„4 – 6 კვირის განმავლობაში ველოდებით შემთხვევების მატებას“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„თუ ჩვენი ქვეყნის რეალობას გავითვალისწინებთ, 4 მაქსიმუმ, 6 კვირის განმავლობაში ველოდებით შემთხვევების მატებას, პიკი იყო დეკემბრის ბოლოს, ამიტომ იანვრის 15 რიცხვიდან დაიწყო მატება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

პროფესორი ვარაუდობს, რომ „მის სინდრომის“ რიცხვი საქართველოში მოიმატებს და ეს მატება 10 დღის შემდეგ გახდება საგრძნობი:

„მომავალში, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში ველოდებით მატებას. პროტოკოლი დასრულებულია, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სპეციალისტი, ეს არ არის მხოლოდ პედიატრიული საავადმყოფოების სამართავი.

ის მონაცემი რომელიც დღეს გვაქვს მსოფლიოში, 1,6 – 2 % არის ლეტალობის მაჩვენებელი.

ჩვენთან შემოსული პაციენტებიდან –  2 მოთავსდა რეანიმაციაში, ამ ბავშვების საშუალო ასაკი არის 6 დან 11 წლამდე, ყველაზე დიდი ასაკის გვყავს 14 წლის, ყველაზე პატარა 6 წლის, ლეტალური შემთხვევა ჩვენთან არ დაფიქსირებულა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები