„ახალ მინისტრთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს“ – არჩილ თალაკვაძე


პარლამენტის ვიცე-სპიკერია, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს პრემიერ-მინისტრი წარადგენს და პოლიტიკოსებმა მას არ უნდა გაუსწრონ.

„ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა. გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს. პარლამენტარებმა წინ არ უნდა გავუსწროთ პროცესს, რომელიც გუნდში მიმდინარეობს“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.  

მსგავსი თემები