“იმედი მაქვს, რომ კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად” – ამერიკის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კანონი ყველა მოქალაქის მიმართ თანაბრად და მიუკერძოებლად უნდა იყოს გამოყენებული. აღნიშნული განცხადება ელჩმა ​ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისა და ნიკა გვარამიას სასამართლო  საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

„იმედი მაქვს, ნებისმიერ საქმეზე, კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ბიზნესისა.  ბევრი თავდადებული მოსამართლე მუშაობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რათა დაიცვას კანონის სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი“, – განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები