„შიმშილისგან გამოსვლა უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობა“ – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ დასუსტებულია და ის, დღეს ბევრად უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას. „მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით, რაც ჯერ პირველად ვნახე, მერე მეორეჯერ ვაზიარე ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის თითქმის 40 დღე იყო გასული, მაშინ ფიზიკურად უფრო უკეთესად მომეჩვენა. მედიცინაშიც ვერ ვერკვევი. მგონია, რომ შიმშილობიდან გამოსვლა უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობა. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად  სუსტად არის. ვუსურვე, რომ ფიზიკურად გაძლიერებული და ჯანმრთელი იყოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი…

მეტი...

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და  შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შეუსრულა.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. როგორც მეუფემ ჟურნალისტებთან დანაცხადა, ყოფილ პრეზიდენტთან თითქმის არ უსაუბრია, მხოლოდ  ახალი აღთქმის მეექვსე – შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შეუსრულა. „გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. მისი თხოვნა იყო, მე მას შევუსრულე საიდუმლოება. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოება არსებობს და მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, არის ზეთის კურთხევის საიდუმლო. ეს არის ლოცვები. პირადად, ორი  საათი მჭირდება ხმამაღალი კითხვისას, რომ მთლიანად შევასრულო. შვიდჯერ ზეთისცხება, ასე უფროა ხალხისთვის ცნობილი. შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევუსრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური მკურნალობა, განკურნებაც ხდება და ამბობენ,…

მეტი...

ამერიკის ელჩი იმედგაცრუებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გამო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ იმედგაცრუებულია.      „იმედგაცრუებული ვართ, რომ პროცესი გაგრძელდა დაჩქარებით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს დაჩქარება, ეს არ ხდება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის 5 ადგილი ვაკანტურია, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების მანძილზე და არავინ ჩქარობს, არადა, ისინი წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში. ეს პროცესი რთული ასახსნელია. გასათვალისიწინებელია ისიც, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას“ – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის…

მეტი...

„ძალიან დიდი პრობლემაა სამედიცინო პერსონალის გადაღლილობა, ადამიანებს უჭირთ ძალების აღდგენა“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა „მედიაცენტრ მთავარში,“  ქვეყანაში პანდემიის მხრივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი არასაკმარისია.  ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კი სამედიცინო პერსონალის გადაღლილობა დაასახელა. „ძალიან დიდი პრობლემა ჩნდება მედპერსონალის გადაღლილობასთან და რესურსების ამოწურვასთან დაკავშირებით. მედპერსონალის შეცვლა ვერ ხერხდება ქვეყანაში და არსად მსოფლიოში. კოვიდ პანდემიის დროს ერთი და იგივე ადამიანები ვმუშაობთ უკვე ამ პრობლემასთან, რაც ადამიანური რესურსის მხრივ, პრობლემას ქმნის. ადამიანებს უჭირთ ძალების აღდგენა“  – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მეტი...

„2-3 კვირაა, ასაკოვანი ადამიანების ლეტალობა ჭარბობს“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მცხეთის სამედიცინო ცენტრის” კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განაცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირაა, კოვიდინფიცირებული ასაკოვანი პაციენტების ლეტალობა გაზრდილია. როგორც ექიმმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, „მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ მოთავსებული 150 კოვიდინფიცირებულიდან, ზოგის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ზოგის – მძიმე, ზოგის კი კრიტიკული. „დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში 150 კოვიდინფიცრებული პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის და მძიმე. არიან კრიტიკული პაციენტებიც, თითოეული მათგანის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა. ჰოსპიტალიზირებული პაციენტების მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებო და პროგნოზულადაც რთულია. არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ, ზოგადად, კლინიკებში გადატვირთულია რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. ყოველდღიურად ხდება მძიმე პაციენტების შემოდინება. ჩვენ გვაქვს 17 ადგილიანი რეანიმაცია და…

მეტი...

ვირუსით 46 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 806 596.  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 344 პირი ემსხვერპლა.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 389 შემთხვევა, აჭარა – 157, იმერეთი – 776, ქვემო ქართლი – 179, შიდა ქართლი – 210, გურია – 87, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 245, კახეთი – 182, მცხეთა-მთიანეთი – 66, სამცხე-ჯავახეთი – 91, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28

მეტი...

ვირუსით 3 410 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.04%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  865 293-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.33%.

მეტი...

ექიმის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპული პრეპარატები კოვიდის გადატანის გამო ჰქონდა დანიშნული

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი  ნინო გოგორიშვილი ცენტრი „ემპათიას“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ მიხელ სააკაშვილს დიდი დოზით ფსიქოტროპული მედიკამენტები ჰქონდა დანიშნული. როგორც გოგორიშვილი აცხადებს, მედიკამენტები რომელიც ინიშნება მესამე პრეზიდენტის მკურნალობისას, ძალიაn მაღალ წნეხს გადის. ,,თქვენ მოისმინეთ ბევრი რესპონდენტის კომენტარი მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელთაგან, ზოგი არის ემოციებზე დაყრდნობით, ზოგი – თავისი მოსაზრებით.  ვიმეორებ – ამჟამინდელი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რაც შეეხება პაციენტის მკურნალობას, პირველივე დღიდან, რაც შემოვიდა გორის ჰოსპიტალში, ჩვენთან ერთად მუშაობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კომისია, რომელიც შედგება მაღალი კლასის სპეციალისტებისგან, რომლებიც აღიარებულები არიან არა მარტო საქართველოში, არამედ,  მსოფლიოში. ყველა მედიკამენტი,…

მეტი...

წუხელ, 17 წლის მოზარდის მკვლელობისთვის 16 და 17 წლის ახალგაზრდები დააკავეს

თბილისში, სანზონაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. 17 წლის მოზარდის მკვლელობისთვის კი სამართალდამცველებმა ორი ახალგაზრდა დააკავეს. ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე მოხდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სასტიკი დანაშაული წინასწარი შეცნობით მოხდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ , მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006…

მეტი...