თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს. დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ვიცე-მერი კვლავ ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო დედაქალაქის მერის მოადგილეების თანამდებობას ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი და ანდრია ბასილაია დაიკავებენ. მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებს უხელმძღვანელებენ: თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი – ვლადიმერ ჭიღლაძე; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის   უფროსი – გიგა გიგაშვილი; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი – ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი – კახაბერ გულედანი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი – გიორგი აბუთიძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი…

მეტი...

„ოპოზიციასთან თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს“ – კახა კალაძე

„ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადმოვდგით, სანაცვლოდ კი შეურაცხყოფა მივიღეთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, კითხვა-პასუხის დროს განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულების გათვალისწინებით, მათთან თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს. „მე აღვნიშნე ჩემი მზადყოფნა ოპოზიციასთან თანამშრომლობისადმი. ჩვენ შეიძლება მეგობრები არ ვიყოთ და ვერც ვიქნებით, მაგრამ თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადმოვდგით. სანაცვლოდ, შეურაცხყოფა მივიღეთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გზით შესაძლებელია თანამშრომლობა, საქმის კეთება, არ ვიცი. მე სხვა პრინციპებით ვცხოვრობ. ამ დამოკიდებულებით თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის საკრებულოში სხდომა…

მეტი...

„თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები“ – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

„საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და ზედმიწევნით გაჩვენებთ, რა იყო წამება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, კითხვა-პასუხის დროს განაცხადა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ზვიად კუპრავას შეკითხვაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და მის ციხეში ყოფნას ეხებოდა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ბრალი აქვს წაყენებული სხვადასხვა საქმეზე და ამაზე პასუხი უნდა აგოს. „არავის სიამოვნებს ადამიანის დაჭერა-დაკავება და მისი საპატიმროში ყოფნა, ვინც არ უნდა იყოს ის. რა თქმა უნდა, ადამიანურად ეს სასიამოვნო არაა, მაგრამ როდესაც შენ გაქვს დანაშაული ჩადენილი, შექმენი ის სისხლიანი…

მეტი...

“შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს“ – დაპირისპირება კალაძესა და ბუაძეს შორის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, თბილისის მერი კახა კალაძე და „ლელოს“ წარმომადგენელი საბა ბუაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ბუაძემ კალაძეს კორუმპირებული უწოდა, რასაც თბილისის მერის გაღიაზიანება მოჰყვა. „შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც“, – ასე უპასუხა კახა კალაძემ საბა ბუაძის ბრალდებას. რაც შეეხება საბა ბუაძის განცხადებას, მან მერს ასე მიმართა: „მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ”, – განაცხადა საბა ბუაძემ. კახა კალაძეს მის თანაგუნდელები გამოეხმაურნენ, რასაც ისევ…

მეტი...

ლიეტუვის ელჩი, ხურვალეთში დევნილ ოჯახს ვაზის ჩაყრაში დაეხმარა 

ლიეტუვის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა მეგობრებთან ერთად ე.წ. საზღვრისპირა რეგიონში  – ხურვალეთში ჩავიდა და ოკუპანტების მიერ გატაცებულის ერთ-ერთ ოჯახს ვენახის გაშენებაში ფიზიკურად დაეხმარა. „პატარა ხურვალეთის დევნილთა დასახლებას ვეწვიე საოკუპაციო ხაზთან, მეგობრებსა და პარტნიორებთან ერთად, ერთი არაჩვეულებრივი წამოწყების განსახორციელებლად. ადგილზე მცხოვრებ დევნილთა ოჯახს, რომლის ერთ-ერთი წევრიც საოკუპაციო ძალებს ჰყავდათ გატაცებული, ხოლო მეუღლე აგვისტოს ომის ვეტერანია ვეხმარებით მეღვინეობის განვითარებაში, რომლის ფარგლებშიც 500 ძირი ვაზის ჩარგვაში მივიღეთ მონაწილეობა. ოჯახი და მათი მხარდამჭერები ვიმედოვნებთ, რომ ეს წარმატებული საოჯახო მეღვინეობის განვითარებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება“ – წერს ელჩი. ინფორმაციისთვის, პატარა ხურვალეთში დამონტაჟებულია ლიეტუვის გარემოს…

მეტი...

„სამართლიანია, თქვენ, აქ იყოთ და მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში?“ – ნადირაძე კალაძეს

„სამართლიანია, რომ თქვენ, ამდენი კორუფციული ფაქტის და სკანდალის შემდეგ აქ იყოთ და მთავრობას ამტკიცებდეთ და ქვეყნის მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში?“ – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძეს დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე. მისი განცხადებით,  თბილისის მერი დაპირებებს არ ასრულებს და საკუთარ გარემოცვას მფარველობს.    „ბატონო კახი, თქვენ გვპირდებოდით, რომ დიღმის ჭალებში მოეწყობოდა დიდი საქალაქო პარკი. ორჯერ ტენდერიც კი გამოაცხადეთ, მაგრამ დღეს ეს ტენდერი შეწყვეტილია და იქ ეკოციდი არის მოწყობილი, იმიტომ, რომ ივანიშვილის დისშვილი მოიპოვებს სამშენებლო კარიერს. მაინტერესებს, როდემდე აპირებთ ამ გამწვანების და რეკრეაციული ზონების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილის დისშვილებს, ძმისშვილებსა და ნათესავებს ფული…

მეტი...

„კიდევ რამდენი მილიონი ლარის ქონება უნდა გადასცეთ ერთ ლარად თქვენს ნათლმირონებს?“ – ოპოზიცია კალაძეს

„მილანური ნაძვის ხე, მილანური განათებები, მილანური სკამები, მილანური ბუჩქები და ხეები, საბავშვო საქანელები. ბატონო კახი, მაინტერესებს კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა გაზიდოთ თბილისის ბიუჯეტიდან მილანში“ – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ხმაურით მიმდინარეობს. ნადირაძემ თბილისის მერს საძმაკაცოც გაუხსენა და წამოაძახა რომ ის ნათელმირონებს მფარველობს. „წინა მერობის პერიოდში თქვენ ნათლიმირონ წულაიას ვარკეთილის მესამე მასივში 16 მილიონი ლარის ქონება 1 ლარად გადაეცით. მაინტერესებს, ამ მერობის პერიოდში კიდევ რამდენი მილიონი ლარის ქონება უნდა გადასცეთ ერთ ლარად თქვენს ნათლიმირონებს? ასევე, ბატონო კახი, წინა მერობის პერიოდში, თქვენ მეგობარს ბექა ოდიშარიას 200…

მეტი...

„საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი“ – კახა კალაძე ირაკლი ნადირაძეს

თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის მერი და მოადგილეები იმყოფებიან, ხმაურით მიმდინარეობს. კახა კალაძემ ხმაურის ერთ-ერთ ადრესატს, „ნაციონალური“ მოძრაობის წარმომადგენელს პირველი ჯამბაზი უწოდა.      „ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა. მივცეთ იმის შესაძლებლობა, გავერთოთ“- მიმართა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ნადირაძეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კახა კალაძეს კორუმპირებულობაში ადანაშაულებენ. კერძოდ, ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერს კითხვით მიმართა როდემდე უნდა ზიდოს თბილისის ბიუჯეტის თანხები მილანში და მაგალითად მილანიდან ჩამოტანილი ნაძვის ხე, განათება, სკამები თუ სხვა ინფრასტრუქტურა დაუსახელა.      “მილანური ნაძვის ხე, მილანური განათებები, მილანური სკამები, მილანური ბუჩქები და ხეები, საბავშვო…

მეტი...

60 წელს გადაცილებულები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ

თბილისის ყველა რაიონში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრები მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ.   „ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ვგეგმავთ ათი მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის პროექტის გაგრძელებას. ორი უკვე მიმდინარეობს – სამგორის რაიონში და დიდ დიღომში. ამას დაემატება რვა ახალი პროექტი. გვინდა, ყველა რაიონში იყოს სივრცე, სადაც განთავსდება საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, ფიტნეს ზონა, საცურაო აუზი, მედიათეკა. აღსანიშნავია, რომ…

მეტი...

“თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ – ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას” – კახა კალაძე

ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საგნობრივი ოპონირება, პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისათვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან მოქალაქეებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. “დღეს, აქ, თბილისის საკრებულოს შენობაში ვიმყოფებით ადამიანები, ვისაც თბილისელებმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენი ქალაქის მართვა გვანდეს. მადლობა ეკუთვნით იმ ადამიანებსაც, ვინც საკუთარი ქალაქის წინაშე პირნათლად მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, თუნდაც არა ჩვენი, არამედ ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საგნობრივი ოპონირება, პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ…

მეტი...

თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმართება

“დღეს ვინც თბილისის მერია, ქრთამისთვის დასაჭერია” – დედაქალაქის მთავრობის დამტკიცების პარალელურად, თბილისის საკრებულოსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა და დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდობლობას უცხადებენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა ბანერები და პლაკატები აქვთ მიტანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელთაც ცენტრალური შესასვლელი აქვთ გადაკეტილი.

მეტი...

აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა

მიმდინარე წლის ნოემბერში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გადმოსვენებულ იქნა 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 პირის_ 5 სამხედროს _ აქვსენტი (ტასო) ალექსანდრეს ძე ნაჭყებიას, გურამ დავითის ძე ჩიქოვანის,ვახტანგ (ლესიკა) ჭიჭიკოს ძე დანელიას, სლავიკ ალექსანდრეს ძე გოგოხიას, ზაურ ილიას ძე დამენიას და 3 მშვიდობიანი მოქალაქის- გერონტი თედორეს ძე მუშკუდიანის, მაკარ გარსევანის ძე რუხაიასა და ლიდია ივანეს ასული ჩიხლაძის იდენტიფიცირებული ნეშტები. გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 8 დეკემბერს, 17 საათიდან და 9 დეკემბერს 11:00 – 14.00…

მეტი...

ზურაბ ზვიადაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო. არსებითი განხილვის პირველი სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა, სადაც მხარეებმა ნაფიცი მსაჯულებისთვის განკუთვნილი კითხვარი შეადგინეს და სხვა ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს. ნიკა კენჭოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურის საქმის განსახილველად 14 ნაფიცი მსაჯულის შერჩევაზე პროცესები 2022 წლის 21 იანვრიდან დაიწყება.  დღესვე გადაწყდა რომ კონფლიქტში მონაწილე და კიდევ ერთი ბრალდებულის, ჯაბა ჯანგირაშვილის საქმე, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან, მოსამართლემ ცალკე გამოყო, ვინაიდან ის ნაფიცი მსაჯულების განხილვას არ ექვემდებარება.  სასამართლო სხდომაზე მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონის სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარის…

მეტი...

“მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც „ფეისბუქის“ საკუთარგვერდზე მიხეილ სააკაშვილი წერს, საქართველოში არსებობს მინიმუმ, 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი – სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. „მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ, 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი – სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს. ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას, უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ”, – წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა…

მეტი...

“ბავშვებში საარჩევნო აგიტაციადაც კი შეიძლება განვიხილოთ” – რომან გოცირიძე ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის ჩანაწერზე

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოები ისევ ურთიერთბრალდებების საგანია – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერებთან ერთად, კრიტიკის საგანი “ქართული ოცნების” დამფუძნებელს უკავშირდება, სადაც ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედად არის მოხსენიებული. რომან გოცირიძის შეფასებით, ჩანაწერი პროპაგანდისტულია და ბავშვებში საარჩევნო აგიტაციადაც კი შეიძლება განვიხილოთ. “თუკი გარკვეული პირები იქნებიან მოხსენიებულნი სახელმძღვანელოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქრონოლოგიური. აქ კრიტიკის საკითხია შეფასებები – ქათინაურები, დითირამბები – “დიდმა მეცენატმა საქართველო იგი გაუყენა მორიგი დემოკრატიის გზას” და ა.შ… ეს არის, პირდაპირ, აპოლოგეტიკური. ბავშვებში საარჩევნო აგიტაციადაც კი შეიძლება განვიხილოთ ეს, როდესაც მე-9 კლასელი სამი წლის შემდეგ იქნება ამომრჩეველი. ეს არის…

მეტი...

“სექსი დასაშვებია, ოღონდ უკონტაქტო, მანქანა მძღოლის გარეშე, რესტორანი საჭმლის” – ლალი მოროშკინა ღიბრაძეს

ჟურნალისტი და პიარ ტექნოლოგი ლალი მოროშკინა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „Маразм крепчаетშემდეგ სერიაში ნახავთ:1.სექსი დასაშვებია, ოღონდ უკონტაქტო. წინასწარ პარკში ჩაწინტული სპერმა უნდა ესროლოთ ქალის ვაგინას!(კონსულტაცია ფეხბურთელებთან ზუმ კონფერენციით)2.საბავშვო ბაღები გაიხსნება ბავშვების გარეშე3.სიმღერა დასაშვებია მხოლოდ შხაპში, ისიც თუ მეზობელი არ ჩივის4.მანქანა-მძღოლის გარეშე5.რესტორანი-საჭმლისბოდიში, აბა მხოლოდ მორგებში უნდა იყოს ანშლაგი?-მეიქერსებარებოდეთ!“ – წერს ლალი მოროშკინა.

მეტი...

“სახელმძღვანელოში ნამდვილად აკლია მითითება, რომ სააკაშვილის დროს ჩამოყალიბედა უმძიმესი რეჟიმი” – ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვიხილეთ სიცრუის ტირაჟირების მცდელობა იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც გვხდება კონკრეტულ სასკოლო სახელმძღვანელოში, აქ საქმე გვაქვს მარტივი ფაქტების კონსტანტაციასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმძღვანელოში  ფაქტები არის ლაკონურად და მაქსიმალურად მოკრძალებულად ციტირებული. „ერთი რამ ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს, აკლია მითითება, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ცხრა წლის განმავლობაში, საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგები იყო ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, ადამიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანებზე ზეწოლა და ა.შ. ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს. ვფიქრობ, მომავალში ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის შესატანი. ასევე,…

მეტი...

“სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი გეყოლებათ პოლიტიკურ ტყვეობაში, იქამდე კრიზისი ვერ დასრულდება” – ლევან ხაბეიშვილი

შემიძლია გავუმეორო ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი მარტივი რამის გამო – სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი გეყოლებათ პოლიტიკურ ტყვეობაში, მანამდე, პოლიტიკური კრიზისი ვერ დასრულდება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ხაბეიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ისაუბრა მომატებულ ფასებზე და ასევე – გეგმებზე. „ასე სუსტად პრეზიდენტი სააკაშვილი არ მინახავს, რაც, დიდი ალბათობით, წამების შედეგია, რომელიც ამ ადამიანს გლდანის ციხეში განაცდევინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანის განათლებას, ტვინს, ენერგიას ვიყენებდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის,…

მეტი...

“ვფიქრობთ, კალათბურთის სფეროს განსავითარებლად 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ფიქრობს, რომ კალათბურთის სფეროს განსავითარებლად და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობისთვის 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოახდინონ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ქვეყანაში კალათბურთის  ფართოდ პოპულარიზაციის მიზნით კალათბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევრობასკეტ-2022 -ის წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანია და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მთავრობისგან სრული  მხარდაჭერა აქვს. “მთავრობის სახელით მე მინდა დაგიდასტუროთ სრული პატივისცემა და მხარდაჭერა კალათბურის ფედერაციას. ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს, ევრობასკეტ 2022, ამიტომ ჩვენი საერთო ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ დიდი ღონისძიების წარმატებით ჩატარებისკენ. მთავრობისგან ხელშეწყობა გაქვთ,რა…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილი რომ არის მეცენატი, ამაზე მხოლოდ მის მიერ გადარჩენილი 900-ზე მეტი უნიკალური ძეგლიც მეტყველებს” – სოზარ სუბარი

პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა ისტორიის სახელმძღვანელოებში ბიძინა ივანიშვილის შეყვანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ბოლო წლების განმავლობაში 900-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, რისი გაკეთებაც სხვა ადამიანს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გაუჭირდება: “ბიძინა ივანიშვილი რომ არის მეცენატი ამაზე მხოლოდ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რაოდენობა მეტყველებს, რომელიც მას აქვს გადარჩენილი. ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა 900-ზე მეტი უნიკალური ძეგლი, აღადგინა ეკლესიები, ფრესკები და ა.შ. ამაზე დიდ საქმეს ადამიანი ვერცერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ გააკეთებს,” – განაცხადა სუბარმა. მისი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა”და მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში მოღალატის სახელით შევლენ, ისე, როგორც სერგო ორჯონიკიძე, კახაბერ ყორღანაშვილი…

მეტი...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები – ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების…

მეტი...

Netflix-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 24 იანვარს გაიმართება

ჭადრაკის ლეგენდა Netflix-ის წინააღმდეგ – ნონა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი კალიფორნიაში 24 იანვარს გაიმართება. თავდაპირველად Netflix-მა სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა, სწორედ ამის შემდეგ ჩაინიშნა სასამართლო სხდომა. მოჭადრაკე ამტკიცებს, რომ სერიალ “ლაზიერის გამბიტის”(The Queen’s Gambit) რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე შეცდომით კი არა, განზრახ დაამახინჯა. მსოფლიოს მრავალ გზის რეკორდსმენი სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების თქმით, მათ შეძლეს გამოეკითხათ სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი, რომელმაც თავის ჩვენებაში აღიარა, რომ კარგად იცნობდა ნონა გაფრინდაშვილის ბიოგრაფიას. “ჩვენ, ამ ეტაპზე, უნდა ვაჩვენოთ სასამართლოს, რომ Netflix-მა ეს გააკეთა განგებ. მას ჰქონდა ამის ცოდნა, ან მან მოახდინა…

მეტი...

“ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა” – გიორგი ღიბრაძე

ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ეს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როდისთვის შეიძლება, ელოდონ ღამის კლუბების მუშაობაზე გადაწყვეტილებას. როგორც ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, აუცილებელია, რომ ღამის კლუბების მუშაობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული. „მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რათა ერთი მხრივ, სეგმენტს მიეცეს ფუნქციონირების საშუალება, მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ…

მეტი...

საქართველოს პარლამენტში საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტში საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი გაიხსნა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. როგორც აღინიშნა, დარბაზისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭება, ქალთა უფლებების მიმართულებით მუშაობას, კიდევ უფრო პრიორიტეტულს გახდის. ცნობისთვის: მარო მაყაშვილი იყო ეროვნული გმირი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-რუსთავის გზაზე მსხვერპლით დასრულდა

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სომხეთიდან მომავალი ტრაილერი ქვეითად მოსიარულე 75 წლამდე მამაკაცს დაეჯახა,რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დამატებით დეტალებს “მედიაცენტრი მთავარი” შსს-ში არკვევს.

მეტი...

“რაღაც ვქნათ ბატონებო, ქუჩა ვარყიოთ ან პარლამენტი” – თაკო ჩარკვიანი

რაღაც ვქნათ ბატონებო, ან ქუჩა ვარყიოთ, ან პარლამენტი ვარყიოთ, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „კავკასიის“ ეთერში განაცხადა. როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციები. „ადამიანებმა უნდა დაინახონ რაღაც, პიპინ-პიპინით ბიძინა ივანიშვილი არ წავა. არ მომწონს „ნაციონალურ მოძრაობის“ აქციები. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი მინდა გითხრათ, რომ ჩემ აზრზეა. ნიკა მელიამ თქვა, რომ მე მაქვს გეგმა. მე ეს ვიწვნიე 10-ში, როდესაც მთელი არსებით მოვინდომე, მე იმ ათში მინდოდა იქ დარჩენა, ღლიცინი არ სჭირდებოდა, რადგან დისიდენტები ასე აკეთებდნენ. დიახ, კარავის, ლეიბისა და მოსახურის გარდა, ატრიბუტიკა…

მეტი...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ახალ გადაწყვეტილებებზე მსჯელობს

მძიმე ეპიდემოლოგიური მდგომარეობის ფონზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო – ახალ გადაწყვეტილებებზე მსჯელობს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა შეიცვლება კოვიდ 19-ის მართვის პროტოკოლში, ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა იმ საფრთხეს, რომელსაც კორონავირუსი და გრიპის ვირუსი ერთობლივი გავრცელება ე.წ ტვინდემია ქმნის. ასევე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას. სავარაუდოდ დღეს საბჭო ოფიციალურად მიიღებს გადაწყვეტილებას ბუსტერ დოზების ვადების შემცირებასთან დაკავშირებით. ჩინური ვაქცინებით აცრილ პირებს, ბუსტერის გაკეთება 3-6 თვის პერიოდში შეეძლებათ. ხოლო ფაიზერისა და სხვა ვაქცინების შემთხვევაში 5 თვის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა სავარაუდოდ  მწვანე საშვის მოქმედების არეალსაც გააფართოვებს.

მეტი...

“ნოე რამიშვილის ღვაწლი კვლავაც სამაგალითოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია” – ირაკლი ღარიბაშვილი

ნოე რამიშვილის ღვაწლი კვლავაც სამაგალითოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში. მთავრობის მეთაურის თქმით, მისი შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას სამინისტროს შენობაში ნოე რამიშვილის ბიუსტის გახსნითა და ქუჩისთვის სახელის მინიჭებით პატივი მიაგო ევროპული მომავლისაკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იმ იდეალებს, რომელთაც ნოე რამიშვილმა საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა. „დღეს ნოე რამიშვილის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო შემოქმედის, მთავრობის პირველი თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაბადების დღეა. პირველი რესპუბლიკის ყველაზე ავტორიტეტულმა პოლიტიკოსმა, ბოლშევიზმთან შეურიგებელმა მებრძოლმა „რკინის მინისტრმა“ უდიდესი ძალისხმევა გასწია სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისა და ქვეყნის დემოკრატიული…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 466-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 509 პირს დაუდასტურდა, 4 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 6 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 778 შემთხვევა გამოვლინდა, 3 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 კი გარდაიცვალა.

მეტი...

“15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს” – ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულთა უფლებადამცველები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და განჩინების გასაჩივრებას გეგმავენ. ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი კი განმარტავს, რომ საქმეში დარღვევები არსებობს და მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ვერ შეძლო დაცვის უფლებით სარგებლობა. “მიმაჩნია, რომ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების ფაქტობრივი საფუძვლები და ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა დასაბუთებული ვარაუდის დანართს ვერ ქმნის. ბრალდებულის სკამზე ზის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არ არის დამნაშავე იმ დანაშაულში, რომელშიც ბრალი წაუყენეს. დაცვის მხარე მოიკვლევს მტკიცებულებებს, წარადგენს მტკიცებულებებს სასამართლოში და დაამტკიცებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას,” – აცხადებს ერთ-ერთი…

მეტი...

ვირუსით 4 509 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 328 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 042 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.53%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  871 580-ს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 042 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 042 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 59 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 328 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 011 , „პისიარ“ ტესტით – 11 317. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,53%, ბოლო 14 დღის – 8,52%, ბოლო შვიდი დღის – 8,13%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 871 580 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 813 872 გამოჯანმრთელდა, 12 466 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 251 150 აცრა, დღიურად აცრილია 12 194. კარანტინის რეჟიმშია 32,…

მეტი...

დეზერტირების ბაზარში საშიში ხორცი განადგურდა, მეწარმეს კი საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტომ აგრარულ ბაზრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს მორიგი მონიტორინგი განახორციელა. შედეგად, განადგურდა უვარგისი ხორცი და მეწარმეს საქმიანობა შეუჩერდა. როგორც სააგენტოდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ამჯერად შემოწმება „დეზერტირების ბაზრის“ პერიმეტრზე განხორციელდა. „თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ „გვირაბში“, სადაც წინა წლებში ხშირად აღინიშნებოდა დარღვევები. შემოწმებული 10 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 ბიზნესოპერატორს (5 ინდმეწარმეს და შპს „დანტეს“).ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვეველი წარმომავლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა“ – აცხადებენ სააგენტოში.

მეტი...

„თუ ასე გაგრძელდა, ე.წ. კოვიდპასპორტები ფორმალობად დარჩება“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავართან“

„ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ „კოვიდ პასპორტი“ არის კიდევ ერთი ფორმალური რეგულაცია“ – ეს განცხადება ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა. როგორც ექიმი აცხადებს, ვირუსგადატანილებისთვის „კოვიდპასპორტი“ 6 თვიანი ვადით უნდა გაიცეს და არა უვადოდ.   „კოვიდპასპორტი, ისევე როგორც ნებისმიერი რეგულაცია, რადგანაც დავაწესეთ უნდა აღსრულდეს. არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს განცდა, რომ ეს არის კიდევ ერთი ფორმალური რეგულაცია, რაც სამწუხაროდ, დღეს სახეზეა. არ აქვთ განცდა, რომ ეს არის აუცილებლობა. მიეჩვივნენ, რომ თუ დაარღვევენ რეგულაციების, მასი ჩამოწერა მოხდება. შესაბამისად, მის მას არ იცავენ. თუ ასე გაგრძელდა, კოვიდ პასპორტი ფორმალობად დარჩება და გაუარესებულ ვითარებას…

მეტი...

„კოვიდინფიცირებულებიც“ კი თავისუფლად გადაადგილდებიან, რეგულაციების აღსრულება სუსტია“ – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პანდემიურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მთავარ პრობლემას აღსრულების ნაწილში ხედავს და აცხადებს, რომ არსებული რეგულაციების მიუხედავად, აღსრულება სუსტია. როგორც ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ინფიცირებულებიც კი თავისუფლად მოძრაობენ. „მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე. განსაკუთრებით საგანგაშოა გარდაცვლილი ადამიანების რიცხი, რომელიც სამწუხაროდ, ისევ და ისევ მაღალია. პროგნოზის გაკეთება რთულია, როგორი იქნება დინამიკა, თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ზამთრის სეზონში ვართ, და რესპირატორული ვირუსებიც წამოვა, დამაიმედებელი და სახარბიელო ვითარება ვერ გვექნება. საბედნიეროდ, ამ ეტაპისთვის გრიპთან დაკავშირებით რთული ვითარება არ გვაქვს. მხოლოდ რთული შემთხვევებია დაფიქსირებული. მნიშვნელოვანია რეგულაციების აღსრულება. ამ ნაწილში პრობლემები იყო და…

მეტი...

ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა

გენოციდისა და ადამიანის უფლებების შელახვის გამო, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა გართულდა. ვითარება იმ დონემდე დაიძაბა, შეერთებულმა შტატებმა პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. „თეთრი სახლის“ გადაწყვეტილებით, ჩინეთში, ოლიმპიადაზე შტატების  ოფიციალური დელეგაცია წარმოდგენილი არ იქნება. აღნიშნულის მიზეზი კი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, შელახვა და მუსლიმების  იძულებითი სტერილიზაციის კამპანია სახელდება. აშშ-ს ბოიკოტი მხოლოდ ოფიციალურ ნაწილს ეხება. კერძოდ, ოლიმპიადაზე, რომელიც პეკინში 2022 წლის თებერვალში გაიმართება, ამერიკელი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა, შტატების ოფიციალური დელეგაცია ჩინეთში არ ჩავა. „ბაიდენის ადმინისტრაცია არ გაგზავნის დიპლომატიურ ან ოფიციალურ წარმომადგენლობას პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადაზე იმის გამო, რომ ჩინეთის…

მეტი...