„ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო და არა ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს“ – კახა კალაძე

„ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო. მე ენერგეტიკის მინისტრობის დროს, უარი ვთქვი კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდაზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ რაოს“ საკითხზე საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ტარიფი უნდა გაზრდილიყო, რათა კომპანია ზარალზე არ წასულიყო, არის აბსურდი და ოპონენტების გამოგონილი ტყუილი. „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ზოგიერთი ტელევიზიიდან და ოპონენტებისგან მოვისმინეთ სრული აბსურდი, რაც არ მიკვირს. მათი პოლიტიკური მდგომარეობა, თუ როგორ გამოიყურებიან, ამ განცხადებებშიც ჩანს. მერე უკვირთ, რატომ არიან ასეთ მდგომარეობაში და რატომ…

მეტი...

600 000 ლარის ეპილაცია-ბოტოქსისთვის, 150 000 სტილისტისთვის – კიდევვ რას ედავება ბრალდება მიხეილ სააკაშვილს?!

ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესია ჩანიშნული.  ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საბიუჯეტო თანხებს პირადი ფუფუნებისთვის ხარჯავდა, რომელსაც წარმომადგენლობით ხარჯებთან კავშირი არ აქვს. „სააკაშვილს ფუფუნებისთვის, ეპილაციის, ბოტოქსის, გამაჯანსაღებელი პროცედურების, მკერდით ხატვის სერვისისთვის აქვს გახარჯული თანხები და დაცვის მხარე ცრუობს, რომ ამ თანხებში წარმომადგენლობითი ხარჯები შედი“ – აცხადებს პროკურორი, არჩილ ტყეშელაშვილი პირველი არხის ეთერში. მისივე განმარტებით, ბიუჯეტიდან, მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებისთვის გახარჯულია 9 მილიონი ლარი. „ხვალ იმართება საქმის განხილვა. ეს საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის 9 მლნ ლარის გაფლანგვას. ეს თანხები გაფლანგულია ბრალდებულ სააკაშვილის პირადი სიამოვნებისთვის და ფუფუნების მიზნებისათვის დანაშაულებრივად. საქმეზე წარვადგინეთ არაერთი…

მეტი...

ახალ წელს, გასართობი ღონისძიებები დასაშვები იქნება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განაცხადებით, ახალი წლის დღეებში სადღესასწაულო ღონისძიებები დასაშვები და ბიზნესთან ამ თემაზე კომუნიკაცია აქტიურია.    „ახალი წლისთვისაც გარკვეული მზადება და კომუნიკაცია ბიზნესთან არის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და მივცეთ საშუალება, მათ შორის, გასართობ ბიზნესს,  საახალწლოდ გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს. არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება“ – განაცხადა ღიბრაძემ,   მან საახალწლო ღონისძიებებზე  საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც  ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.  „არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება. მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე…

მეტი...

“სუსტად არის, ძირითადად ზის…” – გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ  შვილი მოინახულა. ალასანიამ  მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი განწყობილია, რომ ხვალინდელ სასამართლოს დაესწროს და ამისთვის ემზადება კიდეც.   “დიდი განსხვავება ვერ შევატყვე. სუსტად არის, ძირითადად ზის. ეს ფერმენტები რაც გამოაცხადეს, როგორც ჩანს, ასეა. ეს პრობლემები არის. მე მაგალითად, ძალიან ვღელავდი გუშინ, იმიტომ, რომ იქ ვრცელი გამოსვლა ჰქონდა და გაძლო და არ ვიცი… იმედია, რომ ხვალაც იგივე მოხდება. ჩემთვისაც გუშინდელი მაგის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამე ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი. 7 ნოემბრის დეტალებთან დაკავშირებით, მე მგონი, შეკითხვები აღარავის არ უნდა…

მეტი...

“თუ ეს პოსტი ავთენტურია,ჩემი მისდამი გინებაც ავთენტურად ჩათვალეთ,წერტილი” – თამაზაშვილის პასუხი ზაზა სარალიძეს

“რეაქციაში” ზაზა სარალიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი ეხმაურება. თამაზაშვილი არ პასუხობს კითხვას, დაემუქრა თუ არა ის შვილმკვდარ მამას. “თუ ეს პოსტი ავთენტურია , ჩემი მისდამი გინებაც ავთენტურად ჩათვალეთ. წერტილი.” – წერს სოციალურ ქსელში. თამაზაშვილი.

მეტი...

29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 3 პირი: 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, ამავე დღეს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის განხორციელების ბრალდებით, დაკავებულია, 1974 წელს დაბადებული ბ.თ. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას – დაცვის ჯიხურიდან ჩამოსულიყვნენ და…

მეტი...

გიგი უგულავა სასამართლომ სამი ათასი ლარით დააჯარიმა

გიგი უგულავა სასამართლომ სამი ათასი ლარით დააჯარიმა. მისი ქმედება მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო. როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს, დაჯარიმებით, დაკავებებით დააშინოს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. „3 ათასი ლარი 48 საათზე რომ გავყოთ, გამოვიდა, რომ მარნეულის კაპეზე 1 500 ლარი გამოვიდა, კაი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს. ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, ხელისუფლება ცდლობს, რომ ასეთი დაჯარიმებებით, დაკავებებით დააშინოს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აბსოლუტური სიბრიყვეა ეს. ამით კრიზისს ვერ აღმოფხვრავ, ამით კრიზისს უფრო გააღრმავებ, რაც უფრო მეტად გაწელავენ ამ ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად დაუბრუნდებათ“, – განაცხადა გიგი უგულავამ. დღევანდელ…

მეტი...

„უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან“ – კახა ოქრიაშვილი

„დღეს, არალეგიტიმურმა პარლამენტმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კიდევ ოთხ კანდიდატს დაუჭირა მხარი. დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ხელისუფლების მიტაცებას“ – აცხადება კახა ოქრიაშვილი. მისი შეფასებით, უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები სისტემის გარეთ დარჩებიან. „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა, იუსტიციის  სამინისტრო და ყველა სხვა უწყება. ეს უწყებები, გაუთვითცნობიერებლად,  დგანან არა სახელმწიფოს, არამედ ბოროტების, ანუ „ქართული ოცნების“ სამსახურში. რატომ?!  – მათ გააყალბეს საარჩევნო დემოკრატიული პროცესიც და არჩევნებიც, როგორც 2020, ისე 2021 წელს, არ ეკუთვნით ხელისუფლება და არ აქვთ უფლება, მოიმსახურონ სახელმწიფო ინსტიტუტები. სამწუხაროდ, დღეს ეს პროცესი გრძელდება სასამართლოების დაქვემდებარებით.   დემოკრატიული არჩევნებით არჩეულ ნებისმიერი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მომავალ ხელისუფლებას მოუწევს მართლმსაჯულების რეფორმის მყისიერად,…

მეტი...

“რიგაში დღევანდელი განხილვა მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ნატო-ს 2022 წლის სამიტი იქნება შედეგიანი ღია კარის პოლიტიკის მიმართულებით” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, რიგის მინისტერიალში საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობა არის კიდევ ერთი დასტური, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას, ასევე ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბარს. „სწორედ ამ კონტექსტში შევეხეთ უაღრესად მნიშვნელოვან თემებს დღევანდელი განხილვის დროს, რომელიც იყო უაღრესად შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული. მინდა, რამდენიმე მომენტი გამოვყო. პირველი, საუბარი იყო შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე და იმაზე, თუ რა დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს და უკრაინას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი იყო საუბრები ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც 2022 წელს გაიმართება მადრიდში. ბუნებრივია, დდევანდელ მინისტერიალზე განვიხილეთ…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭოს ძალიან დიდი შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს აძლევს “მწვანე პასპორტს – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს შეცდომაა ის, რომ ყველა ადამიანს, ვინც ოდესმე კორონავირუსი გადაიტანა, “მწვანე სტატუსი” ენიჭება. ცერცვაძე ფიქრობს, რომ მხოლოდ იმ პირებს უნდა მიეცეთ კოვიდპასპორტი, ვინც კორონავირუსი ბოლო 6 თვეში გადაიტანა და იმედოვნებს, რომ საბჭო ამას გამოასწორებს. “ეს არის ძალიან დიდი შეცდომა საკოორდინაციო საბჭოსი, რომ ყველა კოვიდგადატანილს აძლევს “მწვანე პასპორტს.” მხოლოდ იმათ, ვისაც ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი, უნდა მიეცეთ “მწვანე პასპორტი”, ასეა უცხოეთის ყველა ქვეყანაში. რა გამოვა – საქართველოს ნება ორი კოვისდპასპორტი – ერთი უცხოელებისთვის სადაც მხოლოდ ბოლო 6 თვის კორონავირუსის გადატანა ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის…

მეტი...

ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 119-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) . ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში,…

მეტი...

“რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ჩვენ ომს ვერ შევაჩერებთ” – ვლადიმირ ზელენსკი

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ჩვენ ომს ვერ შევაჩერებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დონბასში ომის შეჩერება ასევე შეუძლებელია უკრაინის არმიის გარეშე, თუმცა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის არ ეშინია. „სიმართლე უნდა ვთქვათ. რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გარეშე ომს ვერ შევაჩერებთ და ახლა ეს ყველამ აღიარა. ყველა გარეპარტნიორი და ზოგიერთი შიგნით ამას არ აღიარებს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ვიცით, რომ ძლიერი არმია გვყავს და არ გვეშინია ახლა ერთმანეთისთვის სიმართლის თქმა. თუ ჩვენ გვინდა დონბასის დაბრუნება, მაშინ მოდით და თუ გვინდა, უბრალოდ ვიაროთ და ვისაუბროთ ამაზე, მაშინ არაფერი…

მეტი...

“ომიკრონის გავრცელების ალბათობა მაღალია” – საქართველო ჯანმოსგან დამატებით რეკომენდაციებს ელოდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალი “ომიკრონ” შტამის გავრცელების ალბათობაა მაღალია. მისი თქმით, “ომიკრონი” ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. როგორც გაბუნიამ განმარტა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მუდმივად იღებენ კონსულტაციებს და რეკომენდაციებს. „ახალი შტამის გავრცელებას ალბათობა ბუნებრივია არსებობს, ვინაიდან ხალხი მოგზაურობს. შტამი ძალიან სწრაფად და მარტივად მიგრირებს, ამდენად ამ რისკებისგან, რა თქმა უნდა, დაცულები არ ვართ. გამომდინარე აქედან ყველა ის ეპიდუსაფრხთხოების წესი, რომელიც საზღვრიდან დაწყებული, ბიზნესს გარემოში და ჯანდაცვის სფეროში უნდა მუშაობდეს, ბუნებრივია, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული და კიდევ დამატებით რეკომენდაციებზე ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და როგორც კი იქნება ახალი რეკომენდაციები, ბუნებრივია ამაზეც…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს, ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ბრალდების მხარისთვის” – ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს – პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება ყველა იმ აბსურდულ პოლიტიკურ ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგ გახლავთ, ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იქნება ბრალდების სკამზე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი მივა. შოთა თუთბერიძე მოუწოდებს ხელისუფლებას და პენიტენციურ სამსახურს, რომ ედუარდ სააკაშვილს მამის მოსანახულებლად ხელოვნური ბარიერები არ შეექმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება და პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. „თავს…

მეტი...

“დღეის მონაცემებით 12-15 წლის ასაკში 2 027 მოზარდია აცრილი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მონაცემებით 12-15 წლის ასაკში 2 027 მოზარდია აცრილი. მისი თქმით, მოზარდებში ვაქცინაცია დაბალია. “ჩვენ იცით რომ დავიწყეთ 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია. აცრილია დღევანდელი მონაცემებით – 2 027 ამ ასაკის მოზარდი. 16-17 წლის მოზარდებში შედარებით მეტია 11 215 მოზარდია აცრილი, მაგრამ ეს არასაკმარისია რა თქმა უნდა. არის საშიშროება რომ “ომიკრონი” ახალგაზრდა ასაკში მეტად გავრცელდეს. ახალგაზრდა ასაკი შემდეგ აზიანებს ხანდაზმულებს და ხანდაზმულებში გამოსავალი რთულია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

ბუსტერ დოზის მიღების ვადები, შესაძლოა, შემცირდეს

ახალი შტამის, ომიკრონის საფრთხეებზე სასაუბროდ დღეს საქართველოს იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, განიხილება ახალ შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება და ასევე, საჭიროა თუ არა მწვანე პასპორტებთან მიმართებაში რაიმე დამატებითი გამკაცრებული ცვლილებები. “დღევანდელი საბჭოს შეხვედრის მიზეზი გახლავთ ახალი შტამი ძირითადად და ახალ შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მნიშვნელობა და გასათვალისწინებელი არის, რა სამოქმედო გეგმა უნდა დავისახოთ ჩვენ ამისთვის. უკვე ცნობილი არის, რომ ასაკობრივ ჯგუფებში ბუსტერ დოზის ვადების ცვლილებაც მოხდა და ასევე, ასაკობრივი ჯგუფების ცვლილებაც. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ბუსტერის გამოყენების უფლება სხვადასხვა ქვეყანაში უკვე 3-4 თვემდე შემცირდა და ნებადართული არის, ვინაიდან საკმაოდ საშიში არის ეს შტამი. მნიშვნელოვანი არის, რომ…

მეტი...

“ჩვენი ოპოზიცია თინეიჯერული ასაკიდან ვერ გამოვიდა, წააგებენ არჩევნებს და მერე ისევ არჩევნებს ითხოვენ” – შალვა პაპუაშვილი

19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ რაიმე ვალდებულება არ აქვს კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება და პოლიტიკურ ძალებს შორის სრული თანხმობა უნდა იყოს. „ოპოზიციას საკმაოდ საინტერესო მიდგომები აქვს, რადგან ერთი მხრივ, საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს მიაბეს და გამოაცხადეს რეფერენდუმად და წააგეს, მაგრამ არ ეშვებიან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარს. საკონსტიტუციო ცვლილების პროცესს 113 ხმა სჭირდება და სრული თანხმობა უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის, მაგრამ სრული თანხმობის პროცესი უნდათ, გამოიყენონ დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, რომ შემდეგ რიგგარეშე…

მეტი...

“უსაფრთხო ზონის შექმნა არის შესაძლებლობა იმუნიზაციის დაჩქარების და ეკონომიკის ამოქმედების” – შოთა ბურჯანაძე

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ “მწვანე პასპორტების” ამოქმედება ერთადერთი შესაძლებლობაა, ქვეყანა მდგომარეობიდან გამოვიდეს.  მისი თქმით, ეს იმუნიზაციის დაჩქარებას ადა ეკონომიკის ამოქმედებას შეუწყობს ხელს.  “რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, გამოვიდეთ იმ რთული სიტუაციიდან, რასაც კოვიდვითარება ჰქვია, ვითარება, რომელიც ურთულესია ქვეყანაში და ერთ-ერთი გამორჩეულია ამ სირთულეებით. უსაფრთხო ზონის შექმნა არის შესაძლებლობა იმუნიზაციის დაჩქარების, ეკონომიკის ამოქმედების და ის შეზღუდვები, რაც დღეს გვაქვს, რასაც მოკლებულია საზოგადოება, იმის მიღების. რეალურად, ეს უნდა იყოს “მწვანე ზონა,”- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.  შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში “მწვანე პასპორტები” ამოქმედდა. ვისაც “მწვანე სტატუსი” არ აქვს, შესვლა ეკრძალება რესტორნებში, კინოთეატრებში,…

მეტი...

დღეიდან რეგიონებში კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფი ძვირდება

2021 წლის პირველი დეკემბრიდან „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზს 20 თეთრით აძვირებს და ტარიფი ერთი ლარი და 15 თეთრი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებით იყო განპირობებული.

მეტი...

„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ცვლილებების ჩაგდება უნდათ, საბაბს ეძებენ” – იაგო ხვიჩია

„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ოდითგანვე არ უნდოდათ, ოღონდ, ამის გაკეთება ისე უნდოდათ, რომ ეს ყველაფერი მათ არ დაბრალებოდათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პირველი მოსმენის წინ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ კონსულტაციებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერდა, თუ პროექტი ამოქმედდებოდა დღესვე და არა 2024 წლიდან. მაშინ, ამას „ქართული ოცნება“ დათანხმდა. „საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება „ქართულ ოცნებასაც“ უნდა. თქვეს, რომ პროექტს 2024 წლიდან აამოქმედებენ იმ იმედით, რომ ცვლილებებს მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭიროს და საკონსტიტუციო ცვლილება ისე ჩავარდეს, მათ არ დაბრალდეთ. მგონი, ყველას ესმის,…

მეტი...

“ვინც “მწვანე საშვის” ქაღალდის პასპორტი 17 ნოემბრამდე აიღო, უნდა გამოცვალოს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებს “მწვანე პასპორტის” მიღება შეუძლიათ როგორც აპლიკაციის გამოყენებით, ასევე იუსტიციის სახლში, ქაღალდის პასპორტის აღების გზით. ​მისივე თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ქაღალდის “მწვანე პასპორტი” იუსტიციის სახლში 17 ნოემბრამდე აიღეს, მისი გამოცვლა მოუწევთ.  “მწვანე პასპორტი” ნიშნავს სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილებას – ეს არის სრულად ვაქცინირებული პირი, პირი, რომელმაც გადაიტანა კოვიდინფექცია გარკვეულ ეტაპზე, არ აქვს მნიშვნელობა როდის და მესამე – PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი. PCR ტესტის შემთხვევაში, 72 საათიან ვალიდურობაზე ვსაუბრობთ, ანტიგენ ტესტის შემთხვევაში – 24-საათიან ვალიდურობაზე.  “მწვანე საშვი”, შესაძლოა, იყოს ელექტრონული სახით გამოყენებული – ტელეფონში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ georgian e helath-ის ან Covid pass-ის აპლიკაცია ძალიან მარტივად. ასევე,…

მეტი...

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ის მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უკვე გადმოიყვანეს. როგორც მისი უფლებადამცველი, გიორგი კონდახიშვილი ამბობს, გიგი უგულავა სრული 48 საათი გააჩერეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, რაც არის ცალსახად უკანონობაა. “გიგის ედავებიან, რომ თითქოს მან ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მუშაკის მიმართ დაუმორჩილებლობა. სრული 48 საათი გააჩერეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, რაც არის ცალსახად უკანონობა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ეს მასობრივი დაკავებები მეტყველებს, რომ ხელისუფლებას ეშინია მშვიდობიანი პროტესტის და სწორედ ამისკენ იყო მიმართული გაზაფხულზე დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სადაც გაამკაცრეს სანქციები წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის. უწყვეტ…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 65 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 65 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 119-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 459 პირს დაუდასტურდა, 3 957 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 30 ნოემბერს საქართველოში კორონავრუსის 5 050 შემთხვევა გამოვლინდა, 4 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 80 კი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 740 თბილისში, 843 კი იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 358 გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 740 თბილისში გამოვლინდა, 186 აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 358, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 321 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 957 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.69% Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 321 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 134 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 459 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 957 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 65 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 321 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 187, „პისიარ“ ტესტით – 19 134. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო შვიდი დღის – 8,65%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 850 102 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 792 158 გამოჯანმრთელდა, 12 119 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 183 335 აცრა, დღიურად აცრილია 11 999. კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 545 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 125…

მეტი...

“რუსეთს მანამდეც გამოუყენებია ძალა საქართველოს და უკრაინის მიმართ, უნდა დავუშვათ შესაძლებლობა, რომ ის ძალას კვლავ გამოიყენებს” – იენს სტოლტენბერგი

ლატვიის დედაქალაქში NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე, სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს, თუ უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოიყენებს ძალას. იენს სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთმა მოსკოვს უკვე უჩვენა, რომ ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სანქციების დაწესება შეუძლია. “ჩვენ შევთანხმდით, რომ ყოველთვის გვექნება ბერკეტები ჩვენი მოკავშირეების დასაცავად, ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან. ვხედავთ, რომ რუსეთს მანამდეც გამოუყენებია ძალა ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ, საქართველოს და უკრაინის მიმართ. მისი ჯარები იყო განთავსებული მოლდოვასთან. ამიტომ, აუცილებელია, დავუშვათ შესაძლებლობა, რომ რუსეთი ძალას კვლავ გამოიყენებს. იმედი გვქონდეს უკეთესი სცენარის განვითარების, თუმცა, მზად უნდა ვიყოთ უარესისთვის.…

მეტი...

პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადები წესდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სემეკის მიერ შემუშავებული ახალი წესის მიხედვით, დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები. გადახდის სპეციალური ვადებით სარგებლობისათვის პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულმა პირებმა საკუთარი გარემოებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ელექტროენერგიის მიმწოდებელ…

მეტი...

„მოგზაურობა გადადეთ“ – ჯანმო ვირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მოსახლეობას მიმართავს, კორონავირუსის ახალ, ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ჯანმო განსაკუთრებულ რისკებს სადღესასწაულო დღეებში ხედავს და აცხადებს, რომ თუ აუცილებლობა არსებობს საერთოაშორისო გამგზავრებისთვის, არსებული რეკომენდაციების დაცვა მკაცრად უნდა მოხდეს. ჯანმო განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს აფრთხილებს და მოუწოდებს, სანამ „სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ ყველაფერი არ იციან და კვლევები გრძელდება, 60 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა მოგზაურობისა და ხალხმრავლობისგან თავი შეიკავონ. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მათზე ამახვილებს, ვისაც სხვადასხვა დაავადება აწუხებს. ჯანმოს განცხადებით, დიდი ალბათობით, „სამხრეთ აფრიკული“ შტამი  მსოფლიოს მეტ ქვეყანაში დაფიქსირდება. არსებული ინფორმაციით, „ომიკრონმა“ ევროპაშიც…

მეტი...

თბილისში ორი მამაკაცი სავარაუდოდ, გაზით გაიგიდა  

თბილისში,  შარტავას ქუჩაზე  ერთ-ერთ საცხოვრებელსი ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც კომპანია “თბილისი ენერჯიშო” აცხადებენ,  სავარაუდოდ, სახეზეა CO-თი ინტოქსიკაცია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახლი გაქირავებული იყო. კომპანიის ინფორმაციით კი ბინაში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. გარდაცვლილი მამაკაცები ირანის მოქალაქეები იყვნენ.

მეტი...