​„მნიშვნელოვანია, საქართველოში აცრების რაოდენობა გაიზარდოს“ – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კოვიდპანდემია ისევ სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, ამიტომ, მნიშვნელოვანია, აცრების მაჩვენებელი გაიზარდოს.

ელჩმა ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოზიციაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ  საელჩო ახალ მინისტრთან აქტიურად ითანამშრომლებს.

„ყველასთან ვიმუშავებთ, ვინც დაინიშნება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. კოვიდპანდემია კვლავ სერიოზული საკითხია მთელი ქვეყნისთვის. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, როგორც ამას ვაკეთებთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომ ვცადოთ აცრების მაჩვენებლის გაზრდა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის შემცირება. 12 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა კოვიდით. ვიცი, რომ ეს ძალიან გულსატკენი ამბავია ყველა ოჯახისთვის და მეგობრისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანი დაკარგეს“, – განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები