ხანჯლით მიყენებული ჭრილობები და გატეხილი თავი – მოსამართლემ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული გაათავისუფლა

38 წლის მონიკა პაპაშვილს  შუბლის, ცხვირის და ზედა ყბის ძვალი აქვს გატეხილი. როგორც დაზარალებული ქალი აცხადებს, მას ქმარი სცემდა და ამის დასამტკიცებლად სხეულზე უამრავი დაზიანება აღენიშნება. მას მუცელში ჭრილობა ხანჯლით აქვს მიყენებული.  ჭრილობა. ორსულობის ბოლო დღეს კი ისევ და ისევ ქმრის უხეშობის შედეგად მან ბავშვი დაკარგა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მეუღლეზე ძალადობაში დადანაშაულებული 31 წლის ვალერიან ჩომახაშვილი გაასამართლა და მას მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა დააკისრა. მოსამართლემ ქალის მიერ წარდგენილი ფოტომასალა, რომელიც მტკიცებულებად უნდა ჩათვლილიყო უარყო და მიზეზად დაგვიანებით ჩივილი დაასახელა.

მონიკა პაპაშვილმა განაცხდა, რომ მასზე ძალადობა 23 ივლისიდან 9 თებერვლამდე გრძელდებოდა , მან კი ბოლო დღეს, სწორედ 9 თებერვალს განაცხადა პოლიციაში.

ძალადობის მსხვერპლი ქალის ადვოკატი და ახლობლები ამბობენ, რომ მიღებული განაჩენი სრულიად უსამართლოა და ბრალდებულს მფარველობენ.

მსგავსი თემები