„სანდრას დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა“ – კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმარი პრეზიდენტი საკუთარ დანაშაულს არა მხოლოდ საკუთარ თანაგუნდელებს, არამედ ოჯახის წევრებს აბრალებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სანდრას დაჭერა უნდა.    „ერთი, რაც გავიგეთ, არის ის, რომ სანდრას დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა. ეს არის მთავარი ფაბულა მისი დღევანდელი გამოსვლის. რაც ვნახე ამონარიდებში, არის იმის გაგრძელება, რაც პირველ შემთხვევაში მოვისმინეთ. ეს არის სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირება და გადაბრალება საკუთარ თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე იმ დანაშაულების, რომლებიც რეალურად მას აქვს ჩადენილი. მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და შესაბამისი სასჯელი ეკუთვნის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ…

მეტი...

„ტაილანდში დასვენება, ერთი სასტუმროს ნომერი ორი დღის განმავლობაში დაჯდა 60 000 ლარი“ – პროკურორი მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი პროკურორი გიორგი მუჯირი მედიასთან განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არაერთი აღიარება მოისმინეს. როგორც ბრალდების მხარე განმარტავს, მათ მოისმინეს, რომ ფუფუნებისთვის საბიუჯეტო თანხების განკარგვა სწორედ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო. „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ განცხადებაში მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა. სამართლებრივი საფუძველი ამ დანახარჯს არ გააჩნდა“ – განმარტავს პროკურორი. გიორგი მუჯირის თქმით,…

მეტი...

ევროკავშირი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გამო უკმაყოფილოა და განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა პრესსპიკერი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს: “ოთხშაბათს, საქართველოს პარლამენტმა  მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას. ამგვარი დანიშვნების განხორციელება მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე, ეწინააღმდეგება ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა  (ეუთო/ოდირი)  და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.    ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას  მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც  მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ეს მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამდე კანდიდატების წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ…

მეტი...

“რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში” – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ისაუბრა, რომელიც პუტინს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჰყავს განთავსებეული.  “მოლდოვის თანხმობის გარეშე რუსეთს კვლავ ჰყავს ძალები დნესტრისპირეთში,”- განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინასთან მინსკის შეთანხმებების ფარგლებში შეუსრულებელ ვალდებულებებზე და განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების შესრულება განახლებული კრიზისის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.

მეტი...

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციამ კონსულტაციები დაიწყო

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართა. ლევან იოსელიანის სამუშაო კაბინეტში გამართულ შეხვედრას „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, „რეფორმების ჯგუფის“ წევრები ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია ესწრებოდნენ. ​პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებულ ვარიანტს და იგივე პოზიცია აქვს ოპოზიციონერ კოლეგებსაც. „მმართველი პარტიისგან განსხვავებული პოზიციები მოვისმინეთ და ამაზე კონსულტაცია უნდა გავაგრძელოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა დეპუტატის მობილიზების შემთხვევაშიც, შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. რიგგარეშე არჩევნების ნომერ პირველ საკითხად, არ მიმაჩნია, უპირველესი საკითხია მოქნილი გარემოს შექმნა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. უფრო მნიშვნელოვანია, არჩევნებში საპარლამენტო ბარიერის დაწევა. ზოგადად, საარჩევნო სისტემა…

მეტი...

“საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება NATO-ში ნაღმია ევროპული უსაფრთხოებისთვის” – სერგეი ლავროვი

ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლები უკვე დაიწყო. მათ შორის სიტყვით უკვე გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მათ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხავებული პოზიციები დააფიქსირეს. მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველო იყო. გამომსვლელებმა იმ აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრეს, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ იყენებს. როგორც მოსალოდნელი იყო, რადიკალური იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვის გამოსვლა. რომელმაც განაცხადა, რომ 2008 წელს NATO-ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია. “ერთხელ 2008 წლის აგვისტოში უკვე გამოვლინდა, როდესაც პერსპექტივის ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა გადაწყვიტა ავანტიურა, რომელიც უმძიმესი შედეგებით შემოუბრუნდა თვითონ საქართველოს და ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა…

მეტი...

“ვფიქრობ, პოზიტიური ფაქტია, რომ ბატონმა სააკაშვილმა მეორედ შეძლო საკუთარ სასამართლო მოსმენაზე პირადად დასწრება” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას პოზიტიურ ფაქტს უწოდებს. „ვფიქრობ, პოზიტიური ფაქტია, რომ ბატონმა სააკაშვილმა მეორედ შეძლო საკუთარ სასამართლო მოსმენაზე პირადად დასწრება. პოლიციამ კარგი სამუშაო ჩაატარა იმისთვის, რომ მას პროცესზე მისვლა უსაფრთხოდ შეძლებოდა, მედიას კი პროცესის გაშუქების საშუალება, საზოგადოებას კი მასზე დაკვირვების საშუალება ჰქონოდა,“- აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა განაგრძოს ძალისხმევა, რომ სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი. „ვფიქრობ, ხორციელდება ძალისხმევა იმისთვის, რომ მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული იყოს. ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც მე მანამდე აღვნიშნე, მისმა…

მეტი...

ფოთში ზღვის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფოთში, კუნძულის უბანში, ზღვის სანაპირო ზოლზე ცხედარი იპოვეს. 73 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ტერიტორიას ასუფთავებდა და გულის შეტევით გარდაიცვალა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფება. მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმე განიხილებოდა სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა. მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტი ეტაპირება კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხდება, სადაც ის 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.  სასამართლო პროცესი, რომელიც 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს ეხება დასრულებულია, მომდევნო პროცესი 27 დეკემბერს 11:00 საათზე  გაიმართება. 

მეტი...

“მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც ნახა გიორგი სანაია” – მიხეილ სააკაშვილი

გიორგი სანაიას გაპამპულავებული ვყავარ, ერთ-ერთი, ვინც ერთხელ ყველაზე მეტად მაპამპულავა და მაბურთავა ტელევიზორში, იყო ეგ. მათ შორის, შენი პიჯაკი რა ღირს და ეგეთ რაღაცებს მეკითხება. მე ავყევი ამ პროვოკაციებში. იმის შემდეგ ცოტა დავბრძენდი და სხვების პროვოკაციებს არ ავყვები პიჯაკებზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მისთვის დიდი პატივი იყო, რომ გიორგი სანაიას იცნობდა. „მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც ნახა გიორგი სანაია. მაშინ იუსტიციის მინისტრი ვიყავი. ჟურნალისტები დავპატიჟე პიკნიკზე, სადღაც გავედით და უკან რომ მოვდიოდით, მივიყვანე სახლში. აქედან რამდენიმე საათში გავიგე, რომ აღარ…

მეტი...

“მე მინდა ხალხმა იცოდეს 26 მაისს რა იყო” – მიხეილ სააკაშვილმა თავის მიერ გაცემულ ბრძანებაზე ისაუბრა

ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისის საქმეზე ისაუბრა: “მე მინდა ხალხმა იცოდეს 26 მაისს რა იყო. აგერ არის თემურ ჯანაშია და დადაასტურებს. მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, ჩაითვალა, რომ მკვდარი იყო, იმიტომ, რომ გადაუარა მანქანამ პროტესტანტების, პოლიციამ მართლა დაკარგა კონტროლი და მათ უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, არაფერი განკარულება არ ყოფილა და იყო ჩაკეტილი ორივე მხრიდან ეს მოედანი. თემურმა დამირეკა, რომ ძაან ცუდი სიტუაციაა, პოლიცია გავეშებულია, უფროსებს აღარ ემორჩილებიან, იმიტომ, რომ თავისიანი მოუკლეს და რა ვქნათო. ერთადერთი რა შეგვიძლია, რომ გავუხსნათ პიონერთა სასახლის მხარე და იქიდან…

მეტი...

“სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი მისია, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე” – სააკაშვილი

სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე. ამ ხარჯების მეოთხედი ან მეხუთედი სანდრასია, – ამის შესახებ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. „ოღონდ როცა სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით ოთხჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რაღაც აქვს გაკეთებულ სანდრას ჯანდაცვისთვის ციხეში. სანდრა არაა კორუფციონერი? გენერალური ასამბლეის სესიაზე ერთად როცა ვიყავით, მას აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და სასწრაფოდ ნიუ-იორკის ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია,…

მეტი...

“წალენჯიხას უნდა ჰყავდეს თავის არჩეული შერიფი” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იყოს დეცენტრალიზებული. საპოლიციო სისტემა მუნიუციპალურ დონეზე უნდა იმართებოდეს და რეგიიონებს (მაგ. წალენჯიხას) თავისი არჩეული შერიფი უნდა ჰყავდეს.  “საქართველოში უნდა მოხდეს სრული დეცენტრალიზაცია, პოლიცია უნდა იყოს მუნიციპალური. მაგალითად წალენჯიხას უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერიფი, ბათუმს უნდა ჰყავდეს შერიფი და მაშინ ვეღარ მოხდება ისე, რომ ბათუმში ვიღაცეების დასარბევად ჩაჰყავდეთ ოზურგეთიდან სპეცრაზმი. ეს უნდა იყოს არჩევადი,”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

მეტი...

„საჭმლის პრობლემა გვქონდა, როცა წავედი… კიევში პატარა სარაია ავაშენე იმასთან შედარებით, რაც აიშენა შოთაძემ“ – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საქართველოდან არაფერი წაუღია და მატერიალურად ყველაზე კარგად თავს მაშინ გრძნობდა, რაც უკრაინაში წავიდა, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებიან, სასამართლოზე განმარტა, საქართველოდან როცა წავიდა, საჭმლის პრობლემა ჰქონდა. „ყვარელში ვერ დავამთავრე ის (სახლი) რაც ძალიან მინდოდა, მაგრამ აუცილებლად დავამთავრებ. ვოცნებობ, პატარა კრედიტი გამოვიტანო და 20 ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო. იყო დრო, როდესაც წავედი საქართველოდან მართლა საჭმლის ფულის პრობლემა გვქონდა. მერე დავიწყე ლექციების კითხვა. და ბოლო წლებში, უკრაინაში, ასე კარად არ ვყოფილვარ არასდროს. როგორც იქნა მოხდა ჩემი გამოცდილების დაფასება. ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც არაფერი წამიღია…

მეტი...

“აღმაშენებელს “გალობანი სინანულისანი” არ წარმოუთქვამს თურქსელჩუკების სასამართლოზე, როცა ითხოვთ მეტ ბოდიშს, გაიგეთ რა მდგომარეობაში ვარ” – სააკაშვილი

 მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის ახლა პუტინის ტყვეობაში იმყოფება და რუსული სისტემის პატიმარია. “დავით აღმაშენებელს “გალობანი სინანულისანი” არ წარმოუთქვამს თურქსელჩუკების ტყვეობაზე და თურქსელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში მეგობრებო, მე ახლა პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის და როცა ითხოვთ მეტ ბოდიშს და სინანულს, გაიგეთ რა მდგომარეობაში ვარ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი...

“ნამდვილი გმირები ხართ, მე რომ ცოცხალი ვარ, ამაში თქვენი ლომის წილია” – სააკაშვილმა ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა

ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას თავდაპირველად მადლობა პრესის წარმომადგენლებს გადაუხადა და თქვა, ის რომ ცოცხალია, ამაში ლომის წილი მედიას მიუძღვის.  ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ ის სასამართლოს არ მიმართავს და მისი მიმართვის ობიექტები საზოგადოების წევრები არიან: “მე არ მივმართავ ამ სასამართლოს, ხედავთ რომ ივანიშვილს იმის ეშინია, რომ მე ჩვენს საზოგადოებას ველაპარაკო, მათ უნდათ რომ არ მალაპარაკონ.  მინდა მადლობა ვუთხრა პირველ რიგში პრესის წარმომადგენლებს – თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. მე რომ ცოცხალი ვარ, ამაში თქვენი ლომის წილია. მე ვხედავ რამდენად ადამიანური შეიძლება იყოს ჟურნალისტი და ხანდახან ნაკლებად კრიტიკულიც კი.…

მეტი...

„მე არ მაქვს ბევრი დრო, მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და რეგიონში პოლიტიკური ლიდერი“ – მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ  მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო. მიხელ სააკაშვილმა მოსამართლეს მიმართა, რომ სასამართლო პროცესები დროულად გახსნას, რადგანაც, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, მას ბევრი დრო არ აქვს.   „ამ სასამართლო დარბაზში მომიყვანეს 3 საათით ადრე. სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. როგორც ჩანს, თქვენ ბევრი დრო გაქვთ. მე არ მაქვს ბევრი დრო, მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, მე ვარ რეგიონში პოლიტიკური ლიდერი  და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობა და ნამდვილად არ მაქვს დრო, ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, 4 საათი სარდაფში მოყუჩების და კარად დამწნილების.  მომიყვანეთ დროზე…

მეტი...

“ბინძურო მატყუარა” – სააკაშვილი პროკურორს

საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი იმართება, ხმაურია. პერიოდულად დაცვისა და ბრალდების მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან, რის გამოც მოსამართლემ მათ შენიშვნაც მისცა. ბინძურო მატყუარა – ასე მიმართა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორს არჩილ ტყეშელაშვილს, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ სააკაშვილის ლოზუნგი “მეტი დაკავებული – მეტი პრემია” იყო. სააკაშვილის მიმართვის შემდეგ მოსამართლემ მას მეტი პატივისცემისკენ მოუწოდა.

მეტი...

“ბოტოქსი, ეპილაცია და გასახდომი პროცედურები სააკაშვილმა ხალხს მალულად დააფინანსებინა” – შალვა პაპუაშვილი

ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე ოპოზიციისა და მმართველ გუნდში განსხვავებული შეფასებები კეთდება. სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ბოტოქსების, მასაჟის, სასტუმროების და კორუფციის საქმეა: “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს შექმნას ალტერნატიული ისტორია და დაამციროს ამ პროცესის მნიშვნელობა. სინამდვილეში, ეს არის პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ეხება ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს. 9 მილიონ ლარზეა საუბარი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით, პირად სარგებელს იღებდა. ამ 9 მილიონში არის, ნახევარი მილიონი დოლარის კოსმეტიკური სხვადასხვა მანიპულაციები, ბოტოქსი, ეპილაცია, გასახდომი პროცედურები და ა.შ. ეს მან ჩვენს ხალხს მალულად დააფინანსებინა,”- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა…

მეტი...

“პოზიციები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს პარლამენტში და არა ქუჩაში” – გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლიდან ბარიერის დაწევას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს პასუხობენ, სადაც ოპონენტები ამბობენ, რომ პირველი მოსმენისას დამტკიცებულ კანონპროექტში ძირეული ცვლილებები აღარ უნდა განხორციელდეს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პირველი მოსმენით იქნა მიღებული, ვერ იქნება იქამდე განხილული სანამ პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში არ იქნება ნორმალური.  “ვიმეორებ, პოზიციები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს პარლამენტში და არა ქუჩაში. ანუ, საზოგადოებამ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აირჩია იმისთვის, რომ პარლამენტში ვიკამათოთ.…

მეტი...

ვლადიმირ ზელენსკის გადადგომის მოთხოვნით კიევში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, უკრაინის პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია ათასობით ადამიანმა გამართა. საპროტესტო ტალღა, ვლადიმირ ზელენსკის მიერ 26 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც 1-2 დეკემბერს, უკრაინაში ბიზნესმენ, რინატ ახმეტოვის ჩართულობით, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა იგეგმებოდა. ტერიტორიაზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. აქციის მონაწილეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გათავისუფლებასაც ითხოვენ.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს. აღნიშნული შუამდგომლობის არგუმენტად მის მიერ მედიაში გავრცელებული ის ინტერვიუ დასახელდა, რომელშიც გიორგი მუჯირი საქმის დეტალებზე და გარემოებებზე საუბრობდა. ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. აღნიშნულ შუამდგომლობას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში. პროკურორების განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, რაც მოსამართლემ არ უნდა დააკმაყოფილოს. „მათ სურთ, აღქმა გააჩინონ, რომ მხოლოდ პიჯაკებზე და სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება სააკაშვილი. მათ დისკომფორტს უქმნის საქმეში ის უამრავი დანახარჯი, რაც არსებობს. ფაქტია, რომ საჯარო ინტერესი არის დიდი. ჩვენ გვიწევს განმარტებების გაკეთება და…

მეტი...

„ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც, ამიტომ მირჩევნია, სააკაშვილმა ისაუბროს ამ სამარცხვინო ბრალზე და მიმართოს საზოგადოებას” – ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სჯობს დღევანდელ პროცესზე სააკაშვილმა „სამარცხვინო ბრალზე ისაუბროს და მიმართოს ქართულ საზოგადოებას“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ქართულ ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც. ამიტომ მან მირჩევნია ისაუბროს ამ წარდგენილ სამარცხვინო ბრალზე და როგორც წინა ჯერზე მიმართოს ქართულ საზოგადოებას. ამ საქმეში შეკითხვები არ არის, არის მხოლოდ მზა პასუხები და ეს პასუხები არის ტყუილები,“ – განაცხადა ნიკა გვარამია. ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ…

მეტი...

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება დღეს არ მოხდება

მიხეილ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება დღეს არ მოხდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა მიიღო. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს დაესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაიღებს და მასალას ისე გაავრცელებს. გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება დაცვის მხარე და პროცესის 2 წუთიანი შეყოვნებით ტრანსლირების მოთხოვნის შუამდგომლობას აყენებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. სხდომას ბრალდებული ექსპრეზიდენტიც დაესწრება. მასაჟი, ვოიაჟები საზღვარგარეთ, დასვენება, შოპინგი, სასტუმროები, სწავლის დაფინანსება შვილისთვის და სხვა პირადი მოხმარებისთვის გაღებული თანხები ბიუჯეტიდან – ეს არის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე, რომელიც 9 მილიონის გაფლანგვის რამდენიმე ტომს მოიცავს. მმართველი გუნდი მე-3 პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდების ამ ეპიზოდშიც სააკაშვილის დანაშაულს ხედავს და…

მეტი...

“სააკაშვილმა “ფიფქია და 7 ჯუჯას” წიგნები უყიდა მზრუნველობა მოკლებულებს, სომხეთის პრეზიდენტის მეუღლეს თავშალი…” – ლევან ხაბეიშვილი

საქალაქო სასამართლოსთან “ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დღესაც შეიკრიბნენ. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. შენობის ყველა შესასვლელს პოლიცია იცავს.  ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები ბანერებით – “თავისუფლება მიშას” და საქართველოს დროშებით არიან წარმოდგენილნი. ადგილზე ელოდებიან ასევე მხარდამჭერებს რეგიონებიდან.  ადგილზე იმყოფება ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი რომელიც 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს აბსურდულს უწოდებს. “ხარჯები უკავშირდება რას: სათამაშოების ყიდვას მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის, “ფიფქია და 7 ჯუჯა” წიგნების ყიდვას, ჭიათურის სკოლისთვის პროექტორის ყიდვას, სომხეთის პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა მის მეუღლეს თავშალი უყიდა პრეზიდენტმა – თურმე აი ეს ხარჯებია შეტანილი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს საბრალდებო დასკვნა წაიკითხოს და…

მეტი...

სააკაშვილის პროცესს სხვადასხვა ტელევიზიის რამდენიმე ჟურნალისტი დაესწრება

დღევანდელ პროცესს, რომელზეც “პიჯაკების საქმეზე” ბრალდებული მესამე პრეზიდენტის საქმეს განიხილავენ, სხვადასხვა მედიის რამდენიმე ჟურნალისტი დაესწრება: ინგა გრიგოლია (ტვ პირველი) ვახო სანაია (ფორმულა)მიშა მშვილდაძე (ფორმულა)ნათია გოგსაძე (მთავარი არხი)თამარ ბაღაშვილი (მთავარი არხი)ეკა კვესიტაძე (მთავარი არხი)ირაკლი მეტრეველი (ფრანს პრესი)ელისო კილაძე (ქრონიკა პლიუსი)ნინო არღვლიანი (იმედი)ეკა ქევანიშვილი (რადიო თავისუფლება) ნინო ჯანგირაშვილი (კავკასია)​ სხდომა უკვე წუთი წუთზე დაესწრება, მედიის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და ელოდებიან, როდის მისცემენ სასამართლოს შენობაში შესვლის უფლებას.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 191-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 731 პირს დაუდასტურდა, 4 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, პირველ დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 459 შემთხვევა გამოვლინდა, 3 957 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 65 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 295 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 295 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 72 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 626 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 151, „პისიარ“ ტესტით – 19 475. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,37%, ბოლო 14 დღის – 8,78%, ბოლო შვიდი დღის – 8,53%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 853 833 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 796 453 გამოჯანმრთელდა, 12 191 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2…

მეტი...

საქალაქო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული

პენიტენციური დაწესებულების მანქანა ესკორტით, რომელიც, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოვიდა, უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე იმყოფება. სავარაუდოდ მასში იმყოფება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, თუმცა მისი ეტაპირების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შესაბამისი სამსახურების მხრიდან არ ვრცელდება. სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმის განხილვა ზუსტად 1 საათში, 11:00 საათზე დაიწყება. საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები. პარალელურად, სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი მივიდა, ასევე ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეგახსენებთ, წინა სასამართლო სხდომის დროს, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართა პროცესები შენობის გარე პერიმეტრზე ხმაურიანად წარიმართა. სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირების დროს 15 ადამიანი დააკავეს, გადაკეტილი იყო გზის…

მეტი...

“რეფორმები გადამწყვეტია, რომ უკრაინა და საქართველო უფრო გაძლიერდნენ… მზად ვართ, გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა” – იენს სტოლტენბერგი

რიგაში NATO-ს მინისტერიალი გაიმართა. მას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. სხდომის გამხსნელ სიტყვაში NATO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოსა და უკრაინაზეც ილაპარაკა. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოხატა “მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ” და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს უახლოესი პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნატოს ოპერაციებსა და მისიებში და ისწრაფვიან ალიანსში გაწევრიანებისკენ. “მოკავშირეები ადასტურებენ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას მათი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს. ვთავაზობთ საზღვაო მხარდაჭერას და ვუზიარებთ ინფორმაციას”.…

მეტი...

რუსეთში, ხელისუფლების წყევლის გამო სასულიერო პირი დააკავეს

ხელისუფლების წყევლის გამო რუსეთის ფედერაციაში სასულიერო პირი დააკავეს.  სქიიღუმენ სერგის 3,5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.  ფედერაციის ეკლესიამ სასულიერო პირი პუტინის ხელისუფლებისა და პატრიარქ კირილის კრიტიკის გამო თავისი რიგებიდან გარიცხა.  სასამართლომ სასულიერო პირი დამნაშავედ ცნო თვითნებობაში, რელიგიური ორგანიზაციის მუშაობის ხელის შეშლასა და ქადაგების დროს თვითმკვლელობის წაქეზებაში.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის პროცესი იმართება, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იგეგმება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია მშვიდობიანი იქნება დ ყველა მხარდამჭერს მოუწოდებენ, პროვოკაციებში არ ჩაერთოს. მათი განმარტებით, აქციის მიზანია ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერა. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, სასამართლოში უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული. სასამართლოს ეზოს პერიმეტრზე არავის უშვებენ და ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცავები. შეგახსენებთ, რომ წინა, 29 ნოემბრის  სასამართლო პროცესზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება იმდენად დაიძაბა, პოლიცია იძულებული გახდა, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოეყენებინა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის რამდენიმე ადამიანიც დააკავეს. ერთი აქტივისტი  – ბესიკ თამლიანი…

მეტი...

გორის ჰოსპიტალიდან ექსკორტი გავიდა, სავარაუდოს მიხეილ სააკაშილი სასამართლოში გადაჰყავთ   

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყება. დიდი ალბათობით, თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს დაესწრება, რადგანაც რამდენიმე წუთის უკან, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ექსკორტი გავიდა.   დღეს, სასამართლო 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს განიხილავს. როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, ეს თანხა ყოფილმა პრეზიდენტმა პირადი ფუფუნებისთვის დახარჯა. როგორც პროკურატურა ამტკიცებს, მათ შორისაა 150 000 ლარამდე სტილისტთან გადახდილი თანხა, 600 000 ლარამდე კი არის გახარჯულია ეპილაციაზე, ბოტოქსებსა და სხვა პროცედურებზე. თავად ბრალდებული სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს.  

მეტი...