სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე 17 წლის მოზარდი მოკლეს

რამდენიმე წუთის უკან, სანზონაში მკვლელობა მოხდა. მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.   მოზარდი მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგრც ადგილობრივები აცხადებენ, მოკლულს არ იცნობენ და ის მათი უბნელი არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ახალგაზრდების ფიზიკური დაპირისპირება გახდა, რა დროსაც მათ დანები გამოიყენეს.     ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. სამართალდამცველებს შემოფარგლული აქვს პერიმეტრი. ასევე, მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია დამნაშავეების დასაკავებლად.

მეტი...

„საახალწლო ბიუჯეტი დამოკიდებულია ღონისძიებების მასშტაბებზე“ – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, წლევანდელი ღონისძიებები, რომელიც ღია სივრცეში გაიმართება, ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. „შარშან, საერთოდ არ გვქონდა საახალწლო სოფელი, არსებული პანდემიიდან გამომდინარე, რადგან ძალიან მძიმე მდგომარება იყო. შარშანწინ კიდევ უფრო განსხვავებული რეალობა იყო. შესაბამისად, ბიუჯეტი  წლების მიხედვით განსხვავებულია. შარშან ნაკლები იყო, შარშანწინ ცოტა მეტი იყო, წელს შარშანდელზე მეტია და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მედიასთან  ასევე განმარტა, რატომ ვერ ცხადდება ტენდერი საახალწლო ღონისძიებების შესყიდვებზე. „თუ თქვენ მეტყვით და მირჩევთ, რანაირად შეიძლება მაგალითად,…

მეტი...

მარიამ ჯიშკარიანი ამტკიცებს რომ მიხეილ სააკაშვილს დიდი რაოდენობით ფსიქოტროპულ პრეპარატებს ასმევენ

ცენტრი „ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მას ფსიქოტროპული პრეპარატების საკმაოდ მაღალი დოზები დაუნიშნეს. „იკვეთება არაშესაბამისი მკურნალობის გარემოება, როგორც მინიმუმ რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან დაწყებული, რომელიც ეხება ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორ გამოყენებას, რაც საერთაშორისო სტანდარტებით, განიხილება, როგორც ფარმაკოლოგიური წამების სახე და არასათანადო მოპყრობა. საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, მოუწევს სტრასბურგში გასცეს პასუხი თუ რატომ იყო დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები საკმაოდ მაღალი დოზებით, მაშინ, როდესაც საერთაშორისო გაიდლაინებით არ საჭიროებდა ამ პრეპარატების დანიშვნას, რამაც გამოიწვია ე.წ. ნეიროლეფსიური სინდრომი. ამის მომსწრე და მნახველები გავხდით გორის ჰოსპიტალში პირველი ვიზიტისას. მიხეილ…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრში, ვეტერანებისთვის 119-ე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, რიგით 119-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები) კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 110 ბენეფიციარს. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, დღეს, ჩაფიძის გულის ცენტრის 7 ექიმი და ლაბორატორიის თანამშრომელი ემსახურებოდა. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია და სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი.…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო საზოგადოებას მიმართავს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალს მიმართავს და მადლობას უხდის. როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, პრეზიდენტობის პერიოდში მისი გეგმა იყო სამედიცინო სფეროში ხელფასების გაორმაგება.   „მინდა, მივმართო ყველა ექიმს და ექთანს, საერთოდ მთლიანად მედპერსონალს. დიდი მადლობა თქვენი კოვიდთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, ადამიანობისთვის, გამოჩენილი წესიერებისთვის. განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო, სამივე სამედიცინო კონსილიუმის წევრებს, პრინციპულობისთვის და ზეწოლის გაძლებისთვის. ვამაყობ, რომ ჩემი დიდი წვლილი შევიტანე ახალი კლინიკების შექმნაში. ჩემი შემდეგი გეგმა იყო უმცროსი მედპერსონალისთვის ხელფასის გაორმაგება და მთელი პერსონალის გადამზადება, რათა ჩვენს ექიმებს შესძლებოდათ, ასევე, სამედიცინო ტურიზმის მიღება და ხელფასების მკვეთრი ზრდა…

მეტი...

„სურთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ციხეში“ – ლიზა იასკო

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა უკრაინელმა მეუღლემ, რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მოინახულა. როგორც ჰოსპიტლიდან გამოსული დეპუტატი აცხადებს, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ისეც ციხეში უნდა დააბრუნონ. „არ ვიცი, რატომ ამბობენ ექიმები, რომ ის უკეთესადაა. დღეს დავინახე, რომ სინამდვილეში, ის უარესადაა – აქვს დასიებული სახე, სხეული, აქვს გამონაყარი, რომელსაც აქვს ნევროლოგიური ხასიათი. ექიმი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. აქვს მხედველობის პრობლემები, ძალიან დაეცა ჰემოგლობინი, თავს გრძნობს სუსტად და ვგრძნობ, რომ კომუნიკაციის რამდენიმე წუთის შემდეგ, მას უკვე უჭირს და სჭირდება დასვენება. რა თქმა უნდა, საწოლიდან დგება,…

მეტი...

ლევან დავითაშვილმა, ტექნოპარკში, საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ტექნოპარკში, საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა. აღნიშნული შეჯიბრი თავს უყრის ეკოსისტემის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად. ლევან დავითაშვილმა, მისასალმებელ სიტყვაში, სოფლის მეურნეობის დარგში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების  და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ერთ-ერთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა ჩვენი ახალგაზრდების ჩართვა სოფლის მეურნეობაში. ინოვაციების მიმართულება არის გზა, რომ ახალგაზრდები დავაინტერესოთ სასოფლო-სამეურნეო სექტორით და ამის მაგალითები უკვე გვაქვს; არის ბევრი სტარტაპი, მათ შორის წარმატებულიც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მწვავე კლიმატის ცვლილების პერიოდში. ეს საკითხი პარიზის კლიმატის შეთანხმების ბოლო…

მეტი...

“რეჟიმის პარანოია გრძელდება“ – ნიკანორ მელია სუს-ში დაიბარეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც თავად მელია აცხადებს, რეჟიმის პარანოია გრძელდება. “რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი – მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში და სმს შეტყობინების ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს”. შეტყობინების მიხედვით, სუს-ის გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი მას საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად იბარებს. საქმე ეხება ნიკანორ მელიას მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებას. უფრო კონკრეტულად, საქმის დეტალებს მელიას სუს-ში გააცნობენ.   

მეტი...

ნაძალადევი, სამგორი, ნავთლუღი – საშიში და სარისკო უბნები  

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ იმ პრობლემურ და საშიშ უბნებზე ისაუბრა, სადაც ბუნებრივი აირის ქსელები მოუწესრიგებელია და დამონტაჟებულია კუსტარული გამათბობლები, რაც აფეთქებისა და უბედური შემთხვევების რისკს ქმნის. როგორც სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, თბილისზე არანაკლებ რთული ვითარებაა რეგიონებში. „სარისკო უბნებია კერძო ტიპის დასახლებები ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, ასევე ნავთლუღის დასახლებაც. იმ კერძო დასახლებებში, რომელიც ჩემი თვალით ვნახე, კუსტარული ქსელები იყო, დაყოფილ ოთახებში ღიობებიც არ იყო. ეს გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ სარისკო უბნებია, სახიფათო ზონებია ამ კუთხით. გასათვალისწინებელია, რომ ამ უბნებში კომპანიამ ძალიან კარგად იმუშავა და ბევრი ასეთი სასიკვდილო და საფრთხის…

მეტი...

ერთ კვირაში  CO-თი 4 ადამიანი გარდაიცვალა – გაფრთხილება მოსახლეობას – სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„CO  კლავს წამებში“- ეს განცხადება ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და მოსახლეობა გააფრთხილა. „CO-ს გაჟონვით, მიმდინარე კვირას უცხოეთის 2 მოქალაქე, ასევე მცირეწლოვანი და დედა გარდაიცვალა. არ ყოფილა აფეთქება ან მასშტაბური შემთხვევა, არამედ, მოხდა გაჟონვა, რაც იმას გულისხმობს, რომ შიდა ქსელზე დარღვევები არსებობდა. ფართში განთავსებული იყო სასიკვდილო შედეგის მქონე დანადგარი. ქსელი იმ დონეზე იყო მოწყობილი, რომ გარდაუვალი იქნებოდა ასეთი შედეგის დადგომა. მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისი შეფასებით, CO ყველაზე საშიში ნივთიერებაა, რომელიც კლავს წამებში. „CO კლავს წამებში.  ჩვენმა მომხმარებელმა ეს უნდა გაითავისოს. პირველი…

მეტი...

ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილი დეკემბერში 2 ქვითარს მიიღებს

ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში ქ. თბილისში „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) აბონენტების ნაწილი 2 ქვითარს მიიღებს. ცვლილების გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება.   ქ. თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი  მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს პირველ ქვითარს,  რომელშიც ასახული იქნება ნოემბერსა და დეკემბერის დასაწყისში, არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. გადახდის ვადა განსაზღვრული იქნება დეკემბრის შუა რიცხვების ჩათვლით. მომხმარებელთა ნაწილი მეორე ქვითარს მიიღებს დეკემბრის ბოლოს, რომელშიც ასახული იქნება დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. ამასთანავე, საახალწლო დღეებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი…

მეტი...

სემეკი, კონკურენციის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის გაფორმებული შეთანხმების მხარეა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა კონკურენციის მხარდაჭერის და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის შეთანხმებას, რომელიც შეეხება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების, კონკურენციის პოპულარიზაციისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას. შეთანხმების ხელმომწერი პირები არიან კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი და კომუნიკაციების კომისიის წარმოდგენელი ვახტანგ აბაშიძე.  ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტის მიზანია – ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური კონფერენციის ჩატარდება, სადაც უწყებები წლის მანძილზე განხორციელებულ საქმეებს, მიღებულ შედეგებს, …

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 298-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 950 პირს დაუდასტურდა, 2 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 3 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 100 შემთხვევა გამოვლინდა, 3 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 67 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 014 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 014 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი. ამასთან, მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 54 482 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 510, „პისიარ“-ტესტით – 21 972. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,25%, ბოლო 14 დღის – 8,66%, ბოლო შვიდი დღის – 8,33%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 861 883 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 801 864 გამოჯანმრთელდა, 12 298…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრი უვადო „მწვანე პასპორტების“ მომხრე არ არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკოორდინაციო საბჭომ ე.წ. მწვანე პასპორტები უვადოდ დაამტკიცა, ის ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს. „ვერ ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ არსებობს სხვა საფუძველიც. ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს “მწვანე პასპორტები”, თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება. განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე“ – განმარტა მინისტრმა „რუსთვის 2“-ის ეთერში. 

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის არც გაწერა და არც უცხოეთში გადაყვანა იგეგმება – აცხადებს მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალმა უნდა მიიღოს. როგორც მინისტრი განმარტავს, ამ ეტაპისთვის, მისი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერა არ იგეგმება. მისივე განცხადებით არც უცხოეთში გადაყვანა მოხდება,  “ჩვენ ვეყრდნობით ექიმების დასკვნებს, ვაკეთებთ ამ დასკვნების ანალიზს.  გავდივართ ძალიან ბევრ კონსულტაციას ყველა ჭრილში და შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს ექიმებმა ვერ შეძლონ და ვერ მართონ იმ პაციენტის საჭიროებები, რომელიც შიმშილობს, არ ჰქონდეთ საკმარისი კომპეტენციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი კონსულტაცია არ გაგვივლია იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო პაციენტის გადაყვანა უცხოეთში და იქ მისი მკურნალობის გაგრძელება. ჩვენ ყველა ეტაპზე…

მეტი...

„მქონდა დუმილის ვალდებულება, რომ არ დამენერგა პანიკა მოსახლეობაში“ – ჯანდაცვის მინისტრი აცრაზე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ არ არის ამ დრომდე ორჯერადად აცრილი და აღნიშნა, რომ მას კორონავირუსის გამო, გარკვეული პრობლემები შეექმნა. როგორც მინისტრი აცხადებს, მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ვაქცინის საკუთარ დოზას მიიღებს. „პირველი დოზა გავიკეთე “ასტრაზენეკას” ვაქცინით, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო მიღებული ჩემი ასაკის მოქალაქეებისთვის.  შემდეგ იყო სხვადასხვა მოსაზრება. სანამ მეორე ვაქცინა მეკუთვნოდა, უკვე ვიყავი ინფიცირებული. მერე გამოვიდა ახალი დადგენილება, რითაც უკვე გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ამან რა თქმა უნდა, ჩემს ჯანმრთელობაზეც გარკვეული მცირედი გავლენა მოახდინა. დღეს,  დასაშვებია, ადამიანები, რომლებიც არ არიან სხვა ტიპის ვაქცინით აცრილები, მათ აქვთ საშუალება მიიღონ…

მეტი...