ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა

ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა. TV25-ის ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა დასაქმებული ფასადის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მას ჭრილობა თავის არეში აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყებები. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები სამშენებლო ობიექტზე.

მსგავსი თემები