საზღვრისპირა სოფლებს ოპოზიციური არხები გაუთიშეს

ფლავისმანი, არცევი, ფლავი მეღვრეკისი, ქერე – ეს ის საზღვრისპირა ბუფერული ზონის სოფლებია, რომლებსაც დახლოებით ოპოზიციური არხები გაუთიშეს და მხოლოდ „იმედს“ უყურებენ, „მედიაცენტრ მთავართან“ ადგილობრივი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური არხების გათიშვა მიზანმიმართულად ხდება:

„ჩვეულერივად ვუყურებდით ყველა ოპოზიციურ ტელევიზიას, ოთხი დღეა გათიშულია, სიგნალს ახალდაბის ანძიდან ვიღებდით, ყველას ხომ არ აქვს საშუალება ინტერნეტით ისარგებლოს, ვზივართ და მხოლოდ „იმედს ვუყურებთ,სპეციალურად აურიეს ანძიდან,“ – ამბობს ერთ -ერთი ადგილობრივი „მედიაცენტრ მთავართან.“

ამ დროისთვის გათიშულია, „ტვ პირველი,“ , „მთავარი არხი“ და „ფორმულა,“ – ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლებისთვის განმარტებას არ აკეთებს.

არხები 4 დღეა გათიშულია.

მსგავსი თემები