„თალაკვაძეს აქვს კომპეტენცია, ამ რთულ გამოწვევას თავი გაართვას“- თამარ გაბუნია  


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არჩილ თალაკვაძესთან თანამშრომლობა და მუშაობა სასიამოვნოა, თუმცა, არ ფლობს ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე მისი კანდიდატურა განიხილება.

„მასთან პროფესიული ურთიერთობა იქამდეც მქონდა, სანამ არჩილი თანამდებობის პირი იქნებოდა ან მე ვიქნებოდი თანამდებობის პირი. მას აქვს დიდი გამოცდილება, ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტის ავტორია. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო არჩილ თალაკვაძესთან მუშაობა. არ არის ცნობილი, რამდენად რეალურად შესაძლებელია ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილებოდეს. თუმცა, მას აქვს ყველა უნარ-ჩვევა და კომპეტენცია ამ რთულ გამოწვევას თავი გაართვას“, – განაცხადა თამარ  გაბუნიამ მედიასთან.

მსგავსი თემები