მეტი...

პირადი ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანდაცვის მხრივ ახალი პრობლემა დაემატა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ისევ სუსტადაა და ბალანსის პრობლემა აქვს. ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალი გვიან დატოვა.     “მისი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ისევ გრძელდება საერთო სისუსტე, დისბალანსი, სიარულის პრობლემები. ამ ყველაფერს  ემატება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარდა. ასევე, სახეზეა ნეირო-დეფიციტი, უნდა დავაკვირდეთ”-აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

მეტი...

პანდემიიდან გამომდინარე, ჯანდაცვის ექსპერტები მოკრძალებულ ახალ წელს გვირჩევენ

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მოსახლეობას, საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, მაქსიმალურ მოკრძალებას ურჩევენ. განსაკუთრებით კი ხალხმრავლობისა და დიდი სუფრისგან თავის არიდებას მოუწოდებენ, რადგანაც, ვირუსის ახალი შტამი 50-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და საქართველოსა უტევს.     როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, საიმედოს არაფერს ელიან, რადგანაც, ახალი შტამის – „ომიკრონის“ საქართველოში შემოღწევის რისკიც მაღალია.     „მთავარია არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა. განსაკუთრებით ეს საჭიროა ახალი წლის დღეებში. მობილობის გაზრდა პირდაპირ კავშირშია ვირუსის გავრცელების რისკებთან და მასშტაბებთან“ – განაცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“. ანალოგიური მიმართვა აქვს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული…

მეტი...

„ომიკრონი“ საქართველოსაც უახლოვდება

​კორონავირუსის ახალ, ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამის შემოსვლას  საქართველოში დეკემბრის ბოლოსთვის ელოდებიან. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, მისი გავრცელება სწრაფი იქნება. შესაბამისად, ნიღბის ტარებასა და გარცებული რეგულაციების მკაცრ დაცვაზე აკეთებენ აქცენტს.    რა საფრთხეს შეიცავს “ომიკრონი” და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ახალ, მუტირებული ვირუსს, „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე ისაუბრებს. „ომიკრონი“ უკვე მეზობელ თურქეთშიც დადასტურდა. არის მოლოდინი, რომ ის არსებულ „დელტა“ შტამს სწრაფად ჩაანაცვლებს და დომინანტური გახდება.

მეტი...