„ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან“ – სალომე ზურაბიშვილი  

პრეზიდენტის საახალწლო ღონისძიება უკვე დასრულდა. ერთ-ერთ გზავნილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა სასახლეში მიწვეულ პოლიტიკურ სუბიექტებთან გააჟღერა, ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებაა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდებს არ უნდათ, სიძულვილისა და ბოღმიან ქვეყანაში ცხოვრება. „ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, რადგან, თუ ახალგაზრდაა და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს საკუთარ თავში. არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს. ქვეყანაში, სადაც თვითონ ვერ ხედავს, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ. ამ ყველაფერზე თუ ერთად არ…

მეტი...

„დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული „ჯახიდან“ და გადავიდეთ დამწიფებულ პოლიტიკაზე“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მიღება პოლიტიკური გზავნილებით დატვირთული გამოდგა. პოლიტიკურ სუბიექტებთან შეხვედრაზე სალომე ზურბიშვილმა, ე.წ. პოლიტიკური დიდი შერიგების თემაზე არაერთი გზავნილი გააჟღერა.       პრეზიდენტმა ყველას გასაგონად აღნიშნა რომ  დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული „ჯახიდან“ და გადავიდეთ დამწიფებულ პოლიტიკაზე. „ბევრი კითხვა დაისვა ამ მიღების შესახებ და მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ თემაზე. ეს არის ნებისმიერი პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი, ასეთი ტიპის მიღება. მომავალ დღეებში მექნება სხვა ღონისძიებები სამხედრო ხელმძღვანელებისთვის, არასამთავრობო ორგანიზებისთვის. ასე თუ იქნება გაშლილი, რადგან დღეს საშუალება არ გვეძლევა ერთად მოვიწვიოთ გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე. ეს არ არის რაღაც არაჩვეულებრივი, ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.…

მეტი...

პრეზიდენტის განცხადებით, შერიგება ადგილობრივმა ძალებმა უნდა მართონ და არა საერთაშორისო პარტნიორებმა

„ყველას მიზანია შერიგება, რომელსაც მირჩევნია, დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ სუბიექტებს ხვდება. ღონისძიება ახალ წელს უკავშირდება და სადღესასწაულო შინაარსისაა. შეხვედრაზე, მიწვევის მიუხედავად, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ მოვიდნენ. პრეზიდენტმა შეხვედრაზე არაერთი პოლიტიკური გზავნილი გააჟღერა, რომელიც შერიგებას უკავშირდება. „დაიწყო გარკვევა, რომ როგორ უნდა შეურიგდე „იმას“ თუ „ამას“, ან რატომ უნდა შეურიგდე. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, იწყება ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით. მით უმეტეს, როცა წარსულს ეხება ან აწმყოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ…

მეტი...

საქართველოში „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ

ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა, ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ ეტაპისთვის, „ომიკრონის“ შტამი, საქართველოში, ოფიციალურად დადასტურებული არ არის. „აღებულია 10 ნიმუში, რომელთა კვლევაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. საქართველოში ჯერ დაფიქსირებული არ არის „ომიკრონი“, თუმცა, საეჭვო შემთხვევები გვაქვს. საბოლოო პასუხს 4-5- დღე დასჭირდება. გამორიცხული არ არის, ახალი შტამი ქვეყანაში უკვე ცირკულირებდეს “ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. „ომიკრონის“ საქართველოში შემოსვლის შესახებ  „მედიაცენტრ მთავრს“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძეც ესაუბრა. მისი თმით, ის, რომ…

მეტი...

ევროსასამართლომ საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

17 მაისს, ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციაზე დაზარალებულებს საქართველოს ბიუჯეტმა  193 500 ევრო უნდა გადაუხადოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მიიღო. საუბარია 2013 წლის 17 მაისის საქმეზე, რომლის სახელწოდებაა – „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.“ განაჩენის მიხედვით, დაზარალებულებმა 193 500 ევროს სახით ფულადი დახმარება უნდა მიიღონ. ევროპული სასამართლოს  დადგენილებით,  დაზარალებულებთან დაკავშირებით დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობთ; ასევე. მე- 14 მუხლი, რომელიც დისკრიმინაციას ეხება და  მე-11 მუხლი, რომელიც შეკრების თავისუფლებას უკავშირდება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველჰყო ლგბტ თემის დაცვა დემონსტრანტებისგან.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცხადებაზე უარს აცხადებს. შესაბამისად, მისი გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია თემურ ალასანიას უწყებაში დაბარების შესახებ. როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმე ეხება  კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე  დაწყებულ გამოძიებას. უწყების ინფორმაციით, ვინაიდან თემურ ალასანია შსს-ში მისვლას არ აპირებს, მას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ინფორმაცია თემურ ალასანიას უწყებაში დაბარების შესახებ…

მეტი...

„დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია“ – მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ბიძაზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებული თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.    „გავიგე, ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. ჩემი რჩევა ივანიშვილს – თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში“, – ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის წერილში.

მეტი...

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა’’ კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა

მულტიფუნქციურ სივრცეში „რესპუბლიკა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“’ საქველმოქმედო ღონისძიება – 2021 წლის ანგარიში, გაიმართა. რომელზეც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გახლდათ მიწვეული. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ“ „ჩვენ გვინდა ერთად დგომა, ჩვენ გვინდა შეგრძნება ერთმანეთისა, იმიტომ, რომ სანამ ჩვენ ვართ, ამ ქვეყანას შეგრძნება ექნება, რომ მასზე ზრუნავენ. მე მინდა, პირველ რიგში, გავიხადოთ დევიზად სიტყვები_ ვიზრუნოთ მათზე, ვინც ზრუნავდა ჩვენზე’’,_განაცხადა კობა კობალაძემ. “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი’’ Silknet – სილქნეტი-მა “ 2018 წელს დააფუძნა და იგი სხვადასხვა საომარ მოქმედებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში…

მეტი...

“ჩამოეწერებათ სანქცია-საურავები და გათავისუფლდებიან 2020-2021 წლების ქირისგან“ – კახა კალაძე

“დედაქალაქის საკრებულო მომდევნო კვირას ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას განიხილავს” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებენ, რომელთა შორისაა 2020-2021 წლების განმავლობაში გადასახდელი საიჯარო ქირებისგან გათავისუფლება. „უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, პანდემიით დაზარალებული ბიზნეს სუბიექტების მხარდაჭერას ვახორციელებთ. ესენი არიან ძირითადად, მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები, რომელთაც სხვადასხვა სახის შეღავათები გაეწევათ. კერძოდ,  საიჯაროვადის სახით, დაემატებათ გაცდენილი ორწლიანი პერიოდი. ასევე, მოხდება ვადაგასული იჯარების აღდგენა, ჩამოეწერებათ სანქცია-საურავები და გათავისუფლდებიან 2020-2021 წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი საიჯარო ქირებისგან. ასევე, ტურისტული ობიექტებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით, მოსაკრებლისგან…

მეტი...

თბილისში 180 რვამეტრიანი ავტობუში შემოვა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  მომავალ წელს, 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსების შემოყვანა მოხდება, რითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა სრულად მოგვარდება. „მომავალი წლიდან ვიწყებთ მნიშვნელოვანი და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მათ შორის, დაგეგმილი გვაქვს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, უსახლკაროების ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა, ახალი პარკების გაშენება და არსებულების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობა  და ა.შ. 2022 წელს ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას. ეს არის 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსები. შემდეგ უკვე ვფიქრობთ, 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანას, თუმცა, ამ ეტაპზე, რვამეტრიანი ავტობუსების შესყიდვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მთლიანად მოგვარდება. მიმდინარე წლის ბოლომდე,…

მეტი...

2022 წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ჯამი მილიარდ 545 მილიონ ლარს შეადგენს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაზუსტებული ბიუჯეტის თანახმად, მომავალ წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ჯამი მილიარდ 545 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქედან მილიარდ 305 მლნ ლარი საბიუჯეტო, ხოლო 240 მლნ ლარი დონორების სესხების ნაწილია. „რამდენიმე დღის წინ, თბილისის საკრებულოში გადავაგზავნეთ უკვე დაზუსტებული ბიუჯეტი. დარწმუნებული ვარ, ამ ბიუჯეტს საკრებულოს წევრების მხრიდან მხარდაჭერა ექნება, რადგანაც მნიშვნელოვანია, დედაქალაქს ჰქონდეს შესაძლებლობა, ის პროექტები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, განხორციელდეს. 2022 წლის ბიუჯეტი დაზუსტებული სახით, ჯამში, მილიარდ 545 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან მილიარდ 305 მლნ ლარი არის საბიუჯეტო, ხოლო 240 მლნ ლარი…

მეტი...

მერია უსახლკარო თბილისელ ოჯახებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველჰყოფს

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია ყველა უსახლკარო თბილისელ ოჯახს დაეხმარება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს, თუმცა, მიწების მიტაცებას არასდროს დაუშვებს. ამასთან, თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს დაავალა, მსგავს ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება გამკაცრდეს და არცერთი უკანონო მშენებლობა დემონტაჟის გარეშე არ დარჩეს.   „ყველა ის ოჯახი, ვისაც საცხოვრებელი სახლის პრობლემა აქვს და ვინც უსახლკაროს სტატუსს ატარებს, საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. დედაქალაქში, დაახლოებით, 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელებას 2022 წელს ვიწყებთ. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი ოჯახი არ გვეყოლებოდა. ამ ადამიანებს გადაეცემათ მუნიციპალური საცხოვრისი და მათი…

მეტი...

„არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ უკანონო მშენებლობა განახორციელოს და მიწები დაიტაცოს“ – კახა კალაძე

“დედაქალაქის მერია მუნიციპალური მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების შემთხვევებზე რეაგირებას ამკაცრებს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებსა და კანონის დაუმორჩილებლობას მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. კახა კალაძემ დედაქალაქში მსგავსი კანონდარღვევების ამსახველი კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და შესაბამისი ფოტომასალაც წარმოადგინა. „მინდა ასევე, შევეხო ერთ მტკივნეულ საკითხს, რომელიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის. ეს არის მუნიციპალური მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები. არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ნაბიჯებიც გადაგვიდგამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ არასდროს შევეგუებით უკანონობას. არასდროს შევეგუებით გარკვეული კრიმინალური ჯგუფების მხრიდან…

მეტი...

სალომე სამადაშვილი – მომავალი აჩვენებს, როგორ წარიმართება პროცესი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, ვფიქრობ, ამ პროცესს ჩვენ შანსი უნდა მივცეთ

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიღებაზე პოლიტიკური პარტიების მიწვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომავალი აჩვენებს, როგორ წარიმართება მოვლენები. სამადაშვილი ფიქრობს, რომ „ამ პროცესს ოპოზიციამ შანსი უნდა მისცეს“. „ვფიქრობ, პირველ რიგში, დღევანდელი მიღება არის ჟესტი მისი მხრიდან – ოპოზიციის დაპატიჟებაც და ჩვენი მხრიდან ვინც მიიღო ეს მოწვევა. დანარჩენს მომავალი აჩვენებს, როგორ წარიმართება პროცესი, რომელიც დააანონსა საქართველოს პრეზიდენტმა. ვფიქრობ, ამ პროცესს ჩვენ შანსი უნდა მივცეთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში…

მეტი...

ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება – „თელმიკოს” წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში“

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულერებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება. თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. შესაბამისად ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.  აღნიშნულთან დაკავშირებით „თელმიკოს“ წარმომადგენლებმა, თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის პრეს მდივანმა ნინო ბენდელიანმა და კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა – თეა ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.   ახალი სქემის ამოქმედებასთან ერთად, წესდება გადახდის საშეღავათო პერიოდი, რომლითაც  ისარგებლებენ პენსიის მიმღები პირები, სოციალურად დაუცველი…

მეტი...

სეს-მ კახეთში ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა თელავსა და სიღნაღში ხორცის სარეალიზაციო 35 ობიექტი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად, 14 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები (ინდმეწარმე) დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, ხოლო 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონისა და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის გამო. შემოწმებისას, აგრეთვე, გამოვლინდა და, შემდგომი განადგურების მიზნით,  დაილუქა ნახევარ ტონაზე მეტი (515 კგ.) გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი. მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მომხმარებელს დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია ცხელ ხაზზე – 1501.

მეტი...

„ყოველდღიური შემთხვევების კლება გვაქვს” – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება „ყოველდღიური შემთხვევების კლება გვაქვს, ასევე იკლებს და დღეს პირველად 7%-ს ჩამოცილდა დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი რჩება 1%-ის ქვემოთ. ყველაზე მძიმე ინდიკატორს, სიკვდილიანობას აქვს კლების ტენდეცია. ბევრია გარდაცვალების 39 შემთხვევა, მაგრამ ის აღარ არის 50 და 70. ეპიდვითარება ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება. ორი დიდი რისკია. მოდის ახალი წელი და მობილობა გაიზრდება, ამიტომ მკაცრად უნდა დავიცვათ რეკომენდაცია. მეორე რისკი არის „ომიკრონის“ შემოსვლის და გავრცელების. ის უკვე 73 ქვეყანაშია გავრცელებული. ალბათ ჩვენც ვერ აგვივლის გვერდს. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მცირდება დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე,…

მეტი...

ამირან გამყრელიძე – საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და ყველა ლაბორატორიას აქვს პროტოკოლი, რა შემთხვევაში შეიძლება მიიტანონ ეჭვი აღნიშნულ მუტაციაზე. ამირან გამყრელიძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე. „ჯერჯერობით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. ჩვენ ნოემბრის ბოლოს დავუგზავნეთ ყველა ლაბორატორიას პროტოკოლი, სად შეიძლება იქნას მიტანილი ეჭვი აღნიშნულ მუტაციაზე და ისინი გარკვეული პერიოდულობით აგზავნიან ჩვენთან შემდგომი გენეტიკური სეკვენირებისთვის. დღემდე 10-მდე სეკვენირება არის გაკეთებული, ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. მკაცრად უნდა დავიცვათ რეგულაციები, რაც არსებობს: ყველამ უნდა…

მეტი...

ასოცირებული ტრიო – მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა

ჩვენ ხელახლა დავადასტურეთ სრული მზაობა, რომ ვიმუშავებთ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რასაც ჩვენი ხალხების მტკიცე ნება ამყარებს, – ამის შესახებ ნათქვამია ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ გავრცელდა. ასოცირებული ტრიოს სახელმწიფოები მოუწოდებენ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს სამი ქვეყნის სუვერენულ არჩევანს ევროინტეგრაციის მიმართულებით.  „მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა“ – აღნიშნულია ასოცირებული ტრიოს ერთობლივ განცხადებაში.

მეტი...

ასოცირებული ტრიო – რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მისი აგრესია უკრაინის აღმოსავლეთში და ყირიმის ოკუპაცია, კონფლიქტი მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთლიანად ევროპას

აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის რადიკალური ცვლილებები, რომლებიც დადგა 2017 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მე-5 სამიტის შემდეგ, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სხვა გამოწვევების ჩათვლით, პარტნიორმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განიხილონ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, – ამის შესახებ ნათქვამია ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფოს/მთავრობათა მეთაურების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მე-6 სამიტის შემდეგ გავრცელდა. ასოცირებული ტრიო ხაზს უსვამს, რომ მუდმივი დესტაბილიზაცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონის ბევრ ნაწილში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. „ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის აქტიურ ძალისხმევას კონფლიქტების მოგვარებისა და…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 918-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 123 პირს დაუდასტურდა, 4 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 15 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 278 შემთხვევა გამოვლინდა, 3 890 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 898 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 214, „პისიარ“-ტესტით – 17 684. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,34%, ბოლო 14 დღის – 7,39%, ბოლო შვიდი დღის – 6,86%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 901 202 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 849 090 გამოჯანმრთელდა, 12 918 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 349…

მეტი...

„დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში” – CNN საქართველოს კულტურასა და ტრადიციაზე სტატიებს აქვყნებს

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN-მა მედიაპლატფორმაზე სტატიათა ციკლი გამოაქვეყნა. CNN-ზე სტატიები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ვრცელდება.თითოეულ სტატიას CNN-ზე ერთი სლოგანი აერთიანებთ – “დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში.” სტატიებში საქართველოს დაცული ტერიტორიები, ღვინო და სტუმართმოყვარეობა, იმერეთი, საქართველოს ზამთრის კურორტები და ზამთრის აქტივობებია აღწერილია.

მეტი...

„მზად ვართ, რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციები მივიღოთ“ – შარლ მიშელი  

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრა, რუსეთის აგრესია და დამატებითი სანქციების შესაძლებლობა იყო, როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, გამორიცხული არ არის, რუსეთის ფედერაციას დამატებითი სანქციები დაუწესდეს.   „კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, ნდობის აღდგენა და კარგი მეზობლობის ჩამოყალიბება აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას აირჩიოს ამბიციის დონე და მიზნები, რომლისკენაც ისწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობაში“ – განაცხადა პრეზიდენტმა. შარლ მიშელმა შემაჯამებელ ღონისძიებაზე ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის პრობლემებს და დამატებითი სანქციებიც აღნიშნა. მისი შეფასებით, აგრესიას უკრაინასთან მიმართებაში მტკიცე პასუხი მოჰყვება. „ეს სამიტი და პარტნიორობა დაფუძნებულია…

მეტი...

„დიდი ფასის გადახდა მოუწევს დამნაშავე მხარეს“ – შარლ მიშელი უკრაინაზე

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  უკრაინაზე განხორციელებულ აგრესიას სათანადო რეაგირება მოჰყვება. მისივე შეფასებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მხარდაჭერილი და დადასტურებულია.    „ევროპული საბჭოს სხდომა დაუბრუნდება ამ საკითხს და განაცხადებს ყველა პარტნიორთან ერთად – ნატო-სა და დიდ შვიდეულთან, აშშ-ის, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან ერთად, რომ უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიას მტკიცე რეაგირება მოჰყვება და დიდი ფასის გადახდა მოუწევს ამ აგრესიაში დამნაშავე მხარეს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელი ბელორუსიის საკითხსაც ზოგადად შეეხო და დარბაზში ბელორუსიისთვის განკუთვნილი ადგილზე მოპკლე შეფასებაც გააკეთა. „სიმბოლურად, დარბაზში ცარიელი სავარძელი იდგა. ის ბელარუსს ეკუთვნის. ეს…

მეტი...

„კანონის უზენაესობა, ჯეროვანი მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები“ – შარლ მიშელი  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობის ძირითად პრინციპად კანონის უზენაესობას, ჯეროვან მმართველობასა და  ფუნდამენტური უფლებებს ასახელებს. როგორც შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს  ოთხი პუნქტი დეკლარაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. „კანონის უზენაესობა, ჯეროვანი მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიული პრინციპები, ეს ფასეულობები არის ევროკავშირის ამბიციების საფუძველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობაში. მეორე, რასაც დეკლარაციაში იხილავთ, ეს სამიტი არის შესაძლებლობა, დავადასტუროთ ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ აუცილებელი რეფორმების პროცესს. რეფორმებისას, რომელიც აუცილებელია ამ პარტნიორობის მომავლისკენ მისამართად. მესამე ეს არის ინვესტირების პაკეტი. ჩვენ ვართ სერიოზული, სანდო. ერთი წლის წინ ევროკავშირმა დაამტკიცა მომავალზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ჩვენ ახლა ჩვენს…

მეტი...

ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში ელოდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, დღეს დეპუტატებს გაწეული მუშაობს ანგარიშს წარუდგენს. მინისტრის საათის ფორმატში თურნავა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს. დღევანდელ სესიას ოპოზიციის ნაწილიც დაესწრება, რომლებიც მინისტრს კითხვებს ეკონომიკის განვითარების შეფერხების, ინფლაციისა თუ ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დაუსვამენ. რაც შეეხება უმრავლესობა, მმართველი გუნდი ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით პრობლემებს ვერ ხედავს.

მეტი...

ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება. თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. როგორ მოხდება გადასახადის გადახდა, ვინ რა შეღავათით ისარგებლებს და რატომ მიიღებენ მოქალაქეები ორ ქვითარს – ამ და სხვა საკითხებზე, დღეს 11:00 საათზე თელმიკოს წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებენ.  

მეტი...